/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

მეცნიერებმა დაასახელეს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს გაფანტული სკლეროზზე

მეცნიერებმა დაასახელეს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს გაფანტული სკლეროზზე
შესაძლებელია თუ არა გაფანტული სკლეროზის განვითარების ბიოლოგიური მექანიზმების დადგენა?

ეს კითხვა დაუსვეს საკუთარ თავს პარიზის ტვინის ინსტიტუტის მეცნიერებმა თავიანთი ახალი ნაშრომის ფარგლებში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Neurology.

მათ დაადგინეს, რომ არსებობს ხუთი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გაფანტული სკლეროზის განვითარებასთან რამდენიმე წლის შემდეგ. ამრიგად, ისეთი დარღვევების სიხშირე, როგორიცაა დეპრესია, ყაბზობა და საშარდე გზების ინფექციები (კერძოდ, ცისტიტი) დაკავშირებულია გაფანტული სკლეროზის განვითარებასთან 5 წლის შემდეგ. სინამდვილეში, ასეთი შედეგები ხელს უწყობს დაავადების პროდრომული ფაზის აღწერას, მაგრამ არ იძლევა ადრეული გამოვლენის მეთოდის შემუშავებას.

გაფანტული სკლეროზი არის ნევროლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ნერვული სისტემა თავს ესხმის მიელინს, ნერვული ბოჭკოების გარშემო დამცავ საფარს. ის მნიშვნელოვანია ტვინსა და ორგანოებს შორის იმპულსების გადაცემისთვის. გაფანტული სკლეროზი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. სპეციალისტების ამოცანაა დაავადების რაც შეიძლება ადრე გამოვლენა, მანამდეც კი, სანამ დაზიანებები MRI-ზე ხილული გახდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მსუბუქი სიმპტომები დაფიქსირდა 10 წლის შემდეგაც, სამუშაოსთვის გამოყენებული იქნა მასიური ეპიდემიოლოგიური მონაცემები. განხილული იქნა 20174 გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები, 54790 ამ მდგომარეობის გარეშე და 37814 ადამიანის მონაცემები აუტოიმუნური დაავადებებით, რომლებიც ძირითადად გავლენას ახდენენ ქალებსა და ახალგაზრდებზე, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან კრონის დაავადება.

ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ 113 სიმპტომზე და დაავადებაზე, რომლებიც გამოვლინდა დიაგნოზამდე 5 წლით ადრე და 5 წლის შემდეგ. და დაფიქსირდა, რომ 5 სიმპტომი უფრო ხშირად ასოცირდება გაფანტული სკლეროზის მოგვიანებით დიაგნოზთან. ესენია დეპრესია, სექსუალური დისფუნქცია, ყაბზობა, ცისტიტი და საშარდე გზების სხვა ინფექციები.

„ეს ასოციაცია საკმარისად ძლიერი იყო სტატისტიკურ დონეზე, რომ განვაცხადოთ, რომ ეს ადრეული კლინიკური გამაფრთხილებელი ნიშნები სავარაუდოდ დაკავშირებულია ნერვული სისტემის დაზიანებასთან იმ პაციენტებში, რომლებსაც მოგვიანებით დაუსვეს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი“, - განმარტავს პროფესორი სელინ ლოიპრე. ამ სიმპტომების გამოვლენა შენარჩუნდა და გაიზარდა კიდეც დიაგნოზის დასმიდან ხუთ წლის შემდეგ.

შეკითხვა ექიმს
<p>-Რამოდენიმე დღეა ხან მუცელი მტკივა ხან წელი ხან თავი ხან უბრალოდ გულისრევის შეგრძნებამაქ საჭმლის დროს ვიბერები! Ზოგჯერ უბრალოდ სუსტადვარ ზოგჯერ შემახურებს 5 წუთი მერე შემაციებს 5 წუთს მერე ისევ კარგადვარ ზოგჯერ თავი კიარ მტკივა უბრალოდ რაღაც რიგზე არარის თავში ესეთი განცთამაქ დამძიმებული მძიმე გულირომისდის ადამიანს რაღაც ეგეთი შეგრძნება თავის არეში! Რისი ბრალი იქნება ვინ ვნახო ან რატესტი გავიკეთო დიაგნოსტიკისთვის</p>

რა თქმა უნდა, ეს ნიშნები არ არის საკმარისი ადრეული დიაგნოსტიკისთვის, მაგრამ ისინი საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიგოთ გაფანტული სკლეროზის მექანიზმები. მას ბევრი მიზეზი აქვს და ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ დაავადების განვითარება ოფიციალურ დიაგნოზამდე დიდი ხნით ადრე იწყება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ენურეზი და ფსიქოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ენურეზი და ფსიქოლოგიური პრობლემები

პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამოუმუშავებლობა, მეორეული ღამის ენურეზის დროს შარდის შეკავების უკვე გამომუშავებული რეფლექსი ქრება.

ღამის ენურეზი მულტიფაქტორული მდგომარეობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობას მრავალი მიზეზი აქვს. ფიზიოლოგიური თუ გენეტიკური მიზეზების გარდა უმრავლეს შემთხვევაში ფსიქოლოგიური ხასიათის მომენტები არსებობს.

ბავშვს შარდის შეუკავებლობა შესაძლოა დღისითაც ჰქონდეს. ამ დროს აუცილებელია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლა.

  • ბავშვები ხშირად ასველებენ ლოგინს განსაკუთრებული, ამაღელვებელი შემთხვევების, მაგალითად, დაბადების დღის აღნიშვნის, ცირკში წასვლის შემდეგ.
  • ადრეულ ასაკში შარდის შეუკავებლობის ხშირი მიზეზია ოჯახში ახალი ბავშვის გაჩენა. შესაძლოა, უფროსი ბავშვი შეუგნებლად ცდილობდეს ჩვილ ასაკში დაბრუნებას.
  • სამი წლის ბავშვი 6 თვის განმავლობაში მშრალი იღვიძებდა, მაგრამ ზაფხულში, აგარაკზე რომ გადავიდნენ, ისევ დაიწყო ლოგინში ჩასველება. ბავშვს გაუცხოების მომენტი ჰქონდა, შესაძლოა გარკვეული შიშიც, აშკარად ენატრებოდა თავისი სახლი, თუმცა გარეგნულად არაფერი ემჩნეოდა.
  • ომის დასაწყისში ლონდონიდან ბავშვები გაიყვანეს. ისინი ოჯახებს, მეგობრებს, ჩვეულ გარემოს დააშორეს და... მრავალ მათგანს ღამით შარდის შეუკავებლობა დაეწყო.
  • ზოგჯერ შარდის შეუკავებლობის მიზეზი ღამის ქოთანზე დაჯდომის დაძალებაა. ყოველღამე წამოყენება ქოთანზე დასასმელად ბავშვს უფრო მეტად დაარწმუნებს, რომ ჯერ კიდევ პატარაა.

მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ბავშვები ლოგინს განგებ არ ასველებენ - მათ ხომ ამ დროს ღრმად სძინავთ. შარდი ბავშვს ხშირად იმ დროს ეპარება, როცა დაესიზმრება, რომ საფრთხეშია, მარტოა, მზრუნველობა და დაცვა აკლია. თუ პატარას სახლი ენატრება, მშობლებმა რამდენიმე დღის განმავლობაში მეტი დრო უნდა დაუთმონ მას, მარტოობა არ აგრძნობინონ და ახალი საცხოვრებელი ადგილი შეაყვარონ.

თუ ოჯახში ახალშობილი გაჩნდა, მშობლებმა უნდა დაარწმუნონ უფროსი შვილი, რომ ის კვლავაც ისე უყვართ, როგორც უყვარდათ.

არ შეარცხვინოთ ბავშვი სველი ლოგინის გამო, ის ისედაც შეწუხებულია. ჯობს დაარწმუნოთ, რომ სულ მალე ასეთი რამ აღარ გამეორდება. ზოგჯერ მშობლები შვილს ჩასველებული ზეწრების გარეცხვას აიძულებენ. ეს დაუშვებელია.

ზოგიერთ ბავშვს უჩნდება შიში, მისმა ტოლებმა არ გაიგონ მისი სამარცხვინო საქციელის შესახებ და არ დასცინონ. ამ დროს მას ძალიან სჭირდება მშობლების თანაგრძნობა, მხარდაჭერა, იმის რწმენა, რომ სხვებსაც ჰქონიათ ამგვარი პრობლემა და დაუძლევიათ და თავადაც აუცილებლად დაძლევს ამ სირთულეს.

სპციალისტები (პედიატრები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები) საჭიროდ არ მიიჩნევენ სითხის შეზღუდვას ან შუაღამისას ბავშვის გაღვიძებას მოსაშარდად.

5-7 წლის ბიჭუნას შესაძლოა სტიმული მისცეს ოქროსფერი ვარსკვლავების დაწებებამ კალენდრის იმ რიცხვებზე, როდესაც მან მშრალად გამოიღვიძა. ან იქნებ ჯილდოც დაიმსახუროს - ველოსიპედი, სათამაშო მანქანა, მისთვის სასურველი რაიმე სხვა ნივთი... უფრო უკეთესი იქნება, თუ ბავშვს მაშინვე მისცემთ იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდა, თქვენ კი უარს ეუბნებოდით სწორედ ლოგინის დასველების გამო. ამ ღონისძიებათა მიზანია, ბავშვმა რაც შეიძლება მალე იგრძნოს თავი თანასწორუფლებიანად თანატოლებს შორის. რათა არ დაუქვეითდეს თვითშეფასება, არ სძლიოს სტრესმა, სოციალურ იზოლაციაში არ მოექცეს. მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ დაცინვა და დასჯა, ნეგატიური განწყობა ვნებს ბავშვს.

ნუ დასჯით ბავშვს იმისთვის, რომ ღამით ჩაისველა, მით უმეტეს, ნუ მისცემთ შენიშვნას სხვების თანდაწრებით. გახსოვდეთ, პატარას საკუთარი მდგომარეობა თქვენზე მეტად აწუხებს!

აცნობეთ საბავშვო ბაღის ან სკოლის მასწავლებელს ბავშვის მდგომარეობის შესახებ, რათა ის მოშარდვის სურვილის მოთხოვნისთანავე გაუშვან ტუალეტში, ოღონდ ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ ბავშვმა არ იცოდეს. საჭიროა დიდი ტაქტი მშობლებისა თუ პედაგოგების მხრიდან.

შეადგინეთ დღიური, სადაც აღნიშნული გექნებათ სველი და მშრალი ღამეები, ყოველი მშრალი ღამის შემდეგ ბავშვი შეაქეთ და წაახალისეთ. ნუ ეცდებით ბავშვის იზოლაციას, პირიქით, არ დაუშალოთ ექსკურსიებზე სიარული, უქმე დღეების მეგობრებთან ერთად გატარება. ცნობილია, რომ სახლიდან მოშორებით სველი ღამეები იშვიათდება, ბავშვი უფრო თავდაჯერებული ხდება, ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ იგი არაფრით არის თანატოლებზე უარესი.

ვინაიდან ღამის ენურეზი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივი მოვლენაა და პათოლოგიად არ ითვლება, მის მკურნალობას 5 წლიდან იწყებენ. უპირველეს ყოვლისა, მშობლებს უნდა ავუხსნათ, რომ ენურეზის დროს საკმაოდ ხშირია სპონტანური გამოჯანმრთელება. ასეც რომ არ მოხდეს, არც ეს არის საშიში; ღამის ენურეზის ტიპის დადგენის შემდეგ შემუშავდება მკურნალობის ტაქტიკა. იგი ინდივიდუალურია და ემყარება არა მარტო ბავშვის, არამედ მშობელთა პიროვნულ თვისებებს, მოტივაციის ხარისხს და მოთმინების უნარს. შერჩევა მანამდე გრძელდება, სანამ არ მოიძებნება მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი.

ექიმების მიზანია, ბავშვმა თავი საზოგადეობის სრულფასოვან წევრად იგრძნოს. გახსოვდეთ, ღამის ენურეზი სამუდამო განაჩენი არ არის.