/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

იქთიოზის ფორმები და სიმპტომები

იქთიოზის ფორმები და სიმპტომები
იქთიოზი სხვადასხვა გენური მუტაციით განპირობებული დაავადებაა, რომლის ბიოქიმიური გამოვლინება ჯერ კიდევ გაუშიფრავია.

იქტიოზით დაავადებულ ბავშვებს აღენიშნებათ ცილოვანი, კერძოდ, ამინომჟავური ცვლის დარღვევა, რომელიც ვლინდება სისხლსა და შარდში რიგი ამინომჟავების (თიროზინი, ფენილალანინი, ტრიფტოფანი და სხვა) სიჭარბით.

იქტიოზის ფორმები და სიმპტომები

კლინიკურ-გენეტიკური მახასიათებლების საფუძველზე გამოყოფენ იქტიოზის შემდეგ ძირითად ფორმებს: ჩვეულებრივი (ვულგარული), X-შეჭიდული რეცესიული, თანდაყოლილი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჩვეულებრივი (ვულგარული) იქტიოზი - დაავადების მეტად გავრცელებული ფორმაა, რომელიც მემკვიდრეობით, აუტოსომურ-დომინანტური ტიპით გადაეცემა. ვლინდება 3 თვის ასაკში ან მოგვიანებით (2-3 წელი). კანი ტანზე, კიდურებზე ხდება მშრალი, ხორკლიანი, მრავლობითი უფერული ან მონაცრისფრო-შავი ქერცლით, თმის ფოლიკულების შესართავში გამოხატულია რქოვანა საცობები (ფოლიკულური კერატოზი). სახის კანზე აქერცვლა სუსტადაა გამოხატული, კანის ნაოჭები (იდაყვის მოსახრელების მიდამო, იღლიისქვეშა ფოსო, მუხლქვეშა ღრმული, სასქესო ორგანოები) არ ზიანდება.

Х-შეჭიდული რეცესიული იქტიოზით ავადობენ მხოლოდ მამრობითი სქესის პირები. კლინიკური სურათი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე კვირაში ვითარდება. დამახასიათებელია რქოვანას აშრევება მსხვილი ყავისფერი-შავი ქერცლებით. კანს გველის ან ნიანგის ტყავის შესახედაობა აქვს. აღინიშნება თვალის დაზიანება იუვენილური კატარაქტის სახით, შესაძლებელია გონებრივი ჩამორჩენა, ეპილეფსია, ჰიპოგონადიზმი, ჩონჩხის ანომალია.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

თანდაყოლილი იქტიოზი ვითარდება ჩანასახოვან მდგომარეობაში და ვლინდება ახალშობილებთან. გამოყოფენ ნაყოფის იქტიოზს და თანდაყოლილ იქტიოზიფორმულ ერითროდერმიას.

თანდაყოლილი იქტიოზისთვის, განსაკუთრებით - ადრეულ სტადიებზე, დამახასიათებელია კანის უნივერსალური ერითემა - ერითროდერმია. გამოყოფენ ლამელარულ იქტიოზს და ეპიდერმულ იქტიოზს.

სახის კანი წითელია, დაჭიმული და ხორკლიანი. თავის თმიანი ნაწილი დაფარულია უხვი ქერცლით, ყურის ნიჟარები დეფორმირებულია. თმა და ფრჩხილები ჩვეულებრივზე სწრაფად იზრდება, ფრჩხილის ფირფიტები სქელდება, ვითარდება ფრჩხილქვეშა კერატოზი, ხელისა და ფეხისგულების კერატოზი, შესაძლებელია ტოტალური ალოპეცია

კომენტარები (1)
mirana.maisuradze23@yahoo.com
მოგესალმებით ,ორსულობას თუ უშლის ხელს პსორიაზიი და ორსულობის პერიოდში თუ არის რეკომენდირებული დერმოვეიტის მაზის გამოყენება რომელიც როგორც ვიცი ჰორმონებზეა დამზადებუი.
თარიღი : 27-06-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კიდევ ერთხელ ეგზემისა და ფსორიაზის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიდევ ერთხელ ეგზემისა და ფსორიაზის შესახებ

რატრადიციული, ალტერნატიული მეთოდები კლასიკურზე არანაკლებ პოპულარულია, არც სახალხო მკურნალთა თამამი განცხადებები: ”ვმკურნალობ ფსორიაზს”, ”გაგათავისუფლებთ ეგზემისგან” - გახლავთ იშვიათი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: დაავადებულთა რიცხვი დიდია.

ყოველ მათგანს მკურნალობის საკუთარი გზა აქვს არჩეული: ზოგი კლასიკური მედიცინის მიღწევებს სჯერდება, ზოგი კი ხალხურ მეთოდებს ამჯობინებს. სამწუხარო ის არის, რომ ეგზემაც და ფსორიაზიც დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სწორედ ამ დაავადებებზე სასაუბროდ ვეწვიეთ თბილისის კანისა და ვენერულ სნეულებათა დისპანსერს და კომე-ნტარი ექიმ დერმატოლოგს, ქალბატონ ჟანა სოსელიას ვთხოვეთ:

  • როგორც პრაქტიკოსი ექიმი, რას მიიჩნევდით აღნიშვნის ღირსად, რა ცვლილებები შეინიშნება დღეს ეგზემისა და ფსორიაზის გამოვლინებებში?

- დღეისთვის მეტისმეტად არის გამწვავებული ეგზემის კლინიკა. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, mkurnali.geუარყოფითად მოქმედ შინაგან თუ გარეგან ფაქტორთა მომრავლებაა. ვგულისხმობ გარემოს დაბინძურებას, რადიაციულ გამოსხივებას, შხამქიმიკატების ინტენსიურ გამოყენებას, საზოგადოდ, ეკოლოგიურ პრობლემებს და აქედან გამომდინარე, მავნე კვებით ფაქტორს. შინაგანი ფაქტორებიდან გამოვყოფდი ნერვული სისტემის მდგომარეობას, ანტიბიოტიკების არარაციონალურ და ინტენსიურ გამოყენებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, შინაგანი ორგანოების დაავადებებს, რომლებსაც დროულად არ აქცევენ ყურადღებას და სათანადოდ არ მკურნალობენ.

მოგეხსენებათ, ფსორიაზისგან განსხვავებით, ეგზემაში უფრო მეტად ალერგიული კომპონენტი დომინირებს. ის უფრო ხშირად იმ პაციენტებს შორის ვლინდება, რომლებსაც ესა თუ ის ქრონიკული ინფექცია აქვთ. ალბათ, ყოველივე ეს უნდა მივიჩნიოთ იმის მიზეზად, რომ ეგზემა დღეს განსაკუთრებული სიმწვავით ვლინდება.

  • ფსორიაზზე რას გვეტყოდით, მანაც იცვალა სახე?

- მრავალი სხვა დაავადების მსგავსად, ფსორიაზიც გაახალგაზრდავდა. საგრძნობლად გახშირდა ეს სნეულება ბავშვთა ასაკში. ორი-სამი წლის პატარებს აქვთ ფორმები, რომლებიც გენეტიკურად არ არის დეტერმინირებული ანუ მემკვიდრეობითი ფაქტორი გამორიცხულია - მათ მშობლებს, ბებია-ბაბუას, წინა თაობას დაავადება არ აღენიშნება. ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშოა.

  • რით ახსნით ასეთ გაახალგაზრდავებას?

- ალბათ მაინც ნერვული და კვებითი ფაქტორებით. ბავშვები დღეს ხშირად იბადებიან სხვადასხვა ტრავმით. არასრულფასოვანი და არარაციონალური კვება, ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების მიღება პატარაობიდანვე არყევს ადამიანის იმუნურ სისტემას.

საყურადღებოა ისიც, რომ ფსორიაზის კლასიკურ ფორმასთან ერთად (რომელიც მუდამ აქტუალური იყო და დღესაც ასეთია) გახშირდა ართროპათიული ფორმა. წინათ გაცილებით ხშირად გვხვდებოდა ერითროდერმული ფორმა დამახასიათებელი ჰიპერემიით - შეწითლებითა და კანის სათანადო გამოვლინებით. დღეს ერითროდერმული ფორმები შედარებით გაიშვიათდა. სამაგიეროდ, გახშირდა ართროპათიული - სახსრების პათოლოგიით მიმდინარე ფორმები, რომლებშიც სულ უფრო მძაფრად ერთვება აუტოიმუნური მექანიზმი. შესაძლოა, წინათ ეს, უბრალოდ, არ დიაგნოსტირდებოდა, პაციენტთა უმრავლესობა რევმატული ან სხვა გენეზის ართრიტისა თუ ართროზის დიაგნოზით მკურნალობდა...

დღეს ფსორიაზისა და ეგზემის დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც კომპლექსური და მასშტაბურია. რაც შეეხება ფრჩხილის ფორმებს, ისინი ყოველთვის ფართოდ იყო გავრცელებული და ასეა დღესაც, იმ განსხვავებით, რომ ხშირად ერთვის სოკოვანი დაავადება. საჭიროა დიფერენცირება. ხშირად გვხვდება იღლიის, საზარდულის, მკერდისა და თითებს შუა ნაკეცების ფსორიაზი. კლინიკური სურათი ერთი შეხედვით სოკოვანი პათოლოგიისაა, სინამდვილეში კი საქმე ფსორიაზთან გვაქვს. ყველა შემთხვევაში აუცილე-ბელია პაციენტის გულისყურით გამოკვლევა და სიმპტომების საფუძვლიანი შესწავლა. დიდი მნიშვნე-ლობა ენიჭება ანამნეზს და დინამიკაში დაკვირვებას.

  • იქნებ აქვე განგვიმარტოთ ამ დაავადებების არსი. საინტერესოა, არის თუ არა სიახლე მათ ეტიოპათოგენეზში, რას გვიჩვენებს ბოლოდროინდელი კვლევები და დაკვირვებები. ფსორიაზითა და ეგზემით დაავადებულები, როგორც წესი, დერმატოლოგებთან მკურნალობენ, თუმცა ცნობილია, რომ არც ერთი და არც მეორე ცალკე აღებული კანის პათოლოგია არ არის, სხვაგვარ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს. მრავალი მეცნიერი ორივე დაავადებას ნერვული ტროფიკის დარღვევითა და ზოგადად ნერვული სისტემის პათოლოგიური მდგომარეობით ხსნის.

- რა თქმა უნდა, არც ეგზემა და, მით უფრო, არც ფსორიაზი კონკრეტულად კანის დაავადებას არ წარმოადგენს. ისინი მთელი ორგანიზმის დაავადებებია. უბრალოდ, კანთან დაკავშირებული პრობლემები (კანის ფორმა) ორივე შემთხვევაში წინა პლანზე წამოიწევს - კანი ხომ ჩვენი ჯანმრთელობის სარკეა, რომელშიც ყველაზე უკეთ აისახება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ძვრები. კანის ყოველი პრობლემა განგაშის ზარია, რომლითაც ორგანიზმი შველას ითხოვს. პაციენტებიც, როგორც წესი, კანთან დაკავშირებულ პრობლემებს მეტ ყურადღებას უთმობენ, შინაგან ორგანოთა პათოლოგიური მდგომარეობა კი ნაკლებად აღელვებთ, ყურადღებას არ აქცევენ სხვადასხვა სიმპტომს და დაავადებაც უფრო და უფრო მეტად ღრმავდება.

არსებობს ფსორიაზის განვითარების რამდენიმე თეორია: ნერვული, იმუნური, ენდოკრინული, მემკვიდრეობითი... თითოეულ კომპონენტს თავისი წვლილი შეაქვს ამ დაავადების პათოგენეზში, თუმცა იმუნური, უფრო ზუსტად, აუტოიმუნური მექანიზმები ყველაზე დიდ როლს ასრულებს. სწორედ ამით აიხსნება ართროპათიული ფორმების ასეთი გახშირება და ფსორიაზის გაახალგაზრდავება.

  • რა სიახლეებია დღეს ამ დაავადებათა მკურნალობაში?

- არსებითი სიახლეები პრინციპში არც აღინიშნება და არც მკურნალობის სტანდარტული კურსის აღწერა იქნება მართებული. ყოველ პაციენტს ხომ, მდგომარეობის კვალობაზე, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ის, რაც ერთისთვის ეფექტურია, მეორისთვის შესაძლოა არცთუ შედეგიანი აღმოჩნდეს.

ეგზემის დროს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ალერგიული კომპონენტი დომინირებს, ამიტომაც ვცდი-ლობთ, ალერგიულ კომპონენტს მივაგნოთ და გამოვრიცხოთ, თუმცა ეს არც ისე ადვილია. კვებითი ფაქტორით, ისევე როგორც ნერვული სტრესფაქტორებით ფსორიაზის გამწვავებაც ხშირია, თუმცა პაციენტები ამას იშვიათად აქცევენ ყურადღებას. ადგილობრივ საშუალებებთან (მალამოებთან) ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობის მოწესრი-გებას, იმუნიტეტის ამაღლებას. კვებისა და ძილის რეჟიმის, საზოგადოდ, ბიოლოგიური რიტმის მოწესრიგებას.

ამრიგად, ეგზემა და ფსორიაზი მხოლოდ დერმატოლოგიური პრობლემა არ არის. ყველა პაციენტს კომპლექსური გამოკვლევა და კანის პათოლოგიის პარალელურად შინაგანი ორგანოების დაავადებათა მკურნალობა, დარღვეულ ფუნქციათა აღდგენა სჭირდება.

  • რა უნდა ახსოვდეთ ეგზემითა და ფსორიაზით დაავადებულებს?

-ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, იმ პირობების ზედმიწევნით შესრულება, რომლებსაც ექიმი წამოაყენებს. მაგალითად, ეგზემითა და ფსორიაზით დაავადებულებს ეკრძალებათ ცხარე, ცხიმიანი, შემწვარ-მოხრაკული, შებოლილი და დაკონსერვებული პროდუქტები, გაზიანი სამელები (კოკა-კოლა, ფანტა და სხვა), თამბაქო, ქიმიური კომპონენტებით გაჯერებული, ტუტეებით მდიდარი სარეცხი საშუალებების (ფხვნილები, ჟელეები, სარეცხის საპონი) გამოყენება. მათ ნაცვლად საბავშვო ან კუპრის საპონი უნდა გამოიყენონ.

მკურნალობის კურსში ყოველთვის ვრთავთ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, ვიტამინებს, სედაციურ საშუალებებს, იმუნოსტიმულატორებს, თუმცა დაავადების გამწვავებისას, როდესაც აუტოიმუნური მექანიზმები განსაკუთრებულად არის მოჭარბებული, იმუნური მექანიზმების დათრგუნვისა და სიმპტომთა შესუსტების მიზნით შესაძლოა იმუნოდეპრესანტების გამოყენება გახდეს საჭირო.

ვცდილობთ, მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხევაში ჩავრთოთ ჰორმონოთერაპია. ფსორიაზის დროს მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად ინიშნება ფიზიოთერაპია (ულტრაიისფერი დასხივება). საზოგადოდ, ზამთრის ფორმების დროს მზის აბაზანების რეგულარული მიღებაა რეკომენდებული. პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად, წარმატებით გამოიყენება პლაზმოფერეზიც. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მკურნალობის საყოველთაოდ გამოსადეგი სქემა არ არსებობს, თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა და მისთვის შესატყვისი კურსის შერჩევა სჭირდება.