- თუ ბავშვს მე-9 თვემდე არცერთი კბილი არ ამოსვლია და ამას თნ ერთვის სხვა საგულისხმო ნიშნები: გაძლიერებული ოფლიანობა, მეტისმეტი აგზნებადობა, უძილობა, თმის ცვენა კეფის არეში, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პედიატრს რაქიტის დიაგნოზის გამოსარიცხად. თუმცა ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა კბილების ამოსვლის დაგვიანება ბავშვის გენეტიკური თავისებურებაა და სულაც არ არის დაკავშირებული რაიმე პათოლოგიასთან.