/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

ხალხური და თანამედროვე მედიცინა სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ

ხალხური და თანამედროვე მედიცინა სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ
რედაქციაში ბევრი შეკითხვა შემოვიდა ტერფის და ფრჩხილების სოკოვან დაავადებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ და შევეცდებით ვუპასუხოთ და გარკვეული რჩევებიც მივცეთ ყველას ვისაც ეს პრობლემა აწუხებს.

.

  • „გამარჯობა, ფეხის თითებს შორი კანი მისკდება, ფეხისგულზე და ქუსლებზე კანი მექერცლება, ხშირად ბუშტებიც მიჩნდება და ზოგჯერ ქერქსაც იკეთებს. მივედი ექიმთან და დამინიშნა დასალევად რაღაც წამალი დიდ ხნით (კვირაში მხოლოდ ერთ ტაბლეტი უნდა დავლიო) და ფესზე წასასმელად კრემიც, სითხეც, თან ფეხის ფრჩხილის და ფეხსაცმელების დამუშავება მასწავლა. ვიმკურნალე გარკვეული პერიოდი და აშკარა უკეთესობა შევამჩნიე. ექიმის დანიშნულება შევწყვიტე, მოვერიდე ტყუილად წამლის მოხმარებას. ახლა ისევ დამეწყო იგივე პრობლემები ფრჩხილზე. რა ვქნა? გთხოვთ მირჩიეთ ხალხური საშუალება“

როგორც ჩანს, საქმე სოკოვან დაავადებასთან გვაქვს. სამწუხაროდ, სოკოვან დაავადებებს ბევრი იცნობს.

სოკოები დედამიწაზე მრავალი მილიონი წელია ცხოვრობენ. ისინი დღედაღამ უტევენ ადამიანის ორგანიზმს. კანის სოკოვან დაავადებებს -მეცნიერულად მათ მიკოზებს უწოდებენ -იწვევენ მიკროსკოპული ზომის სოკოები, რომლებიც ადამიანის კანსა და ლორწოვან გარსებზე პარაზიტობენ. ადამიანის ორგანიზმში სოკოს სპორები მიკროტრავმის ადგილებიდან იჭრებიან. დაავადების სიმძიმე და ბუნება სოკოს სახეობასა და დაზიანების ადგილზეა დამოკიდებული.

სოკოვანი დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ყველა ის ფაქტორი, რომელიც ორგანიზმის თავდაცვით ძალებს ასუსტებს. დასუსტებულ ორგანიზმში სოკო ადვილად აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებს, ფრჩხილებს, თმებს, ფილტვებს, სასქესო ორგანოებსა და საყლაპავს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მიკოზები ქრონიკულად მიმდინარეობს, ამიტომ მათი მკურნალობა წამლების ერთი კოლოფის მიღებით არ ამოიწურება, მათ დიდხანს მკურნალობენ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მკურნალობის პროცესში დაავადების ნიშნები შეიძლება გაქრეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავადმყოფობა განიკურნა, პაციენტები კი ხშირად სწორედ ამ დროს წყვეტენ მკურნალობას და მცირე ხნის შემდეგ გაოცებულნი აღმოაჩენენ, რომ დაავადებამ უწინდელზე მეტი ძალით იფეთქა. უნდა იცოდეთ, რომ არასრული კურსის შემდეგ ხელახლა თავჩენილი დაავადება გაცილებით ძნელად ემორჩილება მკურნალობას. ასეთ ვითარებაში სამკურნალო პრეპარატების ოდენობა და დოზირება უფრო მეტია (შესაბამისად, მეტი თანხაც იხარჯება), ხოლო მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება მათი გვერდითი ეფექტების გამო არცთუ უსაფრთხოა.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, დაახლოებით 1 თვეა რაც დავიწყე აკნეტრენტის მიღება ყოველ დღე 10მგ - იანი. მზის დამცავის წასმის შემდეგ სახის კანზე წვის შეგრძნება მაქვს რამდენიმე წამის განმავმობაში. რამდენად ნორმალური რეაქციაა ეს ხომ ვერ მეტყვით? მადლობა.</p>

ამიტომ გირჩევთ, ექიმის ყველა დარიგება ზედმიწევნით შეასრულოთ. სოკოვანი დაავადების მკურნალობა, წესისამებრ, ორ ეტაპად ტარდება.

  1. პირველი, მოსამზადებელი ეტაპის მიზანი ფუფხის, გარქოვანებული ელემენტების მოცილება და მწვავე ანთებითი მოვლენების ჩაცხრობაა. საჭიროების შემთხვევაში პირველი ეტაპი ექიმმა შეიძლება თავიდან გაიმეოროს.
  2. ამის შემდეგ კი მკურნალობის მეორე, ძირითადი ეტაპი იწყება, რომლის დროსაც სხვადასხვა სამკურნალო საშუალებით ან მათი კომბინაციით ცდილობენ, საბოლოოდ გაანადგურონ ან დათრგუნონ დაავადების გამომწვევი სოკო-პარაზიტები.

დროულად დაწყებული და ბოლომდე მიყვანილი მკურნალობა საუკეთესო თუ არა, კარგ შედეგს მაინც იძლევა. მთავარია, პრობლემის გამოვლენისთანავე გვერდით გადადოთ ყალბი მორცხვობა, დროულად მიმართოთ პროფესიონალ დერმატოლოგს და მისი დანიშნულება ზედმიწევნით შეასრულოთ.

ასევე დაგაინტერესებთ
დიეტა სოკოვანი დაავადების დროს
ყელ-ყურ-ცხვირის სოკოვანი პათოლოგიები

ახლა კი გთავაზობთ სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო რამდენიმე საშუალებას, რომლებიც ხალხურმა მედიცინამ შემოგვინახა:

  1. 50 გრამ ჩვეულებრივი მაყვლის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. გააგრილეთ და იხმარეთ სველი საფენების სახით (კარგია კანის ანთების, ეგზემისა და სოკოვანი დაავადების დროს) ან ყელსა და პირის ღრუში გამოსავლებად.
  2. აიღეთ თანაბარი ოდენობით მაყვლის ფოთოლი, გულყვითელას ყვავილი, შვიტა, სამურაბე ვარდის ფურცლები, ცოცხანა და მუხის ქერქი. წვრილად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. აიღეთ დაახლოებით 50 გრამი ნარევი, დაასხით ერთი ლიტრი ცივი წყალი და ხარშეთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გამოიყენეთ საფენების სახით.
  3. სამკურნალო სალბის ფოთლები დაფხვენით და შეურიეთ ცხელ გამდნარ კარაქში 1:9 თანაფარდობით. მიღებული მალამო კარგია ფსორიაზის, ეგზემის, ნეიროდერმიტის, სოკოვანი და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
  4. სოჭის ზეთით დაასველეთ დოლბანდი და 10-20 წუთით დაიდეთ სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე. პროცედურა ყოველდღე ჩაიტარეთ. კურსის ხანგრძლივობა 7-10 დღეა.

დაბოლოს, მას შემდეგ, რაც სამკურნალო კურსს დაასრულებთ, აუცილებელია, ლაბორატორიული გამოკვლევის მეშვეობით ერთხელ კიდევ დარწმუნდეთ სოკოს არარსებობაში, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პროფილაქტიკისთვის დროდადრო გაესინჯოთ ექიმს და ზედმიწევნით დაიცვათ პირადი ჰიგიენა.

კიდევ ერთი: გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ ხალხური და თანამედროვე სამკურნალო საშუალებების კომბინაციით იმკურნალებთ, ოღონდ ჯერ თქვენს მკურნალ ექიმს დაეკითხეთ. გვერწმუნეთ, სასურველ შედეგს მიიღებთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ხალხური და თანამედროვე მედიცინა სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები