ტერფის ძვლოვანი წანაზარდი - მკურნალობის რა გზები არსებობს და ხალხური მედიცინის რეცეპტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტერფის ძვლოვანი წანაზარდი - მკურნალობის რა გზები არსებობს და ხალხური მედიცინის რეცეპტები

დიაგნოზის დადგენის შემდეგ ექიმი ნიშნავს შემდეგ მკურნალობას: ფიზიოთერაპია (ულტრაბგერა, მალამოების გამოყენებით შესაბამისი ადგილის გახურება), ტერფის ძვლოვანი წანაზარდის მიდამოში ჰორმონული პრეპარატების ინექცია, კომპრესები (პირშუშხასი, შავი ბოლოკისა, ღორის ქონისა), ბალახის (იასამნის ყვავილებისა და ფესურების) ნაყენით დაზელა, მინერალური აბაზანები, ტალახითა და თიხით მკურნალობა. ანტიბაქტერიული მკურნალობა მხოლოდ მაშინაა საჭირო, როცა ინფექციაა განვითარებული.

განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. ძველი მეთოდის მიხედვით წანაზარდს სატეხით ჩამოტეხენ და ამოკვეთენ შეცვლილ ქსოვილებს. ახლა ამ ტიპის ოპერაციებისთვის მსოფლიოში დარტყმით-ტალღოვან თერაპიას მიმართავენ. დარტყმითი ტალღები გაივლიან რბილ ქსოვილებს და შლიან ძვლოვან ქსოვილსა და კალციფიკატებს.

მკურნალობის კურსი 3-5 სეანსს მოიცავს. ერთი სეანსი 15-20 წუთის მანძილზე მიმდინარეობს. სეანსებს შორის ინტერვალი 7-10 დღეა. ჩვეულებრივ ოპერაციასთან შედარებით ამ შემთხვევაში გართულებების რისკი ნაკლებია. არსებობს სპეციალური რბილი ქსოვილებისაგან დამზადებული სადებები, რომლებიც შუაში გახვრეტილია. ის თავსდება დაზიანებულ მიდამოში, ხვრელით წანაზარდის ადგილას, და დატვირთვისას საკმაოდ ამცირებს ტკივილს. თუმცა მკურნალობის ვერც ერთი ზემოხსენებული მეთოდი ადამიანს ვერ ათავისუფლებს დაავადების მიზეზებისგან - იმუნიტეტის დაქვეითებისა და მინერალური ცვლის დარღვევისაგან.

ექიმები თვლიან, რომ ტერფის ძვლოვანი წანაზარდი, სამწუხაროდ, სამუდამო შენაძენია. როგორც არ უნდა ვებრძოლოთ მას, იგი უკან არ დაიხევს, ამიტომ პაციენტმა მკაცრად უნდა დაიცვას ექიმის რეკომენდაციები. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოხერხებული ფეხსაცმლის ტარება, რომელშიც ის ორთოპედიული სადებები იქნება ჩალაგებული, რომლებიც ტერფის ზურგს მაღლა ასწევს და ამით ტერფის დატვირთვას შეამცირებს, კარგია ტერფის რეგულარული მასაჟი ბურთით ან სპეციალური წვეტიანი მასაჟორით და, რაღა თქმა უნდა, აუცილებელია გახდომა, თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ.

ხალხური მედიცინის რეცეპტები.

1. უმ კარტოფილს მოაჭერით მწვანე ფერის ზედაპირი და დააქუცმაცეთ. ღამით მიიღეთ ფეხის აბაზანა (ცხელი წყლით, როგორსაც გაუძლებთ) და კარტოფილის დაქუცმაცებული ნაწილით გაიკეთეთ კომპრესი. ძილის წინ სასარგებლოა მიიღოთ იასამნის მშრალი ყვავილებისგან მომზადებული ჩაის ნაყენი.

2. ღამით ცხელაბაზანამიღებული კანი წანაზარდის ქვევით ძალიან ფრთხილად გაიხეხეთ და ამ ადგილზე მიიმაგრეთ დარბილებული პროპოლისის კვერი. სასურველია, იგი დღის განმავლობაშიც ატაროთ. გაიმეორეთ 5-6-ჯერ.

3. ხელში კარგად დაზილეთ ყვითელი თიხის ნაჭერი, დაიდეთ აბაზანამიღებულ ტერფზე, დააფარეთ კომბოსტოს ფურცელი და შეიკარით. დაიტოვეთ მთელი ღამით.

4. ცხელ წყალში გახსენით 100-150 გრამი მარილი, 5 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და 8 წვეთი იოდი. მიიღეთ აბაზანა დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ, წაისვით მცენარეული ზეთი და გაიკეთეთ მტკივანი ადგილების მასაჟი.

5. ცეცხლეკალას 150 გრამ ბალახს ეკლებიანად დაასხით ადუღებული წყალი და დააყენეთ 20 წუთის განმავლობაში. დაწოლის წინ დაიორთქლეთ მტკივანი ადგილი. ეს ნაყენი (წინასწარ გაცხელებული) შეგიძლიათ ხუთჯერ გამოიყენოთ.

სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ.