ფიტოკოსმეტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიტოკოსმეტიკა

რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ მის შემადგენლობაში შემავალი ზეთები და ექსტრაქტები გაცილებით სასარგებლოა კანისა და თმისთვის, ვიდრე სინთეზური კომპონენტები.

მცენარეები კოსმეტიკაში გამოიყენება როგორც ნატურალური სახით, ისე სხვაგვარი წარმოშობის კომპონენტებთან კომბინაციაში. მათ შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების დიდი ნაწილი კარგად იხსნება წყალში, თუმცა ცნობილია ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ სპირტსა და ცხიმში იხსნება.

  • რატომ მცენარეები?

კოსმეტიკაში მცენარეებს მათ შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამო იყენებენ, რომლებიც კანზე მოქმედებისას ერთვებიან მასში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში და ძლიერ ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ, დამამშვიდებელ, მატონიზებელ და დამარბილებელ ეფექტს ახდენენ.

    • ნახშირწყლები

ნახშირწყლები ხელს უწყობენ კანის კვებას, კანის უჯრედებში აკავებენ სითხეს და კანს გამოშრობისა და დანაოჭებისგან იცავენ. ორგანული მჟავები (ვაშლისა, ლიმონისა, ღვინისა, ძმრისა) ასევე ააქტიურებენ კანში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას.

    • ეთერზეთები

ეთერზეთებს აქვთ ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელი, რეგენერაციული თვისებები. არომატის გამო მათ აქტიურად იყენებენ პარფიუმერიულ წარმოებაში. არომათერაპია კი ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გამოიყენება სამკურნალო და კოსმეტიკური მიზნით. ეთერზეთებით განსაკუთრებით მდიდარია პიტნა, სალბი, კრაზანა, ვარდი, შროშანი, გვირილა. ისინი აუმჯობესებენ კანის კვებას. სასარგებლოა მათი გამოყენება თმის მოსავლელადაც.

    • მცენარეული ზეთები

მცენარეული ზეთები (ნუშისა, ზეითუნისა, სიმინდისა, მზესუმზირასი და სხვა) კანს გამოშრობისგან იცავენ, ამკვრივებენ, არბილებენ და სიგლუვეს უბრუნებენ, იცავენ მტვრისგან, სიცივისა და სიცხისგან, აგრეთვე - გარემოს სხვა არახელსაყრელი ფაქტორებისგან. ზეთები შედის ისეთი კრემებისა და მალამოების შემადგენლობაში, რომლებიც არბილებენ კანს და სწრაფად ახორცებენ მასზე გაჩენილ მიკროტრავმებს. ისინი ხელს უწყობენ თმის ზრდას. ამ ნივთიერებებისადმი განსაკუთრებით მომთხოვნია მშრალი კანი, თუმცა მცირე რაოდენობით ცხიმიანი კანისთვისაც აუცილებელია, რადგან მხოლოდ მათი საშუალებით აღწევენ კანის ღრმა შრეებში აქტიური ნივთიერებები.

    • ფიტონციდები

ფიტონციდებს ანტიმიკრობული მოქმედება აქვთ. აქტიურად იყენებენ გულყვითელას, ხახვის, ნიორის, პირშუშხას ფიტონციდებს.

    • ტანინები

ტანინები ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა, ამაღლებს კანის ტონუსს და აცხრობს გაღიზიანებას. სასარგებლოა ცხიმოვანი სებორეის, ასაკობრივი აკნეს დროს და ფართოფორებიანი კანისთვის. გამოიყენება თმის გასამაგრებლად და ოფლიანობის შესამცირებლად.

    • პექტინები

პექტინები აქვეითებენ მავნე მიკროორგანიზმების მოქმედებას, ხელს უწყობენ ნაჭრილობევი კანის რეგენერაციას, აახალგაზრდავებენ და აახლებენ კანს. ამ მხრივ აღსანიშნავია ფორთოხალი, ალუბალი, ლიმონი, ჭარხალი, ქლიავი, შავი მოცხარი, ასკილი და ვაშლი.

    • ვიტამინები

ვიტამინები მინერალურ მარილებთან ერთად აქტიურად ერთვებიან ნივთიერებათა ცვლაში.

A ვიტამინი აქტიურად გამოიყენება მშრალი და დაზიანებული კანის, ფრჩხილებისა და თმის სამკურნალოდ. ბ ჯგუფის ვიტამინებს იყენებენ პიგმენტური ლაქების, დერმატიტის, გამონაყარის სამკურნალოდ, თმის ცვენის შესაჩერებლად.

C ვიტამინი რეკომენდებულია მოშვებული კანის, ჭორფლის, დერმატოზისა და დაზიანებული თმის სამკურნალოდ. ე ვიტამინი ა ვიტამინთან ერთად უხდება მოშვებულ და რბილ კანს, დერმატოზსა და გამონაყარს.

  • ექსტრაქტები

ექსტრაქტი მცენარის გამონაწვლილია.

კოსმეტიკურ წარმოებაში ყველაზე ხშირად გამოიყენება:

    • ალოეს ექსტრაქტი - შეიცავს 160-მდე აქტიურ ნივთიერებას, ამინმჟავებს, ვიტამინებს, მინერალებს, აქვს ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება, ხელს უწყობს კანში სისხლის მიმოქცევას, არბილებს კანს და ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას. ალოეს შემცველი კოსმეტიკური საშუალებები გაღიზიანებული და გამომშრალი კანისთვის არის განკუთვნილი.
    • ავოკადოს ნაყოფის ექსტრაქტი - შეიცავს პროტეინებსა და ცხიმებს, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს, აქტიური კომპონენტების წყალობით ხელს უწყობს კანის ზედა შრის სწრაფ რეგენერაციას, მისი სიმკვრივის აღდგენას, ასწორებს ნაოჭებს, დიდი რაოდენობით A ვიტამინის შემცველობის წყალობით აუმჯობესებს სახის ფერს.
    • ფიჭვის ექსტრაქტი - აღადგენს კანის მჟავატუტოვან ბალანსს, არბილებს და ამშვიდებს. იდეალურია მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის.
    • გულყვითელას ექსტრაქტი - ამაგრებს კანის კაპილარებს და დამცავ შრეს, ბლოკავს კანის უჯრედებში დაბერების მექანიზმს, აცილებს ჭარბ ცხიმს და ხურავს ფორებს. ლიმონის ექსტრაქტს მათეთრებელი ეფექტი აქვს, ასტიმულირებს კანის დამცავ მექანიზმებს, აახლებს მას.
    • პიტნის ექსტრაქტი - ამშვიდებს კანს და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას და კარგად მოქმედებს კანის მგრძნობელობაზე.
    • ვარდის ექსტრაქტი - განსაკუთრებით საჭიროა თხელი, ნაზი, მგრძნობიარე და ალერგიისადმი მიდრეკილი კანისთვის.
    • გვირილის ექსტრაქტი - კანის ჯანმრთელობის, სილამაზისა და ახალგაზრდობის წყაროა. ამშვიდებს, არბილებს და ამკვრივებს, იცავს გამოშრობისგან, წმენდს ფორებს და ამაგრებს კანის ქსოვილებს.
    • სალბის ექსტრაქტს დამარბილებელი, ბაქტერიოციდული, ბაქტერიოსტატიკური და ანტიტოქსიკური ეფექტი აქვს, კანიდან გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს. განსაკუთრებით უხდება მშრალ კანს.
    • ევკალიპტის ექსტრაქტს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სუსტი გამომშრობი თვისებები აქვს.

  • მცენარეული ზეთები

ბიოქიმიური შემადგენლობით მცენარეული ზეთები ყველაზე მეტად ეთავსება კანს, ამიტომ ისინი ყველაზე ღრმად აღწევენ კანის შრეებში, ათავისუფლებენ და აქტიურად გადააქვთ მასში სამკურნალო თვისებების მქონე ის ნივთიერებები, რომლებსაც მცენარეები შეიცავს, კვებავენ და არბილებენ კანს, ამასთან, ისე, რომ არ არღვევენ უჯრედების კვებას და არ იწვევენ კანის ფორებისა და ჯირკვლების დახშობას.

  1. გარგარის ზეთი - შეიცავს ტრიგლიცერიდებს, ცხიმში ხსნად ვიტამინებს, აღადგენს დაბანისას დაკარგულ ცხიმს, იცავს კანს გარემოს დამაზიანებელი ფაქტორებისგან, ახასიათებს ანტიოქსიდანტური აქტივობა.
  2. გრეიპფრუტის ზეთი - აღადგენს კანის სარეგულაციო მექანიზმებს, ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციათა დარეგულირებას, გამოიყენება ცხიმიანი კანის მოსავლელად.
  3. კაკაოს ზეთი - შეიცავს 50%-ზე მეტ ცხიმს, 20% ცილას და დაახლოებით 2 % ალკალოიდ თეობრომინს, რომელსაც დაღლილობის მოხსნა შეუძლია, კაკაოს ზეთი არბილებს და ამშვიდებს კანს, არეგულირებს წყალმარილოვან ცვლას. გამოიყენება მშრალი კანისთვის.
  4. პიტნის ზეთი - ააქტიურებს კანის იმუნიტეტს, თრგუნავს ანთებით პროცესებს, ხსნის დაჭიმულობას და ანიჭებს კანს სიმსუბუქეს, პოზიტიურად მოქმედებს კაპილარებზე, აქვს მათეთრებელი ეფექტი და ხელს უწყობს კაპილარების შევიწროებას. გამოიყენება კანის ანთებითი დაავადებების დროს.
  5. ქაცვის ზეთი - ვიტამინების, მიკროელემენტების, ორგანული მჟავებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების უნიკალურ კომპლექსს შეიცავს. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური თვისებები.
  6. ზეითუნის ზეთი - დიდი რაოდენობით შეიცავს პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. განსაკუთრებით სასარგებლოა გაღიზიანებული, აქერცლილი კანისთვის.
  7. ბაბუაწვერას ზეთი - ცხიმში ხსნადი ვიტამინების ბუნებრივი წყაროა, მონაწილეობს სრულფასოვანი კოლაგენის წარმოქმნაში, ხელს უშლის კანში ქიმიური ნივთიერებების ნარჩენების დაგროვებას, აძლიერებს მის იმუნიტეტს. გამოიყენება გაღიზიანებული, აქერცლილი კანისთვის.

  • გემრიელი კოსმეტიკა

  1. გარგარის ნიღაბი კანს ამშვიდებს.
  2. ბანანი ატენიანებს და არბილებს.
  3. მოცვი და მოცხარი ავიწროებს ფორებს და აახალგაზრდავებს კანს.
  4. ყურძენი ატენიანებს და არბილებს.
  5. კარტოფილი - გახეხილი, როგორც უმი, ისე მოხარშული - მყისიერად ამშვიდებს კანს, ხსნის დაღლილობას და ასწორებს ნაოჭებს.
  6. მარწყვი - აახალგაზრდავებს კანს.
  7. ლიმონი - ავიწროებს ფორებს.
  8. თაფლი - ასწორებს ნაოჭებს და კანს ხავერდოვნებას სძენს.
  9. სტაფილო - კანის საუკეთესო მკვებავია.
  10. ატამი - არბილებს და ასწორებს კანს.
  11. კიტრი - აგრილებს და ატენიანებს სიცხისგან გამომშრალ კანს.
  12. ბრინჯის ნახარში აუმჯობესებს კანის ფერს.
  13. ვაშლი - ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს კანის ფერს და უხდება ანთებით დაზიანებულ ადგილებს.

ფიტოკოსმეტიკური მცენარეების შეგროვებისა და შენახვისას გაითვალისწინეთ:

  1. აუცილებელია მცენარის სწორედ იმ პერიოდში მოგროვება, როდესაც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები მასში ოპტიმალური რაოდენობითაა. ყოველი მცენარისთვის ეს დრო მკაცრად არის განსაზღვრული.
  2. რეკომენდებულია მცენარეების მოგროვება კარგ, მშრალ ამინდში, რადგან წვიმიანი მცენარეები გამოშრობისას ნაწილობრივ კარგავენ სასარგებლო თვისებებს.
  3. მცენარეთა თესლის მოგროვება დილაადრიან ჯობს, რადგან დილის ცვრიანი თესლი ნაკლებად იფანტება.
  4. მცენარის მიწისქვეშა ნაწილების (გორგალი, ბოლქვი) მოგროვება ნებისმიერ ამინდში შეიძლება.
  5. შეგროვილი ნედლეული მინარევებისგან უნდა გაასუფთაოთ მოგროვებიდან არა უგვიანეს 2 საათის განმავლობაში.
  6. კარგად გამომშრალმა ნედლეულმა არ უნდა დაკარგოს თავისი ბუნებრივი ფერი.
  7. ეთერზეთების შემცველი მცენარეები აუცილებლად მინის ჭურჭელში უნდა შეინახოთ.
  8. გამომშრალ მცენარეებს შენახვის ვადა აქვთ. ყვავილების, ფოთლებისა და ბალახებისთვის იგი არ აღემატება 2 წელს, ნაყოფისთვის - 3-ს, კანის, ქერქისა და ფესვებისთვის - 5-ს.