/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
"პირველი სამედიცინო ცენტრი"(ყოფილი პირველი სამშობიარო) წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ, კათედრალურ სამედიცინო დაწესებულებას სტაციონარით 88 საწოლზე, ამბულატორული და კონსულტაციურ-დიაგნოსტიკური მომსახურებით.
ცენტრი გთავაზობთ:
პოლიკლინიკურ განყოფილებაში თერაპევტის, კარდიოლოგის, ნეონატოლოგის, პედიატრის, ალერგოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროპათოლოგის, დერმატოლოგის, ვენეროლოგის, ფსიქოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ანგიოლოგის, მამოლოგის, პროქტოლოგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, სტომატოლოგის კონსულტაციებს; ულტრასონოგრაფიულ (ულტრათანამედროვე ექოსკოპი ფერადი დოპლერით, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ნებისმიერი ორგანოს ყველა პათოლოგიის დადგენას), რენტგენოლოგიურ, ფიბროგასტროსკოპიულ, კლინიკურ, ჰემატოლოგიურ, კოაგულოლოგიურ, ვირუსოლოგიურ, სეროლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ, მორფოლოგიურ გამოკვლევებს;
ორსულების მეთვალყურეობას თანამედროვე ტიპის ქალთა კონსულტაციაში (მომავალი დედებისა და მამების მომზადება ვიდეომასალის ჩვენებით, მშობიარობისათვის მოსამზადებელი ვარჯიშები და ა.შ.), რეპროდუქტოლოგიის კაბინეტს (პირველადი და მეორადი უშვილობის გამოკვლევა და მკურნალობა);
სამეანო განყოფილებას (ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკები და პალატები, სურვილის მიხედვით შესაძლებელია: მეუღლის დასწრება მშობიარობაზე, მშობიარობის გაუტკივარება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, დედისა და ახალშობილის ერთად ყოფნა 24 საათის განმავლობაში), სადაც მოქმედებს მეანობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ორსულთა და მშობიარეთა უფასო სამედიცინო დახმარებას;
გინეკოლოგიურ განყოფილებას, სადაც უახლესი მეთოდების გამოყენებით სრულდება ყველა სახის ოპერაციები, როგორც ღია წესით, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით; აგრეთვე, საშოსმხრივი გზით;
ქირურგიულ განყოფილებას -ზოგადი ქირურგია, მამოლოგია, უროლოგია, ტრავმატოლოგია, ორთოპედია, ენდოსკოპიური ქირურგია (ლაპარასკოპია).
ცენტრში ფუნქციონირებს 3 საოპერაციო ბლოკი და ინტენსიური თერაპიის პალატები, სადაც დანერგილია ზოგადი და რეგიონალური ანესთეზიის ყველა სახეობა; სისხლის ბანკი, რითაც კლინიკა უზრუნველყოფილია მაღალხარისხიანი, გამოკვლეული სისხლით და მისი კომპონენტებით.
კლინიკაში პაციენტებისთვის შექმნილია საუკეთესო პირობები ( სამშობიარო ბლოკები და ინდივიდუალური პალატები აბაზანით, ცხელი წყლით, გათბობით, ტელევიზორით, ტელეფონით, გამოძახების სისტემით და სამჯერადი კვებით), მაღალი ხარისხის სამედიცინო სამსახური თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით, ოჯახური გარემო მომღიმარე და მზრუნველი პერსონალით.
ჩვენთან მუშაობენ და თანამშრომლობენ მედიცინის სხვადასხვა დარგის ცნობილი ქართველი და უცხოელი პროფესორები და აკადემიკოსები:
მამოლოგია: პროფ. ზ. ზაუტაშვილი;
გინეკოლოგია: პროფ. თ. ასათიანი;
ქირურგია: პროფ. კ. შაფათავა და სხვა.
მობრძანდით, კმაყოფილი დარჩებით
მადლობას გიხდით ნდობისთვის
სერვისების ჩამონათვალი:
1.გეგმიური ამბულატორია
2.ოჯახის ექიმი
3.ქალთა კონსულტაცია
4.ენდოკრინოლოგი
5.კარდიოლოგი
6.თერაპევტი
7.24 საათიანი რენტგენი
8.24 საათიანი ექოსკოპია
9.მეანობა-გინეკოლოგია
10.გადაუდებელი ამბულატორია
11.სტომატოლოგი
12.უროლოგი
13.გადაუდებელი და გეგმიური ქირურგია
14.შინაგანი მედიცინა(თერაპია) და ინტენსიური თერაპიის პალატები
15.რეანიმაცია
16.ოფთალმოლოგი
17.ოტოლარინგოლოგი
18.ანგიოლოგი
19.პროქტოლოგი