/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
გაგაცნობთ მედიცინის სიახლეებს.

.

  • ცხენის ვირუსი ადამიანებსაც ემუქრება

ავსტრალიაში ვირუს ჰენდრას ეპიდემიამ იფეთქა. ვირუსოლოგების აზრით, საქმე ეხება ვირუსის ახალ ნაირსახეობას. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ჰენდრამ ადამიანისგან ადამიანზე გადასვლის უნარი შეიძინოს.

ცხენების სასიკვდილო დაავადების გამომწვევი ვირუსი ავსტრალიაში 1994 წელს აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც ინფექციის აფეთქებას 14 ცხენი და ცხენებთან მომუშავე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი დაავადებული ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ვირუსის იდენტიფიკაციის შემდეგ ის რამდენიმე თვით ადრე გარდაცვლილი კიდევ ერთი ავსტრალიელის სიკვდილის მიზეზად იქნა მიჩნეული.

ვირუსი ჰენდრა Paramyxoviridae-ს ოჯახს ეკუთვნის. მის რეზერვუარს წარმოადგენს ავსტრალიური ზაფხულის თაგვი, რომლის ორგანიზმშიც ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ცხენებში მისი გავრცელების მექანიზმი ჯერჯერობით დაუდგენელია. ინფიცირებული ცხოველები რამდენიმე დღეში იღუპებიან. ადამიანი ამ ვირუსით შესაძლოა დაავადებულ ცხოველთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად დაინფიცირდეს. ადამიანისგან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შემთხვევა დღემდე არ აღრიცხულა.

დაავადება სიმპტომებით გრიპს მოგვაგონებს - თან სდევს მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, მოთენთილობა. სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებებად მიჩნეულია პნევმონია და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება.

ზაფხულის დასაწყისში ამ ნაკლებად ცნობილმა დაავადებამ კვინსლენდის შტატში იფეთქა. ანალიზებმა ექვსი ცხენის ინფიცირება დაადასტურა. ვირუსი ვეტერინარული სამსახურის ორ თანამშრომელსაც გადაედო. ამჟამად ისინი საავადმყოფოში მკურნალობენ. ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტში მყოფი 50 ადამიანი. ბიოლოგიური უსაფთხოების სფეროს გაერთიანებული კვლევის ცენტრის დირექტორი იუმ ფილდი აცხადებს, რომ გენეტიკური კვლევის პირველი მონაცემების თანახმად, აფეთქება ვირუსის ახალი ნაირსახეობით არის გამოწვეული. ვეტერინართა მონაცემებით, დაავადებულ ცხოველებს აღენიშნებოდათ ისეთი ნევროლოგიური სიმპტომები, რომლებიც ინფექციის ადრინდელი აფეთქებების დროს შემჩნეული არ ყოფილა.

  • ვიაგრა დეპრესიულ ქალებს დაეხმარება

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ერექციული უკმარისობის საწინააღმდეგო ცნობილ საშუალებას სილდენაფილს (ვიაგრას) ქალების დახმარებაც შესძლებია. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სუსტი სქესის იმ წარმომადგენლებში, რომლებიც ანტიდეპრესანტებით მკურნალობენ, პრეპარატის რეგულარული მიღება სექსობრივი ფუნქციის ნორმალიზებას იწვევს. სქესობრივი ფუნქციის სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის - ლტოლვის დაქვეითება და ანორგაზმია, ანტიდეპრესიული საშუალებების ცნობილი გვერდითი ეფექტებია. ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღეს 18-დან 50 წლამდე ასაკის ქალებმა, რომლებსაც ანტიდეპრესანტების მიღების შედეგად სქესობრივ ცხოვრებაში სირთულეები გაუჩნდათ. მონაწილეები ორ ტოლ ჯგუფად გაყვეს. სქესობრივი აქტის დაწყებიდან 1-2 საათით ადრე ერთი ჯგუფის წარმომადგენლებს 50-100 მგ სილდენაფილს აძლევდნენ, მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს კი პლაცებოს. კვლევის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ სილდენაფილის ჯგუფში სქესობრივი ცხოვრების ხარისხი 72%-ს აუმაღლდა, ხოლო პლაცებოს ჯგუფში - მხოლოდ 27%-ს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ სილდენაფილით ნამკურნალევი ქალები აღარ უჩიოდნენ აღგზნების შეუძლებლობას და ორგაზმის უქონლობას.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სილდენაფილის ახალაღმოჩენილმა ეფექტმა შესაძლოა ანტიდეპრესიული საშუალებების თანამოვლენების პრობლემა მოაგვაროს.

  • სოია სპერმის კონცენტრაციას აქვეითებს

ასევე დაგაინტერესებთ
მეცნიერებმა და-ძმებს შორის ჩხუბის პარადოქსული მიზეზი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორი ამინდი ზრდის ინსულტის რისკს

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სოიის პროდუქტები სპერმის კონცენტრაციას აქვეითებს.

მასაჩუსეტის შატატში, ქალაქ ბოსტონში არსებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მეცნიერთა ჯგუფმა გამოიკვლია, რა ოდენობით მოიხმარდა 2000-2006 წლებში კლინიკებში უშვილობის გამო მისული 99 მამაკაცი სოიის ნაწარმს და გამოკითხვის შედეგების მიხედვით მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაყვეს.

ისეთი ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ, როგორიც არის ასაკი, წონის ინდექსი, ანალიზის გაკეთების დრო, ალკოჰოლი, ნიკოტინისა და კოფეინის მოხმარება, - გამოთვლებმა აჩვენა, რომ დიდი ოდენობით იზოფლავონის მომხმარებელთა სპერმა სხვებთან შედარებით მილილიტრში საშუალოდ 41 მილიონით ნაკლებ სპერმატოზოიდს შეიცავდა (სპერმატოზოიდების ნორმალური შემცველობა მილილიტრში 80-120 მილიონია). გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სოიის პროდუქტების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჭარბი წონის მქონე მამაკაცების სპერმა.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამაში ბრალი მიუძღვის სოიის ნაწარმში შემავალ იზოფლავონებს, რომლებსაც ქალის სასქესო ჰორმონების - ესტროგენების მსგავსი მოქმედება აქვთ. მათივე თქმით, მსუქან მამაკაცებში ეს ეფექტი უფრო ძლიერი შესაძლოა იმიტომ იყოს, რომ ცხიმოვანი ქსოვილი თვითონვე გამოიმუშავებს ესტროგენებს, რომელთა მოქმედება იზოფლავონების მოქმედებას ერწყმის.

  • შისტოსომები აივ-ინფიცირების რისკს ზრდის

პარაზიტული ჭია Schistosoma mansoni-თ ინფიცირება საგრძნობლად ზრდის აივ-ინფიცირების რისკს - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებული ცდების შემდეგ.

შისტოსომოზი ჰელმინთური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია Schistosoma-ს გვარის ჭიებით. შისტოსომები ნაწლავთა სისხლძარღვებსა და შარდსასქესო სისტემის ორგანოებში პარაზიტობენ. შისტოსომოზი გავრცელებულია აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს დაავადება მთელ მსოფლიოში 200 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს.

დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის კიბოს კვლევითი ინსტიტუტისა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის თანამშრომლებმა ლაბორატორიული მაკაკები მაიმუნების იმუნოდეფიციტის ვირუსით დააინფიცირეს. აღმოჩნდა, რომ შისტოსომოზით დაავადებულ მაიმუნებს იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებისთვის 17-ჯერ ნაკლები კონცენტრაციის ვირუსი ჰყოფნიდათ. გარდა ამისა, შისტოსომათი ინფიცირებულ მაკაკებს მომატებული ჰქონდათ ვირუსული დატვირთვა (სისხლის პლაზმაში ვირუსული ნაწილაკების კონცენტრაცია) და CD4-ლიმფოციტებში იმუნოდეფიციტის ვირუსის გამრავლების სიჩქარე.

მკვლევართა თქმით, მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ შისტოსომებით დაავადებულებს აივ-ინფიცირების რისკი საგრძნობლად აქვთ მომატებული და განვითარებად ქვეყნებში შისტოსომოზთან ბრძოლამ შესაძლოა აივ-ინფექციის გავრცელების ტემპი შეანელოს.

  • თანამედროვე პრეპარატები აივინფიცირებულებს სიცოცხლეს 13 წლით უხანგრძლივებს

აივინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც ანტირეტროვირუსული პრეპარატებით მკურნალობენ, 1990 წლის შემდეგ სიცოცხლე საშუალოდ 13 წლით გაუხანგრძლივდათ - ასეთია ვრცელი გამოკვლევის შედეგი, რომელიც ჟურნალ Lancet-ში დაიბეჭდა.

კანადაში, აივ/შიდსის თერაპიის სრულყოფის ცენტრში, გამოიკვლიეს 43 ათასი პაციენტი, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში იმუნოდეფიციტის ვირუსის გამრავლების შემაფერხებელი პრეპარატებით მკურნალობდნენ. კვლევისთვის აღებულ იქნა სამი პერიოდი: 1996-1999, 2000-2002 და 2003-2005 წლები, - რომელთაგან თითოეული ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი თაობის პრეპარატების გამოჩენას უკავშირდებოდა. კვლევამ ცხადყო, რომ 1990 წლიდან დღემდე ინფიცირებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 13 წლით გაიზარდა. 1996-1999 წლებში პაციენტები, რომლებსაც აივ-ინფექცია 20 წლის ასაკში აღმოაჩნდათ, ანტირეტროვირუსული პრეპარატებით მკურნალობის ფონზე 36,1 წლამდე ცოცხლობდნენ, 2003-2205 წლებში კი ეს მაჩვენებელი 49,4 წლამდე გაიზარდა. ასეთივე დინამიკა შეიმჩნეოდა სხვა ასაკობრივ ჯგუფებშიც.

დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში სიკვდილიანობა შემცირდა, ხოლო პაციენტების საშუალო ასაკი გაიზარდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მკურნალობის თანამედროვე მეთოდების წყალობით შიდსი სასიკვდილო ინფექციიდან ნელ-ნელა დიაბეტის მსგავს ქრონიკულ დაავადებად გადაიქცევა.

  • კიბოს ვაქცინა თამბაქოს ფოთლებისგან

სტენფორდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა წარმატებით გამოსცადეს გენმოდიფიცირებული თამბაქოსგან მიღებული ფოლიკულური ლიმფომის საწინააღმდეგო ვაქცინა. მეცნიერთა მიერ შექმნილი თერაპიული ვაქცინა ასტიმულირებს იმ ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც არჩევითად ანადგუ-რებენ ავთვისებიან სიმსივნურ უჯრედებს. რაკი ფოლიკულურ ლიმფომას სხვადასხვა ანტიგენური ხასიათი აქვს, ვაქცინის ოპტიმალური შემადგენლობა თითოეული ავადმყოფისთვის ინდივიდუალურად ირჩევა. მკურნალობისთვის საჭირო ოდენობის ინდივიდუალიზებული პრეპარატის მიღებას ერთი კვირა სჭირდება. ვაქცინის გამომუშავების დაწყებისთვის აუცილებელი გენეტიკური მასალა მცენარეში თამბაქოს ვირუსის დახმარებით შეჰყავთ. ინფიცირებიდან ერთი კვირის შემდეგ მცენარის ფოთლებში გროვდება საკმარისი ოდენობის ცილა-ანტიგენები, რომელთა ექსტრაჰირება და დაავადებულის ორგანიზმში შეყვანა ძნელი არ არის.

ვაქცინის კლინიკურ გამოცდაში მონაწილეობა მიიღო B-უჯრედოვანი ფოლიკულური ლიმფომით დაავადებულმა 16-მა ადამიანმა. პრეპარატს არც ერთი მათგანის ორგანიზმში არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი. ვაქცინაზე სპეციფიკური იმუნური პასუხი 47%-ში დაფიქსირდა.

კვლევის პირველი ეტაპის ამოცანა ახალი პრეპარატის უსაფრთხოების შეფასება იყო, დაავადების განვითარებაზე წამლის გავლენა არ შეფასებულა, თუმცა თაგვებზე ჩატარებულმა გამოცდამ, რომელიც ფოლიკულური ლიმფომის მკურნალობის ანალოგიური მეთოდის შესწავლას ისახავდა მიზნად, ძალიან მაღალი ეფექტი გამოავლინა.

მცენარეული ვაქცინის ერთ-ერთი ღირსება მისი დაბალი თვითღირებულებაა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგია შესაძლოა სხვადასხვა ბიოსამედიცინო პრეპარატების წარმოებაში იქნეს გამოყენებული.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები