/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორთოპედია

ძვლოვანი წანაზარდები

ძვლოვანი წანაზარდები
კუნთები ძვლებს მყესების მეშვეობით უერთდება. შეერთების ადგილზე ძვლისსაზრდელა არ არსებობს, ამიტომ მყესები უშუალოდ ძვალშია ჩაწნული. მყესთა კონებს შორის ხრტილოვანი

ქსოვილია მოთავსებული, რომელიც აძლიერებს შეერთების ადგილს და ასრულებს ამორტიზატორის როლს კუნთების დაჭიმვის დროს. კუნთების დაჭიმვისას მყესებისა და ძვლების შეერთების ადგილი დიდ დატვირთვას განიცდის.

  • რატომ და როგორ ჩნდება ძვლოვანი წანაზარდები?

თუ დატვირთვა რეგულარული და ხანგრძლივია, მყესები და, შესაბამისად, ხრტილოვანი ქსოვილი ცვლილებებს განიცდის. წარმოიქმნება მცირე ზომის ნეკროზული (მკვდარი ქსოვილის) უბნები, მყესები ცხიმოვან გადაგვარებას განიცდის და დაზიანებულ ადგილებში (მიკროტრავმების ადგილას) იწყება კალციუმის მარილების ჩალაგება.

კალციუმის მარილები მყარი წარმონაქმნებია, რომლებიც ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას იწვევს. ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის დროს მყესებში მოთავსებული ხრტილოვანი ქსოვილიც გადაგვარდება, გაძვალდება, წარმოიქმნება ძვლოვანი წანაზარდები - წვეტიანი (ქიმის მსგავსი), მამლის დეზის მაგვარი და სხვა. ამ პროცესს მივყავართ მყესების მიმაგრების ადგილზე განვითარებულ ტკივილამდე, რომელიც კუნთების დატვირთვისა და ხელით შეხების დროს ძლიერდება.

ასეთი პრობლემები ყველაზე მეტად სპორტსმენებს ემუქრებათ, რადგან მათი კუნთოვანი სისტემა საკმაოდ დიდი (და მუდმივი) ფიზიკური დატვირთვის ქვეშ იმყოფება, თუმცა ზოგჯერ არაჯანსაღი ცხოვრების გამო ამ პრობლემებით ის ადამიანებიც იტანჯებიან, რომლებსაც სპორტთან არანაირი შეხება არ აქვთ.

არცთუ იშვიათად ძვლოვანი წანაზარდების გაჩენა პოდაგრას, ქრონიკულ რევმატიზმსა და ოსტეოქონდროზს უკავშირდება. წანაზარდები შეიძლება სხეულის სხვადასხვა მიდამოში გაჩნდეს, თუმცა მათ ძირითადად ერთი და იგივე სიმპტომატიკა ახასიათებს. მაგალითისათვის დაწვრილებით განვიხილოთ შედარებით მეტად გავრცელებული ტერფის ძვლოვანი წანაზარდები.

  • როგორია უსიამოვნების პირველი ნიშნები?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა.ჩემს 9 წლის ბიჭს აღმოაჩნდა ხერხემლის შუა ორი მალა (7,8)პეპლისებური.იტკიებდა წელს ტრამვატოლოგმა გაგვიშვა რენდგენზე.როდესაც რენდგენის გადამღებმა მითხრა და მაჩვენა მაშინვე დავგუგლე და ამომიგდო საშინელი სინდრომები ძალიან გავნერვიულდი და შემდეგ ბევრი კითხვის შემდეგ მივხვდი რომ ეს სინდრომები 9 წლამდე გამოვლინდებოდნენ და რომ არცერთი სინდრომი ჩემს შვილს არ ჭირს არის ჯანმრთელი.მაინტერესებს ამ ორმა დეფექტურმა პეპლისებურმამალამ სხვა რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ჩემს შვილს? ამ სინდრომების გარდა სხვა ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაკვლიე.ექიმმა არაფერიაო და მზოლოდ არასტეროიდი მაზი დაუნიშნა.მადლობა პასუხისათვის.</p>

თავდაპირველად ტკივილი ჩნდება სიარულის დროს, განსაკუთრებით - დილაობით, ხოლო საღამოს, თუ ადამიანი იძულებული იყო, დიდხანს ევლო ფეხით ან ერთ ადგილზე დიდხანს მდგარიყო, ტკივილი აუტანელი ხდება და ასე გრძელდება დღიდან დღემდე. სიარული განსაკუთრებით მტანჯველია, როცა ძვლოვანი წანაზარდები ორივე ტერფზეა განვითარებული. ანთებითი პროცესი შეიძლება განვითარდეს ფეხისგულზე ან აქილევსის მყესის ძვალთან შეერთების ადგილსა (მამლის დეზი). პირველ შემთხვევაში ადამიანი განიცდის ძლიერ, მწველ ტკივილს ტერფზე დაყრდნობის დროს, შეგრძნება ისეთია, თითქოს ტერფში ლურსმანი შეგერჭოთ, ხოლო მეორე შემთხვევაში ადამიანი იძულებულია, ჩვეულებრივი ფეხსაცმელების ნაცვლად ქოშები ატაროს.

  • რა არის ”მამლის დეზი”?

ეს გახლავთ რამდენიმე პათოლოგიური პროცესის თანხვედრის შედეგი. პირველია ძვლოვანი, კბილის მსგავსი, ოღონდ წაწვეტებული ფორმის მქონე წანაზარდების, ოსტეოფიტების (დეზის) წარმოქმნა, მეორე - ოსტეოფიტებით გარშემო მყოფი ქსოვილების - სახსრის სინოვიალური ჩანთის, ძვლისსაზრდელასა და მყესების ტრავმირება. ისე რომ, ფართო სამედიცინო მნიშვნელობით, მამლის დეზი - ეს გახლავთ ტერფის ძვლოვანი წანაზარდი, რომელსაც თან ახლავს სახსრის სინოვიალური ჩანთის ანთება (ბურსიტი), ძვლისსაზრდელას ანთება (პერიოსტიტი) და მყესის ანთება (ტენდინიტი). საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ძვლოვან წანაზარდებს იმ ადამიანებშიც პოულობენ, რომლებსაც არანაირი ჩივილი არ აქვთ. სტატისტიკის მიხედვით ასეთი რამ ყოველ მეოთხე ხანდაზმულ და მოხუცებულ ადამიანში შეინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ
რა განაპირობებს ძვლებისა და კუნთების ტკივილს
ლითოტრიფსია ძვლებზე წანაზარდების წინააღმდეგ

დაავადება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან არის დაკავშირებული. ხშირად ტერფის ძვლოვან წანაზარდს წინ უძღვის ზედმეტი დატვირთვის შედეგად მიღებული მყესების მიკროტრავმები და მასში განვითარებული დეგენერაციული ცვლილებები. ტერფის ძვლოვანი წანაზარდის განვითარების რისკჯგუფში შედიან ის ადამიანები, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, ასევე - ბრტყელტერფიანები, ფეხის მსხვილი სახსრებისა და ხერხემლის დაავადებების მქონენი და სპორტსმენები, რომელთა ტერფებს ხანგრძლივი გადატვირთვა ემუქრება.

  • დიაგნოზი დასმულია

დიაგნოზის დასადგენად, წესისამებრ, რენტგენოლოგიური გამოკვლევაა საჭირო, მაგრამ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მისი მეშვეობით მხოლოდ მაშინ ხდება დაავადების ჭეშმარიტი სურათის დადგენა, როცა პროცესი დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა ანუ უკვე ჩამოყალიბებულია შესამჩნევი წვეტიანი წანაზარდი და ძვლოვანი ქსოვილიც შესამჩნევადაა სახეშეცვლილი. როცა წანაზარდი ძალიან პატარა ზომისაა, მის ირგვლივ განვითარებული ქსოვილების ანთება რენტგენზე არ ჩანს. ამ შემთხვევაში ექიმები ზუსტ დიაგნოზს სხვადასხვა დაავადების გამორიცხვის გზით სვამენ.

ტერფის ძვლოვანი წანაზარდების მკურნალობის უამრავი მედიკამენტური თუ ხალხური საშუალება არსებობს. დიაგნოზის დადგენის შემდეგ ექიმი ნიშნავს შემდეგ მკურნალობას: ფიზიოთერაპია (ულტრაბგერა, მალამოების გამოყენებით შესაბამისი ადგილის გახურება), ტერფის ძვლოვანი წანაზარდის მიდამოში ჰორმონული პრეპარატების ინექცია, კომპრესები (პირშუშხასი, შავი ბოლოკისა, ღორის ქონისა), ბალახის (იასამნის ყვავილებისა და ფესურების) ნაყენით დაზელა, მინერალური აბაზანები, ტალახითა და თიხით მკურნალობა. ანტიბაქტერიული მკურნალობა მხოლოდ მაშინაა საჭირო, როცა ინფექციაა განვითარებული.

განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. ძველი მეთოდის მიხედვით წანაზარდს სატეხით ჩამოტეხენ და ამოკვეთენ შეცვლილ ქსოვილებს. ახლა ამ ტიპის ოპერაციებისთვის მსოფლიოში დარტყმით-ტალღოვან თერაპიას მიმართავენ. დარტყმითი ტალღები გაივლიან რბილ ქსოვილებს და შლიან ძვლოვან ქსოვილსა და კალციფიკატებს. მკურნალობის კურსი 3-5 სეანსს მოიცავს. ერთი სეანსი 15-20 წუთის მანძილზე მიმდინარეობს. სეანსებს შორის ინტერვალი 7-10 დღეა.

ჩვეულებრივ ოპერაციასთან შედარებით ამ შემთხვევაში გართულებების რისკი ნაკლებია. არსებობს სპეციალური რბილი ქსოვილებისაგან დამზადებული სადებები, რომლებიც შუაში გახვრეტილია. ის თავსდება დაზიანებულ მიდამოში, ხვრელით წანაზარდის ადგილას, და დატვირთვისას საკმაოდ ამცირებს ტკივილს. თუმცა მკურნალობის ვერც ერთი ზემოხსენებული მეთოდი ადამიანს ვერ ათავისუფლებს დაავადების მიზეზებისგან - იმუნიტეტის დაქვეითებისა და მინერალური ცვლის დარღვევისაგან.

ექიმები თვლიან, რომ ტერფის ძვლოვანი წანაზარდი, სამწუხაროდ, სამუდამო შენაძენია. როგორც არ უნდა ვებრძოლოთ მას, იგი უკან არ დაიხევს, ამიტომ პაციენტმა მკაცრად უნდა დაიცვას ექიმის რეკომენდაციები. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოხერხებული ფეხსაცმლის ტარება, რომელშიც ის ორთოპედიული სადებები იქნება ჩალაგებული, რომლებიც ტერფის ზურგს მაღლა ასწევს და ამით ტერფის დატვირთვას შეამცირებს, კარგია ტერფის რეგულარული მასაჟი ბურთით ან სპეციალური წვეტიანი მასაჟორით და, რაღა თქმა უნდა, აუცილებელია გახდომა, თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ.

  • ხალხური მედიცინის რეცეპტები.

  1. უმ კარტოფილს მოაჭერით მწვანე ფერის ზედაპირი და დააქუცმაცეთ. ღამით მიიღეთ ფეხის აბაზანა (ცხელი წყლით, როგორსაც გაუძლებთ) და კარტოფილის დაქუცმაცებული ნაწილით გაიკეთეთ კომპრესი. ძილის წინ სასარგებლოა მიიღოთ იასამნის მშრალი ყვავილებისგან მომზადებული ჩაის ნაყენი.
  2. ღამით ცხელაბაზანამიღებული კანი წანაზარდის ქვევით ძალიან ფრთხილად გაიხეხეთ და ამ ადგილზე მიიმაგრეთ დარბილებული პროპოლისის კვერი. სასურველია, იგი დღის განმავლობაშიც ატაროთ. გაიმეორეთ 5-6-ჯერ.
  3. ხელში კარგად დაზილეთ ყვითელი თიხის ნაჭერი, დაიდეთ აბაზანამიღებულ ტერფზე, დააფარეთ კომბოსტოს ფურცელი და შეიკარით. დაიტოვეთ მთელი ღამით.
  4. ცხელ წყალში გახსენით 100-150 გრამი მარილი, 5 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და 8 წვეთი იოდი. მიიღეთ აბაზანა დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ, წაისვით მცენარეული ზეთი და გაიკეთეთ მტკივანი ადგილების მასაჟი.
  5. ცეცხლეკალას 150 გრამ ბალახს ეკლებიანად დაასხით ადუღებული წყალი და დააყენეთ 20 წუთის განმავლობაში. დაწოლის წინ დაიორთქლეთ მტკივანი ადგილი. ეს ნაყენი (წინასწარ გაცხელებული) შეგიძლიათ ხუთჯერ გამოიყენოთ.

სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ.

კომენტარები (1)
ნათელა
მარჯვენა ხელის მტევანზე საჩვენებელი თითის ძირში მაქვს მრგვალი ძვლოვანი წანაზარდი.როგორ შეიძლება მისი მოცილება?რომელ ექიმს უნდა მივმართო? მადლობა წინასწარ
თარიღი : 02-05-2025
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ძვლოვანი წანაზარდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები