ჩემი პატარა 10 თვისაა კვებასთან დაკავშირებით თქვენ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

07-01-2013

-გამარჯობათ,ჩემი პატარა 10 თვისაა კვებასთან დაკავშირებით თქვენი დახმარება მჭირდება თუ შეიძლება რომ მირჩიოთ დღეში რამდენჯერ და რა საკვებია აუცილებელი რომ მიიღოს მინდა მენიუ შეუდგინო რომ პატარამ ყველაფერი მიიღოს რაც საჭიროა,ძუძუს ვაწოვებ ეხლაც ვაძლევ მაწონს, წიწიბურას ფაფას, ვაშლი გახეხილი ,კარტოფილის პიურე ხბოს ხორცით, გერკულესი რძით მეტი არაფერი მიმიცია სტაფილო და ფერად საკვებს ვერ ვაძლევ რადგან ალერგიულია.მადლობა წინასწარ პატარას რკინა დეფიციტური ანემია აქვს

პასუხი
-ათი თვის ბავშვი უნდა იკვებებოდეს დღეში ხუთჯერ, ოთხსაათიანი ინტერვალებით. 10 თვის ბავშვი, ხელოვნურ კვებაზე მყოფი, დღის განმავლობაში უნდა ღებულობდეს: ადაპტირებულ ნარევს (ან დედის რძეს) 200მლ, ხილის წვენი 90-100მლ, ხილის პიურე (გახეხილი, ცოცხალი) 90-100გრ; ხაჭო 50გრ, კვერცხის გული ½, ფაფები (წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის, შვრიის ფაფებს, მონაცვლეობით (ფაფას შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი კარაქი) 200გრ, ხორცის ფარში 60-70გრ, მაწონი და რძე 100მლ, პური 10გრ. ორცხობილა ან პეჩენია 10-15 გრ, ზეთი 6 მლ, კარაქი 6 გრ. ბოსტნეულის სუფ-ფაფას, საქონლის ხორცისაგან მომზადებულ გუფთას, მოხარშულ თევზს კვირაში 1-2 - ჯერ. შეურჩიეთ თქვენს პატარას ამ მენიუდან ის, რაც მას ყველაზე მეტად მოეწონება (და ბავშვის ალერგიულობის გათვალისწინებით) და თანდათან გაუმდიდრეთ რაციონი ამ პროდუქტებით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად