/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
192285
უფასო კითხვა
7067
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია
კატეგორია - დიეტოლოგია
თარიღი : 22-12-2010
- როგორ უნდა ვიკვებო ორსულობის დროს, რომ ზედმეტად არ მოვიმატო?
პასუხი
- ორსულობის პირველ ნახევარში ქალის კვება მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს ორსულობამდე კვებისგან. მაგრამ საგულისხმოა, რომ ორსულობის I ტრიმესტრში  ფორმირებას იწყებს ნაყოფის ორგანოები (ორგანოგენეზის პერიოდი), ამიტომ ამ პერიოდში  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ორსულის ორგანიზმისთვის სრულფასოვანი ცილის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების  საკმაო რაოდენობით მიწდება. ორულოიბის ადრეული ვადიდან დაწყებული ორსულობის მთელი  პირველი ნახევრის განმავლობაში  დაბალი სიმაღლის (150 სმ) და წონის (50 კგ) ქალისთვის დღიური რაციონის კალორიულობა უნდა შეადგენდეს 2100-2300 კკალო, ამასთან ცილები უნდა იყოს 90-100 გ, ცხიმები-55-65 გ, ნახშირწყლები- 290-320 გ. საშუალო სიმაღლის (155-165 სმ) და წონის (55-60 კგ) ქალისთვის დღიური  კალორიულბა -  2400-2700 კკალო,  ცილები-110 გ, ცხიმები-75 გ, ნახშირწყლები- 3350 გ. მაღალი (170-175 სმ) ორსულებისთვის კი კალორიულობა-  2700-2900 კკალო,  ცილები-120-125 გ, ცხიმები-75-85 გ, ნახშირწყლები- 360-400 გ. ორსულობის პირველ ნახევარში მისაღებია ოთხჯერადი კვება შემდეგ საათებში: საუზმე-8.00-9.00 სთ; სამხარი- 11.00-12.00 სთ; სადილი- 14.00-15.99 სთ; ვახშამი- 18.00-19.00 სთ და 21.00 - ერთი ჭიქა მაწონი ან კეფირი. საუზმე  დღიური რაციონის უნდა შადგენდეს- 30%-ს, სამხარის- 20%; სადილის-40%; ვახშამი კი-19%. საკვების მიღების შემდეგ აუცილებელია დასვენება, მაგრამ აქტიური. ორსულმა ვახშამი უნდა მიიღოს დაძინებამდე 2-3 საათის ადრე მაინც.
ორსულთათვის სასარგებლო პროდუქტებია :
• მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი;
• ყველანაირი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები: სოია, ლობიო, ბარდა;
• ხორცი, თევზი, კვერცხი;
• ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები: რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), ნაკლებად მარილიანი ყველი, ხაჭო.
ორსული უნდა მოერიდოს:
• კოფეინის შემცველ სასმელს: ყავა, მაგარი ჩაი, პეპსი-კოლა და კოკა-კოლა; თუ ორსულს ძალიან სურს ამ სასმელების მიღება, მაშინ დღის განმავლობაში მასქსიმუმ 2 ჭიქა შეუძლია დალიოს.
• ალკოჰოლს - დედის მიერ მიღებული მცირე რაოდენობით (1 ჭიქა) ალკოჰოლიც კი დიდი დოზაა ნაყოფისათვის. ის შეუფერხებლად გადის პლაცენტარულ ბარიერს და შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს მას;
• თამბაქოს წევას და მწეველებთან ერთ ოთახში ყოფნას;
• ჭარბად შაქარს და ტკბილ საკვებპროდუქტებს: კომფეტები, შოკოლადი, ნამცხვერები;
• საკვებში ჭარბი რაოდენობით მარილის მოხმარებას და მარილიან პროდუქტს: მარინადები, მწნილები, საწებლები;
• ცხოველური ცხიმის დიდი რაოდენობით მიღებას: კარაქი, არაჟანი, ხორცის ნახარში;
• კონსერვირებულ (მათ შორის სახლის პირობებშიც) პროდუქტებს, რომლებიც დიდი რაოდენობით კონსერვანტებს შეიცავენ და შესაძლოა ისეთი საშიში ინფექციის წყარო გახდენენ, როგორიცაა ბოტულიზმი.
• არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძისაგან დამზადებულ პროდუქტებს
• ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცს ან თევზს;
• თოხლო და უმ კვერცხს.
• ღვიძლისა და შიგნეულობისაგან დამზადებულ საკვებს;

კომენტარები (1)
ქეთევანი
მიუსლის ჭამა თუ შეიდზლება დილაობით მაინც
თარიღი : 03-07-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - დიეტოლოგია
თარიღი : 12-06-2025

გამარჯობა. ვარ 26 წლის მამაკაცი. ბოლო 2 წლის განმავლობაში არასწორი კვებითა და არაჯანსაღი ძილით 10 კილოგრამზე მეტი მოვიმატე. დავკარგე საკუთარის თავის პატივისცემა და თვითშეფასება. აღარ შემიძლია ამ ტყავში ცხოვრობა. მჭირდება ადამიანი ვინც, მეტყვის ჩემს სიმაღლეზე ასაკზე და სხვა ფაქტორებსე დაყრდნობით - ყველაფერს ჯანსაღი კვებასა და სწორი ცხოვრების შესახებ, რათა დავიკლო ეს 10 კილოგრამი და ცზიმის პროცენტულობა შევამცირო სხეულზე. მჭირდება ადამაიანი, ვინც დამიწერს კვებას და ა.შ დავუსვამ კითხვებს და შემამეცნებს კიდეც. აქედან გამომდინა, ვინ არის ჩემი ექიმი? ვერ გავერკვიე. დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი თუ ენდოკრინოლოგი? ვისთან ჩავეწერო და ვის მირჩევდით? მადლობა.

კატეგორია - დიეტოლოგია
თარიღი : 28-04-2024

-გამარჯობა. გახლავართ 25 წლის მამაკაცი. 186 ვარ სიმაღლეში მაქვს ათლეტური აღნაგობა და მოზარდობიდან აქამდე ვიყავი სტაბილური 83-86 კილოგრამი. თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა არსაიდან გადავცდი 90 ს. არადა, ცხოვრების წესი არ შემიცვლია, არც კვება და რაციონი შემიცვლია. არაფერი საერთოდ. ეს ფაქტი კი ძალიან მთრგუნავს და მაწუხებს. ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს? სწორი დიაგნოზის დასასმელად კი უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით ჩემი თავის, განვლილი დროისა და ჩემი ყოველდღოურობის შესახებ: ძირითადად სახლში ვარ. ღამით დაახლოებით 2-3 საათზე ვიძინებ (ახლა და ამჟამად). დილით 10 ის ნახევარზე ვდგები. ასე თუ ისე ჯანსაღად ვიკვებები (შემწვარი ომლეტი, ყველი, კიტრი-პომიდვრის სალათი, შემწვარი კარტოფილი, არაჟანი. საქონლისა და ქათმის შემწვარი ხორციც, მაშინ, როცა არ ვარ მარხვაზე). უბრალოდ, ხანდახან შუაღამის საათებში ლუდს ვსვამდი და ჩიფსებს ვჭამდი წინა რამოდენიმე თვის განმავლობაში. გამომრჩა 1 მნიშვნელოვანი ფაქტი: დღე და ღამე მქონდა არეული ბოლო 2 თვის განმავლობაში. ღამე მეღვიძა და დღე მეძინა ხოლმე. (თუმცა ეს პირველად არ მომხდარა და წონის მომატებაზე ჰწონია ეფექტი ამ ყოველივეს). და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფაქტი, ის არის, რომ არ ვჭამდი, პირდაპირი მნიშვნელობით. ვგულისხმობ, რომ დილას ვიღვიძებდი, გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმი მთხოვდა საჭმელს, არ ვაწვდიდი, მუცელი მტკიოდა და მეწვოდა შიგნიდან შიმშილის გამო და ვიდრე ვინმე ოჯახის წევრი არ გამიმზადებდა საჭმელს მანამდე ასე მშიერი ვიყავი დილიდან ზუსტად საღამომდე და თანაც ამხელა შიმშილის ფონზე შემდგომ ერთ ჯერზე საკმაოდ ბევრს ვჭამდი ასეთი რეჟიმით, საერთოდაც შეიძლებოდა დღეში ასე მეჭამა 1 ხელ მხოლოდ და მეორე დღესაც იგივე გამემოერებინა. დღეში 1 ხელ და დიდი პორციის მირთმევა (ეს მდგიმარეობა დეპრესიის გამო მქონდა) თუმცა, საქმე ისაა, რომ ასეთი ჩავარდნები ცხოვრებაში ხშირად მქონია, თუმცა წონის მომატების საფუძველი არ გამხდარა. დაახლოებით 2 კვირაა ნორმალურ რეჟიმში ვარ. ღამე დაახლოებით 2-3 საათზე ვიძინებ და დილას 10 ის ნახევარზე ვიღვიძებ. დღეში მინიმუმ სამჯერ ვჭამ მცირე პორციებს, თანაც უმადოდ, თუმცა წონას სამწუხაროდ კვლავ ვიმატებ. სულ ეს არის. რისი თქმა შეგიძლიათ?

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები