-არა, თქვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევა არაინფორმაციული სიფილისის დიაგნოსტიკისთვის. სიფილისის დიაგნოსტირება ხდება სპეციფიური ანალიზებითა და კლინიკური ნიშნების საშუალებით, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლია ექიმ-ვენეროლოგთან ვიზიტი. დაავადებას მრავალფეროვანი გამოვლინებები ახასიათება, დაავადება გადადის ძირითადად სქესობრივი გზით, თუმცა არსებობს საყოფაცხოვრებო სიფილისის შემთხვევებიც.
სიფილისის დასადგენად სისხლის იმუნოლოგიური ანალიზია საჭირო. უმეტესად გამოიყენებენ სიფილისის ანტისხეულებზე სისხლის ტესტს. შეიძლება სიფილისური შანკრის პირდაპირი გამოკვლევა სპეციალური მიკროსკოპის ქვეშ.
სიფილისის დიაგნოსტიკაში გამოიყენება ასევე მაღალი მგრძნობელობით და სპეციფიურობით გამორჩეული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტები. დაავადებაზე ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გაეცნით ჩვენს ვებ გვერდზე ინტერვიუს
„სიფილისი - ვენერას განაჩენი“,
http://mkurnali.ambebi.ge/daavadebebi-mkurnaloba/infeqciuri/1519-2009-09-10-18-56-34.html