/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია
კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 19-03-2020
გამარჯობათ, უკვე სამი თვეა ვსვამ ტრუქსალს მაგრამ არ მაძინებს, 0,25. 0,5 ზე დამეწყო პირიქით აღგზნება. რით ჩავანაცვლო?
პასუხი
-რადგან არ ვიცნობთ თქვენს მდგომარეობას ვერც მედიკამენტის დოზას შეგიცვლით და ვერც ახალ მედიკამენტს დაგინიშნათ, მედიკამენტის არც თვითნებურად მიღებას გირჩევთ. მდგომარეობის შესაფასებლად გირჩვეთ ნევროპათოლოგს მიმართოთ.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 20-07-2025

გამარჯობა. პათოლოგიურად ეჭვიანი ვარ, აი გოგოს რომ არ შეეფერება ისე. იმდენად ეჭვიანი, რომ პარტნიორის წარსულზეც კი ჩაციკლული ვარ და თურამე მხვდება წარსულიდან მის წაშლას და გაქრობას ვთხოვ (ლაიქები და კომენტარები განსაკუთრებით მაღიზიანებს, ჩემს გაცნობამდეც კი). საქმე ისაა, რომ მე ვეძებ და ვეძებ, ვერ ვჩერდები, თითქოს მინდა ყველაფერი გააქროს და მარტო მე ვიყო. ამ ყველაფრის ფონზე, ცხადია, დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. ნდობა აღარ მაქვს, რადგან იყო ისეთი შემთხვევები, როცა სხვას წერდა და ეს მე ვნახე. მანამდეც ეჭვიანი ვიყავი და ალბათ მაგან მიბიძგა თუნდაც ტელეფონის აღებისკენ. ახლა კი სულ ეჭვებში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან კარგი ადამიანია და დამპირდა, რომ მსგავსი რამ არ განმეორდებოდა და შეძლებისდაგვარად ამას ამტკიცებს კიდეც. გულის სიღრმეში ვიცი, რომ სანდო ადამიანია, მაგრამ ჩემი პათოლოგიიდან გამომდინარე სულ ეჭვებში, ჩხუბში და კამათში ვარ. თვითშეფასებაც ძალიან დადაბლებული მაქვს და ჩავიციკლე რომ ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწიე, არადა ჯერ სწავლაც არ დამიმთავრებია (20 წლის ვარ). ძალიან მტანჯავს ეს ყველაფერი, ვერ ვეწინააღმდეგები ამ ეჭვებს და ეჭვიან ბუნებას. სულ ფაქტები და მტკიცებულებები მჭირდება. ჩემ გარშემოც იმდენი ღალატის ფაქტია ეს ყველაფერიც მოქმედებს. აღარ ვიცი რა ვქნა... მიყვარს არადა ძალიან და ძალიან განვიცდი... მგონია, რომ ამ მდგომარეობიდან ვერასდროს გამოვალ, რადგან არც ისაა მარტივი ადამიანი და ყოველთვის ვერ უძლებს ამ ხასიათს და მიდგება ჟინში, რასაც საშინელი ჩხუბისკენ და უფრო უნდობლობისკენ მივყავართ. ემოციების კონტროლი მიჭირს, საშინლად ფიცხი ვარ და ამდროს შემიძლია ყველა და ყველაფერი რაც ხელში მომყვება გადავწვა. ბევჯერ გადამივლია გაბრაზების პიკი და ბევრად კარგად ვყოფილვარ, მაგრამ სულ ახალ-ახალ ლაიქებს ვეჭიდები და თავიდან იწყება ყველაფერი... წარსულს, თორემ ახლა აღარ ხდება.

კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 20-06-2025

მოგესალმებით მაწუხებს სუიციდური აზრები ამ აზრების სამკურნალოდ ექიმმა დამინიშნა ზოლომაქსი ველაქსორი დიაზეპამი მილიპრამინი ამიტრიპტილინი და ოლანზაპელი ვმკურნალობ სახლის პირობებში იმის გამო რომ ანოტაციაში ზოლომაქქ და ველაქსორს უწერია სუიციდური აზრების გაძლიერება უარი ვთქვი ამ ორი წამლის მიღებაზე რის შესახებაც ვაცნობე ექიმს და მანაც თანხმობა მომცა მაინტერესებს რამდენად აქვს აზრი დანარჩენი წამლების მიღებას და რამდენად ეფექტიანები იქნებიან ისინი თუ ამ ორ წამალს( ზოლომაქსს და ველაქსორს)არ მივიღებ წინასწარ გიხდით მადლობას აქვე მაინტერესებს რაიმე საიტი ან სატელეფონო ცენტრი თუა სადაც მივიღებ ფსიქიატრის კონსულტაციას

კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 09-06-2025

მოგესალმებით ვარ 27 წლის ბიჭი და ხშირად მაწუხებს აზრები თვითმკვლელობაზე თან იმდენად ძლიერი რო სხეულში სიმხურვალეს და კანკალს ვგრძნობ ეგ მდგომარეობა მას მერე გამწვავდა რაც ვნახე ვიდეო თუ როგორ ცდილობდა კაცი თავი მოეკლა ვარ ასოციალური არ მყავს მეგობრები ყველაზე ახლო ადამიანი დედაა 9 წლის ვიყავი მამა რო გარდამეცვალა 2 წლის წინ ჩემმა ძმამაც თავი მოიკლა სკოლაშიც განვიცდიდი ბულინგს კლასელების და მასწავლებლებისგან დღემდე მაქ ცხოველების და სიბნელის შიში ასევე იმის რომ კვებისას რაღაც გადამცდება გთხოვთ მირჩიოთ რა შეიძლება მოვიმოქმედო რო სუიციდალური აზრები არ მქონდეს ინტერნეტით ვნახე რო ანტი დეპრესანტებია კარგი ამ დროს მარა მათი გვერდითი ეფექტი ხო პირიქით ეგეთი აზრების მომატებაა და რა ვქნა?

კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 07-04-2025

გამარჯობათ,ვარ 34წლის მდედრობითი სქესის.მყავს ბავშვები.მაწუხებს შფოთვები პირველი ბავშვის დაბადებიდან.ფიქრებს ვარ აყოლილი,სულ ცუდი ფიქრები მიტრიალებს თავში.ძირითადად დაავადებებთან და სიკვდილთან დაკავშირებით.თუ ვინმეს რამემ შეაწუხა და ავადობს მაშინ მიმძაფრდება უფრო იმ ადამინზე.მაგალითად შეიძლება სულ უცხო ადამიანზე გამეფიქროს რაიმე ცუდი და შემდეგ ეს იწვევს ჩემში ძლიერ სტრესს.დილით თუ ავდექი და უცბათ ცუდი რამ გამეფიქრა მაშინ იმ დღეს ვცდილობ არაფერი მნიშვნელოვანი გავაკეთო.დამიანს საჩუქარს რომ ვჩუქნი თუ რაღაც ცუდი გამეფიქრა ან სხვაში გადავცვლი ან აღარ წავალ.სარეცხს ვფენ და ვისი ტანსაცმელიც მიჭირავს თუ რამე გამეფიქრა თავიდან ვავლებ.ვერც მუშაობას ვახერხებ და უკან მიდის ყველაფერი.ან კი საიდან მოდის ეს ყველაფერი?სახლიდან გასვლის წინ თუ გამეფიქრა რამე უკან მოვტრიალდები და თავიდან გავდივარ.ვიცი რომ ესე არ შეიძლება მაგრამ ვერ ვერევი ამ ფიქრებს.რას მირჩევთ?მადლობთ.

კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 25-03-2025

გამარჯობათ. ვარ 35 წლის გოგო. წლებია უკვე ვსვავ ფსიქოტროპულ წამლებს (დამამშვიდებლებს და ანტიდეპრესანტებს) დღესდღეობით: ტრანკსენი 100მგ,სერტრალინი 50მგ ორივე ერთი ტაბლეტი დილით და საგამოს ოლანზაპინს 5მგ რა თქმა უნდა ფსიქიატრის დანისშნულებით, მაგრამ მაინც ვერ ვგრდძნობ თავს კარგად, მაწუხებს კანკალი,(ძირითადად თავის და ხელების) დაძაბულობა,შიშები და მოკლედ შფოთვები,ამის გამო თავი რომ დავიმშვიდო ალკოჰოლს ვსვავ ხოლმე ძალიან ხშირად,დავლევ თუ არა მეხსნება ეს დაძაბულობა და თავს უფრო კარგად ვგრძნობ. მაგრამ ვიცი რომ ეს არაა გამოსავალი, არ ვიცი რა გავაკეთო, დავიგალე სულ ექიმთან სიარულის ხან სხვა წამალს გამომიწერს ხან სხვას მაგრამ ის ერთი პრეპარატი არ აგმოჩნდა რომელიც მიშველის. 2018 წლიდან ვსვავ ტრანკსენს, 2023 წელს ვსვავდი მეტადონს,ფლუოქსეტინს,სულპრიდის და ტრანკსენს და კარგად ვგრძნობდი თითქოს თავს, შემდეგ კი, ტრანკსენის გარდა სამივეს ჩემით დავანებე თავი,(პარალელურად ვსვავდი ბევრ ალკოჰოლს და ასევე მარიხუანას ვეწეოდი, მოწევასაც თავი დავანებე) და ამ ყველაფრის მერე უარესად გავხდი. წლებია ხან რა წამალს ვსვავ და ხან რას მართლა დავიგალე და მირჩიეთ რამე ესეთ პრობლემასთან გასამკლავებლად ანუ როგორც გითხარით კანკალი, დაძაბულობა და შიშები. წინასწარ დიდი მადლობა.

კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 13-11-2024
კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 25-10-2024

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები