ნაკლებად ცნობილი საკვები პროდუქტები, რომლებიც ნაწლავებში აირების დაგროვებას იწვევს
ვაშლი

ვაშლი ბუნებრივ შაქარ სორბიტს შეიცავს, რომელიც ბევრ ხილშია. ყველა ადამიანის ორგანიზმი ვერ ეგუება ამ ნივთიერებას, ამიტომ მან შესაძლებელია შებერილობა და ნაწლავებში აირების წარმოქმნა გამოიწვიოს. ზოგ შემთხვევაში დიარეაც კი, განსაკუთრებით ბავშვებში.
მაყვალი

მათ, ვისაც სურს ტკბილეულობა ბუნებრივი შაქრის შემცველი ხილით შეცვალოს, მაყვალი ნამდვილად კარგი არჩევანია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ის ნაწლავებისთვის არც თუ ისე კარგია. თუ რთულად ინელებთ სორბიტს, მაშინ შებერილობა, მუცელში აირების დაგროვება, მუცლის ტკივილი და დიარეა, შესაძლოა გულისრევაც კი გამოიწვიოს.
საზამთრო

ზაფხულის ყველაზე პოპულარული ხილი საზამთროა. მასში დიდი რაოდენობით ფრუქტოზაა, რომლის მონელებაც შესაძლებელია თქვენს ორგანიზმს გაუჭირდეს. ასევე, არსებობს „მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობა“, რაც გენებით არის განპირობებული. მისი დადგენა მარტივი სისხლის ტესტით არის შესაძლებელი.
კარტოფილი და ბარდა

სახამებელი, რომელსაც კარტოფილი შეიცავს, შებერილობასა და ნაწლავებში აირთა წარმოქმნას უწყობს ხელს. რაც შეეხება ბარდას, ის შაქართა ჯაჭვს - გალაქტო-ოლიგოსაქარიდებს შეიცავს. ისინი ნაწლავთა ბაქტერიებს კვებავენ და აირების დაგროვებას იწვევენ.
ატამი

წვნიან, მწიფე, ცივ ატამს ზაფხულში რა სჯობს?!
ატმის შემადგენლობაში შემავალმა შაქრის შემცველობამ შესაძლებელია კუჭის პრობლემები გამოიწვიოს. ის ბუნებრივ შაქარ პოლიოლს შეიცავს, რამაც შესაძლებელია ნაწლავთა ბაქტერიებზე ვერ იქონიოს კარგი ზეგავლენა. ამიტომ, მის მირთმევას ხშირად შებერილობა და მუცლის ტკივილი ახლავს თან.
გარგრის ჩირი

ის ეფექტურია შეკრულობის დროს. გარგრის ჩირი ბევრ ფრუქტოზას შეიცავს, მისი დიდი რაოდენობით ჭამის შემთხვევაში მუცლის ტკივილი ჩვეული მოვლენაა.
საღეჭი რეზინა

ღეჭვის დროს ჰაერს ვყლაპავთ, შედეგად კი ნაწლავებში აირები გროვდება.
„უშაქრო“ საღეჭი რეზინები შეიცავენ სორბიტსა და ქსილიტოლს, როგორც ბუნებრივ შაქრის შემცველ ნივთიერებებს. მათი შემცველობა კი ზოგიერთი ადამიანისათვის შებერილობის, ან ფაღარათის მიზეზი შეიძლება გახდეს.