-ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხელის გვირაბის სინდრომში . ეს არის პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია ნერვის ანატომიურად ვიწრო გვირაბებში კომპერსიით (მოჭყლეტვით,ზეწოლით) და მიმდინარეობს მსგავსი სიმპტომო კომპლექსით. ანატომიური გვირაბის კედლები წარმოდგენილია ისეთი სტრუქტურებით როგორიცაა - ძვლები, მყესები, კუნთები. ნორმაში, ზემოთ აღნიშნულ გვირაბებში გადის პერიფერიული ნერვები და სისხლძარღვები. მაგრამ გარკვეული პათოლოგიური ცვილებების შედეგად არხი ვიწროვდება და ახდენს ნერვზე ზეწოლას.
არსებობს მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი და იდაყვის(კუბიტალური) არხის სინდრომი.
აუცილებლად მიმართეთ ნევროპათოლოგს. ამ დაავადებაზე ინფორმაციის მისაღებად კი გადადით ბმულზე>>>
https://mkurnali.ge/qirurgia2/plastikuri-qirurgia/3470-idayvis-gvirabis-sindromi.html და >>>
https://mkurnali.ge/qirurgia/3032-majis-gvirabis-anu-karpuli-arkhis-sindromi.html