ჩემი პატარა 27 ნოემბერს ხდება ორი თვის. დაიბადა 3... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

19-11-2014

-გამარჯობათ, ჩემი პატარა 27 ნოემბერს ხდება ორი თვის. დაიბადა 3300 გრ. 50 სმ. ეხლა არის 4500 გრ. მყავს ხელოვნურ კვებაზე, ექიმის რჩევით მივეცი ჰუმანა 1. ვერ ვაკეთებთ სამ საათიან შუალედს რადგან მალე შივდება და საკვები გავზარდე 120 გრამამდე (თუ შეიძლება). ასევე მაინტერესებს როდიდან შეიძლება დამატებით რაიმე საკვების მიცემა.

პასუხი
-საკვების შეცვლის და არა დამატებითი კვების (ამ ასაკში) საკითხი უნდა განიხილოთ პირად პედიატრთან, რაც შეეხება საკვების რაოდენობას, ხელოვნური კვების დროს მისაღები საკვების რაოდენობა დამოკიდებულია პატარას ასაკზე, წონასა და ადაპტირებული ნარევის ტიპზე.
არსებობს ჩვილისთვის საკვების საჭირო ოდენობის გამოანგარიშების რამდენიმე მეთოდი. შეიძლება ვისარგებლოთ მოცულობითი მეთოდით, რომელიც ბავშვის წონას ითვალისწინებს. სიცოცხლის პირველ 2 თვეს ბავშვმა დღის განმავლობაში ნარევი უნდა მიიღოს სხეულის მასის 1/5 (თითო ჯერზე მისაღები რაოდენობის განსაზღვრისთვის კი ეს რაოდენობა უნდა გაყოთ მიღების ჯერადობაზე. ). 2 თვის ბავშვი საკვებს უნდა იღებდეს 3,5 სთ ინტერვალებით, დღეში 6-ჯერ, თითო კვებაზე დაახლოებით 120-130 მლ-ს. ხელოვნური კვებისას ღამით კვება დაუშვებელია, აუცილებელია 6 საათიანი ინტერვალი. ეს ციფრები მაინც ინდივიდუალურია, ზოგიერთი ბავშვი შეიძლება ჭამდეს უფრო ნაკლებს, ზოგიც ოდნავ მეტს. ულუფების რეკომედნირებული რაოდენობა და მოცულობა ასევე მითითებულია საკვების ეტიკეტზე, და საორიენტაციოდ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გამოიყენოთ. 10-20 მლ-ით ხდება ულუფის გაზრდა.
ასე, რომ ბავშვის კვების საკითხი განიხილეთ პირად პედიატრთან.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად