/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

კოლაჟი

კოლაჟი
გაგაცნობთ მედიცინის სიახლეებს.

.

  • სტრესის ჰორმონი ხელს უშლის იმუნური სისტემის მუშაობას

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ამოიცნეს ორგანიზმის შეუვალობაზე სტრესის ნეგატიური გავლენის მექანიზმი.სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ჰორმონი, სახელად ნეიროპეპტიდი Y, რომელსაც სტრესის დროს გამოყოფს თავის ტვინი, ხელს უშლის იმუნური სისტემის მუშაობას.კავშირი ხანგრძლივ სტრესსა და ზოგიერთი (წესისამებრ, ინფექცური) დაავადების მიმართ მიდრეკი-ლებას შორის ექიმებისთვის დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე სტრესის ზემოქმედების მექანიზმი დღემდე ამოუხსნელი იყო.

სტრესის დროს ნეირონები დიდი ოდენობით გამოყოფენ ნეიროპეპტიდ Y-ს. პროფესორ ფაბიენ მაკკეის განმარტებისამებრ, ეს ჰორმონი უშუალო გავლენას ახდენს იმუნური სისტემის იმ უჯრედებზე, რომლებიც პათოგენური ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურებას განაგებენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი აღმოჩენა ბიძგს მისცემს ახალი პრეპარატების შექმნას, რომლებიც სტრესის ნეგატიურ ზემოქმედებას გაანეიტრალებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც გამუდმებით განიცდის ფიზიკურ და ფსიქიკურ დაძაბულობას, მაგალითად, სპორტსმენებისთვის.

  • რა უშლის ხელს ჭრილობის შეხორცებას?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უარყოფითი ემოციების კონტროლის უუნარობა ახანგრძლივებს ჭრილობის შეხორცებას - ასეთი დასკვნა გამოიტანეს მეცნიერებმა ოჰაიოს უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტიდან, რომელშიც 98 მოხალისე მონაწილეობდა. მკვლევარებმა მათ მარცხენა ხელზე სტანდარტული, ერთი და იმავე ზომის ჭრილობები მიაყენეს, რომელთა შეხორცებასაც 8 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეთა მიერ საკუთარი ემოციების კონტროლის უნარი შეფასდა სპეციალური ტესტ-ანკეტების საშუალებით, რომლებიც მოხალისეებმა ექსპერიმენტის დაწყებამდე შეავსეს. გარდა ამისა, განისაზღვრებოდა მათ სისხლში სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის ოდენობა.

აღმოჩნდა, რომ ადვილად გაღიზიანებად ადამიანებს ჭრილობები გაცილებით ნელა უხორცდებათ. რაც უფრო ფიცხია ადამიანი, მით უფრო მეტხანს გრძელდება ჭრილობის შეხორცება. უარყოფითი ემოციის გამოხატვის ფორმა - ფარული თუ დაუფარავი აგრესია - აღდგენითი პროცესების სიჩქარეზე გავლენას არ ახდენს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ექსპერიმენტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ჭრილობების შეხორცებას კორტიზოლის სიჭარბე აფერხებს.

  • ფსიქოლოგიური სტრესი და იმუნური სისტემა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხანგრძლივი ფსიქოლოგიური სტრესი ამცირებს ქალის იმუნური სისტემის შეუვალობას ადამიანის პაპილომავირუსის მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ
მეცნიერებმა ღალატის მოულოდნელი მიზეზი დაადგინეს
სუფრის მარილი კუჭის კიბოს რისკს 41%-ით ზრდის - სამეცნიერო კვლევის შედეგი

ადამიანის პაპილომავირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს ერთ-ერთი მიზეზია. მისი ზოგიერთი ქვეტიპი განსაკუთრებით საშიშ ვირუსად არის მიჩნეული. ის ადამიანს სქესობრივი გზით გადაედება.

კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ვირუსს არ შეუძლია, კიბო დამოუკიდებლად გამოიწვიოს. ჯანმრთელი ქალების უმრავლესობა გარკვეული ხნის შემდეგ ინფექციისგან თავისთავად იკურნება, მხოლოდ ზოგიერთ ინფიცირებულს უვითარდება კიბოსწინარე მდგომარეობა ან კიბო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ იმუნური სისტემა კარგად მუშაობს, ორგანიზმი თვითონვე ახერხებს ვირუსისგან გათავისუფლებას, ხოლო თუ იმუნური სისტემის ფუნქცია შერყეულია, ვირუსი ორგანიზმში იბუდებს, რაც ზრდის კიბოს განვითარების რისკს.

ითვლება, რომ, საზოგადოდ, სტრესი უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე: ამცირებს ვირუსებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარს. ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად გამოკვლევაც კი ჩატარდა, რომელშიც საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობის ნიშნების მქონე ქალები მონაწილეობდნენ. ყოველმა მათგანმა შეავსო სპეციალური კითხვარი, რომელიც სტრესულ მდგომარეობებს, მათ ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს (ახლო ნათესავის გარდაცვალებას, სამსახურის დაკარგვას, ოჯახის დანგრევას...) ეხებოდა.

აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ხშირად არის ქალი სტრესულ მდგომარეობაში, მით უფრო მეტად სუსტდება მისი იმუნური სისტემის გამძლეობა ვირუსების მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ ქალებს განსაკუთრებით მაღალი აქვთ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ალბათობა.

  • ბაქტერია, რომელიც დეპრესიისგან გვიცავს

ირლანდიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც ორგანიზმს სტრესისა და დეპრესიისგან იცავს, ამჟამად კი ქალაქ კორკის საუნივერსიტეტო კლინიკის მკვლევართა ჯგუფი მუშაობს პროდუქტზე, რომელიც ანტიდეპრესანტის როლს შეასრულებს. მეცნიერებმა გამოიყვანეს პრებიოტიკი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბაქტერია, რომელიც ამსუბუქებს გაღიზიანებული ნაწლავის სიმპტომებს. ამ დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია სტრესი, რომელიც ორგანიზმის მიერ ჰორმონ კორტიზოლის ჭარბი გამომუშავებით არის გამოწვეული. ბაქტერიას სწორედ მისი დონის შესამცირებლად გამოიყენებენ.

საკვები დანამატი ელაინი, რომელიც ანტისტრესულ ბაქტერიებს შეიცავს, ამერიკის ბაზარზე უკვე გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევა წარმატებით დასრულდა, მეცნიერები თვლიან, რომ სტრესის დაძლევის მსურველებმა აუცილებლად უნდა დაიცვან დაბალანსებული დიეტა და ივარჯიშონ, ცალკეულ შემთხვევებში კი შესაძლოა ანტიდეპრესანტების მიღებაც მოუხდეთ. სადღეისოდ ირლანდიის მოსახლეობის 10%, დაახლოებით 400 ათასი კაცი, დეპრესიით არის დაავადებული, თუმცა ბევრმა არც კი იცის, რომ ავად არის და არც ექიმს მიმართავს.

  • სტრესი შიზოფრენიის განვითარების ალბათობას ზრდის

აღმოჩნდა, რომ თუ ორსულმა პირველი სამი თვის განმავლობაში ძლიერი სტრესი გადაიტანა, იზრდება ალბათობა, მის შვილს შიზოფრენია დაემართოს. აარუსის უნივერსიტეტის (დანია) მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა 1 მილიონ 380 ათასი მშობიარის ისტორია 1973-დან 1995 წლამდე, გამოყო 22 ათასი ქალი, რომლებმაც ორსულობისას მეუღლის ან სხვა ახლობლის სიკვდილი გადაიტანეს, და 14 ათასი ქალი, რომელთაც ორსულობის პერიოდში უახლოესი ნათესავის მძიმე ავადმყოფობის ამბავი შეიტყვეს. გაირკვა, რომ მათი შვილები, ვინც ახლობელი ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაკარგა, 76%-ით უფრო ხშირად ავადდებოდნენ შიზოფრენიით. ორსულობის უფრო გვიანდელ სტადიაში ახლობლის სიკვდილი ან ცნობა მისი ავადმყოფობის შესახებ ნაყოფის დაავადების ალბათობაზე არ მოქმედებდა.

სტრესს, ორსულობასა და შიზოფრენიას შორის კავშირი ბოლომდე გარკვეული არ არის. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჰორმონებმა, რომლებიც ორსულის ორგანიზმში სტრესის საპასუხოდ წარმოიქმნება, შესაძლოა, ნაყოფის ტვინზე იმოქმედოს. ეფექტი განსაკუთრებით ძლიერია ორსულობის ადრეულ სტადიებში, როდესაც დედასა და ნაყოფს შორის დამცავი ბარიერი ჯერ კიდევ არასრულყოფილია.

საზოგადოდ კი, შიზოფრენიის განვითარებაში სტრესის როლი არც ისე დიდია. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ და გარემოსთან დაკავშირებულ ფაქტორებს.

  • სტრესი თმის ცვენის მიზეზია

ბოლოდროინდელ გამოკვლევათა შედეგების მიხედვით, თუ ქალი ხშირად იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, შესაძლოა, თმის ცვენა დაეწყოს. ბრიტანელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ თანამედროვე ინგლისელი ქალები ხშირად არიან სტრესულ მდგომარეობაში, რაც ვნებს მათი თმის სილამაზეს. სტრესი ასევე ნეგატიურად მოქმედებს სახის კანზე. გამოკითხვამ, რომელიც კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი ფირმის Vitabiotics-ის ინიციატივით ჩატარდა, აჩვენა, რომ ხუთი ქალიდან ერთი თმის ცვენას უჩივის, ხოლო გამონაყარი მესამედზე მეტს აწუხებს. კვლევის მონაწილე ქალების 48%-ს მიაჩნია, რომ კანისა და თმის პრობლემები არასწორი კვებით არის გამოწვეული, ხოლო 27% მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი მუდმივი სტრესია.

მკვლევარები სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ არ არსებობს სპეციალიზებული ლიტერატურა თმისა და კანის მოვლის შესახებ. მათი თქმით, ქალების უმრავლესობამ არ იცის, როგორ მოუაროს თმასა და სახის კანს. ბევრმა არ იცის ისიც, რომ ამ კოსმეტიკური პრობლემების წარმოშობაში დიდ როლს ასრულებს ქალის სულიერი მდგომარეობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კოლაჟი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები