წლამდე ასაკის ბავშვთა კვების როლი სიმსუქნის პრევენციაში
ძუძუთი კვების ხელშეწყობა, ადაპტირებული ნარევის საჭიროების შემთხვევაში მისი სწორად შერჩევა, დამატებითი კვების დროული დაწყება და ასაკის შესაბამისი საკვები იგრედიენტების გამოყენება ბავშვის ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
წლამდე ასაკის ბავშვთა რაციონალური და ბალანსირებული კვება განაპირობებს სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილის ადექვატურ მორფორლოგიურ, ფუნქციურ, ფსიქომოტორულ და ინტელეტუალური განვითარების ოპტიმალურ პარამეტრებს , ბავშვის ინფექციური დაავადებებისა და გარემო ფაქტორების არასასურველი ზემოქმედების მიმართ გამძლეობას, ჰარმონიულ ზრდასა და კეთილდღეობას. რაციონალური კვება სიცოცხლის პირველი დრეებიდან მნიშვნელოვანი რგოლია პროფილაქტიკური ღონისძიებების კომპლექსში, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის შენარჩუნების, ავადობისა და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებისკენ.
ლაქტოტროფული კვება ( ძუძუთი კვება) არის „ ოქროს სტანდარტი „ ბავშვთა კვებაში.
დედის რძეს აქვს რთული და მრავალკომპონენტური ქიმიური შემდგენლობა, უნიკალური კომპნენტების ჩათვლით. ბევრი მათგანი იდენთიფიცირებულია და ზოგიერთის მნიშვნელობა ჯერაც არ არის შესწავლილი.ბიოლოგიურად აქტიური და დამცავი ფაქტორები იძლევა ბავშვის ადაპტაციური პოტენციალის ფორმირების საშუალებას და არასასურველი გარმოე ფაქტორების ზემოქმედება მინიმუმამდე დაჰყავს. გენოტიპის, გესტაციური ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით , დედის რძე ხელს უწყობს ბავშვის კვების ინდივიდუალურობას.
ცილა
ქალის რძეში შემავალი ცილა ძროხის რძეში შემავალი ცილისგან განსხვავდება როგორც რაოდენობით ასევე ხარისხით. ცილის შემცველობა ქალის რძეში სრულად შეესაბამება ბავშვის კვებით მოთხოვნილებას. ცილა აუცილებელი კომპონენტია ბავშვის ფიზიკური და გონებრივი გავითარებისთვის. ქალის რძის ცილა ძირითადად წამროდგენილია შრატის ცილებით αლაქტალბუმინითა და ლაქტოფერინით, ბავშვებისთვის შეუცვლელი ამინომჟვაების წყაროა. ქალის რძის 20 ამინომჟავიდან 8 შეუცვლეილი ამინომჟავაა რომლის სინთეზი ბავშვის ორგანიზმს არ შეუძლია. მაღალია ტაურინის რაოდენობა , რომელიც ორგანიზმში მხოლოდ მცირე რაოდენობით სინთეზირდება და აუცილებელია ნერვული ქსოვილის განვითარებისა და მომწიფებისთვის. ქალის რძის ცილა ადვილად იშლება და აითვისება. ქალის რძეში ნაკლებია კაზეინის შემცველობაა. თანაფარდობა შრატის ცილასა და და კაზეინს შორის შეადგენს 60-70/40-30.
ქალის რძის კაზეინი ძროხის რძის კაზეინისგან განსხვავებუთ შედარებით ადვილად მოსანელებელია. ქალის რძის ცილების გარკვეული ნაწილი ( იმუნოგლობულონები, ლაქტოფერინი, ლიზოციმი და სხვა ) დაუშლელად გადის კუჭ-ნალწვის ტრაქტს და აქტიურად მონაწილეობს
კველევებმა აჩვენა რომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში სიმსუქნე 15-20 %-ით ნაკლებია , ხელოვნური კვებისგან განსხვავებით.
ზემოთ აღნიშნული შეიძლება განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით
- დედის რძეში ჰორმონების და ადიპოკინის არსებობით, რომელიც ახდენს ახალშობილის მადის რეგულირებას.
დედის რძეში ცილის დაბალი შემცველობა ( 0. 9 გ/100 მლ), ადაპტირებულ ნარევთან ( კვების სააგენტოს მიერ დამტიკეცებულია რომ ადაპტირებულ ნარევში ცილის რეკომენდებული ნორმებია 1.2-3.0 გ/100 მლ.) შედარებით.
- ცილის მიღება დაკავშირებულია ბავშვებში სხეულის მასის ინდექსის ზრდასთან. აღნიშნულს ეწოდება ეგრეთ წოდებული ადრეული ცილის ჰიპოთეზა (early protein hypothesis).
აღნიშნული ჰიპოთეზის თანახმად ადრეულ ასაკში მიღებული დიდი რაოდენობით ცილამ შეიძლება გამოიწვიოს მომატება ინსულოგენური ამინომჟავების , რომლებიც შემდგომ იწვევენ ინსულინის და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის სეკრეციას (IGF-1). რაც შემდგომში ასტიმულირებს ზრდას და ადიპოგენურ აქტივობას. რაც განაპირობებს ჩვილის წონაში სწრაფ მატებას და ზრდის შემდეგში სიმსუქნის რისკს.
2002-2004წ - ევროპის 5 ქვეყანაში( გერმანი, ბელგია, იტალია, პოლონეთი და ესპანეთი) ჩატარდა ბავშვთა სიმსუქნის კვლევა. (EU CHOP)
- გამოკვლეულ იქნა >1670-ზე მეტი ჩვილი 2 თვემდე.
- ხელოვნური კვება პროტეინის მაღალი შემცველობის ნარევით( 2.9 -4.4 გ/100 მლ)
- პროტეინის დაბალი შემცველობა ( 1.77-2.2გ /100მლ).
ამ კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ბუნებრივი კვება ოქროს სტანდარტია. ხოლო 2 წლის ასაკში ბავშვები რომელბიც იკვებებოდნენ პროტეინის დაბალი შემცველობის მქონე ხელოვნური საკვებით ქონდათ მნიშვნელოვნად დაბალი BMI , ვიდრე მაღალი პროტეინის შემცველობის დროს.
რა არის HMO’s (დედის რძის ოლიგოსაქარიდები)?
- HMO’s წარმოადგენს დედის რძის ნახშირწყლების უდიდეს ნაწილს.
- HMO’s ქმნის დედის რძის მესამე კომპონენტს და განსაკუთრებით მაღალი შემცველობითაა ხსენში.
- არსებობს 200-ზე მეტი HMO’s.
დადგენილია რომ დედის რძეში არსებული ოლიგოსაქარიდები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებში არ შეიწოვება და ხვდება მსხვილ ნაწლავში, სადაც ასრულებენ ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიების სუბსტრატის როლს. ბიფიდობაქტერიების მიერ ოლიგოსაქარიდების კომპონენტები გამოიყენება უჯრედის კედლის ასაშენებლად. ოლიგოსაქარიდების ფიზიოლოგიური ეფექტი ბიფიდოგენური ეფექტით არ შემოიფარგლება . ისინი ახდენენ ნაწლავთა კონკრეტული რეცეპტორების ბლოკირებას, რის შედეგადაც ნაწლავთა პათოგენები ვეღარ ახერხებენ ენტეროციტების შეღწევას, ოლიგოსაქარიდები სხვა დამცველობით ფაქტორებთან ერთად ზრდიან დედის რძის იმუნობიოლოგიურ აქტივობას.
- HMO’s რაოდენობა ცვალებადია ლაქტაციის პერიოდში და ყველაზე მაღალი კონცენტრაციით გვხვდება ხსენში.
ნაწლავური მიკრობიოტას დიდი გავლენა აქვს ჭარბ წონასა და სიმსუქნის განვითარებაზე. ბავშვებში ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს,
- დედის ჯანმრთელობა და დედის მიკრობიოტა;
- მშობიარობის ტიპი;
- ანტიბიოტიკების გამოყენება;
- დედის რძე ( ცოცხალი ბაქტერიები, HMOS);
- პრო/და პრებიოტიკები;
მიკრობიოტა განისაზღვრება, როგორც ბაქტერიების და სხვა მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ცხოვრობენ ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილში. საჭმლის მომნელებელი სისტემის მიკრობიოტა შედგება რთული, დინამიური და ბალანსებული ბაქტერიებისგან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, მის ფიზიკურ, მეტაბოლურ და იმუნოლოგიურ ფუნქციებზე. მიკრობიოტის ბალანსის, შემადგენლობისა და / ან ფუნქციების ცვლილებები იწვევს პათოგენების ზრდას და მიკრობული მრავალფეროვნების შემცირებას. როგორც პასუხი, ვითარდება ანთება, რომელიც შეიძლება გახდეს ქრონიკული და ისეთი დაავადებების განვითარების უფრო მეტ რისკი, როგორიცაა ალერგია, პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე , ნევროლოგიური და კოგნიტური დარღვევები.
21-ე საუკუნეში ჭარბი წონა და სიმსუქნე ბავშვებში საზოგადოებისათვის სერიოზული და მზარდი პრობლემაა. იგი დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფიზიკურ, ფსიქოსოციალურ ასპექტებთან და მატერიალურ დანახარჯებთან. კვების დარღვევებთან დაკავშირებული არაგადამდები დაავადებების-სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი გავრცელების მაჩვენებლების მკვეთრმა ზრდამ, აიძულა მსოფლიო ჯანსაღი კვებისთვის პრიორიტეტული ფუნქცია მიენიჭებინა.
ბავშვთა ასაკში ჭარბი წონა და სიმსუქნე წარმოადგენს 21 სააკუნის გლობალურ პრობლემას. მსოფლიოში დაახლოებით 41 მილიონი ბავშვია ჭარბი წონით 5 წლამდე ასაკით, აქედან 31 მილიონი განვიტარებად ქვეყნებზე მოდის. კვლვებით დადგენილია რომ ბავშვთა ასაკში არსებული ჭარბი წონა ასოცირებულია შემდგომში განვითარებულ ისეთ მეტაბოლურ დაავადებებთან როგორიც არის დიაბეტი, სიმსუქნე, ჰიპერტენზია და კარდივასკულარული დაავადებები ადრეულ ასაკში.
ბავშვთა ასაკში სიმსუქნის პრევენციისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადრეული მეტაბოლური პროგრამირება.
ადრეული მეტაბოლური პროგრამირება მოიცავს შემდეგ ფაქტორებს -გენეტიკა, ეპიგენეტიკა და გარემო ფაქტორები. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ჩვილ ბავშვთა კვება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს შემდგომში მეტაბოლური დაავადების პრევენციისთვის . (განვითარების თავიდან ასაცილებლად, ადრეულ ასაკში წონის სწრაფი მატება , რაცას საკვები ნუტრიენტების ჭარბი მიღება განაპირობებს წარმოდგენს რისკ ფაქტოს შემდგომში სიმსუქნის და ჭარბი წონის.
ბავშვებსა და მოზარდებში ჭარბ წონად მიიჩნევა მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულის მასა ზღვრულზე ( ნორმულზე) მაღალია, ხოლო სიმსუქნეზე საუბარია, როდესაც აღინიშნება ცხიმის ჭარბი დაგროვება.
- ტერმინით „მეტაბოლურისინდრომი“ აღინიშნება კლასტერად წოდებული დარღვევათა კომპლექსი, რომელსაც ახასიათებს ცენტრალური ტიპის სიმსუქნე, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ჰიპერტენზია და ათეროგენული დისლიპიდემია, რაც შეიძლება წარმოჩინდეს ტრიგლიცერიდების დონის მატებითა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტეროლის მომატებით.
- სიმსუქნე წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის , არტერიული ჰიპერტენზიის, დისლიპიდემიის, კარდიოვასკულარული, გასტროინტესტინალური, ძვალსახსროვანი, ნევროლოგიური, სიმსივნური დაავადების, ასთმის ძილის აპნოეს და სოციალური სტიგმატიზაციის რისკ ფაქტორს.
AAP, CDC-სა და IBFAN-ს რეკონკომენდაციით სიმსუქნის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ჩვილ ხელოვნური კვება, ბავშვთა ჩვილ ბავშთა ექსკლურზიური და შემდგომი ძუძუთი კვება , შემდგომ დროული დამატებითი კვების უზრუნველყოფა ( 6 თვის ასაკიდან) მნიშვნელოვანია სიმსუქნის პრევენციის თვალსაზრით.
თუმცა საჭიროების შემთხვევაში საჭირო ხდება ბავშვითვის საკვებ რაციონში ადაპტირებული ნარევის ჩართვა. ადაპტირებული ნარევის შერჩევის დროს ყურადრება უნდა მიექცეს ბავშვის გესტაციურ ასაკს, წონას, ჩივილებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და სხვა. რის შემდეგაც ხდება ბავშვისთვის ადაპტირებული ნარევის შერჩევა. რა შემთხვევაში ხდება საჭირო ადაპტირებული ნარევის ჩართვა ბავშვის რაციონში. ბუნებრივი კვების შეწყვეტის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც დედისმიერი, ასევე ბავშვის მიერ. ბუნებრივი კვების შეწყვეტა შეიძლება საჭირო გახდეს რაღაც დროის მანძილზე და შემდეგ ბავშვი ისევ დაუბრუნდეს დედის რძეს. ვინაიდან კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას რომ ბავშვთა კვებაში დედის რძით კვება, ოქროს სტანდარტს წარმოადგენს.
ძუძუთი კვების ჭეშმარით უკუჩვენებებს წარმოადგენს:
- აივ-ინფიცირება.
- საშიში ინფექციები ( ტიპი, ქოლერამ და სხვა)
- ჰერპესული გამონაყარი ძუძუს თავებზე ( მკურნალობამდე)
- ბავშვის მხრიდან აბსოლუტურ უკუჩვენებას წარმოადგენს წარმოაგდენს ენზიმოათია ( გალაქტოზემია და სხვა). ფენილკეტონურიის დროს ძუძუთი კვების მოცულობა განისაზღვრება სამკურნალო საკვებ ნარევტან შესაბამისად ( ინდივიდუალურად.
- ძუძუთი კვების დროებით შეწყვეტის მიზეზი შეიძლება დედის მიერ ზოგიერთი პრეპარატის მიღება. ( იმუნოსუპროსეროები, ციტოსტატიკები, ზოგიერთო ანტიბიოტიკი და ა.შ).
- და სხვა;
როდესაც დგება საკითხი თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ბავშვისთვის ადაპტირებული ნარევი. ამ შემთხვევაში განვიხილოთ ჯანმრთელი, დროული ახალშობილი. რეკომენდებულია ადაპტირებული ნარევი შემდგენლობით ახლოს იყოს დედის რძის შემადგენლობასთან. ამიტომ გასათვალისწინებელია რამდენიმე ძირითადი კომპონენტი. ( ცილოვანი, ცხიმოვანი კომპონენტი, ოლიგოსაქარიდების არსებობა, ნუკლეოტიდები და პრობიოტიკები)
- ცილოვანი კომპონენტის განხილვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ცილის რაოდენობას და ხარისხის. რაც უფრო მაღალია ადაპტირებული ნარევში მაღალი ხარისხის შრატის ცილის კომპონენტი ( ალფა-ლაქტგლობულინი) მით უფრო ადვილად მოსანელებელია ადაპტირებული ნარევი. ცილის დაბალი შემცველობა ადაპტირებულ ნარევში წარმოადგენს შემდგომში ბავშვის სიმსუქნის პრევენციის ერთ-ერთ საშუალებას.
- ცხიმოვანი კომპონენტი:
- უჯრედული მემბრანების შემადგენელი ნაწილი;
- უჯრედული რეცეპტორების შემადგენელი ნაწილი;
- ბავშვის ენერგეტიკული მოთხოვნილებების 50-60% ცხიმზე მოდის, რაც მნშივნელოვანია ზრდისა და ფიზიკური განვითარებისათვის;
- რძის ცხიმი ქოლესტერინის, ფოსფოლიპიდების, განგლიოზიდების წყაროა განსაზღვრავს საკვების გემოს, ტექსტურას;
- ანელებს კუჭის საკვებისაგან ძალიან სწრაფ დაცლას, რასაც მნიშვნელობა აქვს ჩვილის დანაყრებისათვის.
რეკომენდებულია რომ ადაპტირებული ნარევი გამდიდრებული იყოს ესენციური გრძელ-ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავებით, და რაც მთავარია სწორი თანაფადობით.
გრძელჯაჭვიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს მიუკთვნება ყველასთვის კარგად ცნობილი ომეგა 3 ( დოკოზაჰესანის მჟავა ( DHA), და ეიკოზაპენატაენის მჟავა ( EPA) და ომეგა 6 ( არაქიდონის მჟავა).
- ესენციური გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები - მონაწილეობენ ნერვული ბოჭოკოების მიელინიზაციაში, ბადურას ფორმირებაში, ასტიმულირებენ კოგნიტურ ფუნქციებს.
- თუ DHA ემატება ნარევს (22:6 n-3), ARA (20:4 n-6) შემცველობა არ უნდა იყოს მასზე ნაკლები.
- ეიკოზაპენტაენის მჟავის (20:5 n-3), შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს დოკოზაჰექსაენის მჟავას შემცველობას.
- ნაციონალური რეკომენდაციები შესაძლოა განსხვავდებოდეს ამ მაჩვენებლებისაგან კვებითი მოთხოვნილებების შესაბამისა
- როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ახალშობილის ნაწლავური მიკროფლორის სწორად ჩამოყალიბება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვებში და მოზარდებში სიმსუქნის პრევანეციაში.
ნაწლავური მიკროფლორის სწორად ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ოლიგოსაქარიდების არსებობაბ ადაპტირებულ ნარევში.
HMO’s სარგებელი ადაპტირებულ ნარევში:
- ბავშვთა ფორმულის გამდიდრება HMO’s-ით ქმნის უფრო მდიდარ და სასარგებლო მიკრობიოტას.
- HMO’s არეგულირებს ნაწლავურ მიკროფლორას, აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების აბსორბციას და თავიდან გვაცილებს ბავშვთა არასწორი კვების შედეგებს, როგორიცაა -კარდიოვასკულური დაავადებები და სიმსუქნე.
- 2'-FL-ით ფორმულის გამდიდრებას დადებითი გავლენა აქვს ბავშვთა კოგნიტურ განვითარებაზე.
- 2'-FL წარმოადგენს ნეკროზული ენტეროკოლიტისაგან დამცავ კომპონენტს
- HMO’s აუმჯობესებს იმუნური სისტემის განვითარებას, რაც განპირობებულია მისი ანტი-ადჰეზიური ანტიმიკრობული ეფექტით.
ვინაიდან ცნობილია რომ ბუნებრივი კვების დროს სიმსუქნე პრაქტიკულად არ ვითარდება . ამ მიმართულებით ჩატარდა უამრავი კვლევა, რის საფუძლვეზეც ექსკლუზიურად ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილის განავლიდან გამოიყოფილ იქნა, პრობიორიკი Bifidobacterium subsp lactis - BPL1, რომელიც დარეგისტირებულია ნომრით CECT 8145. უამრავმა კვლევამ აჩვენა რომ BPL1 ამცირებს ცხიმის წარმოქმნას ბავშვის ორგანიზმში.
გვხდება ცხიმოვანი ქსოვილი რამდენიმე სახეობა ( თეთრი, ყავისფერი) რომლის განვითარება იწყება საშვილოსნოსშიდა პერიოდში და გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლოვაში.
თეთრი ცხიმოვანი ქსოვილი წამროადგენს ენერგიის წყაროს, ხოლო ყავისფერი ცხიმოვანი ქსოვილი მონაწილეობას ღებულობს სითბოს წარმოქნაში.
Bifidobacterium subsp lactis - BPL1 - წარმოადგენს სრულიად უსაფრთხო, თერმოსტაბილურ პრობიოტიკს რომელიც რამდენიმე მექანიზმით ამცირებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის წარმოქმნას.
- ცვლის მეზენტერიული თეთრი ცხიმოვანი ქსოვილის თვისებებს, როგორიცაა:
- ზრდის ლიპოლოზიური გენების ან ენერგიის მოხმარებსთან დაკავშირებული გენების აქტოვობას.
- ამცირებს ტრიგილიცერიდების სინთეზთან დაკავშირებული გენების აქტივობას.
- BPL1 ეპიგენეტიკური ეფექტია ადიპონექტინის დონის მატება პლაზმაში.
ადიპონექტინი-ჰორმონია,რომელიც ორგანიზმს ცხიმის წვის ბრძანებას აძლევს,მისი ამოცანა ნივთიერებათა ცვლის მართვაა.ადიპონექტინის შემცირება აქვეითებს ინსულინის მგრძნობელობას და ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს. სიმსუქნის შემთხვევაში, პლაზმაში კლებულობს ადიპონექტინის დონე.
- აქვს ანთების საწინაღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება.
- უსაფრთხო და სტაბილური ყველა ტემპერატურაზე.
ვინაიდან ხელოვნური კვების დროს ჩვილ ბავშვებში თავს იჩენს უამრავი პრობლემა. ამიტომ რეკომენდებულია რომ მისი შემადგენლობა ახლოს იყოს დედის რძის შემადგენლობასთან, რადგან თავიდან ავიცილოთ ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები როგორიც არის ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ , სიმსუქნე, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ისეთი არაგადამდები დაავადებების განვითარებას მოზარდებში როგორიც არის დიაბეტი, ცხიმოვანი ჰეპატოზი, მეტაბოლური სინდრომი და ა. შ.
R