ყელ-ყურ-ცხვირის სოკოვანი პათოლოგიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყელ-ყურ-ცხვირის სოკოვანი პათოლოგიები

მიკოზური ინფექციის აღმოცენების ხელშემწყობ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია ორგანიზმის იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. სოკოებით გამოწვეული ინფექცია იმუნიტეტის დაქვეითების ერთგვარ მარკერადაც მიიჩნევა. ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქტიულობის დაქვეითება შესაძლოა განპირობებული იყოს ე.წ. „ფიზიოლოგიური იმუნოდეფიციტით“ – ახალშობილობის პერიოდი, მოხუცებულობის ასაკი, ორსულობა, სტრესი, ტრავმა და სხვა. რაც შეეხება მიკოზებისადმი წინასწარგანწყობას, ის ძირითადად განპირობებულია არა ფიზიოლოგიური, არამედ პათოლოგიური ხასიათის იმუნოდეფიციტით. პათოლოგიური ხასიათის იმუნოდეფიციტი – როგორც პირველადი (მემკვიდრული), ისე მეორეული (შეძენილი), ხასიათდება ორგანიზმის ანტიფუნგალური რეზისტენტობის დაქვეითებით. მიკოზების აღმოცენებას და მათ მძიმე მიმდინარეობას ხელს უწყობს, უპირატესად, იმუნიტეტის არასპეციფიკური მექანიზმების (განსაკუთრებით ფაგოციტოზის) დეფექტი და იმუნური სისტემის თიმუსზე (მკერდუკანა ჯირკვალზე) დამოკიდებული რგოლის ფუნქციობის დარღვევა.

ცხვირ-ხახის მიკოზური დაზიანება შესაძლოა იყოს მწვავე ლოკალური ხასიათის ან ატარებდეს ქრონიკული ინფექციის სახეს. გამომწვევის ლოკალიზაცია კი, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიხატოს ლორწოვანი გარსის ფარგლებში პირველადად („ზედაპირული“) და მიმდებარე ქსოვილებში ინვაზიით („ღრმა“). აღსანიშნავია ისიც, რომ „ზედაპირული“ მიკოზური პროცესები ზოგჯერ სასუნთქი ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსების დისემინირებული დაზიანების გამოვლინებაა (დისემინაცია გავრცელება-მოთესვას ნიშნავს).

ცხვირის ღრუს მიკოზური დაზიანება ხასიათდება დესტრუქციულ-წყლულოვანი ცვლილებებით, უპირატესად ცხვირის ძგიდის წინა მესამედზე ლოკალიზაციით. დაწყლულებული უბნები ინფილტრირებული კიდეებით გამოირჩევა, აპკისებრი ნადებითაა დაფარული და ადვილად სისხლმდენია.

არსებობს რინოსპორიდიოზი – ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გრანულომატოზური დაავადება, გრანულაციის, ანუ ახალგაზრდა, უმწიფარი შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნით. აღნიშნული დაავადების დროს ცხვირის, პირის ღრუსა და ხახის ლორწოვან გარსზე ჩნდება სისხლდენისადმი მიდრეკილი პოლიპოზური წარმონაქმნები. მკურნალობის ძირითადი მეთოდი ამ დროს ქირურგიულია.

ცხვირის ღრუს კანდიდამიკოზი ვითარდება ადგილობრივად, ანტიბიოტიკებისა და კორტიკოსტეროიდული აეროზოლების გამოყენებისას. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის სოკოვანი რინიტები, რომლებიც წიაღების ანთებით (სინუსიტებით) რთულდება. სოკოვანი სინუსიტებისათვის დამახასიათებელია მძიმე მიმდინარეობა, სისხლძარღვებისა და ძვლოვანი ქსოვილის ჩართვა პათოლოგიურ პროცესში. სოკოვანი სინუსიტი შესაძლოა გამოვლინდეს არაინვაზიური ფორმით – მიცეტომა (სოკოვანი სხეული) და ინვაზიური ფორმით დაზიანებული წიაღის ძვლოვანი კედლის ნელა პროგრესირებადი რღვევით. მიცეტომა კლინიკურად ვლინდება დამწოლი ხასიათის თავის ტკივილით, რომელიც ირადიაციას განიცდის კბილების არეში, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, ცხვირიდან უსიამოვნო სუნის გამონადენით. სინუსიტის რეციდივისა და მრავალჯერადი პუნქციის შემთხვევაში წიაღში არ ვლინდება ჩირქოვანი შიგთავსის არსებობა. სოკოვანი სინუსიტი შესაძლოა გამოვლინდეს პოლიპოზის მძიმე ფორმების სახით. დაავადება უხშირესად ცალმხრივია, თუმცა შესაძლოა იყოს ორმხრივიც. რინოსკოპიული გამოკვლევა ავლენს მრავლობით პოლიპებს და წებოვანი კონსისტენციის გამონადენს, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ფერისაა (თეთრი, ყვითელი, რუხი და სხვა). მკურნალობა იწყება პოლიპების მაქსიმალურად მოშორებით და მათი ჰისტოლოგიური გამოკვლევით. ჰისტოლოგიური ცვლილებები ხასიათდება ეოზინოფილებისა და სოკოების ჭარბი არსებობით ლორწოვანი გარსის გარეთ.