/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რევმატოლოგია

სისტემური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები

სისტემური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები
სისტემური დაავადებები უმეტესად აქტიურ მკურნალობას მოითხოვს კორტიკოსტეროიდების დიდი დოზებით.

როდესაც დაავადება შედარებით მშვიდად მიმდინარეობს, წესისამებრ, სამკურნალო პრეპარატების მცირე დოზები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებიც საკმარისია.

თუ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ სათანადო შედეგი არ გამოიღო, მათთან ერთად აუცილებელია ციტოსტატიკების გამოყენებაც. ამ პრეპარატებს უნარი შესწევთ, შეანელონ იმ უჯრედების ზრდა, რომლებიც გაუკუღმართებულ იმუნურ პროცესებში მონაწილეობს.

მძიმე შემთხვევებში აუცილებელია თერაპიაში პლაზმოფერეზის ჩართვა, აგრეთვე - იმ ლიმფური კვანძების დასხივება, რომლებშიც ანტისხეულები წარმოიქმნება. ავადმყოფის კომპლექსური მოვლის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება ოჯახის წევრების ყურადღება და მხარდაჭერა. მრავალ ქვეყანაში ავადმყოფები ქმნიან თავიანთ კლუბებს და ჯანდაცვის სისტემის მუშაკების მხარდაჭერით ერთობლივად უმკლავდებიან სირთულეებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფარმაკოთერაპია (სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობა) რევმატული დაავადებების უმრავლესობათა ძირითადი თერაპიაა. ზოგიერთი სამკურნალო საშუალება (ჩვენ მათ ანტირევმატულებს ვუწოდებთ) რევმატული დაავადების სხვადასხვა ფორმისთვის გამოიყენება, ზოგიერთი კი რომელიმე ერთი დაავადებისთვის არის განსაზღვრული. წამლების დანიშვნა, ჩვეულებრივ, ექიმთან ვიზიტის დასასრულს ხდება და ხშირად ექიმს დრო არც კი რჩება საიმისოდ, რომ მათი გამოყენება და მოქმედების მექანიზმი პაციენტს ზედმიწევნით აუხსნას. ყველა პრეპარატის შესახებ ყველაფრის ცოდნა ძნელია, ამიტომ ამ სტატიაში ცალკეული ანტირევმატული საშუალებებისა და მათი სასურველი (სასარგებლო) თუ არასასურველი (მავნე) თვისებების აღწერით შემოვიფარგლებით.

რევმატული დაავადებების სამკურნალოდ ბევრი წამალი გამოიყენება, მათ შორის - ჩვეულებრივი ანალგეტიკები (ტკივილგამაყუჩებლები), დაავადების მამოდიფიცირებელი წამლების ჯგუფი (მათ მხოლოდ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ იყენებენ), დაბოლოს - პრეპარატები, რომლებიც ოსტეოართროზის სამკურნალოდ არის მოწოდებული - ანტიოსტეოართროტიკები.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა,სახსრების ტკივილს რა ეშველება?მაჯები მტკივა,ხელები,მუხლი,გამივლის მცირე დატვირთვის მერე ისევ მტკივდება,ვსვამდი ასეთ ვიტამინს სახელად imuni tune რავიცი რამე შედეგი არ მქონია,მჭირდა გარდნერელა ვიმკურნალე და შედეგი მაქვს,მაგრამ ამ სახსრებს რა ვუშველო?მსუბუქი სპორტით რომ დავკავდე თუ შეიძლება?მაგალითად სირბილი და სხვა კარდიო ვარჯიშები?გახურების შემთხვევაში აღარ მტკივა მაგრამ მერე ისევ მტკივდება.</p>

ანტირევმატული საშუალებების დახმარებით ექიმები ცდილობენ დათრგუნონ ანთებითი პროცესები და მისი შედეგი - ტკივილი. ეს გახლავთ რევმატული დაავადებების ფარმაკოთერაპიის ძირითადი მიმართულება.

მამოდიფიცირებელი პრეპარატების საშუალებით ხდება დაავადების მიმდინარეობის მოდიფიცირება და დაზიანებული ძვლებისა და ხრტილის აღდგენა.

ანტიოსტეოართროტიკები ის პრეპარატებია, რომლებმაც ოსტეოართროზის დროს ხრტილები დეფორმაციისგან უნდა დაიცვან. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ანტირევმატული მკურნალობის ზოგიერთ ძირითად ასპექტს გავეცნოთ:

1. ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ანალგეტიკები და ანთების საწინააღდეგო პრეპარატები. ანალგეტიკი ის პრეპარატია, რომელიც ასუსტებს ან აქრობს ტკივილს, ანთების საწინააღმდეგო კი ის, რომლის ეფექტიც ანთების გამოვლინებებს - შესივებას, შეწითლებას - და მის შედეგებს, მაგალითად, სახსრებში მოძრაობის შეზღუდვას, ამცირებს.

ანალგეტიკური მოქმედება აქვთ პარაცეტამოლს, აცეტილსალიცილის მჟავას ანუ ასპირინის მცირე დოზებს, კოდეინსა და სხვებს. მათ სუსტ ანალგეტიკებს უწოდებენ და ძლიერი ანალგეტიკებისგან, მაგალითად, მორფიუმისგან, განსხვავებით, შეჩვევა არ ახასიათებთ.

ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ არასტეროიდულ ანტირევმატულ საშუალებებს და ასპირინის დიდ დოზებს, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში იღებენ.

2. საჭიროა, ერთმანეთისგან განვასხვაოთ აგრეთვე წამლის ალერგია და არასასურველი გვერდითი ეფექტები. ალერგია საკმაოდ იშვიათია, გვერდითი მოვლენები კი საკმაოდ ხშირი.

ალერგიული რეაქციები ვლინდება გამონაყარით, ფილტვებში მსტვენი ხიხინით ან მოულოდნელი სურდოთი. შედარებით ხშირ გვერდით ეფექტებად ითვლება გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ყურების შუილი და თავის ტკივილი. თუ პრეპარატის პირველივე მიღებისას ალერგია გამოვლინდა, მაშინ ჯობს მისი განმეორებით მიღებისგან თავი შეიკავოთ, ხოლო თუ გვერდითი მოვლენები წარმოიშვა, მაშინ შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ პრეპარატის დოზის შემცირებისთანავე ისინი გაქრება.

3. უნდა იცოდეთ ისიც, როგორ ხდება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან წამლის ორგანიზმში შეწოვა და როგორ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან სხვადასხვა პრეპარატი.

საკვები, ერთი მხრივ, ანელებს წამლის სისხლში შეწოვის პროცესს, მეორე მხრივ კი კუჭის ლორწოვანს იცავს ზოგიერთი პრეპარატის (განსაკუთრებით - ანტირევმატული არასტეროიდული საშუალებების) მავნე ზემოქმედებისგან. არსებობს პრეპარატები, რომლებიც სპეციალური გარსით არის დაფარული. ეს გარსი წვრილ ნაწლავში იხსნება, რაც თავიდან გვაცილებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის დაზიანებას.

წამლები ქიმიური ნაერთებია, ამიტომ ერთდროული მიღების შემთხვევაში მათ შორის შესაძლოა ქიმიური რეაქცია დაიწყოს. ამ შემთხვევაში ექიმები მათ ურთიერთშეთავსებაზე ლაპარაკობენ. წესისამებრ, წამლები სისხლის ცილებს უერთდება. ორი ერთდროულად მიღებული წამალი ცილებთან შეერთებისას ერთმანეთს კონკურენციას უწევს და შესაძლოა, ერთმა მათგანმა მეორე განდევნოს სისხლიდან, ამის გამო სისხლში მისი შემცველობა არაპროპორციულად გაიზარდოს და გარკვეული ტიპის მოწამვლა გამოიწვიოს. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ანტირევმატული საშუალებებისა და ანტიკოაგულანტების (ეგრეთ წოდებული სისხლის გამათხიერებლების), ასევე - შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული მიღების დროს. ამ პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ რიგ შემთხვევაში შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს, რიგ შემთხვევაში კი სისხლში შაქრის რაოდენობის საგრძნობი რყევა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სისტემური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისტემური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები

როდესაც დაავადება შედარებით მშვიდად მიმდინარეობს, წესისამებრ, სამკურნალო პრეპარატების მცირე დოზები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებიც საკმარისია.

თუ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ სათანადო შედეგი არ გამოიღო, მათთან ერთად აუცილებელია ციტოსტატიკების გამოყენებაც. ამ პრეპარატებს უნარი შესწევთ, შეანელონ იმ უჯრედების ზრდა, რომლებიც გაუკუღმართებულ იმუნურ პროცესებში მონაწილეობს.

მძიმე შემთხვევებში აუცილებელია თერაპიაში პლაზმოფერეზის ჩართვა, აგრეთვე - იმ ლიმფური კვანძების დასხივება, რომლებშიც ანტისხეულები წარმოიქმნება. ავადმყოფის კომპლექსური მოვლის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება ოჯახის წევრების ყურადღება და მხარდაჭერა. მრავალ ქვეყანაში ავადმყოფები ქმნიან თავიანთ კლუბებს და ჯანდაცვის სისტემის მუშაკების მხარდაჭერით ერთობლივად უმკლავდებიან სირთულეებს.

ფარმაკოთერაპია (სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობა) რევმატული დაავადებების უმრავლესობათა ძირითადი თერაპიაა. ზოგიერთი სამკურნალო საშუალება (ჩვენ მათ ანტირევმატულებს ვუწოდებთ) რევმატული დაავადების სხვადასხვა ფორმისთვის გამოიყენება, ზოგიერთი კი რომელიმე ერთი დაავადებისთვის არის განსაზღვრული. წამლების დანიშვნა, ჩვეულებრივ, ექიმთან ვიზიტის დასასრულს ხდება და ხშირად ექიმს დრო არც კი რჩება საიმისოდ, რომ მათი გამოყენება და მოქმედების მექანიზმი პაციენტს ზედმიწევნით აუხსნას. ყველა პრეპარატის შესახებ ყველაფრის ცოდნა ძნელია, ამიტომ ამ სტატიაში ცალკეული ანტირევმატული საშუალებებისა და მათი სასურველი (სასარგებლო) თუ არასასურველი (მავნე) თვისებების აღწერით შემოვიფარგლებით.

რევმატული დაავადებების სამკურნალოდ ბევრი წამალი გამოიყენება, მათ შორის - ჩვეულებრივი ანალგეტიკები (ტკივილგამაყუჩებლები), დაავადების მამოდიფიცირებელი წამლების ჯგუფი (მათ მხოლოდ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ იყენებენ), დაბოლოს - პრეპარატები, რომლებიც ოსტეოართროზის სამკურნალოდ არის მოწოდებული - ანტიოსტეოართროტიკები.

ანტირევმატული საშუალებების დახმარებით ექიმები ცდილობენ დათრგუნონ ანთებითი პროცესები და მისი შედეგი - ტკივილი. ეს გახლავთ რევმატული დაავადებების ფარმაკოთერაპიის ძირითადი მიმართულება.

მამოდიფიცირებელი პრეპარატების საშუალებით ხდება დაავადების მიმდინარეობის მოდიფიცირება და დაზიანებული ძვლებისა და ხრტილის აღდგენა.

ანტიოსტეოართროტიკები ის პრეპარატებია, რომლებმაც ოსტეოართროზის დროს ხრტილები დეფორმაციისგან უნდა დაიცვან. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ანტირევმატული მკურნალობის ზოგიერთ ძირითად ასპექტს გავეცნოთ:

1. ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ანალგეტიკები და ანთების საწინააღდეგო პრეპარატები. ანალგეტიკი ის პრეპარატია, რომელიც ასუსტებს ან აქრობს ტკივილს, ანთების საწინააღმდეგო კი ის, რომლის ეფექტიც ანთების გამოვლინებებს - შესივებას, შეწითლებას - და მის შედეგებს, მაგალითად, სახსრებში მოძრაობის შეზღუდვას, ამცირებს.

ანალგეტიკური მოქმედება აქვთ პარაცეტამოლს, აცეტილსალიცილის მჟავას ანუ ასპირინის მცირე დოზებს, კოდეინსა და სხვებს. მათ სუსტ ანალგეტიკებს უწოდებენ და ძლიერი ანალგეტიკებისგან, მაგალითად, მორფიუმისგან, განსხვავებით, შეჩვევა არ ახასიათებთ.

ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ არასტეროიდულ ანტირევმატულ საშუალებებს და ასპირინის დიდ დოზებს, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში იღებენ.

2. საჭიროა, ერთმანეთისგან განვასხვაოთ აგრეთვე წამლის ალერგია და არასასურველი გვერდითი ეფექტები. ალერგია საკმაოდ იშვიათია, გვერდითი მოვლენები კი საკმაოდ ხშირი.

ალერგიული რეაქციები ვლინდება გამონაყარით, ფილტვებში მსტვენი ხიხინით ან მოულოდნელი სურდოთი. შედარებით ხშირ გვერდით ეფექტებად ითვლება გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ყურების შუილი და თავის ტკივილი. თუ პრეპარატის პირველივე მიღებისას ალერგია გამოვლინდა, მაშინ ჯობს მისი განმეორებით მიღებისგან თავი შეიკავოთ, ხოლო თუ გვერდითი მოვლენები წარმოიშვა, მაშინ შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ პრეპარატის დოზის შემცირებისთანავე ისინი გაქრება.

3. უნდა იცოდეთ ისიც, როგორ ხდება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან წამლის ორგანიზმში შეწოვა და როგორ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან სხვადასხვა პრეპარატი.

საკვები, ერთი მხრივ, ანელებს წამლის სისხლში შეწოვის პროცესს, მეორე მხრივ კი კუჭის ლორწოვანს იცავს ზოგიერთი პრეპარატის (განსაკუთრებით - ანტირევმატული არასტეროიდული საშუალებების) მავნე ზემოქმედებისგან. არსებობს პრეპარატები, რომლებიც სპეციალური გარსით არის დაფარული. ეს გარსი წვრილ ნაწლავში იხსნება, რაც თავიდან გვაცილებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის დაზიანებას.

წამლები ქიმიური ნაერთებია, ამიტომ ერთდროული მიღების შემთხვევაში მათ შორის შესაძლოა ქიმიური რეაქცია დაიწყოს. ამ შემთხვევაში ექიმები მათ ურთიერთშეთავსებაზე ლაპარაკობენ. წესისამებრ, წამლები სისხლის ცილებს უერთდება. ორი ერთდროულად მიღებული წამალი ცილებთან შეერთებისას ერთმანეთს კონკურენციას უწევს და შესაძლოა, ერთმა მათგანმა მეორე განდევნოს სისხლიდან, ამის გამო სისხლში მისი შემცველობა არაპროპორციულად გაიზარდოს და გარკვეული ტიპის მოწამვლა გამოიწვიოს. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ანტირევმატული საშუალებებისა და ანტიკოაგულანტების (ეგრეთ წოდებული სისხლის გამათხიერებლების), ასევე - შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული მიღების დროს. ამ პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ რიგ შემთხვევაში შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს, რიგ შემთხვევაში კი სისხლში შაქრის რაოდენობის საგრძნობი რყევა.


4. ამგვარი ურთიერთშეუთავსებლობის მრავალი შემთხვევაა ცნობილი და მისი თავიდან აცილება შესაფერისი ანტირევმატული საშუალებების შერჩევით შეიძლება. აუცილებელია, კარგად გავიაზროთ განსხავევბა ცალკეულ ანტირევმატულ, განსაკუთრებით არასტეროიდულ საშუალებებს შორის, ასევე ვიცოდეთ მათი კომერციული და ზუსტი დასახელებები.

ბაზარზე ათეულობით არასტეროიდული ანტირევმატული საშუალება იყიდება, რომლებიც როგორც სამკურნალო ეფექტით, ასევე არასასურველი გვერდითი მოქმედებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ისიც შეიძლება, ერთი და იგივე ქიმიური ნივთიერება სხვადასხვა სახელით შეგვხვდეს. მაგალითად, კარგად არის ცნობილი ანტირევმატული საშუალება ბრუფენი. მისი მთავარი მოქმედი ნივთიერება იბუპროფენია. ეს უკანასკნელი ბაზარზე სხვადასხვა კომერციული დასახელებით იყიდება: ბრუფენი, იბუპროფენი, დიგნოფლექსი, მოტრინი, რუფენი, ადვილი და სხვა, იმის მიხედვით, რა სახელი შეურჩია ამა თუ იმ ფირმამ ძირითად კომპონენტს - იბუპროფენს.

5. ყველა ანტირევმატული საშუალების - არასტეროიდების, დაავადების მიმდინარეობის მამოდიფიცირებელი პრეპარატებისა და კორტიკოსტეროიდების - მიღებას ძალზე სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და ზედმიწევნით გავიკეთოთ ექიმის მიერ გამოწერილი საკონტროლო ანალიზები.

არასტეროიდული ანტირევმატული პრეპარატების დიდი დოზებით და ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს საჭლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების საშიშროება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი ხანდაზმულია. ასეთ სისხლდენას სხვა სიმპტომები, მაგალითად, მუცლის ტკივილი, უმეტესად თან არ ახლავს, რაც კიდევ უფრო საშიშია. დიდი რისკი ემუქრებათ მწეველებს, რომლებიც არასტეროიდებთან ერთად კორტიკოსტეროიდებს იღებენ, და რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმების მქონე პაციენტებს, რომლებიც დიდი ხანია საწოლს არიან მიჯაჭვულნი. რისკის ქვეშ იმყოფებიან ის ავადმყოფებიც, რომელთაც ამ წამლების მიღების ფონზე უკვე ჰქონიათ კუჭიდან სისხლდენა. ხსენებული საფრთხის გამო ამ პრეპარატების მიღება სასურველია წყლულის საწინააღმდეგო ან ანტაციდურ საშუალებებთან ერთად, მცირე დოზებით.

პერსპექტიული მეთოდები

სისტემური დაავადებების წარმოშობის მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია. სპეციალისტებმა ვერ ახსნეს, რითია განპირობებული იმუნური სისტემის გაუკუღმართებული ზემოქმედება საკუთარ ქსოვილებზე. არადა, ამ სისტემის ნორმალური მუშაობის დარღვევის პროვოცირება შესაძლოა ტრავმამ, სტრესმა, ორგანიზმის გადაცივებამ, სხვადასხვა ინფექციურმა დაავადებამ და უამრავმა სხვა მიზეზმა მოახდინოს.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აუტოიმუნურ (სისტემურ) დაავადებებს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებითა და იმ წამლებით მკურნალობენ, რომლებიც პაციენტის იმუნურ სისტემას თრგუნავს. გარდა იმისა, რომ ამ პრეპარატებს გვერდითი მოვლენების მთელი წყება ახასიათებს, ისინი ძალზე ტოქსიკურები არიან, თანაც ასეთი თერაპია ინფექციების განვითარებასაც უწყობს ხელს. ზემოთ ჩამოთვლილი წამლები მოქმედებენ არა დაავადების მიზეზზე ან უშუალოდ დაავადებულ ორგანოზე, არამედ მთელ ორგანიზმზე. ამიტომაც ცდილობენ მეცნიერები, დაამუშაონ პრინციპულად ახალი მეთოდები, რომლებიც ლოკალურად იმოქმედებს.

სისტემური დაავადებების წინააღმდეგ ახალი პრეპარატების ძებნას სამი ძირითადი მიმართულება აქვს. შედარებით უფრო პერსპექტიული ჩანს გენოთერაპია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება დეფექტური გენის შეცვლა, თუმცა მის პრაქტიკულ გამოყენებამდე ჯერ კიდევ შორია, ხოლო მუტაციები, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტულ დაავადებას შეესაბამება, ყველა შემთხვევისთვის ჯერ არ არის აღმოჩენილი. იქ, სადაც მიზეზი ორგანიზმის მიერ იმუნური სისტემის უჯრედებზე კონტროლის დაკარგვაა, ზოგიერთი მკვლევარი ამ უჯრედების ახლით შეცვლას გვთავაზობს, მაგრამ მანამდე უნდა ჩატარდეს ხისტი იმუნოდეპრესიული თერაპია. ეს მეთოდიკა უკვე გამოსცადეს და მან დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა სისტემური წითელი მგლურასა და გაფანტული სკლეროზის მკურნალობის დროს, მაგრამ უცნობია, რამდენ ხანს გასტანს ეფექტი და უსაფრთხოა თუ არა ორგანიზმისთვის "ძველი" იმუნიტეტის დათრგუნვა.

სავარაუდოდ, სხვებზე ადრე ხელმისაწვდომი იქნება ის მეთოდიკები, რომლებიც დაავადების მიზეზს კი არ აღმოფხვრის, არამედ დამიზნებით მოაშთობს მის გამოვლინებას. ეს, უპირველეს ყოვლისა, გახლავთ ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ანტისხეულების საფუძველზეა დამზადებული. მათ ძალუძთ, დაბლოკონ იმუნური სისტემის მიერ საკუთარ ქსოვილებზე განხორციელებული შეტევა.

კიდევ ერთი უახლესი მეთოდია ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც იმუნური პროცესის ფაქიზ რეგულაციაში მონაწილეობს. ლაპარაკია არა იმ ნივთიერებებზე, რომლებიც იმუნურ სისტემას თრგუნავს, არამედ ბუნებრივი რეგულატორების ანალოგებზე, რომლებიც უჯრედების მხოლოდ განსაზღვრულ ტიპზე მოქმედებს.