მაინტერესებს ვიტილიგოს თუ შველის რამე და რა იწვევ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

25-02-2012

-გამარჯობათ მაინტერესებს ვიტილიგოს თუ შველის რამე და რა იწვევს? წინასწარ მადლობა

პასუხი
-ვიტილიგო კანის პიგმენტაციის უნარის დაკარგვაა, რაც თეთრი ლაქების წარმოქმნით გამოიხატება. ლაქები უმეტესად ხილულ ადგილებზე ჩნდება და ამის გამო ძლიერ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს იწვევს, თუმცა სიცოცხლეს საფრთხეს არ უქადის. ასეთ დროს მზის სხივების უშუალო ზემოქმედება არასასურველია.
ვიტილიგოს მიზეზებად მიიჩნევა ნერვული სტრესი, არასრულფასოვანი კვება და კუჭ-ნაწლავის პარაზიტული დაავადებები. მკურნალობენ ზოგადი და ადგილობრივი ვიტამინოთერაპიით. არსებობს ადგილობრივი და ზოგადი მოხმარების სპეციალური ხსნარები და ტაბლეტები, რომლებიც ხელს უწყობს პიგმენტ მელანინის წარმოქმნას, თუმცა განკურნების 100%-იან შანსს არ გვაძლევს.
მეტად მნიშვნელოვანია მკურნალობის ადრევე დაწყება. დაავადების საწყის ეტაპზე ვიტამინოთერაპიას ხშირად ძალუძს პროცესის შეჩერება და ზოგ შემთხვევაში ლაქების ალაგებაც. თავდაპირველად თეთრი ლაქის ფონზე ჩნდება პიგმენტის შემცველი კუნძულაკები, რომლებიც თანდათან ივსება და ნორმალურ ელფერს იღებს. მკურნალობას კარგად ემორჩილებიან ბავშვები.
სწორი დიაგნოზის დასმისა და შესაბამისი მიკურნალობის დანიშვნის მიზნით უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად