მაქვს ძალიან სუსტი თმა, არც თმის საშრობს ვხმარობ ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

12-11-2019

-გამარჯობა მაქვს ძალიან სუსტი თმა, არც თმის საშრობს ვხმარობ ,არც ვისწორებ . ბოლოებს ვიჭრი თვეში ერთხელ ჩემით , მაგრამ მეორე მესამე დღესვე ისეთივე უსიცოცხლო და უხეში მაქვს ,აზრი არაქვს ხოლმე მოჭრას .რამე ნიღბები რომ მირჩიოთ ან კონდიციონერი და შამპუნი კარგი ან ვიტამინები. ქოქოსის ზეთს ვიჩერებ ხოლმე კვირაში ერთხელ მთელი ღამით მაგრამ შედეგი 0 :/ რძეს ყოველ დღე ვსვამ საკმაოდ დიდი რაოდენობით და აღარ ვიცი რა ვქნა

პასუხი
-სავარაუდოდ მშრალი თმა გაქვთ. უნდა გამოიყენოთ ვიტამინიზირებული შამპუნი მშარალი თმებისთვის განკუთვნილი და ასევე მშრალი თმებისთვის განკუთვნილი ბალზამი. მშრალი თმებისთვის ასევე კარგია თალგამის ზეთი (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში). გარდა ამისა, თმის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გირჩევთ, შეიზილოთ თმაში მაიონეზი და შემდეგ ჩამოიბანოთ. მაგრამ იგი უნდა გაიჩეროთ არა უმეტეს 20 წუთისა, რადგან მაიონეზში შედის მდოგვი, რომელიც დიდხანს გაჩერების შემთხვევაში დააზიანებს თმას. ასეთი ნიღაბი კვებავს თმას.
კიდევ რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ:
>ათქვიფეთ 1კვერცხის გული, შეურიეთ 1სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, შეიზილეთ ახლად დაბანილ თავის კანში და 1საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
> თაფლის, გახეხილი ხახვის და ცოტა მცენარეული ზეთის ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში. დაიხურეთ რეზინის ქუდი და 1საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
>1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 1ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი თერმოსში, 2საათის შემდეგ შეიზილეთ თმის ძირებში.
>თმის ძირებში შეიზილეთ ზეითუნის ზეთში შერეული ნივრის წვენი. 1საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
>1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და 1 კვერცხი. ნაზავს თმის ძირებში შეიზილეთ და 20-25 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
მიიღეთ რომელიმე პოლივიტამინური პრეპარატი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად