/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ენდობით თუ არა ექიმს?

ენდობით თუ არა ექიმს?
კარგი სპეციალისტის პოვნა, რომელსაც სრულიად მიანდობ შენსა და შენი ახლობლების ჯანმრთელობას, არც ისე იოლი საქმეა. სადავო არ არის, რომ სამედიცინო სფეროში პროფესიონალის მიგნება - ნამდვილი ბედნიერებაა.

.

მაგრამ როგორ მოვახერხოთ ეს? როგორ ვიპოვოთ ისეთი ექიმი, რომელიც "ჩვენიანი" იქნება? არ შეეცდება "ჰიპერდიაგნოსტირებას", იოლად მიგვიხვდება, რისი თქმა გვსურს, ნებისმიერ დროს შეგვეძლება მისთვის დახმარებისთვის მიმართვა? ან როგორ მივხვდეთ, რომ კონკრეტული ექიმი კარგი სპეციალისტია?

  • ადამიანური ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს

მედიცინისგან შორს მდგომი ადამიანისთვის საკმაოდ რთულია, ობიექტურად შეაფასოს ექიმის პიროვნება და პროფესიონალური თვისებები. თუმცა, არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და თუ მათით იხელმძღვანელებთ, შეგიძლიათ წარმოდგენა შეიქმნათ მასზე, როგორც პროფესიონალსა და ადამიანზე.

  • მაშ ასე...

"შენი" ექიმის არჩევა თითქმის იგივეა, რაც უახლოესი მეგობრის არჩევა. მხოლოდ სრული ნდობით შეიძლება მიაღწიოთ სასურველ შედეგს მკურნალობისას. თუ ნდობას ვერ მიაღწევთ, უნდა შეცვალოთ სპეციალისტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემომ, რომელიც სუფევს ექიმის მისაღებში, პოზიტიური ზემოქმედება მოახდინოს. მეგობრული ტონი, სიმშვიდის განცდა და დამაჯერებლობა - ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიაში, მედიცინაშიც ძალიან ბევრს წყვეტს ადამიანური ფაქტორი.

"შენი" ექიმის ძიების პროცესში ხშირად ფიქრობ, თუ ვის მიანიჭო უპირატესობა - ექიმ-მამაკაცს თუ ექიმ-ქალს.

ზოგიერთისთვის ექიმის სქესი გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, მთავარია - სპეციალისტი იყოს კარგი. ბევრისთვის კი ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ექიმ-მამაკაცებსა და ექიმ-ქალებს შორის განსხვავება კვალიფიკაციისა და უნარების მიხედვით არ არსებობს. თუმცა, თუ ამ ფაქტორს თქვენთვის მნიშვნელობა აქვს, შეარჩიეთ ის, ვისთანაც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

არის კიდევ რამდენიმე არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებსაც ბევრი რამის თქმა შეუძლია ექიმზე მის პირადად გაცნობამდე:

  1. შეიძლება ეჭვი შეიტანოთ ექიმში, რომელიც ხშირად ახდენს ისეთი განსაკუთრებული ცოდნისა და პორფესიონალიზმის დეკლარირებას, რომელიც სხვა სპეციალისტისთვის მიუწვდომელია. ნამდვილი პროფესიონალი ყოველთვის აცნობიერებს, რომ მან რაღაც მაინც არ იცის თავის საქმეში - ეს აუცილებელი პირობაა მომავალი პროფესიული ზრდისთვის.
  2. "ცნობილი ექიმის" იმიჯი ხშირად იმაზე მეტყველებს, რომ მან თვითონვე დიდი ძალისხმევა დახარჯა იმისათვის, რომ ცნო-ბილი გამხდარიყო. თუმცა ხანდახან ეს კარგი და ძვირად ღირებული რეკლამის შედეგია. ამიტომ შეეცადეთ გაესაუბროთ იმ პაციენტებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ურთიერთობა თქვენთვის საინტერესო ექიმთან. გაარკვიეთ, როგორი იყო მკურნა-ლობის ეფექტი და ამგვარი ინფორმაციების საფუძველზე გააკეთეთ საკუთარი დასკვნა.
  • ენდე, მაგრამ შეამოწმე

დაიმახსოვრეთ, რომ სიტყვებს "მკურნალობა" და "განკურნება" სხვადასხვა არსი აქვთ. მკურნალობა ასახავს პროცესს, ხოლო განკურნება - შედეგს. გონიერი ექიმი არასოდეს აიღებს საკუთარ თავზე განუკურნებელი დაავადების განკურნების მცდელობას.

ასევე დაგაინტერესებთ
ოჯახის ექიმის ფუნქციები და D ვიტამინის გამო გაზრდილი მომართვა
„ყველა მრჩეველი ექიმი არ არის!“ – თოდუას კლინიკის კამპანია

დაიმახსოვრეთ კიდევ რამდენიმე მარტივი წესი, რომელთა მიხედვითაც უნდა იმსჯელოთ ნამდვილ, მცოდნე სპეციალისტზე.

  1. ლიცენზიის არსებობა არაფერს გვეუბნება ექიმის პროფესიონალურ თვისებებზე. ლიცენზია საჭიროა მხოლოდ იმისათვის, რომ პროფესიული ცოდნის გამოყენებით ექიმმა ანაზღაურება მიიღოს.
  2. ნუ მიანდობთ თქვენს ბედს ექიმს, რომლის კაბინეტი უძვირფასესი ავეჯით არის მორთული, სამუშაო მაგიდაზე ბევრია ძვირად ღირებული ნივთი და აქსესუარი, მაგრამ არც ერთი წიგნი არ დევს! სამუშაო კაბინეტი - გარკვეულწილად ექიმის სახეს წარმოადგენს, მისი ცხოვრებისეული ფასეულობების ანარეკლია. კაბინეტი ფუნქციური უნდა იყოს და არა მდიდრული.
  3. ყურადღება მიაქციეთ, როგორ საუბრობს თქვენ მიერ არჩეული სპეციალისტი. თუ მისი მეტყველება დატვირთულია გაუგებარი სამედიცინო ტერმინებით, რომელთა ახსნაც უჭირს ჩვეულებრივი, ადამიანური, გასაგები ენით, შეიძლება ეჭვიც შეიტანოთ მის კომპეტენტურობაში.
  4. შეფასების კრიტერიუმად გამოდგება დრო, რომელსაც ექიმი უთმობს პაციენტს პირველ კონსულტაციაზე. შეუძლებელია ადამიანის პრობლემაში ჩაღრმავება 5-10 წუთში. თუ "ცნობილი ექიმის" მოსაცდელში ადამიანთა ორი ათეულია, ხოლო თითოეულ პაციენტს ის მხოლოდ რამდენიმე წუთს უთმობს, ალბათ იმედი უნდა გაგიცრუვდეთ და გაიქცეთ...
  5. კარგი ექიმი თქვენზე და თქვენს პრობლემებზე აზრს მანამ შეიქმნის, სანამ თქვენ მიერ მიწოდებულ გამოკვლევებს დაწვ¬რილებით გაეცნობოდეს. გასინჯვამდე საუბარში გაარკვევს თქვენი ჩივილების არსს. ეს დიალოგი საკმაოდ ხანგრძლივი შეიძლება აღმოჩნდეს, უნდა შეიცავდეს შეკითხვებს, რომელთა საშუალებით ირკვევა ის დეტალები, რომელთა გარეშეც ავადმყოფობის სურათი სრულყოფილი არ იქნება.
  • თითოეულის პირადი საქმე

ექიმისადმი ნდობა დამოკიდებულია თქვენს პირად ფასეულობებზე. მაგალითად, თქვენი მეგობარი ენდობა მხოლოდ სამეცნიერო ხარისხის მქონე სპეციალისტს, არანაკლებ პროფესორისას; სხვა - უპირატესობას ანიჭებს პრესტიჟულ კლინიკაში მომუშავე ექიმებს. ეს დეტალები მნიშვნელოვანია, მაგრამ... ერთ ძველ აღმოსავლურ ტრაქტატში მოცემულია ორმოცამდე ადამიანური თვისება, რომელიც უნდა ახასიათებდეს კარგ ექიმს, აქ პირველ ადგილზე არის - ჯანსაღი აზრის არსებობა. იმის განსაზღვრა, აქვს თუ არა ის ექიმს, ადვილია: თქვენთვის გასაგები უნდა იყოს ყველაფერი, რაზეც ის ისაუბრებს, რადგან მედიცინაში არაფერია ისეთი, რისი ახსნა და გაგებაც შეუძლებელი იყოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ენდობით თუ არა ექიმს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები