/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ,ვმუშაობ ღამის სმენაში,საღამოს რვიდან ღამის 4 საათამდე,სიცხეში,ძილით მძინავს დღისით,რადგან ძალიან ვოფლიანდები და თან მუშაობის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ორ დღეში ერთხელ ძუნძულით დავრბივარ და მსუბუქად ფიზიკურად ვვარჯიშობ საკუთარი წინით ავიღე სპორტული დანამატები,ერთი არის ფხვნილის სახით,ამინო და მეორე არის აბები,ეხმარება აღდგენას და ტვინში სისხლის მიმოქცევას,ხელს უშლის დაღლილობას,მატებს ძალას და აღადგენს ენერგიას,კვებაც არ მაქვს განსაკუთრებული,პირობებიდან გამომდინარე მიწევს სულ მშრალების ჭამა,ყველა დღე შაურმა ან შაურმის ხორცი ღორისაა და ხაჭაპური,სხვას ვერაფერს ვერ ვჭამ რაცარუნდა მოვინდომო,ყველა დღე მინიმუმ 2.5 ლიტრ წყალს ვსვამ,ეს მინიმუმს ვამბობ,თუმცა დღეში ორჯერ ვშარდავ,რას მირჩევთ?დანამატებისბს სახელებია amino after load,shilajit.ბევრი სახეობის რაღაცეებს შეიცავს ორივე.

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
183552
უფასო კითხვა
6399
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა
კატეგორია - ორსულობა
თარიღი : 06-11-2012
-ძალიან მაწუხებს ბუასილი, ვარ ორსულად, ვიცი რომ ყველა პრეპარატი არ შეიძლება, რომელი სანთელი ან მაზი გამოვიყენო რომ ჩამიცხროს ბუასილის გაღიზიანება?
პასუხი
-მუცელში ახალი, ცოცხალი არსების გაზრდის შემდეგ გარკვეული ცვლილებები ხდება ნაწლავებშიც; ისინი ადგილს იცვლიან, მცირდება მათი პერისტალტიკისა და მოძრაობის უნარი, რაც იწვევს ყაბზობას, განავლოვანი მასების დროულად გამოუდევნელობა იწვევს ნაწლავებში აირების დაგროვებას, მუცლის შებერვას, სწორი ნაწლავის ნახეთქების გაჩენას და ბუასილის განვითარებას. დაავადების გამწვავებამდე საჭიროა მისი პროფილაქტიკა:
•დიეტის საშუალებით გამოასწორეთ ნაწლავების მოქმედება. კვების რაციონი გაამდიდრეთ ბოსტნეულითა და ხილით, რათა ნაწლავებში გადავიდეს უხეში ბოჭკოები შეკრულობის თავიდან აცილების მიზნით. (ზომიერად მიიღეთ ხორცი და ნახშირწყლები. წელიწადის დროის შესაბამისად ყოველდღიურად მიირთვით ბოსტნეულიდან კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ხილიდან - წითელი ვაშლი ე.წ „ბროცკი“, შავი ქლიავი (თუნდაც ჩირი), ჰერკულესი, წიწიბურა), მაწონი, დილას უზმოზე ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. სასარგებლოა რძემჟავა პროდუქტები, შავი პური. გაზარდეთ სითხის რაოდენობა (8-9 ჭიქა დღეში)
•ნაწლავების პერისტალტიკის გასაუმჯობესებლად სასარგებლოა ორსულთა სპეციალური ვარჯიშები ნაწლავთა პერისტალტიკის გასაუმჯობესებლად
•შეამცირეთ ჯდომის ხანგრძლივობა
•აუცილებლად მოიწესრიგეთ ნაწლავების დაცლის პერიოდულობა: დეფეკაციის აქტი უნდა ხდებოდეს ყოველდღე ერთიდაიგივე დროს. თავი აარიდეთ გადაჭარბებულ ჭინთვებს, ყოველი დეფეკაციის შემდეგ აუცილებელია უკანა ტანის ტუალეტი ცივი წყლით. შესაძლოა ჰიგიენური პროცედურისთვის ანტისეპტიკური თვისებების მქონე მცენარეების ნაყენის გამოყენებაც - მაგალითად გვირილის. * ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა, საკვებიდან ალკოჰოლის, მწარე და ცხარე საკვების (რაც ისედაც ეკრძალებათ ორსულებს) ამოღება ხელს უწყობს ბუასილის ჩაცხრობასა და გამწვავების პროფილაქტიკას. ყურადღება! ორსულობის დროს - არ გამოიყენება ტრადიციული ლიდოკაინისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები და სანთლები, პრიორიტეტულია ბუნებრივი მცენარეული ნაერთების შემცველი სანთლები და მალამოები.
ჰემოროის (ბუასილი)მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით
გ ვ ი რ ი ლ ა - 2-3 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ და იდებენ საფენებს ჰემოროიდულ კვანძებზე, იქამდე, სანამ სულ არ შეხორცდება.
კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი ს ს ა ნ თ ლ ე ბ ი - უმი კარტოფილისაგან ამზადებენ სანთლებსა და იკეთებენ ყოველდღე ძილის წინ.
ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი - აქუცმაცებენ ფარსმანდუკსა და ასხამენ სპირტს (ქილაში), აჩერებენ 2 კვირა, ღებულობენ 30 წვეთს ცოტა წყლით დღეში 3-ჯერ. აჩერებს სისხლდენას.
ჭ ი ნ ჭ ა რ ი - 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის მშრალ ფოთლებს ასხამენ 1 ჩაის წიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 2-ჯერ.
ძ ა ხ ვ ე ლ ი - 4 ჩაის კოვზ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალსა და ადუღებენ 30 წთ. წურავენ და უმატებენ ანადუღარ წყალს პირველ მოცულობამდე. მიღება: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე. ბუასილის მკურნალობის ხალხური მეთოდი, რომელსაც უწოდებენ კავკასიურს: ცელოფნის ჩვეულებრივი პარკის „წვეტებში“ ასხამენ წყალს და შემოუკრავენ, რათა გაყინვის შემდეგ მიიღონ კონუსისებრი ყინულის „სანთელი“. გამოყენების წინ მის წვეტს მცირე დროით ჩაყოფენ ცხელ წყალში, რათა წვეტი მოუდნონ, უსვამენ სუფთა თაფლის სანთელს (შესაძლოა თაფლის სანთლის ფუძეზე დამზადებული მალამოს - კოლხური მალამოს, ფიტომალის, მარდის გამოყენება) და ათავსებენ უკანა ტანში. გარედან საჭიროა სქელი სტერილური ბინტის საფენის დადება.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - ორსულობა
თარიღი : 03-04-2025
კატეგორია - ორსულობა
თარიღი : 12-01-2025

მყავს 6 შვილი, ვაპირებ კიდევ ერთის გაჩენას. ვარ 34 წლის და პატარა მყავს 1 წლის, მინდა მქონდეს შუალედი და 36-37 წლის ასაკში გავაჩინო კიდევ ერთი შვილი. ამასთან, მაფიქრებს ის ამბავი რომ 35 წლის ზევით კვერცხუჯრედის ხარისხი იკლებს. ჩემთვის მთავარი მაინც ისაა ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები შევამცირო. ამ შემთხვევაში მიყოლებული ორსულობები (მშობიარობები 2-2 წლიანი შუალედით) უფრო სარისკოა, თუ ორსულობა 35 წლის ზევით? გარანტია რომ არ არსებობს, ვიცი, მაგრამ ალბათ გამოცდილებიდან გამომდინარე მირჩევთ. 35 წლამდე ბავშვის გაჩენა თუ გაცილებით უსაფრთხოა, შუალედის გაკეთებაზე წინ ამ შემთხვევაში ისევ ამ ასაკამდე მშობიარობას დავაყენებდი.

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები