/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

მზის დაკვრა და გადახურება

მზის დაკვრა და გადახურება
ორგანიზმის მიერ სითბოს გამომუშავებასა და გარემოს ტემპერატურას შორის არსებობს ერთგვარი წონასწორობა,

მაგრამ თუ გარემოს ტემპერატურა მაღალია და ორგანიზმი ვერ გამოყოფს სითბოს საკმარის რაოდენობას (თბილად აცვია, ტემპერატურა აქვს მაღალი), ხდება გადახურება. ამ მხრივ ბავშვების, განსაკუთრებით კი ჩვილების ორგანიზმი რამდენადმე საშიშ მდგომარეობაშია, რადგან ფიზიოლოგიურადაც გარკვეული დაძაბვით მუშაობს. დახურული და დახშული ბინა, გაციების შიშით ბავშვის შეფუთვა და ბინის ზედმეტად გათბობა ან მზეზე დიდხანს ყოფნა შესაძლოა გადახურებისა და მზის დაკვრის მიზეზი გახდეს.

რა ხდება მზის დაკვრის დროს

ჩვილ ბავშვებში სურათი გარკვეულწილად განსხვავდება მოზრდილთაგან. პირველ რიგში, იწყება კუჭ-ნაწლავის აშლილობა - პირღებინება და ფაღარათი, რომელიც თანდათან ხშირდება. ბავშვი ფითრდება, უვითარდება ექსიკოზი, ტემპერატურა სწრაფად იმატებს (39-40 გრადუსამდე). მაჯა აჩქარებულია, არტერიული წნევა ეცემა, სუნთქვა ნელდება, ვითარდება კანის სილურჯე - ციანოზი და გონების დაბინდვა, შესაძლოა სავალალო შედეგიც მივიღოთ. მოზრდილ ბავშვებში მზის დაკვრა იწყება თავის ტკივილით, ყურებში ხმაურით, პირღებინებით, სახის და საერთოდ, კანის ჰიპერემიით, ოფლით, რასაც მოსდევს ტემპერატურის მომატება, მაჯისცემის აჩქარება, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის შენელება, გონების დაბინდვა, მენინგეალური მოვლენები და კრუნჩხვები. შესაძლოა მცირე გარემო შეგუებების განვითარება სასუნთქი ცენტრის აგზნებადობის შემცირებით (ეინ-სტოქსის სუნთქვა).

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როგორ დავეხმაროთ პატარას?

პირველ რიგში საჭიროა ბავშვის გაგრილება და დაკარგული სითხის აღდგენა, თავზე ყინულოვანი ბუშტის დადება, ბავშვის სიგრილეში გადაყვანა და შეძლებისამებრ გრილი აბაზანის გაკეთება, სველ ზეწარში გახვევა ან გრილი წყლის (20-25 გრადუსამდე) გადავლება, სუნთქვის მოშლისას - ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, საგულე, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების მიცემა... თუ ბავშვი გონზეა, ასმევენ ცივ წყალს ხილის წვენთან ერთად. უგონო მდგომარეობისას ხდება ვენაში ელექტროლიტებისა და 5%-იანი გლუკოზის ხსნარების წვეთოვანი გადასხმა. მაღალი სიცხე ორგანიზმის დამცველობით-შეგუებითი რეაქციაა, რომელიც პათოგენური გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად წარმოიშობა და თერმორეგულაციის პროცესთა ცვლილებით ნორმაზე მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებით გამოიხატება. მაღალი სიცხე სიმპტომია და არა დაავადება, თანაც მისი არსებობა ყოველთვის დაავადების სიმძიმეზე არ მიუთითებს. ჩვილ ასაკში, ამა თუ იმ დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, ტემპერატურა ზოგჯერ არც კი იმატებს ან უმნიშვნელოდ იცვლება. მიუხედავად ამისა, მიზეზის დასადგენად პედიატრს დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ. ზაფხულში განსაკუთრებით საშიშია მაღალი ტემპერატურა, რადგან იგი სწრაფად იწვევს ორგანიზმის გადახურებასა და გამოშრობას. თუ ტემპერატურამ 40,5 გრადუსს მიაღწია, მდგომარეობა, განურჩევლად ასაკისა, საგანგაშოა. სამ წლამდე ასაკის ბავშვებს მაღალი ცხელებისას შესაძლოა განუვითარდეთ კრუნჩხვითი რეაქცია - ფებრილური გულყრა. კრუნჩხვისადმი განწყობილნი არიან ბავშვები, რომლებსაც ცერებრული (ცენტრალური ნერვული სისტემის) დაზიანება აღენიშნებათ. უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვები მაღალ ტემპერატურაზე შემცივნებით რეაგირებენ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

როდის მივმართოთ ექიმს?

მაღალი სიცხის დროს პედიატრის დაუყოვნებელი დახმარება საჭიროა, როდესაც:

  • ბავშვი გაუჩერებლად ტირის;
  • ტემპერატურის დაწევის შემდეგაც გაღიზიანებულია;
  • უჭირს გამოღვიძება, მივარდნილია;
  • გონება დაბინდული აქვს და გონს ვერ მოდის;
  • ჰქონდა კრუნჩხვა, დაჭიმული აქვს კისერი;
  • მძიმედ სუნთქავს, თუმცა არ აქვს სურდო;
  • ცხელება 72 საათზე მეტხანს გრძელდება.

გახსოვდეთ, ტემპერატურის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციური დაავადება, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებელ ჰოსპიტალიზაციას სპეციალიზებულ, ინფექციურ საავადმყოფოში. ასეთ დროს დაყოვნება სახიფათოა როგორც თვით ბავშვისთვის, ისე მისი ოჯახის წევრებისთვისაც.

როგორია ტემპერატურის ნორმა?

ჩვილ ბავშვს, განსაკუთრებით ახალშობილს, თერმორეგულაციის პროცესები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვს, ამიტომ გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს სხეულის ტემპერატურაც მაღლა იწევს, მშობლებს კი ეს დაავადების ნიშანი ჰგონიათ და ფრთხებიან. ყველა ბავშვი დამოუკიდებელი ინდივიდია, ამიტომ ტემპერატურის მაჩვენებელიც ინდივიდუალური აქვს. ამ მიზეზთა გათვალისწინებით გამოთვლილია ტემპერატურის ნორმალური საშუალო მაჩვენებლები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის:

ბავშვის ასაკი - 3-დან 6 თვემდე; 12 თვე; 3 წელი; 5 წელი; 7 წელი.

ტემპერატურა - 37,50C; 37,30C; 37,20C; 37,00C; 36,80C.

გაითვალისწინეთ: უკანა ტანში გაზომვისას ტემპერატურის მაჩვენებელი 0,5 გრადუსით მეტია, ვიდრე იღლიის ფოსოში გაზომვისას.

ჩვენი რჩევაა: ზაფხულში გაითვალისწინეთ გარემოს ტემპერატურა და ძალიან თბილად ნუ ჩააცმევთ პატარას, ხშირად დატოვეთ პამპერსის გარეშე, დილა-საღამოს გადაავლეთ გრილი წყალი ტანზე, მიეცით შედარებით გრილი საკვები და რაც შეიძლება მეტი სითხე ნებისმიერი სახით, სასეირნოდ გაიყვანეთ დილის 11 საათამდე და საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ. არ დაივიწყოთ თავზე ტილოს, ღია ფერის ქუდის დაფარება, თან იქონიეთ ბოთლით წყალი და პერიოდულად შესთავაზეთ იგი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება

იმედი L-ის დაზღვეულებისთვის სიახლეა. პირველად სადაზღვევო ინდუსტრიაში, იმედი L-მა შექმნა ინოვაციური პროდუქტი - AI ასისტენტი რომელიც დაზღვეულებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად და კომფორტულად მიიღონ მათთვის საჭირო, დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურება.
სრულად
რა არის სექსუალური ჰარასმენტი და რატომ არის ის საშიში?

სექსუალური ჰარასმენტი არის მამაკაცის მიერ სამსახურეობრივი ან სტატუსური უპირატესობის გამოყენებით ქალისთვის სექსის იძულება.
სრულად
რატომ მოქმედებს ზოგიერთი წამალი სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად

Nature Chemistry: ნაწლავის ბაქტერიებმა შეიძლება შეამცირონ წამლების ეფექტურობა.
სრულად
ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კიბო აქვს. ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა.
სრულად
როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ალტრუიზმი და ბედნიერება

ალტრუიზმი ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის.
სრულად
საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მსოფლიოში მიმდინარე ჰიპერტენზიის კამპანიას წელსაც უერთდება

GM PHARMA-ს ორგანიზებით, პაციენტებს საქართველოს მასშტაბით, უფასო სამედიცინო კონსულტაციითა და კვლევებით სარგებლობა შეუძლიათ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მზის დაკვრა და გადახურება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები