/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
-გამარჯობა. ვარ 25 წლის (გასათხოვარი) ოდნავ მარცხენა მკერდი უფრო მკვირივი მაქვს ვიდრე მარჯვენა და ეს ნორმალურია? მარჯვენა უფრო ჯირკვლოვანი მხარე მაქვს , მაქვს ასევე მასტოპათია და პატარა ცისტები… გადმოცემით მითხრეს რომ ქალს ერთი მკერდი ყოველთვის ოდნავ დიდი აქვს მეორესთან შედარებით და ეს ასეა თუ მე მაქვს პრობლემა?
-სარძევე ჯირკვალი ჯირკვლოვანი და ცხიმოვანი ქსოვილით არის წარმოდგენილი, ამიტომ ერთნაირად რბილი ვერ იქნება.
რაც შეეხება სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა ზომას, ქალების 80%-ზე მეტს აქვს სარძევე ჯირკვლების ამა თუ იმ ხარისხის ასიმეტრია, თუმცა უმეტესად -იმდენად უმნიშვნელო (ერთი ზომის ფარგლებში), რომ ვერც კი ვამჩნევთ.
სარძევე ჯირკვლების შედარებით შესამჩნევი დისპროპორცია საკმაოდ იშვიათია და, ჩვეულებრივ, ჯირკვლოვანი ქსოვილის თანდაყოლილ ჰიპოპლაზიას უკავშირდება.
ხშირად სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია დაკავშირებულია ხერხემლის გამრუდებასთან ან გულმკერდის დეფორმაციასთან, ასე, რომ ოდნავი ასიმეტრია ნორმად ითვლება. თუ განსხვავება ადრე არ შეიმჩნეოდა და ამჟამად აღმოცენდა, ან საერთოდ, სარძევე ჯირკვლების არეში რაიმე ცვლილება გაეჭვებთ, უმჯობესია საკონსულტაციოდ ექიმს (მამოლოგს) მიმართოთ.