17 კვირაზე გავიკეთე სამმაგი ტესტი და პასუხებია: b... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

commerce
22-05-2020

გამარჯობათ 17 კვირაზე გავიკეთე სამმაგი ტესტი და პასუხებია: bhCG-2.66 (ნორმა0. 5-2.0), ეხოზე რომელიც 19 კვირაზე გავიკეთე არანაირი პათოლოგია არ გამოვლენილა გთხოვთ მითხრათ რას ნიშნავს და რამდენად საშიშია ნაყოფისთვის ვერ ვისვენებ რამ გამოიწვია ან ამის მატება ან რატო დამინიშნეს შემდეგი კვლევა მაგრამ სანამ მივალ ვერ ვისვენებ ვნერვიულობ

პასუხი
პასუხი: ზოგადად, ორმაგი და სამმაგი გენეტიკური ტესტებით ფასდება ნაყოფის განვითარების ანომალიების არსებობა. მაჩვენებლების მომატება შესაძლოა მიანიშნებდეს რაიმე დარღვევაზე. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ტესტების სუზუსტე შეადგენს მხოლოდ 65-70% და თუ ექოსკოპიურად, მანამდე გაკეთებული ორმაგი ტესტით (რომელიც კეთდება 9-12 კვირის ვადაზე), არანაირი დარღვევა არ გამოვლინდა, ამასთან, კისრის ნაოჭის სისქე და ცხვირის ძვლის სიგრძე ორსულობის 10-12 კვირის ვადაზე  იყო ნორმის ფარგლებში, სანერვიულო არაფერია. ზოგჯერ, ბჰჩG-ის დონის მატება დაკავშირებულია ჰორმონ პროგესტერონის ჯვარედინ რეაქციასთან და არ არის საშიში. თუმცა, ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია დამატებით კვლევის ჩატარება, რაც მოიცავს ამნიოცენტეზს, რომელიც მაღალი სიზუსტით გამორიცხავს რაიმე პათოლოგიას.

ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად