რა საშიშროების შემცველია ერექციის მაკორეგირებელი საშუალებების მიღება

აღნიშნული საშუალებების მიღება არც ისე უწყინარია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. როდესაც ადამიანი თვითნებურად ზრდის დოზას, ჩნდება გარკვეული რისკები, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანების ჯგუფში. მათთან მაღალია სწორედ გულის გაჩერების და უეცარი სიკვდილის რისკი.
ამ პრეპარატების გადაჭარბებული დოზირებით მიღება ასევე სარისკოა ახალგაზრდებისთვის. ხშირად ახალგაზრდებიც გარკვეული მიზეზების გამო, იღებენ ერექციის მოსამატებელ პრეპარატებს. მათთან შეიძლება განვითარდეს სისხლის მიმოქცევის დარღვევები, თრომბოზები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა და შემდგომში იმპოტენცია.