პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

  • " საყვარელ მამაკაცთან ერთად ვცხოვრობ. ახლახან მითხრა, რომ აღარ ვუყვარვარ. მისგან წამოსვლა დავაპირე, მაგრამ არ გამომიშვა, შემაჩერა, დაშორებისთვის მზად არ არის. ვცადე ურთიერთობის გარკვევა, მაგრამ ამას თავი აარიდა. ერთად ცხოვრებას ვაგრძელებთ. როგორ მოვიქცე?"

-როგორც ჩანს, თქვენი მეგობარი მამაკაცი ცდილობს გაერკვეს საკუთარ გრძნობებში. მიეცით მას დრო, რომ იფიქროს და სიტუაცია გააანალიზოს. ადრე თუ გვიან ის გააცნობიერებს, თუ რა უნდა სინამდვილეში. მანამდე კი შეეცადეთ გაიგოთ, მზად ხართ თუ არა იცხოვროთ ადამიანთან, როცა იცით, რომ მას თქვენთან მხოლოდ ჩვეულება აჩერებს.

  • " ჩემი ქმრის უმცროსი ძმა ჩვენთან ერთად ცხოვრობს, რაიონიდან ჩამოვიდა და ინსტიტუტში სწავლობს. ძალიან მოხერხებულად მოეწყო ჩვენს ხარჯზე, ჩვენ ვინახავთ, არადა, თვითონ ძლივს გვწვდება ჩვენი ბიუჯეტი, ის კი ფულს გასართობადაც სთხოვს ჩემს ქმარს..."

-ალბათ უნდა უთხრათ ყმაწვილს, რომ თქვენ თქვენს ქმართან ერთად მზად ხართ გამოკვებოთ ის, მაგრამ ვერ მისცემთ ფულს ნებივრობისთვის. თუ მას სწავლა საშუალებას აძლევს, გართობის დრო ჰქონდეს, მაშინ შეუძლია სამუშაო იშოვოს, რომ თავისი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. თუნდაც ზაფხულში იმუშაოს. ხაზი გაუსვით, რომ ამას სერიოზულად ეუბნებით. თუ შეთანხმებას არაფრად ჩააგდებს, მაშინ სხვა ზომებს მიმართავთ.

  • " ჩვენმა კომპანიამ წვეულება გამართა. წვეულებაზე ჩემს კოლეგებთან ცოტა ზედმეტი ვილაპარაკე - რამდენიმე ჭიქა შამპანურის შემდეგ თანამშრომლებთან ზედმეტად გულახდილი ვიყავი, რასაც ახლა ვნანობ. საქმე ის არის, რომ ბევრი უსიამოვნო სიტყვა წარმოვთქვი უფროსისა და ზოგიერთი კოლეგის შესახებ. ახლა ძალიან მეშინია, ამას რა შედეგები მოჰყვება".

-თუ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ თქვით ის, რასაც ფიქრობდით, ამის არ უნდა შეგრცხვეთ. უბრალოდ, მოამზადეთ არგუმენტები იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდება კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევა. თუ თვლით, რომ მართალი არ იყავით, დაელაპარაკეთ იმ თანამშრომლებს, რომელთაც იმ საღამოს ესაუბრეთ და სთხოვეთ, ნუ გაავრცელებენ თქვენს ნათქვამს. ხოლო თუ ვინმე უკვე საქმის კურსშია, ბოდიში მოუხადეთ მკვეთრი გამონათქვამებისთვის და ალკოჰოლს დააბრალეთ ყველაფერი.

  • " ჩემი საქმრო სხვა ქალაქში ცხოვრობს, იმედი აქვს, რომ მეც იქ გადავალ საცხოვრებლად. მოხუც მშობლებს ვერ ტოვებს, თანაც იქ კარგი სამსახური აქვს. მაგრამ მეც მყავს მშობლები და მეც მაქვს სამუშაო. ვგრძნობ, რომ არ შემიძლია ყველაფრის მიტოვება თუნდაც სიყვარულის გამო. იქნებ ცალ-ცალკე ვიცხოვროთ და როცა შევძლებთ, მაშინ შევხვდეთ ერთმანეთს, ასეთი ქორწინებებიც ხომ არსებობს?"

-ასეთი ქორწინებების შესახებ მითები არსებობს, თითქოს იშვიათი შეხვედრების წყალობით მეუღლეები თავს არ აბეზრებენ ერთმანეთს და ასეთი ურთიერთობები შეიძლება წლობით გაგრძელდეს. მაგრამ თავისი არსით ისინი მამაკაცების სამივლინებო შეხვედრებს მოგვაგონებენ "ადგილობრივ" ქალბატონებთან. ოჯახი - ეს ხომ ყოველდღიური ურთიერთობაა, ემოციური მხარდაჭერა, თანადგომა, საერთო ბიუჯეტი და ბავშვების ერთობლივი აღზრდა. ასეთი ქორწინებისას კი ეს შეუძლებელია. აუცილებლად სერიოზულად უნდა დაელაპარაკოთ თქვენს საქმროს და მომავალ ქმართან ნორმალურად ცხოვრების გეგმა დასახოთ.

  • " ჩემი დაქალი ქმარს დასცილდა, პატარა ბავშვი ჰყავს. ახლა ხშირად დადის პაემნებზე, ბავშვს კი მე და ჩემს ქმარს გვიტოვებს. მესმის, რომ მას პირადი ცხოვრება სჭირდება, მაგრამ ამის გამო რატომ უნდა გაიტანჯოს და დაიჩაგროს პატარა ბავშვი და ასევე მე და ჩემი ქმარი? არადა, უარის თქმა არ შემიძლია, მაშინ ის ბავშვს მარტო დატოვებს სახლში..."

-თქვენ გრძნობთ პასუხისმგებლობას დაქალისა და ბავშვის წინაშე. ის კი ხედავს ამას და სიამოვნებით სარგებლობს თქვენი წესიერებით. მაგრამ თუ თქვენ ხელს არ გაძლევთ ასეთი სიტუაცია, საჭიროა უბრალოდ უარი თქვათ სხვისი პრობლემის გადაწყვეტაზე. რა თქმა უნდა, გეცოდებათ ბავშვი, მაგრამ თუ ყოველ ჯერზე დასთანხმდებით მასთან დარჩენას, თქვენი დაქალის წინაშე არ დადგება იმის აუცილებლობა, რაიმე შეცვალოს. ერთხელ აიძულეთ, რომ ბავშვი მარტო დატოვოს. ნამდვილად ვერ შეძლებს, მშვიდად დატკბეს რომანტიკული საღამოთი და შემდგომში აუცილებლად მოძებნის რაიმე მისაღებ გამოსავალს.

  • " ჩემი მეგობარი მამაკაცი ჩემზე 8 წლით უმცროსია. ამის გამო თავს უხერხულად ვგრძნობ. 32 წლის ვარ, მაგრამ საკმაოდ ახალგაზრდულად გამოვიყურები, ასაკი არ მეტყობა. როგორც გითხარით, ჩემი მეგობარი 24 წლისაა. პირველად დავუმალე ჩემი ასაკი. ცოტა ხნის წინ კი ვუთხარი. მან მიპასუხა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს... ბევრი მამაკაცი ქალში "დედას" ეძებს, იქნებ ჩემს შემთხვევაშიც ასეა?"

-თუ თქვენ არ გიქმნით უხერხულობას მისი ასაკი, მაშინ რატომ გაოცებთ მისი რეაქცია? ალბათ იმიტომ, რომ თქვენ მოგწონთ თქვენი ურთიერთობა და ვერც ამჩნევთ სხვაობას ასაკში. ასევე მსჯელობს თქვენი მეგობარი მამაკაცი. როგორც გონიერი ადამიანი, ის პირველ ადგილზე აყენებს ურთიერთგაგებას, საერთო ინტერესებს, პირად თვისებებს და არა სტერეოტიპებს.

  • " უცნაური რამ მემართება: საკმარისია გავიცნო მამაკაცი, დავაინტერესო ჩემით და მაშინვე ვკარგავ მისდამი ინტერესს. ძალიან მინდა, სერიოზული რომანი მქ¬ონდეს, რომელსაც შემდეგ პერ¬სპექტივა ექნება და ნორმალურ ოჯახს შევქმნი! მაგრამ ყოვ¬ელთვის ერთი და იგივე მეორდება".

-ურთიერთობაში თქვენ აფასებთ თამაშს, ინტრიგას, ვნებების მოზღვავებას. მაგრამ ცხოვრება არ შეიძლება განვითარდეს სერიალების კანონებით, სწორედ ამიტომ არის თქვენი რომანები ასე ხანმოკლე. სიტუაცია შეიცვლება, თუ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ მამაკაცის გრნობებს, მის ინტერესებს, პრინციპებს - იმას, რასაც აქვს მნიშვნელობა ერთობლივი ცხოვრებისას, ემოციებს ცოტაოდენი მოთმინება და პრაგმატულობა უნდა დაემატოს. მაშინ თქვენ გამარჯვებად ჩათვლით არა მორთმეულ ვარდების თაიგულს, არამედ ხელისა და გულის შემოთავაზებას.

  • " თუ სახლში მრჩება მობილური ტელეფონი - ეს ნამდვილი ტრაგედიაა. მიჯაჭვული ვარ მასზე? დამოკიდებული ვარ ამ საგანზე? გამუდმებით ვამოწმებ, ხომ არ არის შMშ-შეტყობინება ან გამოტოვებული ზარები, ვინმეს ვურეკავ ან ვწერ... იქნებ მითხრათ, როგორ დავუბრუნდე მშვიდ ცხოვრებას?"

-შეუძლებელია თავი დააღწიოთ სურვილს, რომ თითი დააჭიროთ ღილაკებს, თუ ტელეფონი სულ ხელთა გაქვთ. შეეცადეთ "დაივიწყოთ" ის, როცა მიდიხართ სადმე ცოტა ხნით. თანდათანობით მიეჩვევით უმობილუროდ ყოფნას, თუნდაც დროის მოკლე მონაკვეთებში. SMS-ის მიღებისას ნუ უპასუხებთ მაშინვე, ნახევარი საათი დაიცადეთ. პატარ-პატარა გამარჯვებები საკუთარ თავზე დაგეხმარებათ გაიგოთ, რომ არაფერი საშიში არ ხდება, თუ არ სარგებლობთ ტელეფონით.

  • " შეყვარებული მყავს. ჩვენმა საერთო ნაცნობმა მითხრა, რომ ის ჩემთან მხოლოდ ერთობა. არ მინდა დავიჯერო. ძალიან გავნერვიულდი. ჩემი შეყვარებული სხვა ქალაქში სწავლობს, მხოლოდ იმისთვის მირეკავს, რომ შეხვედრა დამინიშნოს".

-გამოსავალი ერთია: უთხარით თქვენს შეყვარებულს იმ საუბრის შესახებ, რომელიც გქონდათ საერთო ნაცნობთან და აღწერეთ თქვენი ემოციები, რასაც გრძნობთ ამის გამო. შეგიძლიათ გულახდილობის იმედი გქონდეთ.

  • " ძალიან ემოციური ვარ! ავღელდები თუ არა, ტირილს ვიწყებ. ასე ხდება, როცა არ ვიცი პასუხი ან პედაგოგი მკაცრია ჩემ მიმართ".

-ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელი ირჩევდა თავისი არმიისთვის ომში წასაყვანად ისეთ მეომრებს, ვინც შიშისგან წითლდებოდა და არ ფითრდებოდა. იმისათვის, რომ გადალახოთ ნერვიულობა, დაძლიოთ მღელვარება, საჭიროა ისწავლოთ საკუთარ თავზე გაბრაზება. გაიხსენეთ, როგორ შეგრცხვათ ბოლოჯერ უადგილო ცრემლების გამო, როგორ წარუმატებლად პასუხობდით. თქვენს თავზე გაბრაზება დაგეხმარებათ, უფრო მობილიზებული გახდეთ და სწრაფად მოერიოთ ცრემლებს.

  • " ჩემი მეუღლის ყოფილი საყვარელი იმედოვნებს, რომ ოჯახს დამინგრევს. დიახ, ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა, რომლის გამო მე და ჩემი გოგონა მიგვატოვა კიდეც, მაგრამ მერე გონს მოეგო და დაბრუნდა. ახლა კი ეს ქალი გამუდმებით გვირეკავს, შეურაცხყოფას გვაყენებს და გვემუქრება. ჩემმა ქმარმა სცადა დალაპარაკებოდა, კარგადაც და ცუდადაც, მაგრამ ამ ადამიანს არაფრის გაგონება არ სურს და ამტკიცებს, რომ მაინც დაანგრევს ჩვენს ოჯახს..."

-სიტუაცია რთულია. როგორც ჩანს, თქვენ ორნი ვერ ახერხებთ მასთან გამკლავებას. შეეცადეთ, სხვა საშუალებები გამოიყენოთ: შეცვალეთ ტელეფონის ნომერი, მიმართეთ პოლიციას, ამ ქალის მოქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სატელეფონო ხულიგნობა. თქვენთვის მნიშვნელოვანია ერთად დგომა. გასაგებია, რომ შეიძლება გაგიჩნდეთ არასასიამოვნო აზრები იმის თაობაზე, რომ მომხდარში სწორედ თქვენი ქმარია დამნაშავე. მაგრამ ჯერ არ არის იმის დრო, ურთიერთობები გაარკვიოთ, პირველ რიგში უნდა დაიცვათ და გადაარჩინოთ ოჯახი. თუ გამოუთქმელი პრეტენზიები დაგრჩათ თქვენი ქმრის მისამართით, უმჯობესია ეს საუბარი მანამ გადადოთ, სანამ თქვენი ქორწინების დარღვევის საფრთხე არ გადაივლის.