/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

მეხსიერების დარღვევა

მეხსიერების დარღვევა
მეხსიერება ტვინის ძირითადი, ქცევის წარმმართველი ფუნქციაა. მუდმივად ცვლად გარემოში, ანუ სხვადასხვაგვარ სიტუაციაში, ადეკვატური ქცევის განხორციელება

მეხსიერების განსხვავებული ფორმების მონაწილეობით მიმდინარეობს. მიღებული გამოცდილების საფუძველზე ადამიანმა ზოგ შემთხვევაში შეიძლება სწრაფად, გაუაზრებლად მოახდინოს რეაგირება გამღიზიანებელზე, ზოგ შემთხვევაში კი გააანალიზოს, გაიაზროს ადრე აღქმული, მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს საპასუხო ქცევა.

ნათელია, რომ მეხსიერების სხვადასხვა ფორმის რეალიზაციაში სხვადასხვა ნერვული სტრუქტურა და მექანიზმი მონაწილეობს. ამის კვალობაზე, მეხსიერების ფენომენი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მეტად რთული შესასწავლი და გასაანალიზებელია. არც ისე ცოტა ადამიანი უჩივის მეხსიერების დაქვეითებას, ზოგადად, ცუდ მეხსიერებას. ზოგ შემთხვევაში ეს მძიმე დაავადების (ალცჰაიმერის დაავადების, დისცირკულატორული ენცეფალოპათიის ანუ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობის) სიმპტომია, ზოგ შემთხვევაში კი - მხოლოდ გადაღლა-გადაძაბვის შედეგი.

  • მეხსიერების დაქვეითების მიზეზები

მეხსიერების დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს:

  1. ასთენიური სინდრომი (ზოგადი სისუსტე, გამოწვეული გადაღლა-გადაძაბვით და ამა თუ იმ გადატანილი დაავადებით);
  2. მუდმივი სტრესი (სტრესული სიტუაციები);
  3. ვერტებრულ-ბაზილარული უკმარისობა (სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავბრუხვევის შეტევები, კოორდინაციის დარღვევა, გულმავიწყობა და სხვა სიმპტომები).

  • ასთენიური სინდრომი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი გამუდმებით შეიგრძნობს ფიზიკურ და გონებრივ სისუსტეს. ამ მდგომარეობის მიზეზად შეიძლება იქცეს ინფექცია (გრიპი, პარაგრიპი და ა.შ.), მწვავე ან ქრონიკული ინტოქსიკაცია (მოწამვლა), ქალა-ტვინის ტრავმა, ენდოკრინული დაავადება (ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია) და სხვა. ასთენიური სინდრომის დროს აღინიშნება ყურადღების შესუსტება, დეპრესია, მადისა და ძილის დარღვევა. სერიოზული ცვლილებები ვლინდება მეხსიერების ფუნქციის თვალსაზრისითაც - ადამიანი ძნელად ითვისებს ახალ ინფორმაციას. თუ პაციენტი დროულად მიაკითხავს ექიმ-სპეციალისტს, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

ასთენიური მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ იყენებენ:

  1. ნეირომეტაბოლურ და ნეიროცირკულატორულ (ნოოტროპულ) საშუალებებს, რომლებიც აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ნერვულ უჯრედებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესს, იცავს ნეირონებს ჟანგბადოვანი შიმშილისგან ტვინის სისხლით მომარაგების დარღვევისას და ა. შ.;
  2. პოლივიტამინებს (ოპტიმალურად - მიკროელემენტებთან კომბინაციაში);
  3. პრეპარატებს, რომლებიც ამაღლებს ცენტრალური ნერვული სისტემის ტონუსს, ჟენ-შენის, ჩინური ლიმონურას, ელეუტეროკოკის ნაყენს და სხვა;
  4. წყლის პროცედურებს, მასაჟს, სამკურნალო ვარჯიშებს, ფიტოთერაპიას, ფსიქოთერაპიას და სხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებს.

  • ვერტებრულ-ბაზილარული უკმარისობა

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

ადამიანის ორგანიზმში არის ხერხემლის (ვერტებრული) ორი არტერია, რომლებიც ლავიწქვეშა არტერიიდან გამოსვლისთანავე მიემართება გარეთა საძილე არტერიის უკან და მის პარალელურად, გვერდიდან უახლოვდება ხერხემალს, გადის კისრის VI-II მალების განივ ხვრელებში, კეფის დიდი ხვრელის საშუალებით იჭრება ქალას ღრუში, იქვე უკავშირდება მოპირდაპირე თანამოსახელე არტერიას და ქმნის ძირითად არტერიას, რომელიც თავის ტვინის ერთ-ერთი მთავარი მკვებავი წყაროა.

თუ აღნიშნული არტერიები ამა თუ იმ მიზეზით შევიწროვდა, სისხლის მიმოქცევის პროცესი ირღვევა და თავის ტვინის მუშაობაში ცვლილებები (აღქმის, მხედველობითი და სხვა სახის ინფორმაციის გადამუშავების, მეხსიერების, ყურადღების, წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევა) იჩენს თავს.

ასევე დაგაინტერესებთ
დიეტა, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს მდგომარეობა ალცჰეიმერის დაავადების დროს
მეხსიერების ვარჯიში ნებისმიერ ასაკში: რომელია საუკეთესო ვარჯიშები

ამ დროს ადამიანი უჩივის:

  1. შეტევითი ხასიათის თავბრუხვევას (ხშირად გულისრევითა და ღებინებით);
  2. არამდგრადობას სიარულისა და დგომისას;
  3. მხედველობის დაბინდვას და თვალებში ციმციმს;
  4. მიმდინარე მოვლენების, ახალი ინფორმაციის დამახსოვრების შეუძლებლობას;
  5. გულმავიწყობას (არ ახსოვს, სად დადო საჭირო ნივთი, ავიწყდება სახელები, ტელეფონის ნომრები და ა. შ.).

ვერტებრულ-ბაზილარული უკმარისობის დროს პაციენტებს ინდივიდუალურად შერჩეული სქემით უნიშნავენ ნოოტროპულ და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ პრეპარატებს. გარდა ამისა, უტარებენ მეხსიერების წრთობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ვარჯიშებს. აუცილე-ბლად გაესინჯეთ სპეციალისტს, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას, გაარკვევს, რისი ბრალია მეხსიერების დარღვევა და სათანადო, რაციონალურ მკურნალობას დაგინიშნავთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მეხსიერების დარღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები