უნდა მივირთვათ თუ არა ყავა არითმიის დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

უნდა მივირთვათ თუ არა ყავა არითმიის დროს

უნდა მივირთვათ თუ არა ყავა არითმიის დროს
ახალი კვლევის შედეგები.
ათწლეულების განმავლობაში ექიმები აფრთხილებდნენ პაციენტებს, რომლებსაც გულის რითმის პრობლემები ჰქონდათ, უარი ეთქვათ ყავაზე. ვინაიდან, კოფეინს აჩქარებული გულისცემა შეუძლია გამოიწვიოს.


ახალი კვლევის თანახმად, კოფეინი პაციენტთა საკმაოდ დიდი ნაწილისთვის არითმიის რისკს არ წარმოადგენს.



შედეგები იმასაც მოწმობს, რომ ყოველდღიურად თითო ფინჯანი ყავა არითმიის რისკს 3%-ით ამცირებს.

აღნიშნულ კვლევაში 386,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.


მკვლევარებმა გაითვალისწინეს მონაწილეთა გენეტიკური განწყობაც ყავის მეტაბოლიზმზე. შედეგების თანახმად, კოფეინისა და გულის რითმის დარღვევას შორის კავშირი არ დადგინდა.


კვლევის ავტორთა განცხადებით, მათ ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვ
ეს და ეს ერთგვარი დოგმა, რომ თითქოს ყავა არითმიას იწვევს, დაუსაბუთებელი მოსაზრებაა.

რა თქმა უნდა, ის არ გვიცავს დაავადებისგან, თუმცა არც გამომწვევ მიზეზად არ შეგვიძლია მოვიაზროთ.


ზოგიერთ ადამიანს ყავა ფიზიკური აქტიობის შენარჩუნებაში ეხმარება და შესაძლებელია გულის არითმიის განვითარებისგანაც იცავდეს, ვინაიდან მას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია, ხოლო ანთებითი
პროცესები არითმიის განვითარებას უწყობს ხელს.


საჭიროა დამატებითი კვლევის ჩატარება იმისათვის, რომ დადგინდეს, უშუალოდ რა კავშირი არსებობს ჯანმრთელ გულსა და კოფეინს შორის.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის თანამშრომლებმა შეიმუშავეს სილიკონის აორტა,
იელის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა წარადგინეს კანის კიბოს თერაპიის ახალი მიდგომა,
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად