რა ცვლილებები დაფიქსირდა იმ მაიმუნების ტვინში, რომელთაც კორონავირუსის მსუბუქი ფორმა გადაიტანეს

მეცნიერთა მტკიცებით, დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით ანთებისა და სისხლჩაქცევის უბნები.
კვლევა ჩატარდა მაიმუნებზე, რომლებიც დაკვირვების პერიოდში არ აღენიშნებოდათ COVID-19-ის სერიოზული სიმპტომები, ამიტომ ბიოლოგები არ ელოდებოდნენ ორგანიზმზე უარყოფით შედეგებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ორგანიზმში SARS-CoV-2 -ის შეღწევისას, ვირუსი იწვევს დიდი რაოდენობით ანთებისა და სისხლჩაქცევების კერებს იმ პრიმატებშიც კი, რომლებსაც არ აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული სიმპტომები. ასეთი შედეგები აღენიშნებოდა საცდელი მაიმუნების ნახევარს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ზოგიერთ შემთხვევაში ეს პათოლოგია იწვევდა ნერვული უჯრედების მასშტაბურ სიკვდილს, რაც ტვინის გარკვეული მიდამოს ჰიპოქსიას იწვევდა. მეცნიერთა აზრით, ამ მოვლენებით აიხსნება მეხსიერების დაბინდვა და სხვა დარღვევები, რომელიც დაავადების მწვავე სტადიაში აღინიშნებოდა.