რატომ ვითარდება ქალებში უფრო ხშირად ალცჰაიმერის დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვითარდება ქალებში უფრო ხშირად ალცჰაიმერის დაავადება

თუმცა ამ ფენომენის ბილოგიური მიზეზები ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამის მიზეზი არის მენოპაუზის შემდეგ, ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები. ამ პერიოდში სისხლში იზრდება ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის კონცენტრაცია. აღნიშნული ჰორმონი პირდაპირ ზემოქმედებს თავის ტვინის ქერქის ნეირონებზე და ჰიპოკამპის ერთერთ საკვანძო რეგიონზე. ეს თავის მხრივ იწვევს ნეიორნებში სასიგნალო გზის C/EBPβ/AEP აქტივაციას (მოლეკულური კავშირის ჯაჭვი, რომლის საშუალებითაც ინფორმაცია უჯრედის შიგნით გადაეცემა). მკლვევარებმა გამოიარკვიეს, რომ C/EBPβ/AEP სასიგნოლო გზის აქტივაცია ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორია ნეიროდეგენრაციული დაავადებების განვითარებისა, რადგანაც მისი საშუალებით სტიმულირდება ტვინის ქსოვილში ცილა ბეტა-ამილოიდის ჩანარტების და ტაუ-ცილის წარმოქმნა.

ამგვარად, სწორედ ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დონის ზრდა არის მიზეზი მენოპაუზის დროს, ქალის ორგანიზმში ალცჰაიმერის დაავადების განვითარების. ეს დასტურდება თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებითაც. ფოლიკულომასტიმუირებელი ჰორმონის ან მისი რეცეპტორების ბლოკირება ჰიპოკამპის ნეირონების ზედაპირზე იწვევს დაავადების სიმპტომების შერბილებასა და ცხოველების კოგნიტიური ფუნქციების აღდგენას.

მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ გარდა ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონისა, სასიგნალო გზა

C/EBPβ/AEP შეიძლება გააქტიუროს სხვა ფაქტორებმაც, რომლებიც არა მარტო ასაკობრივი დაავადებების, არამედ დაბერების განმაპირობებელს წარმოადგენს.