/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

ქერტლის გაჩენის მიზეზები და პრობლემის მოგვარების საშუალებები

ქერტლის გაჩენის მიზეზები და პრობლემის მოგვარების საშუალებები
ქერტლი ულამაზოა, არაესთეტიკური და არაჯანსაღი. სადღეისოდ ეს პრობლემა ყოველ მესამე ადამიანს აწუხებს. ზოგისთვის მასთან ბრძოლა ყოველდღიური რუტინაა, ზოგი უფრო კარდინალურ მეთოდებს ეძებს... მაშ, როგორ გავთავისუფლდეთ მისგან ერთხელ და სამუდამოდ? ვიდრე მკურნალობას დავიწყებდეთ, „თეთრი ფიფქების“ გაჩენის მიზეზი უნდა დავადგინოთ. გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ “იუნონას” ექიმი დერმატოლოგი, ვენეროლოგი, კოსმეტოლოგი დარეჯან სუდაძე.

- რა იწვევს ქერტლს?

- ქერტლი თან ახლავს კანის არაერთ დაავადებას და მათი ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია. ყველაზე ხშირად ქერტლს იწვევს:

  • სებორეული დერმატიტი;
  • თავის თმიანი არის ფსორიაზი;
  • თავის თმიანი არის მიკოზი (სოკოვანი ინფექცია).

- როგორ ხდება თავის თმიანი არის მიკოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- მიკოზი სოკოვანი ინფექციაა, რომელიც, გამომწვევის შესაბამისად, სხვადასხვა კლინიკური ნიშნებით ვლინდება. სოკოვანი ინფექციით გამოწვეულ გამონაყარს ხშირად თან ახლავს ქერცლი და ქერქები. მის დიაგნოზს სვამს დერმატოლოგი თავის თმიანი არის დათვალიერებისას. ზოგჯერ მიზანშეწონილია კერიდან აღებული მასალის მიკროსკოპირება სოკო-პარაზიტის გამოსავლენად. მკურნალობა მოიცავს როგორც სისტემურ (დასალევ), ისე ადგილობრივ ანტიმიკოზურ საშუალებებს: შამპუნებს, ლოსიონებს, კრემებს, - რომლებსაც ექიმი ინდივიდუალურად, კლინიკური სურათის გათვალისწინებით არჩევს.

- როგორ დავიცვათ თავი თმიანი არის სოკოვანი ინფექციისგან?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მყავს 7 წლის გოგონა. მარჯვენა ძუძუზე გამოუვიდა რაღაც თეთრი ბურთულასავით, ჩირქოვანი არ არის. საკმაოდ მყარია. თავიდან სტკიოდა და ეხლა ტკივილმა გაუარა. მაგრამ ეს ბურთულა მაინც აქვს. როგორ მოვიქცე?</p>

- უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირად ჰიგიენას. არ შეიძლება სხვისი სავარცხლის, პირსახოცის, პირადი ნივთების გამოყენება. სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს სილამაზის სალონებში მაკრატლებისა და სავარცხლების დეზინფექციას, აგრეთვე - დასნებოვნებული ადამიანის დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

- რა ასაკში ვითარდება თავის თმიანი არის ფსორიაზი და როგორ ვლინდება?

- თავის თმიანი არის ფსორიაზი ორივე სქესისა და ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან გვხვდება. მისთვის დამახასიათებელია ფსორიაზული პაპულებისა და ბალთების გაჩენა, რომლებიც უმეტესად მოვერცხლისფრო ქერცლითაა დაფარული. შესაძლოა, პროცესს თან ახლდეს ქავილი. ხშირად ასეთ პაციენტებს აწუხებთ ინტენსიური ქერტლიც.

- რა იწვევს ამ დაავადებას?

- თავის თმიანი არის ფსორიაზის რისკფაქტორები იგივეა, რაც მისი სხვა ლოკალიზაციის ფორმებისა:

  • იმუნური ფაქტორი;
  • გენეტიკური განწყობა;
  • სტრესი;
  • ტრავმა;
  • ფონური, მათ შორის - ინფექციური დაავადებები;
  • ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება;
  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება, თამბაქოს წევა და სხვა.

ბევრ პაციენტს აქვს ქერცლის მოცილების მავნე ჩვევა, რაც უფრო მეტად ამწვავებს მდგომარეობას და ხელს უწყობს ფსორიაზული ელემენტების გამრავლებას (კობნერის ფენომენი). იგივე შეიძლება ითქვას უხეში სავარცხლის გამოყენებაზეც.

კომენტარები (1)
თეო
მაქვს ცხიმიანი კანი,ყველანაირი შამპონი გამოვიყენე,მაგრამ ქერტლი მაინც მააქვს
თარიღი : 26-03-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ქერტლის გაჩენის მიზეზები და პრობლემის მოგვარების საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქერტლის გაჩენის მიზეზები და პრობლემის მოგვარების საშუალებები

- რა იწვევს ქერტლს?

- ქერტლი თან ახლავს კანის არაერთ დაავადებას და მათი ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია. ყველაზე ხშირად ქერტლს იწვევს:

  • სებორეული დერმატიტი;
  • თავის თმიანი არის ფსორიაზი;
  • თავის თმიანი არის მიკოზი (სოკოვანი ინფექცია).

- როგორ ხდება თავის თმიანი არის მიკოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- მიკოზი სოკოვანი ინფექციაა, რომელიც, გამომწვევის შესაბამისად, სხვადასხვა კლინიკური ნიშნებით ვლინდება. სოკოვანი ინფექციით გამოწვეულ გამონაყარს ხშირად თან ახლავს ქერცლი და ქერქები. მის დიაგნოზს სვამს დერმატოლოგი თავის თმიანი არის დათვალიერებისას. ზოგჯერ მიზანშეწონილია კერიდან აღებული მასალის მიკროსკოპირება სოკო-პარაზიტის გამოსავლენად. მკურნალობა მოიცავს როგორც სისტემურ (დასალევ), ისე ადგილობრივ ანტიმიკოზურ საშუალებებს: შამპუნებს, ლოსიონებს, კრემებს, - რომლებსაც ექიმი ინდივიდუალურად, კლინიკური სურათის გათვალისწინებით არჩევს.

- როგორ დავიცვათ თავი თმიანი არის სოკოვანი ინფექციისგან?

- უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირად ჰიგიენას. არ შეიძლება სხვისი სავარცხლის, პირსახოცის, პირადი ნივთების გამოყენება. სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს სილამაზის სალონებში მაკრატლებისა და სავარცხლების დეზინფექციას, აგრეთვე - დასნებოვნებული ადამიანის დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

- რა ასაკში ვითარდება თავის თმიანი არის ფსორიაზი და როგორ ვლინდება?

- თავის თმიანი არის ფსორიაზი ორივე სქესისა და ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან გვხვდება. მისთვის დამახასიათებელია ფსორიაზული პაპულებისა და ბალთების გაჩენა, რომლებიც უმეტესად მოვერცხლისფრო ქერცლითაა დაფარული. შესაძლოა, პროცესს თან ახლდეს ქავილი. ხშირად ასეთ პაციენტებს აწუხებთ ინტენსიური ქერტლიც.

- რა იწვევს ამ დაავადებას?

- თავის თმიანი არის ფსორიაზის რისკფაქტორები იგივეა, რაც მისი სხვა ლოკალიზაციის ფორმებისა:

  • იმუნური ფაქტორი;
  • გენეტიკური განწყობა;
  • სტრესი;
  • ტრავმა;
  • ფონური, მათ შორის - ინფექციური დაავადებები;
  • ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება;
  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება, თამბაქოს წევა და სხვა.

ბევრ პაციენტს აქვს ქერცლის მოცილების მავნე ჩვევა, რაც უფრო მეტად ამწვავებს მდგომარეობას და ხელს უწყობს ფსორიაზული ელემენტების გამრავლებას (კობნერის ფენომენი). იგივე შეიძლება ითქვას უხეში სავარცხლის გამოყენებაზეც.


- რას გვეტყვით სებორეულ დერმატიტსა და მის რისკფაქტორებზე?

- სებორეული დერმატიტი პაპულურ-სკვამოზური დაავადებაა, რომელიც უმთავრესად ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებზე ვითარდება: თავის თმიან არეზე, გულმკერდზე, სახის ცენტრალურ ნაწილში, ბეჭებზე. ხშირად იგი სოკოვან ინფექციასთან არის დაკავშირებული (მალასეზია). განასხვავებენ თავის თმიანი არის სებორეული დერმატიტის სამ ფორმას: მშრალი ქერტლით, ცხიმიანი ქერტლით და ანთებითი ტიპით მიმდინარეს. კლინიკურად დაავადება ვლინდება წვრილი მშრალი ან სქელი მოყვითალო, ცხიმიანი ქერტლით, შერეული ქერტლით, სიწითლით, სისველით. ხშირად თან ახლავს ქავილი. სებორეული დერმატიტიც ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან გვხვდება, უპირატესად - მამრობითი სქესის პაციენტებთან. რისკფაქტორებიდან მნიშვნელოვანია:

  • გენეტიკური განწყობა (არსებობს ამ დაავადების ოჯახური ანამნეზი);
  • ნეიროგენული (ხანგრძლივი სტრესი), ფსიქოგენური ფაქტორები;
  • ჰორმონული დისბალანსი, ენდოკრინული დაავადებები, ჰორმონული პრეპარატების არარაციონალური და ხანგრძლივი გამოყენება;
  • არასწორი და არაბალანსირებული კვება - ვიტამინების, მიკროელემენტების ნაკლებობა, არაჯანსაღი პროდუქტების გამოყენება და სხვა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
  • არასწორად შერჩეული თმის მოვლის საშუალებები, თმის ლაქი, მუსის ჭარბი გამოყენება, თმის ხშირი ღებვა, ფენის ხშირი გამოყენება და ა.შ.

- როგორ სვამენ სებორეული დერმატიტის დიაგნოზს?

- უმთავრესად - კანის დათვალიერებით. ზოგჯერ დიფერენციული დიაგნოსტიკისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევა, მაგალითად, სოკოვანი ინფექციის გამოვლენის მიზნით.

- როგორ მკურნალობენ?

- უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ სებორეული დერმატიტი ქრონიკული დაავადებაა და რისკფაქტორების არსებობისას იოლად იძლევა რეციდივს. აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, კვებისა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება, სტრესის, ალერგენებთან კონტაქტის თავიდან აცილება. რაციონი უნდა იყოს ბალანსირებული, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმის, კონსერვირებული, დამარილებული, მლაშე, მწარე, შებოლილი საკვების, ციტრუსების, შოკოლადის, თხილის, ქიმიური გაზიანი სასმელების და ალკოჰოლის მიღება. დასაბანი წყლის ტემპერატურა და თმის მოვლის საშუალებები სწორად უნდა შეირჩეს. იყენებენ უმთავრესად თუთიის, სალიცილის მჟავას, გოგირდის, სელენის შემცველ, ანტიმიკოზურ, კერატოლიზურ (ამქერცლავ) სამკურნალო შამპუნებს, ლოსიონებს, შრატებს. დაავადების სიმძიმის შესაბამისად ინიშნება ადგილობრივი სტეროიდული საშუალებები. შეიძლება სისტემური (დასალევი) ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) და ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) საშუალებების დანიშვნაც. გახსოვდეთ, მკურნალობის ტაქტიკის, სამკურნალო და თმის მოვლის საშუალებების არჩევა ინდივიდუალურადაა საჭირო და დერმატოლოგის კომპეტენციას წარმოადგენს. თვითმკურნალობა არ შეიძლება.