/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

რა არის ალცჰაიმერის დაავადება - სიმპტომები და ტიპები

რა არის ალცჰაიმერის დაავადება - სიმპტომები და ტიპები
მეცნიერები ისევ ცდილობენ, დაადგინონ, ტვინის რა სახის ცვლილებები მონაწილეობენ ალცჰაიმერის დაავადების დაწყებასა და პროგრესირებაში.

როგორც ჩანს, ტვინის დაზიანება მეხსიერებისა და სხვა პრობლემების გამოვლენამდე ათწლეულით ადრე იწყება. ალცჰაიმერის დაავადების ამ პრეკლინიკურ სტადიაზე ადამიანები სიმპტომების გარეშე არიან, მაგრამ ამ დროს ტვინში ტოქსიკური ცვლილებები ხდება.

ალცჰაიმერის ადრეული ნიშნები იწყება 30-დან 60-მდე წლების შუა პერიოდში.

ალცჰაიმერის პირველი სიმპტომები სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულია. როგორც წესი, ალცჰაიმერის დაავადებას თან ახლავს მეხსიერების პრობლემები. შემეცნების ასპექტისა და მსჯელობის ან განსჯის უნარის დაქვეითება შეიძლება მიუთითებდეს ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ სტადიაზე. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ადამიანები უფრო მეტად უჩივიან მეხსიერების დაკარგვას და სხვა კოგნიტურ სირთულეებს.

ალცჰაიმერის დაავადება პროგრესირებს რამდენიმე ეტაპად: პრეკლინიკური, საშუალო სირთულის და მძიმე (ზოგჯერ გვიან სტადიას უწოდებენ).

მსუბუქი ალცჰაიმერის დაავადების ნიშნები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მაწუხებს თავის ტკივილი,რომელიც გრძელდება მაქსიმუმ 5-6 წამი, ძირითადად მარცხენა მხარეს(კეფის და სხვა ნაწილის გამოკლებით). ხანდახან კვირაში რამოდენიმეჯერ,ხანდახან რამოდენიმე თვეში ერთხელ. არაა ეს ყოველდღიური სახის და არ ახლავს არც ღებინების შეგრძნება ან რამე სხვა სიმპტომი. უბრალოდ მეხის გავარდნასავითაა. რისი ბრალი შეიძლება იყოს?</p>

მსუბუქი ალცჰეიმერის დაავადების დროს ადამიანი შეიძლება ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, მაგრამ უფრო და უფრო უჭირს მის გარშემო არსებული სამყაროს აღქმა.

სიმპტომები შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს:

  • მეხსიერების დაკარგვა:
  • ცუდი განსჯის უნარი
  • სპონტანურობის დაკარგვა
  • უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდება ჩვეულებრივი ყოველდღიური დავალებების შესრულებას
  • კითხვების გამეორება
  • უჭირს ფულის თვლა და გადასახადების გადახდა
  • ორიენტაციის ხშირი დაკარგვა/არევა
  • ნივთების დაკარგვა ან შეუსაბამო ადგილებში მათი განთავსება
  • განწყობისა და პიროვნების ხასიათის ცვლილება
  • გაზრდილი შფოთვა ან/და აგრესია

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ ვითარდება ქალებში უფრო ხშირად ალცჰაიმერის დაავადება
"ფასთ-ფუდით" ხშირი კვება დემენციის და ალცჰაიმერის რისკს ზრდის

საშუალო სირთულის ალცჰაიმერის დაავადების ნიშნები

მატულობს მეხსიერების დაკარგვა და დაბნეულობა

ახლის სწავლის უუნარობა

საუბრის სირთულე და კითხვის, წერის და ციფრებთან მუშაობის პრობლემები

უჭირს აზრების ორგანიზება და ლოგიკური აზროვნება

უჭირს სირთულეებთან გამკლავება

უჭირს მრავალსაფეხურიანი ამოცანების შესრულება, როგორიცაა მაგალითად ჩაცმა

ჩნდება ოჯახისა და მეგობრების ცნობის პრობლემები

ჰალუცინაციები, ბოდვები და პარანოია

იმპულსური ქცევა შეუფერებელ დროსა და ადგილას

მოუსვენრობა, აჟიოტაჟი, შფოთვა, ტირილი, ხეტიალი - განსაკუთრებით გვიან შუადღისას ან საღამოს

კრუნჩხვები

მძიმე ალცჰაიმერის დაავადების ნიშნები

მძიმე ალცჰეიმერის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ კომუნიკაცია და სრულიად დამოკიდებულნი არიან სხვებზე. ადამიანი შეიძლება მთელი დროის განმავლობაში იყოს საწოლში. ხშირი სიმპტომებია:

კომუნიკაციის უუნარობა

წონის დაკლება

კრუნჩხვები

კანის ინფექციები

ყლაპვის გაძნელება

კვნესა, წუწუნი ან ღრიალი

გახანგრძლივებული ძილი

შარდის ბუშტის კონტროლის დაკარგვა

ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანების სიკვდილის საერთო მიზეზი არის ასპირაციული პნევმონია. ამ ტიპის პნევმონია ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანს არ შეუძლია სწორად ყლაპვა და ჰაერის ნაცვლად ფილტვებში საკვები ან სითხე შეაქვს.

ამჟამად ალცჰეიმერის სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ისეთი მედიკამენტები, რომლებიც სიმპტომებს ამსუბუქებს.

ავტორი: ია რომანაძე

კომენტარები (1)
Tatia
Da toca adamisnze agresias ichens .mis sicocxles etamasheba .tua sashveli an ra medikamentia rom es agresia daacxros.
თარიღი : 29-06-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა არის ალცჰაიმერის დაავადება - სიმპტომები და ტიპები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები