რამდენი თვიდან შეიძლება მანი ფაფას მიცემა პატარაზ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

04-12-2018

-რამდენი თვიდან შეიძლება მანი ფაფას მიცემა პატარაზე, ასაწონი რძის ფხვნილით მომზადებული ფაფის. ახლა არის 7 თვის და ვინის რძეს და ვინის ფაფებს ჭამს. მანი კაშა თუ შეიძლება?

პასუხი
-მანის ბურღული რაციონიდან ამოღებული უნდა იყოს წლამდე ასაკის ბავშვის რაციონიდან. აღმოჩნდა რომ მანის ბურღული შეიცავს ნივთიერება გლიოდინს, რომელის აზიანებს ბავშვის ნაწლავთა წამწამოვან ეპითელიუმს და შედეგად ქვეითდება საკვები ნივთიერებების შეწოვა ნაწლავებიდან.
გარდა ამისა მანი მდიდარია ფიტინით, რომელიც იმგვარად ცვლის ნაწლავშიდა გარემოს, რომ ბავშვის მიერ მიღებული კალციუმი და დ ვიტამინი საერთოდ არ შეიწოვება, ასევე ქვეითდება რკინის შეწოვა, ამიტომ თუ პატარა რეგულარულად იკვებება ასეთი საკვებით, ამან შეიძლება გამოიწვიოს რაქიტის, ანემიის განვითარება, დაირღვეს კუჭ- ნაწლავის მუშაობა, ასეთი პატარები ხშირად ავადმყოფობენ, ადვილად ცივდებიან.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მანის ფაფას დადებითი თვისებებიც აქვს და ზოგიერთ შემთხვევაში შეუცვლელი პროდუქტია დიეტოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ მისი მიცემა არ შეიძლება წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და შეზღუდული რაოდენობით უნდა მივცეთ 3 წლამდე პატარებს.
რაც შეეხება რძის ფხვნილს, ასაწონის პროდუქტის შეძენას არ გირჩევთ, რადგან მის ხარისხზე შესაძლოა ვერ მიიღოთ სრულყოფილი და  სანდო ინფორმაცია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად