/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

დიეტა სოკოვანი დაავადების დროს

დიეტა სოკოვანი დაავადების დროს
რატომ არის აუცილებელი დიეტა კანდიდოზის დროს – დადგენილია, რომ გარკვეული სახის საკვები ხელს უწყობს ორგანიზმში სოკოს ზრდა-განვითარებას და შესაბამისად,

აღრმავებს სოკოვანი ინფექციის მიმდინარეობას. ამდენად, კანდიდოზის ნებისმიერი ფორმის დროს დიეტა მეტად მნიშვნელოვანია. დიეტის დაცვა, მადასა და „კუჭის ნება-სურვილთან“ ბრძოლა მართალია ადვილი არ არის, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ დიეტის გარეშე კანდიდოზის მკურნალობას აზრი არ აქვს და პრაქტიკულად შეუძლებელიცაა.

სოკო, კერძოდ, კანდიდას ტიპის, არის უჯრედული ორგანიზმი, რომელიც ნაწლავებში ბინადრობს და ცხოველმყოფელობის პროცესში უხვად გამოყოფს ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე ტოქსინებს. ეს ტოქსინები ნაწლავთა კედლიდან სისხლძარღვებში აღწევს, სისხლის ნაკადში ხვდება და ორგანიზმის მხრიდან მუდმივად შინაგანი ბრძოლის სამიზნე ხდება. ჯანმრთელი იმუნიტეტი, ჩვეულებრივ, სოკოს გავრცელებას და მისი ტოქსინების გავლენას კარგად აკონტოლებს. ამაში მას ორგანიზმისათვის „სასარგებლო და კეთილისმყოფელი“ მიკრობებიც ეხმარებიან. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის დარღვევა და იმუნური მექანიზმების შესუსტება კი ხელს უწყობს კანდიდას უჯრედების გამრავლებას. ამ მავნე სოკოს გამრავლება-განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა ანტიბიოტიკების, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და სტეროიდული ჰორმონების მიღება, ნახშირწყლების მაღალი შემცველობა, შაქრიანი დიაბეტი, ორსულობა და სხვა.

რას გულისხმობს დიეტა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საკვები რაციონი უნდა შეიცავდეს თევზს, ბოსტნეულსა და წებოვნების არმქონე მარცვლოვნებს (მაგალითად, მურა, იგივე წაბლა ბრინჯს და ფეტვს). სასარგებლოა იოგურტი, რომელიც ცოცხალ კულტურებს შეიცავს. წვრილ ნაწლავში ნორმალური ბალანსის აღდგენისათვის აუცილებელია ბიფიდუმის ან აციდოფილუსის გამოყენება, ასევე უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით კვება, კერძოდ, შვრიის ქატოს მიღება.

საერთოდ, ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და ნაწლავთა ფუნქციის გასაუმჯობესებლად უპირატესობა მცენარეულ საკვებს უნდა მიანიჭოთ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

სოკოვანი ინფექციის დროს განსაკუთრებით მავნებელია შაქარი, უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი და საფუარი. მეორე ადგილი მავნე პროდუქტთა სიაში ეკუთვნის ყველს, სოკოსა და ცხიმოვან საკვებს. კანდიდოზის მკურნალობისას საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ალკოჰოლი, შოკოლადი, ჩირი, ნამცხვარი, ასევე თაფლი, ლორი, მწნილეული, კარტოფილი, ძმარი. ერთი თვის განმავლობაში უარი უნდა თქვათ ციტრუსებსა და მჟავე ხილზე, კერძოდ, ლიმონსა და ფორთოხალზე, ანანასსა და პომიდორზეც კი. ერთი თვის შემდეგ მათი მიღება ცოტ-ცოტა შეგიძლიათ, მაგალითად, ორჯერ კვირაში. ჩამოთვლილი ხილი ორგანიზმში ქმნის ტუტე გარემოს, რომელიც ძალიან უყვარს კანდიდას. ასე რომ ნუ მისცემთ მას კვების საშუალებას.

რა უნდა გახსოვდეთ:

  • კბილის ჯაგრისი თვეში, სულ მცირე, ერთხელ მაინც გამოცვალეთ. გამოიყენეთ (ყოველდღიურად იცვალეთ) ბამბის ქსოვილისაგან შეკერილი თეთრეული (საცვლები) და არავითარ შემთხვევაში – სინთეტური, რადგან ეს უკანასკნელი ხელს უწყობს ოფლიანობას, ბაქტერიებისა და კანდიდების გამრავლებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის და განმეორებით დასნებოვნების პროვოცირებას ახდენს.
  • ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიით ხანგრძლივად მკურნალობისას იზრდება კანდიდოზის მძიმე ფორმებით დასნებოვნების რისკი. ანტიბიოტიკებმა შესაძლოა K ვიტამინის დეფიციტიც გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ვიტამინის შესავსებად უნდა ჭამოთ მწვანილი და მარწყვი.
  • სოკოვანი ინფექციის დროს საკვები რაციონის 70%-ს უნდა შეადგენდეს ნახშირწყლების დაბალი შემცველობით გამორჩეული ბოსტნეული და ხილი, კვერცხი, უცხიმო ხორცი და თევზი, ნიგოზი, მარცვლოვნები (მსხვილად დაფქული ან სრულმარცვლოვანი).

კანდიდოზის მკურნალობის პროცესში მედიკამენტურ თერაპიას უნდა დაერთოს ახალგაწურული წვენები, ისინი ადვილად შეითვისება და წმენდს უჯრედებს. ზოგიერთი ბოსტნეულის წვენს სოკოს საწინაღმდეგო აქტოვობაც აქვს. მაგალითად, ძალიან სასარგებლოა სტაფილოს წვენი. განსაკუთრებით რეკომენდებულია ის ბავშვებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და პირის კუთხეების კანდიდოზი. ამ კატეგორიას სტაფილოს წვენი (ერთი მესამედი ჭიქა) უნდა მიეცეს დღეგამოშვებით, დღეში სამჯერ, ან კიდევ დღეში ორჯერ ყოველდღიურად. დაავადებულ უბნებზე სასურველია სტაფილოს წვენის წასმაც. კანის ან მისი დანამატების, კერძოდ, ფრჩხილების სოკოვანი ინფექციის დროს 150 გრამი სტაფილოს წვენი შეურიეთ 90 გრამ ისპანახის წვენში და დღეში რამდენჯერმე მიიღეთ ჭამამდე ერთი საათით ადრე. კარგ ეფექტს იძლევა აგრეთვე შემდეგი სახის ნარევი – 150 გრამი სტაფილოს, 45 გრამი ჭარხლისა და 45 გრამი კიტრის წვენი.

საკვებში აუცილებელია ხახვისა და ნივრის დამატება, რადგან აღნიშნული მცენარეები სოკოსთან აქტიურად მებრძოლი კულტურებია. ყოველდღიურად რეკომენდებულია ერთი-ორი კბილი ნივრის ჭამა, განსაკუთრებით უზმოზე.

გახსოვდეთ, დიეტა კანდიდოზის დროს იმიტომ არის აუცილებელი, რომ სოკო დამატებითი საკვების გარეშე დარჩეს, ვეღარ გამრავლდეს, ვეღარ გამოყოს ტოქსინები და ვერ მოწამლოს ორგანიზმი. გარდა ამისა, სათანადო დიეტის წყალობით სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედება მაქსიმალურად ეფექტური ხდება და ინფექციაც დროულად აღმოიფხვრება!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დიეტა სოკოვანი დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები