ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

დამახასიათებელი თითოეული მათგანისთვის?

  • ქორწინების კრიზისული პერიოდები და პრობლემები

სიყვარული თავს უყრის ადამიანურ ურთიერთობათა მთელ სიმდიდრეს. მისთვის დამახასიათებელია არა მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა, ზოგადი ინტელექტუალური პროგრესი, არამედ უფრო მეტად პიროვნების ზნეობრივ-ფსიქოლოგიური და ემოციურ-ესთეტიკური განვითარება. სიყვარული ერთ-ერთი უმაღლესი სოციალურ ფასეულობათაგანია, ამიტომ საზოგადოება დაინტერესებულია, რომ ახალგაზრდებს შორის იყოს ნამდვილი სიყვარული - ის ხომ წარმატებული ქორწინების, მტკიცე ოჯახის, კარგი შვილების, ბედნიერი ცოლქმრობის, ნაყოფიერი შრომის საფუძველია.

  • შეყვარებულობის პერიოდი

სიყვარულის გრძნობის გაჩენა უდიდესი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში. მასში ჩამოყალიბებას იწყებს ურთიერთდამოკიდებულებათა ახალი სისტემა, ჩნდება ახალი მოვალეობა, პასუხისმგებლობა საყვარელი ადამიანის, საკუთარი თავის, ახლობლებისა და საზოგადოების წინაშე. როგორც ლ. ტოლსტოი ამბობდა, სიყვარული - ეს არის შემოქმედებითი სურვილი, მიანიჭო სიკეთე მეორე ადამიანს და ეს სიკეთის სურვილი ვლინდება იმით, რომ ადამიანი მიისწრაფის, მთელი თავისი დრო, სულიერი და ფიზიკური ძალები შესწიროს საყვარელ ადამიანს, უარი თქვას თავის სურვილებზე ძვირფასი არსების ინტერესების გამო.

სიყვარულს სასწაულმოქმედი თვისება აქვს. შეყვარებულები თავიანთ რჩეულებს "ვარდისფერი სათვალით" უყურებენ. გარშემო მყოფებს ამ დროს ეჩვენებათ, რომ შეყვარებულები გრძნობამ დააბრმავა. შეყვარებულებს ყოველთვის სწამთ თავიანთი სიყვარულის ბედნიერი მომავლისა, თუმცა ხშირად ცდებიან.

საკმარისია თუ არა სიყვარული ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად? არა, ამისთვის მხოლოდ გრძნობა არ არის საკმარისი. ოჯახის შესაქმნელად ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული სოციალური, ფსიქოლოგიური, ზნეობრივი მზაობა.

ქორწინებისთვის მზაობის პირობათაგან ერთ-ერთი უმთავრესია ახალგაზრდების ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სიმწიფე. ყოველი ურთიერთობა უნდა იწყებოდეს ადამიანის მიერ მეორე ადამიანის აღქმით, წინასწარი შეფასებით. ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს ადამიანის შესახებ ინფორმაცია, ცხოვრებისეული გამოცდილება, ემოციური დამოკიდებულება - სიმპათია და ანტიპათია. პიროვნებაში ადრეული ბავშვობიდანვე უნდა აღვზარდოთ ადამიანების აღქმის განსაკუთრებული, აქტიური, დადებითი, ჰუმანური (კეთილმოსურნე) განწყობა. რაც შემდგომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეუღლეთა შორის ურთიერთდამოკიდებულების რეგულირებისა და ოჯახური ურთიერთობისთვის.

მეუღლეთა ურთიერთდამოკიდებულება, მართალია, ემორჩილება ადამიანთა ურთიერთობის ზოგად კანონზომიერებებს, მაგრამ ახასიათებს ერთგვარი სპეციფიკა, რაც საბოლოო ჯამში უამრავ პრობლემას წარმოშობს. ქორწინებისას შეყვარებული წყვილის ურთიერთობაში თავს იჩენს მრავალი ახალი გარემოება. განხეთქილებას იწვევს ეჭვიანობა, ღალატი, განსხვავება აზროვნების სხვადასხვა ტიპის მქონე ადამიანებს შორის. იწყება ბრძოლა ლიდერობისთვის. პრობლემები იჩენს თავს ბავშვის გაჩენის შემდეგ. შევეცადოთ, თითოეულ პრობლემაში ცალ-ცალკე გავერკვეთ.

  • ემოციურ ურთიერთობათა პერიოდულობა

ადამიანთა ემოციურ ურთიერთობას განსაზღვრული პერიდულობა ახასიათებს. ეს პერიოდულობა შეიმჩნევა მეუღლეთა ურთიერთდამოკიდებულებაშიც: თბილი ურთიერთობის პერიოდს ცივი ურთიერთობისა ცვლის და პირიქით.

"ადამიანი იღლება ყველაფრისგან, სიყვარულისგანაც კი", - ამბობს ანდრე მორუა. გარემო, საერთო ფსიქოლოგიური ატმოსფერო და ჯანმრთელობის მდგომარეობა ძლიერ გავლენას ახდენს ერთი ადამიანის მეორისადმი დამოკიდებულების ხასიათზე, მისი სიმტკიცის ხარისხსა და ცვლის სიხშირეზე.

განასხვავებენ მეუღლეთა ემოციური ურთიერთობის ხუთ სტადიას.

პირველი სტადია - ეს არის ღრმა, ვნებიანი სიყვარულის პერიოდი, როცა ადამიანი მთლიანად დადებითი განწყობის გავლენის ქვეშაა მოქცეული, როცა მეუღლე განუყოფლად იპყრობს მის ყურადღებას, როცა იგი სინამდვილეს ულამაზეს ფერებად აღიქვამს, როცა იცის, რომ მას წუთითაც არ ტოვებს საყვარელი ადამიანის ცნობიერება.

მეორე სტადიაში ერთგვარი სიცივე ისადგურებს. საყვარელი ადამიანის სახე ხანდახან თუ ამოტივტივდება მეხსიერებაში მისი არყოფნის დროს, თუმცა მისი გამოჩენა იწვევს დადებითი ემოციების, სიყვარულის, სინაზის მოზღვავებას.

მესამე სტადიაში ემოციური ურთიერთობა კიდევ უფრო ცხრება. მეუღლის არყოფნისას ქალი განიცდის თავისებურ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. გონებაში უსიამოვნო ფიქრები უტრიალებს. მისი გამოჩენისას აღარ იფეთქებს ხოლმე სიყვარული და სინაზე. ახლა ყველაფრისთვის საჭიროა სტიმული, საჭიროა, პარტნიორმა გააკეთოს რამე სასიამოვნო, რითაც სიყვარულს დაუმტკიცებს მას. ეს შეჩვევის სტადიაა. ამ დროს მამაკაცს გაქცევის სურვილი უჩნდება.

მეოთხე სტადიაში მეუღლის სიახლოვე უკვე გაუცნობიერებელ გაღიზიანებას იწვევს, მისი გარეგნობის, ქცევის ყოველი შტრიხი, მისი თითოეული ჩვევა ნაკლად აღიქმება. ეს ყველაფერი განხეთქილებას იწვევს. ადამიანი ექცევა უარყოფითი განწყობის გავლენის ქვეშ, მეუღლის ყოველი სიტყვა, ჟესტი თუ საქციელი მტრულად ეჩვენება. ამ დროს ქალს არაფრის კეთება არ შეუძლია, თითქოს ძალას კარგავს, მაგრამ საკმარისია, მეუღლე თვალს მოეფაროს, რომ მისი სულიერი წონასწორობა მაშინვე აღდგება.

მეხუთე სტადიაში ადამიანი მთლიანად უარყოფითი განწყობის ქვეშაა. მეუღლე მისთვის ის აღარ არის, რაც რამდენიმე თვის წინ იყო. უკვე დავიწყებას მიეცა მისი ყველა თბილი სიტყვა და საქციელი. ცხოვრებამ თითქოს ყოველგვარი აზრი დაკარგა. ეს ეტაპი ყველაზე საშიშია. ურთიერთობა დროებით წყდება. მეუღლეებმა ერთმანეთისგან უნდა დაისვენონ. თანდათან ყველა წყენა გაუფერულდება და დაბრუნდება მათი ურთიერთობის პირველი ეტაპი.

რა თქმა უნდა, ამას ყველაზე ვერ ვიტყვით, ერთსა და იმავე სტადიაში სხვადასხვა ადამიანის მდგომარეობა და ქცევა ერთნაირი ვერ იქნება, მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანები მეტ-ნაკლები სიზუსტით იმეორებენ.

  • ურთიერთობის რღვევა და აზროვნების სხვადასხვა ტიპი

ურთიერთობის რღვევა, რაც მრავალრიცხოვან კონფლიქტს წარმოშობს, როგორც წესი, აზროვნების სხვადასხვა ტიპისა და სხვადასხვა ფასეულობების მქონე ადამიანებს შორის ჩნდება, ეს კი გავლენას ახდენს ცოლქმრულ ურთიერთობაზე.

გამოყოფენ ადამიანთა რამდენიმე ტიპს:

  1. ვიზუალები ის ადამიანები არიან, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მხედველობით აღქმას;
  2. აუდიალები არიან ადამიანები, რომლებიც სმენით აღქმას ემყარებიან;
  3. კინესთეტიკები არიან ადამიანები, რომლებიც გრძნობებისა და ინტუიციის დახმარებით აზროვნებენ.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა სირთულეები შეიძლება მოჰყვეს განსხვავებული ტიპის ადამიანების ურთიერთობას, თუმცა ისიც ცნობილია, რომ საპირისპირო საწყისები ერთმანეთს იზიდავს. ზოგჯერ ისინი მშვენივრად ავსებენ ერთმანეთს, ზოგჯერ კი კონფლიქტური სიტუაციები გაცნობისთანავე წარმოიშობა. თითოეულმა პარტნიორმა პატივი უნდა სცეს მეორის ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. პარტნიორის ფასეულობათა გათვალისწინება საშუალებას გვაძლევს, დავამყაროთ ნდობით აღსავსე ურთიერთობა და მივაღწიოთ ურთიერთგაგებას, სრულვყოთ ჩვენი აზროვნება, საკუთარი შესაძლებლობები და ინტერესები. გავხდეთ უფრო მოქნილნი ურთიერთობაში.


  • სხვა პრობლემები

ცოლქმრულ კონფლიქტებს სხვა მიზეზებიც აქვს. თითოეულ მეუღლეს თავისი ოჯახიდან განსაკუთრებული ტრადიციები და ქცევის თავისებურებები მოაქვს და პარტნიორებს სხვადასხვაგვარად წარმოუდგენიათ ცოლქმრული ცხოვრება. მაგალითად, ერთს ბევრი ბავშვის ყოლა სურს, მეორეს კი ერთიც აკმაყოფილებს. ესეც ერთგვარი მიზეზია კონფლიქტის პროვოცირებისთვის.

ყველა ოჯახი გაივლის განვითარების ორ სტადიას:

  1. პირველ სტადიაში (რამდენიმე წელი ქორწინების შემდეგ) ყველაფერს სქესობრივი სფერო განსაზღვრავს, ამიტომ ამ პერიოდში მეუღლეთა შორის ის ლიდერობს, ვინც სქესობრივი ურთიერთობის თვალსაზრისით ძლიერია;
  2. მეორე სტადია-დროთა განმავლობაში სქესობრივი ურთიერთობა უკანა პლანზე გადადის და მნიშვნელოვანი ხდება ეკონომიკური სფერო. ლიდერი ხდება ის, ვინც მეტს გამოიმუშავებს.

ტრადიციულად, ოჯახში მამაკაცი სწორედ იმიტომ ლიდერობდა, რომ ნანადირევი თუ ნამუშაკევი ოჯახში მას შემოჰქონდა. სინამდვილეში კი უფრო ხშირად სწორედ ქალია ოჯახის ლიდერი, თუმცა ეს შეიძლება აშკარად არც კი ჩანდეს. ეს იმიტომ, რომ მამაკაცი საკუთარი თავის რეალიზებას ოჯახის გარეთ ახდენს, ქალი კი ძირითადად ოჯახში. ის ქალებიც კი, რომლებსაც წარმატებული კარიერა აქვთ, ადრე თუ გვიან სახლს, ოჯახს უბრუნდებიან.

რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრი არსებობს. ცხადია, უმჯობესია, როცა ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ადამიანები თანასწორუფლებიანნი არიან - ერთდროულად ლიდერობენ და ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა აქვთ. ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ქალმა და მამაკაცმა ერთ ოჯახად უნდა იცხოვრონ.

ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები და ექიმები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ადამიანი ჯანმრთელი და ბედნიერი მხოლოდ ქორწინებაშია (რა თქმა უნდა, თუ ის იღბლიანია). ძნელია წინასწარ გათვალო, როგორ წარიმართება შეუღლების შემდეგ ორი ადამიანის ცხოვრება - ქორწინებამდე ხომ ყველაფერი მომხიბლავად გვესახება. თუმცა ურიგო არ იქნება, წინასწარ გაარკვიოთ, რას წარმოადგენს თქვენი მომავალი ცხოვრების თანამგზავრი.

ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ თქვენს ხელთაა თქვენი მეორე ნახევრის აღზრდა და გარდაქმნა. ეს არ მოხდება. უნდა მიიღოთ ადამიანი ისეთი, როგორიც არის მოცემულ მომენტში. მრავალი ოჯახური კონფლიქტი, რომელსაც საბოლოო ჯამში გაყრა მოჰყვება, ფსიქოლოგიური უმეცრების გამო ხდება.

ოჯახური წყვილების უმრავლესობა გაივლის განსაზღვრულ სტადიებს იმ პუნქტამდე, რასაც გაყრა ჰქვია. ყველაფერი წვრილმანებით იწყება და თანდათან იკვეთება უფრო სერიოზული მიზეზები, ისეთები, როგორიცაა ღალატი, ეჭვიანობა, ცოლქმრულ ურთიერთობაში მესამე პირის ჩარევა, ბავშვის ფაქტორი და სხვა.

  • ბავშვის ფაქტორი

ახალშექმნილი ოჯახი პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე მაშინ დგება, როცა შეიტყობენ, რომ მშობლები უნდა გახდნენ. ბავშვის მოლოდინს მხოლოდ დიდი სიხარული კი არა, დიდი შინაგანი მღელვარებაც მოაქვს.

ყველა მამაკაცი ერთაირად როდი აღიქვამს თავს დატეხილ ბედნიერებას. მრავალი მათგანი, ნაცვლად იმისა, რომ თავი უბედნიერეს კაცად იგრძნოს, შეგნებულად თუ შეუგნებლად გაურბის ამაზე ფიქრს, თავს საქმეებით იტვირთავს, ცდილობს ნაკლები დრო გაატაროს ოჯახში, ცოლთან ურთიერთობასაც კი წყვეტს.

მეუღლის ორსულობა მამაკაცისთვისაც ისეთივე ექსტრემალური რამაა, როგორიც თავად ქალისთვის. ამ პერიოდში მამაკაცს უჩნდება შეგრძნება, რომ ის გვერდზე გასწიეს, ხშირად ეუფლება ზედმეტობის, უფუნქციობის განცდა, ბევრი ვერ ეგუება მზრუნველობისა და ყურადღების ნაკლებობას... ყოველივე ამას შესაძლოა სერიოზული კონფლიქტი მოჰყვეს. ამ დროს საჭიროა თავის ხელში აყვანა, საკუთარ თავში ჩაღრმავება; უნდა გადაიხედოს ყველა შიში, უნდა სძლიოთ საკუთარ თავს, სხვა თვალით შეხედოთ სამყაროს, რომელსაც სულ მალე კიდევ უფრო გაალამაზებს თქვენი შვილი.

  • ეჭვიანობა

მეუღლეთა კიდევ ერთი მტერი ეჭვიანობაა. მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანი ეჭვიანია, ზოგიერთი - პათოლოგიურადაც კი. კანონიერი ქორწინებისას კი ეჭვიანობის ხარისხი თითქმის ყოველთვის იზრდება. მრავალი მოაზროვნე მიიჩნევს, რომ ეჭვიანობა ცოლქმრულ ურთიერთობას ანგრევს, თუმცა მოარული აზრი, ამის საპირისპიროდ, ეჭვიანობას სიყვარულის დასტურად აცხადებს.

ეჭვიანი შეიძლება იყოს ქალიც და მამაკაციც. ეს გრძნობა მძიმე დაღს ასვამს წყვილის ურთიერთობას და მათ ცხოვრებას ნორმალური კალაპოტიდან აგდებს. ამ გრძნობის მატარებელი ადამიანები თავისებური პიროვნული და ფსიქოლოგიური თვისებებით გამოირჩევიან; როგორც წესი, ისინი კომპლექსებით არიან სავსენი; მოქმედებს აღზრდის ფაქტორიც, გარკვეული შეუთავსებლობაც ცოლ-ქმარს შორის...

ეჭვიანობა, ჩვეულებრივ, ეგოისტ, თვითკმაყოფილ, ემოციურად ცივ, დესპოტური ბუნების ადამიანებს სჩვევიათ, რომელთაც არ შეუძლიათ უანგარო სიყვარული. მათთვის საპირისპირო სქესის ადამიანი (უმეტესად - ქალი) სიამოვნების წყაროა და მიისწრაფიან, მთლიანად დაიმონონ ის.

არსებობს ადამიანების მეორე ტიპიც. მათ მოჩვენებითად მშფოთვარე ხასიათი აქვთ, თავდაჯერება აკლიათ, აზვიადებენ საფრთხესა და უსიამოვნებებს. ტანჯავთ არასრულფასოვნების კომპლექსი. მათი ეჭვიანობა, ერთი შეხედვით, მსუბუქად ვლინდება, თუმცა ისე ხშირად, რომ ბოლოს და ბოლოს კლავს სიყვარულს და ოჯახურ ბედნიერებას ანგრევს.

  • ღალატი

ქორწინებისას ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ ოდესმე მისი ოჯახური ცხოვრება შეიძლება გაყრით დასრულდეს და ამის მთავარ მიზეზად მეუღლის ღალატი იქცეს. ღალატი სხვადასხვაგვარია. გააჩნია, ვინ უღალატა ვის და რა გარემოებებში. ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვისთან, თუმცა ზოგჯერ ამასაც აქვს მნიშვნელობა.

ღალატი სტიქიურ უბედურებას ჰგავს: კარგად იცი, რომ ასეთი რამ ხდება ხოლმე, მაგრამ გგონია, შენ ეს არასოდეს შეგეხება, ხოლო თუ შეგეხო, ჩნდება სურვილი, სიტუაციას ჩაუღრმავდე და მომხდარის მიზეზები არკვიო - "რატომ მაინცდამაინც მე?!"

არსებობს ქალური რეაგირების მეორე გავრცელებული ვარიანტიც, როცა საკუთარ თავს მეტოქეს ადარებ. ასეთი მიდგომისას თვითშეფასება ნულს უტოლდება. ღალატს ბევრი რამ შეიძლება ედოს საფუძვლად, თუმცა უმეტესად ის ერთნაირად - გაყრით სრულდება.

  • მეორე ქორწინება და პრობლემები

პირველი ქორწინება დაინგრა. დარჩა სიცარიელე და იმედგაცრუება. მერე ხელახლა გაჩნდა სულიერი სიახლოვის მოთხოვნილება. თითქოს მეორე სუნთქვა გაგეხსნათ. დაიწყო ახალი ცხოვრება, ახალი კავშირი, გაჩნდა ახალი ოჯახი... და ახალი პრობლემები.

მეორე ქორწინების დროს ხშირად სერიოზულ პრობლემებს იწვევს პირველიდან დარჩენილი შვილი. დედინაცვალსა თუ მამინაცვალს და გერს შორის უთანხმოება წარმოიშობა. გერი ეჭვიანობს, ეჩვენება, რომ მის წილ სითბოს უცხო ადამიანს უნაწილებენ და საბოლოოდ შესაძლოა საქმე ცოლ-ქმარს შორის განხეთქილებამდეც მივიდეს. ყველაზე ძვირფასი, რაც ახალშექმნილ ოჯახს სჭირდება, არის სწორი წარმოდგენა ცოლქმრულ ბედნიერებაზე. გულისხმიერება, ოჯახის აშენების სურვილი და ცოდნა, თვითაღზრდისა და თვითსრულყოფისკენ სწრაფვა - აი ყველაზე საიმედო, უნივერსალური რეცეპტი ოჯახური ბედნიერებისთვის.