/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

უზმოზე დარღვეული გლიკემია და გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა: რა უნდა ვიცოდეთ?

უზმოზე დარღვეული გლიკემია და გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა: რა უნდა ვიცოდეთ?
უზმოზე დარღვეული გლიკემია და გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა არის მდგომარეობები,

რომლებიც მიუთითებს სისხლში შაქრის დონის რეგულირების პრობლემებზე. ეს შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის მაჩვენებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დროული გამოვლენა და მკურნალობა.

უზმოზე დარღვეული გლიკემია:

ეს მდგომარეობა ხასიათდება სისხლში გლუკოზის მომატებული დონით უზმოზე, მაგრამ არა იმდენად მაღალით, რომ დიაბეტის დიაგნოზი დაისვას. უზმოზე გლუკოზის ნორმალური დონე 100 მგ/დლ-ზე ნაკლებია. უზმოზე დარღვეული გლიკემია დიაგნოზირდება, როდესაც გლუკოზის დონე 100-დან 125 მგ/დლ-მდეა.

გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა:

ეს მდგომარეობა ხასიათდება სისხლში გლუკოზის მომატებული დონით ჭამის შემდეგ, მაგრამ არა იმდენად მაღალით, რომ დიაბეტის დიაგნოზი დაისვას. გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტის დროს, ადამიანი სვამს გლუკოზის ხსნარს და 2 საათის შემდეგ იზომება სისხლში გლუკოზის დონე. ნორმალური შედეგია 140 მგ/დლ-ზე ნაკლები. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა დიაგნოზირდება, როდესაც გლუკოზის დონე 140-დან 199 მგ/დლ-მდეა.

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, ვისაც ეს პრობლემები აქვს?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუ თქვენ გაქვთ უზმოზე დარღვეული გლიკემია ან გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს. ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შეიმუშავებს მკურნალობის გეგმას.

მკურნალობა და დიეტა:

ხშირ შემთხვევაში, ამ მდგომარეობების კონტროლი შესაძლებელია ცხოვრების წესის ცვლილებებით:

  • ჯანსაღი კვება: შეზღუდეთ შაქრის, გაჯერებული ცხიმებისა და დამუშავებული საკვების მიღება. გაზარდეთ ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის და უცხიმო ცილების მოხმარება.
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა: კვირაში მინიმუმ 150 წუთი ზომიერი ინტენსივობის ვარჯიში დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის კონტროლში.
  • წონის დაკლება: თუ ჭარბი წონა გაქვთ, წონის 5-7%-ით დაკლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას.
  • მედიკამენტური მკურნალობა: ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მედიკამენტები სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად.

რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მდგომარეობების კონტროლი?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

უზმოზე დარღვეული გლიკემია და გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა ზრდის შაქრიანი დიაბეტის, გულის დაავადებების და ინსულტის რისკს. ცხოვრების წესის ცვლილებებით და ექიმის რეკომენდაციების შესრულებით, თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ეს რისკები და გააუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობა.

დამატებითი რჩევები:

  • რეგულარულად გაიზომეთ სისხლში შაქრის დონე.
  • მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები რეგულარულად.
  • მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან შეშფოთება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა გადამწყვეტია ამ მდგომარეობების მართვისთვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

.

  • "შვიდი წელია, გათხოვილი ვარ, მაგრამ ხშირად ვიხსენებ ჩემს პირველ სიყვარულს. ერთმანეთს მისი უგუნური საქციელის გამო დავშორდით... მას არ სურდა ჩემთან განშორება, მაგრამ პატიება არ უთხოვია... მყავს შესანიშნავი მეუღლე და შვილები, მაგრამ მოგონებებს თავს ვერ ვაღწევ."

-ემოციურად ჯერ კიდევ არ დაგიმთავრებიათ ძველი ურთიერთობა და ეს მოსვენებას არ გაძლევთ... წარმოიდგინეთ თქვენი შესაძლო შეხვედრა და ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას ეტყოდით, რათა ურთიერთობისთვის საბოლოო წერტილი დაგესვათ. მაგალითად: "ამას ვერასოდეს გაპატიებ. მე შენი აღარ ვარ. მშვიდობით!" ამით საკუთარ თავს წარსულის დავიწყებაში დაეხმარებით.

  • "ჩემი მეგობარი ყველგან და ყოველთვის იგვიანებს, საკუთარი დანაპირებიც გამუდმებით ავიწყდება. ახლახან ჩემთან უნდა შემოევლო. მე ველოდი, მან კი გადაიფიქრა და არც კი გამაფრთხილა, რომ მოსვლას აღარ აპირებდა. ძალიან მიყვარს, მაგრამ ხანდახან აუტანელია! ვცადე მასთან ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ ამაოდ."

-ისე მოიქეცით, რომ თქვენმა მეგობარმა თვითონვე გამოსცადოს, რა უსიამოვნოა ასე მოქცევა: დაჰპირდით სტუმრად მისვლას და შემდეგ "დაივიწყეთ", დაუნიშნეთ შეხვედრა და დაიგვიანეთ. ეს თქვენს მეგობარს მიახვედრებს, რას განგაცდევინებთ მისი უპასუხისმგებლო საქციელი. თუ ამაში უცნაური ვერაფერი დაინახა, მოგიწევთ, შეურიგდეთ მის ასეთ ქცევას. ნუღარ დაიჯერებთ მის ნურც ერთ დაპირებას და აღარც იმედი გაგიცრუვდებათ.

  • "ქმარმა მიმატოვა. ჩვენი გოგონა ამას ძალიან განიცდის. ჩემი ქმარი ამბობს, რომ დაიღალა, მობეზრდა მუდმივი უწესრიგობა. რა ვქნა - ვმუშაობ, სახლში გვიან ვბრუნდები, ვერ ვასწრებ ყველაფრის მოწესრიგებას... იმედი მაქვს, მალე გადაუვლის და დაბრუნდება, მაგრამ როგორ ავუხსნა ეს ბავშვს?"

-როგორც ჩანს, უწესრიგობა შინიდან წასვლის მიზეზი კი არა, საბაბი უფროა. ესაუბრეთ მეუღლეს, რათა შეიტყოთ, სინამდვილეში რამ დაღალა, რას გაურბის. თუ მზად არის, ოჯახი შეინარჩუნოს, მაშინ ურთიერთობების გარდაქმნა მოგიწევთ. შესაძლოა, ქმარმა რამდენიმე ხანს მარტო ყოფნა მოისურვოს, მაგრამ ის ხომ გოგონას მამაა... უთხარით, რომ ბავშვს ენატრება და სთხოვეთ, უფრო ხშირად მოინახულოს.

  • "სკოლაში, დაფასთან რომ გამიძახებდნენ, სახე წითლად მიფორაჯდებოდა. ახლაც ვწითლდები, როცა თანაკურსელებს ან ლექტორებს ვესაუბრები. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რა სულელურად გამოვიყურები იმ წუთებში. ამის გამო პირადი ცხოვრებაც ვერ ამიწყვია. მირჩიეთ რამე!"

-ადამიანს ხშირად სწორედ ის ემართება, რისი თავიდან აცილებაც სურს. მაგალითად, ცდილობს, არ გაწითლდეს, ამის გამო თავს უხერხულად გრძნობს და უფრო მეტად წითლდება... ეს ემოციურობისა და დაბალი თვითშეფასების ბრალია. როგორ დავაღწიოთ თავი ამ მოჯადოებულ წრეს? როცა იგრძნობთ, რომ წითლდებით, უთხარით ირგვლივ მყოფებს: "მე ძალიან ადვილად ვწითლდები, აი, შემომხედეთ". თანდათან საკუთარი თავის კონტროლს მიეჩვევით და აღარ შეგეშინდებათ. ისე, მორცხვი გოგონა დღეს იშვიათობაა და შეუძლებელია, ამ თვისებამ ხიბლი არ შეგძინოთ.

  • "მრავალწლიანი ცოლქმრული ცხოვრების შემდეგ განქორწინება გადავწყვიტე. უკვე დიდი ხანია, ქმარი აღარ მიყვარს, ამიტომ არავითარ სინანულს არ ვგრძნობ, მაგრამ შოკი იმან მომგვარა, რომ ჩემი შვილები ამ გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდნენ. უფროსმა ისიც კი მკითხა, ამდენ ხანს მამაჩემთან რატომ ცხოვრობდიო. ნუთუ შვილები მამას ვერ იტანენ? ნუთუ ისინი ასე მე გავზარდე?"

-შვილებს, შესაძლოა, დედაც ძალიან უყვარდეთ და მამაც - ეს ხელს ვერ შეუშლით, საღად შეაფასონ ოჯახური ატმოსფერო და მშობლების ურთიერთდამოკიდებულება. ალბათ, ისინი უკვე მიხვდნენ, რომ თქვენ და თქვენმა მეუღლემ დიდი ხანია დაკარგეთ ერთმანეთისადმი ინტერესი, ალბათ, უმსჯელიათ კიდეც თქვენი შესაძლო განქორწინების შესახებ. ამიტომაც აღარ ჩათვალეს საჭიროდ, განცვიფრება გაეთამაშებინათ. ახლა თითოეულმა თქვენგანმა ურთიერთობის ახალი ფორმა უნდა იპოვოს.

  • "ხშირად მეუფლება უსაფუძვლო მღელვარება. როგორ ვისწავლო თავის ხელში აყვანა? მაგალითად, ველოდები მეუღლეს - სამსახურიდან უნდა დაბრუნდეს, ის კი იგვიანებს. მაშინვე იმაზე ვფიქრობ, ავარიაში ხომ არ მოჰყვა, ხომ არ დაიმტვრა-მეთქი."

-ამ პრობლემას ღრმა ფესვები აქვს. სასურველია, პირადად მიმართოთ ფსიქოლოგს, მაგრამ ფსიქოთერაპია ხანგრძლივი პროცესია, თქვენ კი ისეთი მეთოდები გჭირდებათ, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, შფოთვას მყისიერად გაუმკლავდეთ.

როცა მშფოთვარე აზრები გებადებათ, კონცენტრირებას მათზე ნუ მოახდენთ. უმჯობესია, ყური მიუგდოთ საკუთარ სუნთქვას. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, შეეცადეთ, წაიკითხოთ წიგნი ან საინტერესო სტატია, ყურადღება თითოეულ სიტყვაზე გაამახვილეთ, დაყავით ისინი მარცვლებად...

  • "ჩემი უმცროსი ძმა ჩამოყალიბებული, აუტანელი ეგოისტია. მას არავის აზრი არ აინტერესებს, ანგარიშს არავის უწევს. მთელი ოჯახი მის გამოხტომებს ემორჩილება, მე კი მასთან არავითარი ურთიერთობა არ მსურს."

ისწავლეთ შეგუება, ერთად ყოფნა. ადამიანი ხშირად ვარდება ისეთ სიტუაციაში, როცა ძალიან სჭირდება ახლობლების თანადგომა და თანაგრძნობა. დაელაპარაკეთ ძმას, როგორც თანატოლს და თანასწორს (და არა როგორც "ჭირვეულ პატარას"), აუხსენით, რატომ გიჭირთ მასთან ურთიერთობა და რა კუთხით უნდა შეიცვალოს.

  • "ჩემს დედამთილს არ ესმის, რომ მისი შვილი უკვე გაიზარდა და საკუთარი ოჯახი აქვს. ის გამუდმებით ერევა ჩვენს ოჯახურ საქმეებში, ხშირად ღამითაც ჩვენთან რჩება, თუმცა შვილიშვილს ზედაც არ უყურებს. მისი პატარა ჩემი ქმარია, ყველაფერი დანარჩენი კი, მისი აზრით, ხელს უშლის მისი შვილის ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებასა და გამოვლენას."

შვილთან განშორება ნებისმიერი დედისთვის ძნელი გადასატანია, ამიტომაც დედამთილი ყველაფერს აკეთებს, რათა თავისი "პატარა" დაიბრუნოს და, როგორც ჩანს, არც თქვენი მეუღლეა წინააღმდეგი, პატარა ბიჭის როლი შეასრულოს. ასე რომ, უწინარეს ყოვლისა, სწორედ მეუღლეს უნდა ესაუბროთ. ეცადეთ, ხშირად დაუტოვოთ ბავშვი - მასზე ზრუნვა თანდათან მოწიფულ პიროვნებად აქცევს.