/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მალე რეალური გახდება

The Telegraph Calcutta იტყობინება, რომ ინდოეთში წარმატებით დასრულდა იმ ვაქცინის კლინიკური კვლევის პირველი ეტაპი, რომელიც ადამიანებს აივ ინფექციისგან დაიცავს.

კლინიკური კვლევა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან წარმოდგენას იძლევა პრეპარატის უსაფრთხოებასა და მის შესაძლო გვერდით ეფექტებზე. მიუხედავად იმისა, რომ შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მთელი მსოფლიოს მეცნიერები ორი ათეული წელია მუშაობენ, წარმატებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს. ვირუსი ძალზე ვერაგია - ის სხვადასხვა მექანიზმს იყენებს, რათა ადამიანის იმუნურ სისტემას დაუსხლტეს. მაგალითად, მას შეუძლია, იცვალოს ცილოვანი გარსი, რაც მის ამოცნობასა და "დაჭერას" ართულებს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ხანს შეიქმნა ვაქცინის 30-მდე პროტოტიპი, მაგრამ ყველა მათგანი გამოუსადეგარი აღმოჩნდა. უმთავრესად იმიტომ, რომ მძიმე გვერდით მოვლენებს იწვევდნენ.

ინდოელ მეცნიერთა მიერ შემუშავებული ვაქცინა პირველია, რომელსაც კლინიკური კვლევის პირველ ეტაპზე თანამოვლენები არ გამოუწვევია. პრეპარატი tgAAC09 აივ ინფექციის პროფილაქტიკის საშუალება იქნება და არა წამალი, რომელიც აივ-ინფიცირებულებსა და შიდსით დაავადებულებს განკურნავს. ის მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებს არადაინფიცირებულ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისაგან. დღესდღეობით ინდოეთი წარმოადგენს ქვეყანას, სადაც ყველაზე მეტი აივინფიცირებულია - დაახლოებით 2,5-3 მლნ კაცი, ამიტომ მედიცინის ამ სფეროს ხელშეწყობა ინდოეთის ჯანდაცვის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

აღმოჩენილია მუხლის სახსრის დაზიანების ბიომარკერი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით, ამჟამად მენისკის დაზიანების სადიაგნოზოდ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას იყენებენ. სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა ჯგუფმა კი აღმოაჩინა ბიომარკერი, რომელიც მედიკოსებს მუხლის სახსრის ამ საკმაოდ გავრცელებული დაზიანების ადრეულ დიაგნოსტიკაში დაეხმარება. მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ მენისკის დაზიანების დროს სახსარშიდა სითხეში შეიძლება აღმოვაჩინოთ სპეციფიკური ცილოვანი კომპლექსი. მენისკის დაზიანება, უფრო ზუსტად, მისი გაგლეჯა უმთავრესად სპორტის იმ სახეობათა მიმდევრებს ემუქრება, სადაც თამაში კონტაქტურია. ასეთია, მაგალითად, ფეხბურთი. გამოკვლევის ხელმძღვანელმა, დოქტორმა გაეტანო სკუდერიმ, და მისმა კოლეგებმა ზემოაღნიშნული კომპლექსი მენისკდაზიანებული 30 პაციენტის სახსარშიდა სითხეში აღმოაჩინეს. პაციენტებს, რომლებსაც მენისკი დაზიანებული არ ჰქონდათ, არც ეს კომპლექსი აღმოაჩნდათ.

მეცნიერები კვლევას განაგრძობენ, რათა დაადგინონ, შესაძლებელია თუ არა, ეს ცილოვანი კომპლექსი სამკურნალწამლო საშუალებების მოლეკულურ სამიზნედ იქცეს. სკუდერის თქმით, ზემოქმედება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა დონეზე, დაწყებული კომპლექსის წარმოქმნის ბლოკირებიდან, დამთავრებული დაზიანების ადგილას ლეოკოციტების გააქტიურების თავიდან აცილებით.

მწვავე ბრონქიტს ცხარე სანელებლები უხდება

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

იქნებ არც დაიჯეროთ - ცხარე სანელებლები: ნიორი, წიწაკა, კარი - ძალიან სასარგებლო ყოფილა ბრონქიტის დროს. მეცნიერები გვირჩევენ, გაციებისას ამ სანელებლებით შეზავებული ქათმის ბულიონი მივირთვათ. თურმე მათი გავლენით ბრონქებში არსებული ლორწო უფრო სწრაფად გაიწოვება. ასევე ძალიან კარგია სანელებლებისგან მომზადებული სავლები.

ზოგიერთი უცხოური გამოცემა ასეთ მარტივ რეცეპტს გვთავაზობს: ერთ ჩაის ჭიქა წყალს ვამატებთ თითო ჩაის კოვზ პირშუშხას, თაფლს და ტაბასკოს საწებელს. ამ ნარევს დღეში რამდენჯერმე ვივლებთ ყელში, ოღონდ კი არ გადმოვაფურთხებთ, არამედ ვყლაპავთ. ცხარე სანელებლები ილექება ხახის ლორწოვანზე და ასტიმულირებს ბრონქებში სითხის სეკრეციას, რაც ნახველის გათხიერებას იწვევს.

თუ ბრონქიტი ერთხელ მაინც გადაიტანეთ, არსებობს განმეორებითი დაავადების ანუ რეციდივის საფრთხე. ქრონიკული ბრონქიტის ჩამოყალიბება თავიდან რომ ავიცილოთ, რეკომენდებულია, ყოველდღე მივირთვათ ნიორი და სხვა ცხარე სანელებლები. თუ უსიამოვნო სუნი შეგაწუხებთ, შეგიძლიათ უბრალოდ ნივრიანი აბები გადაყლაპოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

news - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

news

ღამის ცვლაში მომუშავეებს უქვეითდებათ სისხლში ლეპტინის დონე, რაც ზრდის გასუქების რისკს. იმავდროულად მკვეთრად ძლიერდება სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის გამომუშავება და იმატებს არტერიული წნევა. გამოკვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, მეცნიერებს აქვთ სარწმუნო საბუთები, რომლებიც ადასტურებს, რომ ღამის ცვლაში და მცოცავი გრაფიკით მუშაობა ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევების განვითარებას, თუმცა მუშაობის ასეთი რეჟიმის ჯანმრთელობაზე გავლენის მექანიზმი ჯერ კიდევ შეუსწავლელია.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დღისა და ღამის არევამ შესაძლოა გამოიწვიოს ყველაზე არასასურველი შედეგი, თვით ნაადრევი სიკვდილიც კი. დადგინდა ისიც, რომ ღამის მორიგეობა განსაკუთრებით სახიფათოა ქალებისთვის. ქალებს, რომლებსაც თვეში სამჯერ მაინც უხდებათ ღამით მორიგეობა, 15 წლის განმავლობაში მკვეთრად ეზრდებათ სწორი ნაწლავისა და ძუძუს კიბოს განვითარების რისკი. მეცნიერები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას ღამით მუშაობით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად:

  • ღამის ცვლაში მომუშავეს უნდა ჰქონდეს 20-წუთიანი შესვენებების უფლება, რათა ჩათვლიმოს და ძალები აღიდგინოს;
  • ღამის ცვლაში მომუშავეებს უნდა მიეცეთ უფრო მეტი უქმე დღე;
  • ღამით მუშაობის შემდეგ სასურველია ჩაბნელებულ ოთახში ძილი;
  • ღამით, მუშაობისას, და მეორე დღეს, დაძინებამდე, თავი უნდა ვარიდოთ საკვების, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბად მიღებას.

კალორიების ნაკლებობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ახლახან მაიმუნებზე ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ პრიმატებს, რომლებსაც 30%-ით დაბალკალორიულ საკვებს აძლევდნენ, გულის დაავადებებისა და სიმსივნეების განვითარების რისკი ჩვეულებრივ დიეტაზე მყოფებთან შედარებით ნაკლები ჰქონდათ. გამოკვლევა ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში ჩატარდა. ექსპერიმენტის დაწყებიდან 20 წლის შემდეგ დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფი მაიმუნების 80% იყო ცოცხალი, ხოლო თავისუფალ კვებაზე მყოფი მაიმუნებისა - მხოლოდ 50%. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ შეზღუდული დიეტის პირობებში მაიმუნებს გულის დაავადებებისა და ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი უნახევრდებოდათ, დიაბეტის შემთხვევა კი საერთოდ არ აღინიშნებოდა, მაშინ როცა ეს დაავადება ძალზე გავრცელებული იყო თავისუფალ კვებაზე მყოფ მაიმუნებს შორის. "ჩვენმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ კალორიების შეზღუდვა პრიმატებში ანელებს ასაკობრივ ცვლილებებს და მათთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას~, - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა. მეცნიერთა თქმით, კალორიების შეზღუდვა ასევე დადებითად მოქმედებს თავის ტვინის ფუნქციებზე, კერძოდ, მოტორულ კონტროლზე, მეხსიერებასა და პრობლემების გადაწყვეტაზე პასუხისმგებელი უბნები უკეთესად და უფრო ხანგრძლივად ფუნქციობენ.

ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება ზრდის პროსტატის კიბოს განვითარების რისკს

ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება ზრდის წინამდებარე ჯირკვლის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარების რისკს, - ამ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ფრედ ჰატჩინსონის სახელობის ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევის ცენტრის თანამშრომლები მას შემდეგ, რაც დაადგინეს, რომ ალკოჰოლი ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების ხელშემშლელი პრეპარატის - ფინასტერიდის ეფექტურობას. გამოკვლევაში 10 000 მამაკაცი მონაწილეობდა. ის, ვინც კვირაში ხუთი ან მეტი დღის განმავლობაში 50 გრამ სუფთა სპირტს იღებდა, პროსტატის აგრესიული კიბოს განვითარების ორჯერ უფრო მაღალი რისკის წინაშე იდგა. არამსმელებსა და ზომიერ მსმელებს შორის დაავადების გამოვლენის სიხშირე ერთნაირი იყო. მეცნიერთა თქმით, სპირტიანი სასმლის სახეობას მნიშვნელობა არ აქვს. საბედისწერო როლი შეიძლება ითამაშოს როგორც ძლიერმა ლიქიორმა, ისე ღვინომ. საიტერესოა, რომ პროსტატის კიბოს ფორმათა უმრავლესობა არ არის აგრესიული - ნელა ვითარდება და ამ დიაგნოზის მქონე მამაკაცების 100% კიდევ დაახლოებით 10 წელიწადს ცოცხლობს (აქვე უნდა ითქვას, რომ ავადმყოფები ხშირად იღუპებიან სხვა მიზეზით, რომელსაც სიმსივნესთან კავშირი არ აქვს). პროსტატის აგრესიული კიბო კი ძალზე სახიფათოა: დიაგნოზის დასმიდან ათი წლის შემდეგ ცოცხალი რჩება ავადმყოფების მხოლოდ 60-70%.

ხორცის მოყვარულებს მსხვილი ნაწლავის კიბო ემუქრებათ

მსხვილი ნაწლავის კიბოთი ყოველწლიურად 639 000 ადამიანი კვდება. ეს დაავადება გავრცელებით მესამეა მსოფლიოში, ხოლო კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზებს შორის აშშ-ში მეორე ადგილი უკავია. მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი იმატებს 40 წლის შემდეგ, ხოლო 50-დან 55 წლამდე მკვეთრად იზრდება. ყოველ მომდევნო ათწლეულში რისკი ორმაგდება. მსხვილი ნაწლავის კიბო ერთ-ერთია იმ ორ კიბოს შორის (მეორე კუჭის კიბო გახლავთ), რომლის განვითარების რისკზე გავლენას ახდენს კვების რეჟიმი, საკვები და ცხოვრების წესი. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წითელი და დამუშავებული ხორცის დიდი ოდენობით ჭამა ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგების თანახმად, ხორცის მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებისას მასში კიბოს გამომწვევი ფაქტორები ფორმირდება. მეცნიერებმა 25 000 ზრდასრული ადამიანი გამოკითხეს პირუტყვისა და ფრინველის ხორცის გამოყენებისა და ამ პროდუქტებისგან კერძების მომზადების ტექნოლოგიის შესახებ. ამაზე დაყრდნობით მათ შეაფასეს სამი მთავარი ჰეტეროციკლური ამინის (HCA) დონე. HCA ცხოველის, ფრინველის ან თევზის კუნთოვან ქსოვილზე მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი და ინტენსიური ზემოქმედების შედეგად ჩნდება. ეს კომპონენტი აზიანებს დნმ-ს და ხელს უწყობს კიბოს განვითარებას. ადრინდელი კვლევების შედეგების თანხმად, ადამიანებს, რომლებიც უფრო მეტ წითელ ხორცს მიირთმევენ, კოლორექტალური ადენომების განვითარების უფრო მაღალი რისკი ემუქრებათ (კოლორექტალური ადენომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ტრანსფორმირდება კიბოდ და შემთხვევათა უმრავლესობაში მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის წყაროს წარმოადგენს). მათ, ვისაც ადენომა განუვითარდა, სამი მთავარი HCA-ს დონე უფრო მაღალი ჰქონდათ. მეცნიერები გვირჩევენ, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად ნაკლები წითელი ხორცი მივირთვათ. მნიშვნელოვანია მისი მომზადების წესიც: უნდა მომზადდეს დაბალ ტემპერატურაზე, არ შეიბრაწოს. კარგი იქნება, თუ რაციონი მცენარეულ საკვებზე იქნება დაფუძნებული. ნაკლები ხორცი ნაკლები მავნე ფაქტორია, ხოლო მეტი მცენარეული საკვები - დაზიანების საწინააღმდეგო მეტი დამცავი კომპონენტი.

ქოლესტერინის მარეგულირებელი გენები

მეცნიერებმა ქოლესტერინის დონის რეგულაციაში მონაწილე 20 გენის იდენტიფიკაცია მოახდინეს და ისიც ივარაუდეს, სად უნდა ეძებონ ქოლესტერინის ბალანსის შენარჩუნების მექანიზმის ახსნა. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ქოლესტერინთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდებისა და პრევენციული სტრატეგიების შემუშავებას. სისხლში ქოლესტერინის სიჭარბე ათეროსკლეროზისა და გულის კორონარული დაავადების განვითარების მთავარი რისკფაქტორია. განვითარებულ ქვეყნებში ეს დაავადებები დღესდღეობით სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. აღსანიშნავია, რომ ქოლესტერინი უჯრედის მნიშვნელოვანი კომპონენტია - მისი საერთო ოდენობის 90% უჯრედის შიგნით არის და არავითარ ზიანს არ იწვევს. სისხლში ქოლესტერინის დონის რეგულირება ნაწილობრივ უჯრედის მიერ მისი შთანთქმით ხდება. მეცნიერებმა ადამიანის იზოლირებულ უჯრედს ქოლესტერინი გამოაცალეს და დააკვირდნენ, რა მოუვიდოდა გენომს ქოლესტერინის დონის ცვლილების შემდეგ. ქოლესტერინის დონის რეგულაციაში მონაწილე 20 გენიდან 12 აქამდეც იყო ცნობილი, დანარჩენებს კი ლიპიდურ ცვლასთან დაკავშირებით იცნობდნენ. მათ შორის იყო ორი გენი, რომელთა მუტაცია იწვევდა გულის დაავადებებს და რომლებიც, როგორც უკანასკნელმა კვლევამ ცხადყო, უჯრედის მიერ ქოლესტერინის შთანთქმაში მონაწილეობდნენ. ამჟამად მეცნიერები ცდილობენ, დაწვრილებით შეისწავლონ გენების საშუალებით უჯრედში ქოლესტერინის დონის რეგულირების მექანიზმი, პაციენტებზე დაკვირვებით განსაზღვრონ ამ გენებისა და მათი ცვლილებების გამომწვევ ფაქტორთა მნიშვნელობა და დაადგინონ მკურნალობის პროცესში მათი გამოყენების შესაძლებლობა.

საღი მარცვლეულის მოხმარება მაღალ არტერიულ წნევას აქვეითებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საღი მარცვლეულის მოხმარება მამაკაცებში მაღალ არტერიულ წნევას აქვეითებს.

მაღალი არტერიული წნევის ცნება გულისხმობს სისტოლური და დიასტოლური მაჩვენებლების აწევას ვერცხლისწყლის სვეტის შესაბამისად 140 და 90 მმ-ზე ზემოთ. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 40-დან 75 წლამდე ასაკის 31 684-მა მამაკაცმა, რომელთაც სისხლის მაღალი წნევა ჰქონდათ (სიმსივნე, ინსულტი და გულის კორონარული დაავადება გათვალისწინებული არ ყოფილა). დაკვირვება 18 წელიწადს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში მაღალი არტერიული წნევის 9 227 შემთხვევა იქნა გამოვლენილი. გაირკვა, რომ საღი მარცვლეულის მოხმარებას უკუპროპორციული დამოკიდებულება აქვს მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკის მიმართ. ამასთანავე, საღი მარცვლეულის ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები ოდენობით მომხმარებლებს შორის არტერიული წნევის მაჩვენებელთა სხვაობა 19% აღმოჩნდა. უკუპროპორციული ურთიერთდამოკიდებულება გამოვლინდა ქატოს მოხმარებასა და მაღალ არტერიულ წნევას შორისაც. ამ შემთხვევაში ქატოს ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები ოდენობით მომხმარებლებს შორის წნევის მაჩვენებლების 15%-იანი სხვაობა იქნა აღრიცხული.