/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პარაზიტოლოგია

რა ზიანს აყენებენ ჰელმინთები ადამიანის ორგანიზმს

რა ზიანს აყენებენ ჰელმინთები ადამიანის ორგანიზმს
ჰელმინთი მრავალუჯრედიანი, შედარებით მაღალგანვითარებული ცხოველური ორგანიზმია.

განასხვავებენ ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ჰელმინთებს.

ორგანიზმზე ჰელმინთები როგორც ტოქსიკურ, ისე მექანიკურ ზემოქმედებას იწვევენ. სახიფათოა მათი ლარვების მიგრაცია მასპინძლის ორგანიზმში, ასევე ლარვებით ორგანიზმში ბაქტერიული ფლორის შეყვანა და ჰელმინთების ანტიფერმენტული ზემოქმედება საჭმლის მომნელებელ ფერმენტებზე, რის შედეგადაც ირღვევა საკვების ნორმალური მონელების პროცესი.

ჰელმინთების ერთ-ერთი ძირითადი თვისება ის არის, რომ მათი უმრავლესობა მასპინძლის ორგანიზმში არ მრავლდება. ამით ისინი კარდინალურად განსხვავდებიან ბაქტერიების, ვირუსებისა და უმარტივესებისგან, რომლებიც მასპინძლის ორგანიზმში მანამდე მრავლდებიან, სანამ ორგანიზმი ამ პროცესს იმუნური სისტემის დახმარებით საბოლოოდ არ დაძლევს.

ჰელმინთები ადამიანის ორგანიზმში ხვდებიან პასიური ან აქტიური გზით. თუ პარაზიტის კვერცხები ან ლარვები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების, წყლის ან დაბინძურებული ხელების საშუალებით მოხვდნენ, ინვაზირების ამ გზას პასიური ეწოდება(იგივე ორალური გზა). ამ ჯგუფის პარაზიტებს ეკუთვნის ღორის სოლიტერი, ენტერობიუსი, აგრეთვე ღვიძლსა და სანაღვლე გზებში მცხოვრები კატის ანუ ციმბირის ორპირა.

თუ ჰელმინთის ლარვები ადამიანის ორგანიზმში ნიადაგიდან, წყლიდან, დაუზიანებელი კანიდან ან ლორწოვანი გარსებიდან შეიჭრა, ინვაზირების ამ გზას აქტიურს უწოდებენ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. მხოლოდ ღამღამობით მაქვს ქავილის და წვის შეგრძნება ვულვის გარშემო. არ მაწუხებს გამონადენი ან სუნი. უკანა ტანიდან მეწყებოდა ეს უცნაური ქავილის შეგრძნება. შემდეგ ვსვი ნისტატინი, კლოტრიმაზოლის სანტელს და კლოტრიმაზოლის მალამოს ვიზელდი და უკეთესობა მაქვს. მაგრამ საფენების გამოყენების შემდეგ კვლავ დამეწყო.კანი არ მაქვს მოშვებული და არც დახეთქილი. ხანდახან კანზე ქავილის შემდეგ ვგრძნიბ სისველეს და აქერცლილივით მაქვს კანი. სისხლის საერთო ანალიზი გამაკეთებინა ექიმმა და ნორმაში მაქვს ყველაფერი. ეგებ რამე მირჩიოთ, რა ვქნა?</p>

ზოგიერთი ჰელმინთის ლარვა გადაადგილდება შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებში, რის შემდეგაც სახლდება ნაწლავის სანათურში, სადაც საბოლოოდ ყალიბდება ზრდასრულ პარაზიტად. ამ ჰელმინთებს ეკუთვნის ასკარიდა, ნეკატორი, სტრონგილოიდი, შისტოზომა, ღვიძლის ორპირა. ჰელმინთის ლარვის მიგრაცია მასპინძლის ორგანიზმში ქსოვილთა ტრავმირებას, სისხლჩაქცევებს იწვევს, რასაც საბოლოოდ მასპინძლის საპასუხო ალერგიული რეაქცია მოჰყვება.

ჰელმინთები მასპინძლის ორგანიზმში საკვებ ნივთიერებებს, მიკროელემენტებსა და ვიტამინების გარკვეულ რაოდენობას შთანთქავენ. ეს მასპინძლის ორგანიზმის კვების დაქვეითებასა და ანემიას იწვევს. ასევე დადგენილია, რომ პარაზიტების იმუნოდეპრესიული ზემოქმედების შედეგად მძიმდება ინფექციური დაავადებები.

ჰელმინთების უმეტესობას ორფაზიანი კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს.მწვავე მიგრაციული ფაზა(შედარებით ხანმოკლეა) და ქრონიკული, რომელიც გამოწვეულია ზრდასრული პარაზიტით და საკმაოდ დიდხანს გრძელდება.

პირველი ფაზის დროს პერიფერიულ სისხლში ვითარდება ლეიკოციტოზი ეოზინოფილიით, რომელსაც ხშირად ერთვის გულისრევა, ნერწყვის ჭარბად გამოყოფა, თავის ტკივილი, თავბრუხვევა. ზოგჯერ – ზომიერად ან ძლიერად გამოხატული შემცივნება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ასევე – ალერგიული გამონაყარი კანზე. ვითარდება ჰეპატოსპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება), ლიმფადენოპათია.

ჰელმინთოზების ქრონიკულ ფაზაში კლინიკური გამოვლინების სიმძიმე ჰელმინთების ადგილმდებარეობასა და მათ რიცხვზეა დამოკიდებული. ჰელმინთების ლოკალიზაციის ადგილი უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემაა, თუმცა ისინი ბინადრობენ ადამიანის ყველა სხვა ორგანოშიც. აქედან გამომდინარე, კლინიკური სურათი სხვადასხვანაირია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული ჰელმინთების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება საერთო სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება.

ჰელმინთოზების გავრცელების ხელშემწყობი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ნიადაგის გასანოყიერებლად ფეკალური მასის გამოყენება – ამის შედეგად ნიადაგი, წყალი და ბაღჩეული კულტურები პარაზიტი ჭიის კვერცხებით ბინძურდება.

დაავადებას იწვევს თერმულად დაუმუშავებელი ხორცის გამოყენებაც (ტრიქინელები, ღორის ლენტურები). უმი დამარილებული ხორცისა და შებოლილი თევზის საშუალებით ადამიანი შესაძლოა დაავადდეს განიერი ლენტურათი, კატის ორპირათი.

აქედან გამომდინარე, ჰელმინთოზის თავიდან აცილება შესაძლებელია, ამისათვის კი საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა, ჯანმრთელი, კარგად გარეცხილი და თერმულად სრულყოფილად დამუშავებული პროდუქტების ჭამა, სუფთა წყლის სმა. აუცილებელია ბავშვების ხელების სისუფთავის შენარჩუნება და ხელების საპნით ხშირი დაბანა.

ჰელმინთების სამკურნალოდ გამოიყენება მედიკამენტური მკურნალობა, მათი მიღება კი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა განაპირობებს ძვლებისა და კუნთების ტკივილს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა განაპირობებს ძვლებისა და კუნთების ტკივილს

ცოცხალი ძვლის 50% წყალია, 15,7% - ცხიმი, 12,5% - ცილოვანი ნივთიერება, 21,8% - მინერალური (უმეტესად კალციუმის) მარილები, რომელთაც ორგანიზმი საჭიროებისამებრ მოიხმარს.

ძვლების დაზიანებას, უპირველესად, განაპირობებს კალციუმით ღარიბი საკვები, D ვიტამინის დეფიციტი, A ვიტამინის სიჭარბე, ყავისა და კოფეინის შემცველი სხვა სასმელების, სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება.

ძვლის დაზიანების რისკს ზრდის ალკოჰოლის ჭარბი მიღება, თამბაქო (აქ იგულისხმება არა მარტო აქტიური, არამედ პასიური მწეველობაც), ცხოვრების უმოძრაო წესი. ძვლების ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას. კალციუმის ცვლის დარღვევას სერიოზული პრობლემები ახლავს თან. მისი თავიდან აცილება ჯანსაღი, ბალანსირებული კვებითაც შეიძლება.

კალციუმის ოპტიმალური სადღეღამისო ოდენობაა 1000-1500 მგ. ეს ელემენტი უხვად არის რძეში, ყველში, იოგურტში, მწვანე ბოსტნეულში, ორაგულში, სოიაში. კალციუმთან ერთად აუცილებელია ფოსფორის მიღებაც. ფოსფორით მდიდარია თევზი. D ვიტამინი არეგულირებს ძვლებში კალციუმის ცვლას და საკვებიდან ამ ელემენტის ათვისებაში მონაწილეობს. D ვიტამინი მოიპოვება კვერცხის გულში, ღვიძლში, ორაგულში, ქაშაყში. მისი სადღეღამისო ნორმაა 400-800 ერთეული.

D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს რაქიტს, ფოსფორისა და კალციუმის ცვლის დარღვევას. D ვიტამინი სტეროიდული ჰორმონია. ის ორი მოლეკულური ფორმით გვხვდება: D2 და D3. D3 ვიტამინი ორგანიზმში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამომუშავდება. ის შედის საკვების, უმთავრესად - თევზის ქონისა და კვერცხის ცილის შემადგენლობაში. რძე და რძის ნაწარმი, ჩეულებრივ, D ვიტამინის ორივე ფორმას შეიცავს.

მეძუძური დედა უნდა იკვებებოდეს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი კალორიული სურსათით. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები უნდა იღებდნენ ადაპტირებულ (დედის რძის შემადგენლობასთან მიახლოებულ, ვიტამინებით მდიდარ) ნარევებს ან მაწონს. მეძუძური დედებისა და 1 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის იდეალურია შემდეგი საკვები:

  • რძე;
  • ხაჭო;
  • ყველი;
  • კვერცხი;
  • საქონლისა და ქათმის ხორცი;
  • თევზი;
  • ხილი (ვაშლი, ალუჩა, ალუბალი, კივი, ატამი, გარგარი),კენკრა
  • ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო, გოგრა, სტაფილო, ჭარხალი), მწვანილი.

კალციუმი და D ვიტამინი ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. მათი ცალ-ცალკე მიღება უშედეგოა - ორგანიზმი მათ ვერ შეიწოვს.

სიმაღლე ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მახასიათებელია. ის, სხვა ფაქტორებთან ერთად, კვებაზეც არის დამოკიდებული. დადგენილია, რომ რაციონალური კვებით სიმაღლის 10%-ით მომატებაა შესაძლებელი. რაციონალურია კვება, როდესაც ადამიანი სქესის, ასაკის, გადატანილი თუ არსებული დაავადებების შესაბამისად იკვებება. ეს, უპირველესად, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალური მარილებით დაბალანსებულ რაციონს გულისხმობს.

ზრდის სტიმულაციისთვის სპეციალისტები წვნიან კერძებს, ხილსა და ბოსტნეულის ცოცხალ წვენს, რძესა და რძის ნაწარმს, ბურღულეულს და მცენარეული უჯრედისით მდიდარ საკვებს გვირჩევენ. სტაფილო და ჭარხალი კი დღემდე რჩება ზრდის ხელშემწყობ საუკეთესო პროდუქტებად, ამიტომ რამდენიც გენებოთ, იმდენი მიირთვით, ოღონდ ნურც A ვიტამინით მდიდარ სხვა პროდუქტებს დაივიწყებთ.