/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

კანი და მავნე ფაქტორების ზემოქმედება

კანი და მავნე ფაქტორების ზემოქმედება
კანი ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. მასზე აისახება ის ცვლილებები, რასაც

ჩვენი ორგანიზმი განიცდის გარეგანი თუ შინაგანი ფაქტორების ზემოქმედებით.

რა ცვლილებებს იწვევს კანზე გარემოს მავნე ფაქტორებისა თუ შინაგანი ძვრების ზემოქმედება და როგორ დავიცვათ იგი? ამ კითხვებზე #1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ექიმი, დერმატოლოგი თამაზ შოთაშვილიგვიპასუხებს.

- რომელი გარეგანი ფაქტორები აზიანებს კანს?

- ინდუსტრიულ ეპოქაში კანზე გარედან მოქმედებს უამრავი ფაქტორი - ქიმიური, ფიზიკური - და მის დაზიანებას იწვევს. დაზიანების ინტენსივობით მათგან აღსანიშნავია ულტრაიისფერი სხივები და საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებები.

- აქვს თუ არა კანს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის მექანიზმი?

- დღეისათვის ცნობილია ულტრაიისფერი (უი) მავნე ზემოქმედებისგან კანის დაცვის ხუთი ძირითადი ფაქტორი:

  • გაძლიერებული კერატიზაცია, რომელიც კანის რქოვანა შრის გასქელებას იწვევს;
  • გენეტიკურად განპირობებული მელანინური პიგმენტაცია, რის წყალობითაც შავგვრემანი ტიპის კანი უფრო უკეთ იტანს მზის გამოსხივებას, ვიდრე თეთრი ტიპის კანი;
  • კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში პიგმენტის შერჩევითი (სელექციური) დაგროვება, საიდანაც იგი კანსა და ეპიდერმისში ვრცელდება;
  • ეპიდერმისში ისეთი ნივთიერებების არსებობა, რაც არჩევითად აქვეითებს ჟანგბადის რეაქტიული ფორმის აქტიურობას და უჯრედის მემბრანას დაზიანებისგან იცავს;
  • კანის უჯრედების უნარი, აღიდგინონ UV-ით (ულტრაიისფერი სხივებით) დაზიანებული დნმ.

- როგორ აზიანებს უის კანს და რა დაავადებებს იწვევს?

- UV-ის ზემოქმედებით ირღვევა ეპიდერმისის უჯრედების მომწიფება, რაც კანის სიმშრალითა და აქერცვლით - ქსეროზით ვლინდება. ეპიდერმისში შესაძლოა გაჩნდეს ატიპური უჯრედები. ეს განაპირობებს მზისმიერი კერატოზის განვითარებას, რომელიც კანის კიბოსწინარე დაავადებად განიხილება.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, დაახლოებით 1 თვეა რაც დავიწყე აკნეტრენტის მიღება ყოველ დღე 10მგ - იანი. მზის დამცავის წასმის შემდეგ სახის კანზე წვის შეგრძნება მაქვს რამდენიმე წამის განმავმობაში. რამდენად ნორმალური რეაქციაა ეს ხომ ვერ მეტყვით? მადლობა.</p>

კანის ღია ნაწილებზე (სახე, ყურები, ყელი, კისერი, მხრები, მტევნები, წვივები) ჩნდება უხეში, გარქოვანებული მოყვითალო-მოყავისფრო ქერქები, რომლებიც მჭიდროდ ეკვრის ქერქქვეშა ქსოვილს, ქერქის მოშორება მტკივნეულია, რაც ამავდროულად მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ნიშანიც არის.

კანზე წარმოიქმნება მოყვითალო-მოყავისფრო ან ყავისფერი ლაქები, რომელსაც მოხუცებულთა ან მზისმიერი ლენტიგო ეწოდება. კანის პიგმენტაციის ცვლილება, გარდა აღნიშნულისა, შეიძლება გამოვლინდეს ჭორფლის სახით, რომელიც ახალგაზრდული ჭორფლისგან განსხვავდება.

ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება დამაზიანებელ გავლენას ახდენს კანის იმუნურ მექანიზმებზეც, რაც განაპირობებს კანის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკის ზრდას. კერძოდ, მელანომის, ბაზალიომის, ბრტყელუჯრედოვანი მარქოვანებელი კიბოს განვითარებას მზით დაზიანებულ კანის უბნებზე. გარდა ამისა, ულტრაიისფერი სხივები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კანის ნაადრევი დაბერებისა, რომელიც გეროდერმიის ან დერმატოჰელომის სახელით არის ცნობილი.

თანამედროვე კვლევებმა დაამტკიცა, რომ კანის ფიტოდაბერება - ეს არის ბუნებრივი დაბერების დიამეტრულად საწინააღმდეგო პროცესი. ულტრაიისფერი სხივებს აქვს დაგროვების ეფექტი, ამიტომ მზისმიერი გეროდერმიის სურათი აღენიშნებათ იმ პირებს, რომელთაც ახალგაზრდა ასაკში მიიღეს ინტენსიური უი დასხივება, თუმცა შესაძლოა შემდგომ თავს არიდებდნენ მას.

დერმატოჰელიოზი ქრონიკული ანთებითი პროცესია, რომელიც აზიანებს კანის უჯრედებს, იწვევს კოლაგენის დაშლას და განაპირობებს კანის შესაბამის გარეგან სახეს: მოყვითალოს, უხეშს, ხაოიანს, წვრილი კვანძებით, ნაოჭებით დაფარულს. ამ მდგომარეობას მზისმიერ ელასტოზს უწოდებენ. ანთებითი პროცესის შედეგად ზიანდება სისხლძარღვთა კედლებიც, რასაც მოჰყვება კანზე ტელეანგიექტაზიების (გაფართოებული სისხლძარღვების) გაჩენა, მცირე ტრავმების დროს სისხლჩაქცევები - მზისმიერი (მოხუცებულთა) პურპურა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კანი და მავნე ფაქტორების ზემოქმედება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანი და მავნე ფაქტორების ზემოქმედება

ჩვენი ორგანიზმი განიცდის გარეგანი თუ შინაგანი ფაქტორების ზემოქმედებით.

რა ცვლილებებს იწვევს კანზე გარემოს მავნე ფაქტორებისა თუ შინაგანი ძვრების ზემოქმედება და როგორ დავიცვათ იგი? ამ კითხვებზე #1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ექიმი, დერმატოლოგი თამაზ შოთაშვილი გვიპასუხებს.

- რომელი გარეგანი ფაქტორები აზიანებს კანს?

- ინდუსტრიულ ეპოქაში კანზე გარედან მოქმედებს უამრავი ფაქტორი - ქიმიური, ფიზიკური - და მის დაზიანებას იწვევს. დაზიანების ინტენსივობით მათგან აღსანიშნავია ულტრაიისფერი სხივები და საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებები.

- აქვს თუ არა კანს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის მექანიზმი?

- დღეისათვის ცნობილია ულტრაიისფერი (უი) მავნე ზემოქმედებისგან კანის დაცვის ხუთი ძირითადი ფაქტორი:

  • გაძლიერებული კერატიზაცია, რომელიც კანის რქოვანა შრის გასქელებას იწვევს;
  • გენეტიკურად განპირობებული მელანინური პიგმენტაცია, რის წყალობითაც შავგვრემანი ტიპის კანი უფრო უკეთ იტანს მზის გამოსხივებას, ვიდრე თეთრი ტიპის კანი;
  • კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში პიგმენტის შერჩევითი (სელექციური) დაგროვება, საიდანაც იგი კანსა და ეპიდერმისში ვრცელდება;
  • ეპიდერმისში ისეთი ნივთიერებების არსებობა, რაც არჩევითად აქვეითებს ჟანგბადის რეაქტიული ფორმის აქტიურობას და უჯრედის მემბრანას დაზიანებისგან იცავს;
  • კანის უჯრედების უნარი, აღიდგინონ UV-ით (ულტრაიისფერი სხივებით) დაზიანებული დნმ.

- როგორ აზიანებს უის კანს და რა დაავადებებს იწვევს?

- UV-ის ზემოქმედებით ირღვევა ეპიდერმისის უჯრედების მომწიფება, რაც კანის სიმშრალითა და აქერცვლით - ქსეროზით ვლინდება. ეპიდერმისში შესაძლოა გაჩნდეს ატიპური უჯრედები. ეს განაპირობებს მზისმიერი კერატოზის განვითარებას, რომელიც კანის კიბოსწინარე დაავადებად განიხილება.

კანის ღია ნაწილებზე (სახე, ყურები, ყელი, კისერი, მხრები, მტევნები, წვივები) ჩნდება უხეში, გარქოვანებული მოყვითალო-მოყავისფრო ქერქები, რომლებიც მჭიდროდ ეკვრის ქერქქვეშა ქსოვილს, ქერქის მოშორება მტკივნეულია, რაც ამავდროულად მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ნიშანიც არის.

კანზე წარმოიქმნება მოყვითალო-მოყავისფრო ან ყავისფერი ლაქები, რომელსაც მოხუცებულთა ან მზისმიერი ლენტიგო ეწოდება. კანის პიგმენტაციის ცვლილება, გარდა აღნიშნულისა, შეიძლება გამოვლინდეს ჭორფლის სახით, რომელიც ახალგაზრდული ჭორფლისგან განსხვავდება.

ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება დამაზიანებელ გავლენას ახდენს კანის იმუნურ მექანიზმებზეც, რაც განაპირობებს კანის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკის ზრდას. კერძოდ, მელანომის, ბაზალიომის, ბრტყელუჯრედოვანი მარქოვანებელი კიბოს განვითარებას მზით დაზიანებულ კანის უბნებზე. გარდა ამისა, ულტრაიისფერი სხივები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კანის ნაადრევი დაბერებისა, რომელიც გეროდერმიის ან დერმატოჰელომის სახელით არის ცნობილი.

თანამედროვე კვლევებმა დაამტკიცა, რომ კანის ფიტოდაბერება - ეს არის ბუნებრივი დაბერების დიამეტრულად საწინააღმდეგო პროცესი. ულტრაიისფერი სხივებს აქვს დაგროვების ეფექტი, ამიტომ მზისმიერი გეროდერმიის სურათი აღენიშნებათ იმ პირებს, რომელთაც ახალგაზრდა ასაკში მიიღეს ინტენსიური უი დასხივება, თუმცა შესაძლოა შემდგომ თავს არიდებდნენ მას.

დერმატოჰელიოზი ქრონიკული ანთებითი პროცესია, რომელიც აზიანებს კანის უჯრედებს, იწვევს კოლაგენის დაშლას და განაპირობებს კანის შესაბამის გარეგან სახეს: მოყვითალოს, უხეშს, ხაოიანს, წვრილი კვანძებით, ნაოჭებით დაფარულს. ამ მდგომარეობას მზისმიერ ელასტოზს უწოდებენ. ანთებითი პროცესის შედეგად ზიანდება სისხლძარღვთა კედლებიც, რასაც მოჰყვება კანზე ტელეანგიექტაზიების (გაფართოებული სისხლძარღვების) გაჩენა, მცირე ტრავმების დროს სისხლჩაქცევები - მზისმიერი (მოხუცებულთა) პურპურა.


- გარეგანი ზემოქმედებისგან ორგანიზმის დაცვაში უდიდეს როლს კანის ბარიერული ფუნქცია ასრულებს. მისი საიმედოობა ორგანიზმის გადარჩენის აუცილებელი პირობაა. კერძოდ, რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ბარიერული ფუნქციის დარღვევამ?

- კანმა დამცავი ფუნქცია რომ შეასრულოს, უნდა იყოს მტკიცე და მკვრივი, მისი დამცავი თვისებები უნდა იყოს სტაბილური და ოპტიმალური გარემო პირობების (მაგალითად, ტემპერატურის, ტენანობის, PH-ის) უეცარი ცვლილებების დროსაც. კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა მასში ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის შეჭრას განაპირობებს.

სოკოვანი ინფექცია ბუნებაში ძალზე გავრცელებულია. ცნობილია დაახლოებით 50 სახეობის სოკო, რომლებსაც ყოველთვის შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის და ცხოველის ინფიცირება. სოკოვანი ინფექციის კლინიკური სურათი ხასიათდება მრავალფეროვნებით და განპირობებულია სოკოს შეჭრის ადგილით. მან შეიძლება დააზიანოს როგორც კანი, ისე ლორწოვანი გარსები, თმა, ფრჩხილი. სოკოებს მათი ევოლუციური განვითარების პერიოდში გამოუმუშავდათ დერმატოტროპიზმი, ეს საშუალებას აძლევს სოკოს კანის კერატინის ცილა გამოიყენოს საკვებად, სოკოების პარაზიტირებას კანზე ხელს უწყობს ასევე ჟანგბადის დიდი რაოდენობა და სხეულის შიდა ტემპერატურაზე უფრო დაბალი (25-30 გრადუსი) ტემპერატურა.

სოკოს სხვადასხვა სახეობა გამოირჩევა კერატინის სახეობის მიმართ არჩევითი მიდრეკილებით, რის გამოც ზოგიერთი სოკო აზიანებს მხოლოდ კანს და ფრჩხილებს, ხოლო ზოგიერთი - მხოლოდ ფრჩხილებს ან თმას.

- რა ხდება კანში სოკოს შეჭრის შემდეგ?

- კანში შეჭრის შემდეგ სოკოვანი დაავადების განვითარება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: სოკოს ზრდის სისწრაფეზე და დაზიანებული ეპიდერმისის (კანის ზედა შრე) აქერცვლის ინტენსივობაზე. თუ სოკოს ზრდის ინტენსივობა ჭარბობს აქერცვლის ინტენსივობას, ვითარდება დაავადება; საპირისპიროდ ამისა, თუ ეპიდერმისის აქერცვლა აჭარბებს სოკოს ზრდის ინტენსივობას, მოსალოდნელია თვითგანკურნება.

თმის ფოლიკულში შეჭრისას სოკო იწყებს ზრდა-განვითარებას. მისი შემდგომი ევოლუცია სახეობაზეა დამოკიდებული. მისი ერთი სახეობა იჭრება თმის ღეროში და შიგნიდან იწყებს გამრავლებას, რის გამოც თმა თხილით გატენილ ტომარას ემსგავსება, მეორე სახეობა კი თავდაპირველად თმის ფოლიკულს აზიანებს, მერე კი გარს ეხვევა თმის ღერს. დაზიანებული თმა იცვლის ფერს, ფორმას, კონსისტენციას, ხდება მოთეთრო, მტვრევადი. განსაკუთრებით - კანის ზედაპირზე ამოსვლის ადგილას.

ფრჩხილის დაზიანების შემთხვევაში სოკო ფრჩხილის ფირფიტაში ძალიან ნელა მრავლდება, თანდათან აზიანებს მთელ ფირფიტას და ჩაინერგება ფრჩხილის საწოლშიც. დაზიანებული ფრჩხილი იცვლის ფერს. ხდება მოთეთრო-მოყვითალო, მოყავისფრო-ჭუჭყისფერი, აქვს უსწორმასწორო, მტვრევადი კიდეები, სცილდება ფრჩხილის საწოლს ან სქელდება და იღებს უჩვეულო ფორმას.

კანის ზედაპირზე არსებული წყალცხიმოვანი (ჰიდროლიპიდური) მანტია ხელს უშლის კანში სოკოვანი ინფექციის შეჭრას. ეს განპირობებულია, ერთ მხრივ, მისი მჟავა რეაქციით, რაც სოკოებისა და ბაქტერიების გარავლებისთვის არახელსაყრელია. სამაგიეროდ, კანის ნაკეცებში, სადაც ნეიტრალური ან სუსტი ტუტე რეაქციაა, იქმნება ხელსაყრელი პირობები მათი გამრავლებისთვის (კანის მანტიაში არსებული ე.წ. ფიზიოლოგიური ხვრელები). ამიტომაც არის, რომ სოკოვანი ინფექციით ყველაზე ხშირად ზიანდება საზარდულის ნაკეცები, ტერფის თითებს შორის სივრცე, მკერდქვეშა ნაკეცები (განსაკუთრებით - ქალებში).

არანაკლებ საყურადღებოა სოკოების უნარი, გამოიწვიონ ადამიანის ორგანიზმის სპეციფიკური სენსიბილიზაცია (მგრძნობელობის გაზრდა), რაც ალერგიული რეაქციებით ვლინდება. ამ რეაქციებმა შესაძლოა შეცვალოს დაავადების მიმდინარეობა და ხანგრძლივობა, გამოიწვიოს გამონაყარი. ასეთი გამონაყარის თვისებაა სოკოვანი გამომწვევის არსებობა მეორეულ ელემენტებში.

- დღეს არცთუ იშვიათია კანის პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც მისი სიმშრალით ვლინდება. რა არის ამის მიზეზი და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან?

- ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის დროს ირღვევა ჰიდროლიპიდური ბალანსი და რქოვანა შრის მთლიანობა, რაც კანის სიმშრალეს - ქსეროზს - და სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებს იწვევს.

ქსეროზის კლინიკური ნიშანია კანზე დიდი რაოდენობის მორუხო-მოთეთრო ქერცლის გაჩენა, რასც თან სდევს კანის გაწითლება და გაუხეშება. ამ ფონზე შეინიშნება ზედაპირული, ზოგჯერ ღრმა ნახეთქები. კანი უხეშდება, ხდება უსიცოცხლო, ხაოიანი, ადამიანს აწუხებს მოჭიმვის, ჩხვლეტის, ქავილის და ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება.

ქსეროდერმიას თან ახლავს კანის მომატებული მგრძნობელობა და გაღიზიანება გარეგანი ფაქტორებისადმი ანთებითი რეაქციების განვითარების მიდრეკილებით. რქოვანა შრის დაზიანებისას იზრდება მისი გამავლობა და კანში აქტიურად იწყებენ შეჭრას მიკროორგანიზმები, ტოქსინები, ალერგენები (ამ დროს წყალი აქტიურად გამოდის ეპიდერმისიდან), რაც კანისთვის დიდი სტრესია. მცირე დაზიანების დროს ეპიდერმისში გამომუშავდება ერთგვარი ნივთიერებები - ციტოკინები, რომლებიც არეგულირებს რქოვანა შრის აღდგენას. დიდი ფართობის მომცველი ან ხშირი დაზიანების დროს კი ციტოკინები ანთებით მექანიზმებს ააქტიურებს.

ქსეროდერმია შეიძლება თან ახლდეს ენდოკრინოპათიებს (ჰიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი), ჰიპოვიტამინოზს, ონკოლოგიურ და ჰემატოლოგიურ დაავადებებს, ჰეპატიტებს და თირკმელების ქრონიკულ უკმარისობას.

გარეგანი ფაქტორებიდან, რომლებიც კანის სიმშრალეს იწვევს, ყველაზე მეტად არის გავრცელებული კანის არასწორი მოვლა (ხშირი ბანა შხაპგელით, საპნით, წმენდა სპირტიანი ლოსიონით, ნიღბებისა და დეკორატიული კოსმეტიკის ხშირი ხმარება); არახელსაყრელი მეტეოროლოგიური ფაქტორები (დაბალი ტემპერატურა, ქარი, მშრალი ჰაერი, მზის ხანგრძლივი ზემოქმედება), ჭურჭლისა და სარეცხი საშუალებების ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება.

ქსეროზი ვითარდება კანის ზოგიერთი დაავადების მკურნალობის დროსაც, კერძოდ, სისტემური და ადგილობრივი რეტინოიდების, ფიტოსაშუალებების, გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში.

- რას გვირჩევთ, როგორ მოვუაროთ კანს, როგორ დავიცვათ იგი დაზიანებისგან?

- უპირველეს ყოვლისა, მოარიდეთ კანი ზემოთ ჩამოთვლილი აგრესიული ფაქტორების - საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების, აგრესიული დასაბანი საშუალებების, უხარისხო კოსმეტიკური საშუალებების, ულტრაიისფერი სხივების, ასევე - თამბაქოს კვამლის ზემოქმედებას. კანზე გაჩენილი ყოველგვარი გამონაყარი მოითხოვს ყურადღებას. აუცილებელია დერმატოლოგთან მისვლა. ზოგიერთი გამონაყარი შესაძლოა სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს, დროული დიაგნოსტიკა კი განკურნების გარანტიაა.

ერიდეთ თვითმკურნალობას, მკურნალობას ნაცნობ-მეგობრების რჩევით - არასწორი მკურნალობა შლის დაავადების კლინიკას, რაც საბოლოოდ მის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ართულებს.