ნაწლავის ანთებითმა დაავადებამ (IBD) შესაძლოა, მენტალურ ჯანმრთელობაზე მოახდინოს ზეგავლენა - კუჭ-ნაწლავსა და თავის ტვინს შორის არსებული კავშირი

არსებობს ორი ტიპის IBD: კრონის დაავადება, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილზე ახდენს ზეგავლენას და წყლულოვანი კოლიტი, რომელიც მხოლოდ მსხვილი და სწორი ნაწლავის ანთებას მოიცავს.
2015 წლის მონაცემებით, აშშ-ში 3,1 მილიონ, ანუ 1.3% ზრდასრულ ადამიანს დაუსვეს IBD დიაგნოზი.
ნაწლავის ანთებითი დაავადების(IBD) სიმპტომებია: მუდმივი დიარეა, მუცლის ტკივილი, წონის კლება და დაღლილობის შეგრძნება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, IBD-ით დაავადებულთა დაახლოებით 30% დეპრესიას, შფოთვას, ან ორივეს ერთად განიცდის.
ქრონიკული დაავადების თანმხლები ტკივილი და დისკომფორტი,ფსიქიკური პრობლემების რისკს ზრდის.
გარდა იმისა, რომ IBD უდავოდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, არსებობს მტკიცებულებაც, რომ პირდაპირი ბიოლოგიური კავშირი არსებობს IBD-სთან ასოცირებულ ანთებასა და ნეიროფსიქიატრიულ დაავადებებს შორის.
დოქტორ ჯერარდ ჰონიგი(ნიუ-იორკის „Crohn's & Colitis Foundation“-ის კვლევითი ინოვაციების დირექტორი) ამბობს, რომ ნაწლავთა ანთებითი დაავადების მქონე პაციენტთა ძალიან დიდი ნაწილი განიცდის შფოთვას და დეპრესიას.
თავის მხრივ, დაავადების თანმხლები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები IBD-ის სიმპტომებსაც აუარესებს.
შფოთვის, დეპრესიის და სტრესის შედეგად შესაძლებელია ახალი ნაწლავური სიმპტომები წარმოიშვას.
ახალი კვლევის თანახმად, IBD პირდაპირ ზეგავლენას ახდენს თავის ტვინზე („ენტერული ტვინის“, ნაწლავ-ტვინის ღერძის კონცეფციის მეშვეობით).
ნაწლავ-ტვინის ღერძი ეს ორმხრივი კომუნიკაციის ღერძია, რომელიც ნაწლავებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის არსებობს.
ნაწლავებში მცხოვრები მიკროორგანიზმები კი ძალიან დიდ როლს თამაშობენ.ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს საკომუნიკაციო არხი „იხურება“ ნაწლავთა ანთებითი დაავადებების დროს. ეს არის საკომუნიკაციო სისტემის „კარიბჭე“, რომელიც სისხლსა და ცერებროსპინალურ სითხეს(CSF) შორის სიგნალების გაცვლას აკონტროლებს.
ნაწლავის ანთებას ის დახურვით პასუხობს, რათა თავიდან აიცილოს ანთების გავრცელება თავის ტვინზე.
კვლევა აჩვენებს რომ IBD-ის გამო საკომუნიკაციო სისტემის დახურვა მეხსიერებას არღვევს და შფოთვას იწვევს.
მეცნიერების თქმით, კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ IBD-ის მქონე პირებში ქცევითი და კოგნიტური ცვლილებები შეიძლება გამოწვეული იყოს არა ძლიერი ანთების შედეგად, არამედ ორგანიზმის მიერ თავის ტვინის დასაცავად გააქტიურებული „თავდაცვის სტრატეგიის“ გამო. ასე სხეული იცავს თავის ტვინს დაზიანებისა და ანთებისაგან.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ შესაძლებელია მკურნალობის ისეთი მეთოდის შემუშავება, რომელიც აღადგენს ჯანსაღ კომუნიკაციას ნაწლავსა და თავის ტვინს შორის. ეს კი საგრძნობლად დაეხმარება პაციენტებს, რომლებსაც IBD-ის დიაგნოზი დაუსვეს და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლევა თაგვებზე ჩატარდა, ამიტომ აუცილებელია დამატებითი კვლევები, რომლებიც ადამიანებზე განზოგადდება.