-ჩვილებისთვის არსებობს სპეციალური მზა მშრალი ფაფები. ისინი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან და გამდიდრებულია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, უმთავრესად -რკინით. მშობლის არჩევანია, მზა ფაფებით კვებოს ჩვილი თუ თვითონ მოუმზადოს.
თუ დაიწყეთ ფაფის მიცემა შეგიძლიათ გააგრძელოთ დღეში 1-ჯერ. ამასთან ალერგიის რისკის შესამცირებლად, თირკმელების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია დავიწყოთ ერთკომპონენტიანი, ურძეო და გლუტენის გარეშე ფაფებიდან.
თავდაპირველად ფაფა -წიწიბურის, შვრიის, ბრინჯის, სიმინდის -უნდა იყოს ურძეო. ფაფა შეგიძლიათ მისცეთ მეორე კვებაზე.
ზოგადად, თუ ბავშვი წონას ძნელად იმატებს, სჯობს, პირველად ფაფა გაასინჯოთ. სხვა შემთხვევაში კი ბავშვებს პირველად ბოსტნეულის პიურეს ვთავაზობთ.
კონკრეტული მითითებები კვების თაობაზე უნდა მიიღოთ თქვენი პედიატრისაგან, რადგანაც კვების დანიშვნა ამ ასაკში უნდა მოხდეს ექიმის მიერ ბავშვის ინდივიდუალური მონაცემების გათვალსწინებით.
ზოგადი რეკომენდაციები ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/pediatria/bavshvis-aghzrda/10092-damatebithi-kveba-6-dan-12-thvemde-nakheth-videorekomendacia.html