-ბუნებრივი კვების გაგრძელება რეკომენდებულია 2 წლის ასაკამდე, 6 თვიდან დამატებით საკვებთან ერთად, ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები 12-23 თვის ასაკში დედის რძიდან იღებენ მათთვის აუცილებელი ენერგიის 35-40%-ს.
2წლამდე ძუძუთი კვება ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას, მოზრდილ ასაკში ქრონიკული დაავადებებისა და სიმსუქნის განვითარების რისკის შემცირებას.
ძუძუთი კვების გადაჩვევა მიზანშეწონილია დაიწყოს 2 წლის ასაკისთვის, დედის რძის ჩანაცვლება წარმოებს თანდათანობით, ასაკის შესაბამისი სხვადასხვა საკვების გამოყენებით. თუმცა, ძუძუს წოვას არ უნდა ქონდეს მუდმივი ხასიათი, ის უნდა გრძელდებოდეს 15 წუთი, დღეში 4-ჯერ, სხვა დროს ბავშვს ძუძუ არ უნდა მოაწოვოთ.