/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რატომ არის საზიანო ხანგრძლივი ტირილი?

რატომ არის საზიანო ხანგრძლივი ტირილი?
ხანგრძლივი ტირილი იწვევს ცრემლის ჭარბ გამოყოფას და მათ ნაკლებობას, რაც უარყოფითად იმოქმედებს თვალების მდგომარეობაზე.

ტირილისას, ცრემლის პროდუცირება იზრდება საცრემლე ჯირკვლის ზედმეტი მუშაობის გამო, მაგრამ რესურსი შეიძლება ამოიწუროს.

ცრემლის გაზრდილი პროდუცირებისას საცრემლე ფირფიტა ფენა იშლება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ აღდგება. ეს იწვევს თვალების სიმშრალეს და უცხო სხეულის შეგრძნებას. თვალები წითლდება, სისხლძარღვები ფართოვდება.

მეორეს მხრივ, გადაჭარბებულმა ცრემლდენამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. კანზე მოხვედრილი ბიოლოგიური სითხის მცირე რაოდენობა არ გამოიწვევს უარყოფით რეაქციებს.

სხვა საქმეა, აქვს თუ არა ადამიანს ეპიფორა - რაიმე დაავადებით გამოწვეული მუდმივი ცრემლდენა. ეს შეიძლება მოხდეს კონიუნქტივიტის დროს ან თუ ქუთუთო შებრუნებულია და ცრემლი არ მოედინება იქ, სადაც უნდა ჩაედინებოდეს - საცრემლე არხში, ცხვირ-ხახაში - და ხვდება კანზე. შემდეგ შეიძლება მოხდეს კანის მაცერაცია, მსუბუქი გაღიზიანება.

ცრემლები ოდნავ მარილიანი ფიზიოლოგიური ხსნარია. მათი ფუნქცია მოიცავს თვალების დატენიანებას, ასევე მათ დაცვას სხვადასხვა მავნე ფაქტორების გავლენისგან. გარდა ამისა, ამ სითხეს აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

  • ცრემლი შეიცავს 150 სახის ლიპიდს, 18 სახის სხვადასხვა მუცინს და დაახლოებით 500 სახის ცილას. ერთ-ერთი მათგანი, ლიზოციმი, იცავს ინფექციებისგან, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ჭრილობებსაც კი ახორცებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რა მავნე ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს სახის კრემი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მავნე ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს სახის კრემი

იშვიათად თუ ვინმე ინტერესდება, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის კრემი და შეიძლება თუ არა, მან სარგებლობის ნაცვლად ზიანი მოგვიტანოს.

კრემის კომპონენტების ჩამონათვალში გარკვევას მხოლოდ ქიმიური განათლების მქონე ადამიანი თუ მოახერხებს. არადა, სწორედ შემადგენლობაზეა დამოკიდებული კრემის ეფექტი. ამ ნუსხაში შეიძლება წავაწყდეთ მავნე ქიმიურ ნივთიერებებსაც, რომლებსაც იყენებენ მათი სიიაფის გამო.

დამატენიანებელი კრემი

დამატენიანებელი კრემი შეიძლება ერთ-ერთ უცნაურ პროდუქტად ჩაითვალოს. მისი მეშვეობით უნდა მოხდეს კანის ცხიმის ნეიტრალური ფორმირება ან, თუ კანი მეტისმეტად მშრალია, ცხიმით ჩაანაცვლოს იგი. ასეთ კრემებში დიდი რაოდენობით გამოიყენება მინერალური ეთერზეთები, რომლებიც ახშობს ფორებს.

ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი

ასეთი კრემების დიდ ნაწილს აქვს აქტიური კომპონენტების მეტად მცირე არსენალი, რომელიც ნამდვილად ებრძვის ნაოჭებს.

ცალკეულ იაფფასიან კრემებში მსგავსი ელემენტები შესაძლოა არც იყოს, ამიტომ კარგად გაეცანით ინსტრუქციას. კრემის სიძვირე სრულიადაც არ მიუთითებს მის სიკარგეზე. ზოგიერთ ძვირად ღირებულ ნაწარმში შესაძლოა საშიში კომპონენტებიც კი აღმოჩნდეს. შევისწავლოთ მავნე ინგრედიენტები.

  • პარაბენი (Paraben) - ყველა კრემი შეიძლება შეიცავდეს კომპონენტს, რომლის დასახელება მთავრდება “პარაბენზე”. მაგალითად, ბუტილპარაბენი (Butylparaben), მეთილპარაბენი (Methylparaben), პროპილპარაბენი (Propylparaben). ეს კომპონენტები კონსერვანტებად გამოიყენება.

პარაბენები უვნებლად მიიჩნევა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა ალერგიული რეაქციები ან კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

  • ალუმინის აცეტატი (Aluminum Acetate) - სახის კრემების წარმოებაში გამოიყენება როგორც შემკვრელი საშუალება.

ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს კანის აქერცვლა.

  • არაქიდონის მჟავა (Arachidonic Acid) - ეს კომპონენტი გამოიყენება კანის დასარბილებლად. მას ზოგიერთი ცხოველის ღვიძლისგან იღებენ.

კვლევებმა ცხადყო, რომ არქიდონის შემცველი მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება თრგუნავს კანის ნატურალურ დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ანთებითი პროცესები, ალეგიული რეაქციები, ფერიმჭამელების გაჩენა.

  • ბენზოკაინი (Benzocaine, Ethyl Aminobenzoate). კრემებში გამოიყენება როგორც კანის დამარბილებელი მედიკამენტი, ხოლო მედიკამენტური ჩვენებით ის ანესთეტიკია.

მისი ხანგრძლივი ხმარება ნერვულ დათრგუნვას იწვევს.

  • ბითიონოლი (Bithionol) - კოსმეტიკაში გამოიყენება ბაქტერიოციდული თვისების გამო.

მისი გვერდითი ეფექტია მზის სხივებისადმი კანის მგრძნობელობის მომატება, სიწითლე და ქავილი.

  • პროპილენ გლიკოლი (Propylene Glycol). - გამოიყენება როგორც შემაკავშირებელი საშუალება.

მისმა სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და თვალების გაღიზიანება, სიწითლე, ქავილი.

  • ცერეზინი (Ceresin) - გამოიყენება კრემის საჭირო კონსისტენციის შესანარჩუნებლად. იწვევს ალერგიას.
  • დიეთილენგლიკოლი (Diethylene Glycol) - ეს კომპონენტი კრემს სისქეს მატებს.

თუ გინდათ, იპოვოთ კრემი, რომელიც კანს გააახალგაზრდავებს, გააჯანსაღებს, მოიძიეთ მის შემდგენლობაში შემდეგი კომპონენტები:

  • ალოე;
  • ელ-კარნოზინი (L-Carnosine) - გამოიყენება ნაოჭსაწინააღმდეგო კრემების წარმოებაში;
  • მწვანე ჩაის ექსტრაქტი (Camellia Sinesis Leaf, Green Leaf Tea Extract) - უძლიერესი ანტიოქსიდანტია;
  • შის ზეთი (Shea Butter, Butyrospermum Parkii) - აქვს კარგი დამატენიანებელი თვისება და ამასთანავე უმნიშვნელო SPF ფაქტორი;
  • ტკბილი ნუშის ზეთი (Sweet Almond Oil, Prunus Amygdalus Dulcis) - შესანიშნავად შეიწოვება კანის უჯრედებში, აქვს კარგი მკვებავი და დამატენინებელი ეფექტი;
  • ნატრიუმის ჰიალურონატი (Sodium Hyaluronate) - აქვს ძლიერი ანტიმიკრობული თვისება.

საზოგადოდ კი, სასარგებლოა კომპონენტები, რომლებიც ბუნებრივი წარმოშობისაა. კრემის შეძენისას სწორედ ამ ფაქტორს მიაქციეთ ყურადღება. თუ კრემის გამოყენებისას რაიმე დისკომფორტი იგრძენით, დაუყოვნებლივ დაანებეთ თავი მის გამოყენებას. არ ღირს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე თანხის დაზოგვა.