/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

კონფლიქტი

კონფლიქტი
„კონფლიქტი“ ლათინური წარმოშობის სიტყვაა და შეჯახებას ნიშნავს.

ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგოდ განწყობილ ძალთა, საპირისპირო ინტერესთა, შეხედულებათა შეჯახება, შეხლა-შემოხლა, ზოგჯერ - სერიოზული უთანხმოება, განხეთქილება, უარეს შემთხვევაში, ძლიერი გამწვავებისას - შესაძლოა შეიარაღებული შეტაკებაც კი. ასეთი შეჯახება ჩვენს ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ხდება. გაცილებით იშვიათია კონფლიქტის მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით მოგვარება. ნებისმიერ ადამიანს, ბუნებრივია, უჩნდება კითხვა: მაინც რა არის კონფლიქტი - ჩვენი ყოფის უსიამოვნო, მაგრამ განუყოფელი ნაწილი თუ პიროვნების არასრულყოფილების შედეგი?

ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განწყობილ, დაპირისპირებულ მხარეთა შორის იქმნება კონფლიქტური სიტუაციები, რომელთა დამახასიათებელი ნიშანია მხარეთა პოზიციების აცდენა, აქედან კი გამომდინარეობს ინტერესების, მიზნებისა და მათი განხორციელების გზებისა და მეთოდების დაპირისპირება. კონფლიქტის აღმოფხვრისა და განმუხტვისთვის აუცილებელია პოზიციათა შეჯერება, რის შედეგადაც მიიღწევა პრობლემის მოგვარების მეტ-ნაკლებად კომპრომისული ვარიანტი. ყოველგვარი დაპირისპირება, წინააღმდეგობა განსხვავებულობის შედეგია, რაც მიზნის განხორციელებისა და თვითდამკვიდრების მეტ-ნაკლებად საწინააღმდეგო მოდელებსა და ვარიანტებს წარმოშობს. კონფლიქტი ამ ვარიანტების გადაკვეთაზე ყალიბდება. რადიკალური განსხვავებულობა კონფლიქტოგენური ბუნებისაა. განსხვავებული პოზიციები, მსოფლმხედველობა, ცხოვრების სტილი ბადებს კონკურენციას, აქედან კონფლიქტამდე კი ერთი ნაბიჯიღა რჩება.

მეტ-ნაკლებად კონფლიქტოგენურია სუსტად გამოხატული, უწყინარი განსხვავებულობა. ამის მექანიზმი ისტორიულად ჩამოყალიბდა. ადამიანი ჯგუფური, კოლექტიური, საზოგადოებრივი არსებაა და, თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად საკუთარ, ანუ აპრობირებულ (საცდელ) ჯგუფს ენდობა. ჯგუფში (იგულისხმება ერი, ოჯახი, სამეგობრო წრე და ა.შ.) ყოველთვის არსებობს აღიარებული ფასეულობები, ქცევის ნორმები, სტერეოტიპები, რომლებიც ჯგუფის ერთიანობას განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ არიან ჯგუფის წევრები ამ ნორმების ერთგულნი. ყოველივე უცხო ეჭვსა და შფოთვას იწვევს, რაც, მათი აზრით, ჯგუფის სიმტკიცეს ემუქრება. აქედან იღებს სათავეს ყოველივე განსხვავებულის მიუღებლობა.

დესტრუქციული და კონსტრუქციული

შინაარსისა და შედეგის მიხედვით განასხვავებენ დესტრუქციულ და კონსტრუქციულ კონფლიქტებს. თუ ხდება ერთ-ერთი მონაწილის ღირსების შებღალვა, უფლებების ხელყოფა და პიროვნული სივრცის დავიწროება, კონფლიქტი, რა თქმა უნდა, დესტრუქციული ანუ დამანგრეველი ხასიათისაა (დესტრუქციული იქნება იგი იმ შემთხვევაშიც, თუ მის შედეგად უარყოფითი ფასეულობებისა და ურთიერთობის დამკვიდრება ხდება). მაგალითად, ყველაზე ხშირია კონფლიქტი შურის გამო, დაპირისპირება რძალსა და დედამთილს შორის, სიძე-სიდედრს შორის, მეზობლური შეხლა-შემოხლა, წინააღმდეგობრივი სიტუაცია გავლენის სფეროების გადანაწილების გამო და სხვა. ასეთ კონფლიქტებში გამარჯვებული არ არსებობს. დესტრუქციული კონფლიქტის გაგრძელებას მოჰყვება მისი გაღრმავება, გაფართოება, ემოციების გამძაფრება, ახალი პირების ჩართვა, ბრძოლის მეთოდების შემუშავება და სხვა. კონფლიქტმა, რაც უნდა გასაოცარი იყოს, შეიძლება კონსტრუქციული როლიც შეასრულოს ადამიანთა ურთიერთობაში, თუ მოხდა ამ ურთიერთობათა გარკვევა და კონფლიქტის მიზეზის გაცნობიერება. ხშირად კონფლიქტი ფარდას ხდის იმ პრობლემებს, რომლებზეც აქამდე არავინ ლაპარაკობდა.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

კონფლიქტური ხასიათი

თუ დავაკვირდებით კონფლიქტური ხასიათის ადამიანის ქცევას, შევამჩნევთ თავისებურებას, რომელიც სრულიადაც არ არის დამახასიათებელი სხვა ტიპის ადამიანებისთვის. მისი განწყობა უძრავია, სტატიკური. ასეთი განწყობის დამღით აღბეჭდილია მისი ხასიათიც. ასეთ ადამიანს ადვილად უჩნდება განწყობა, მაგრამ იგი ისე ღრმად ფიქსირდება, რომ მოუშორებელ იმპულსად იქცევა. ერთხელ შექმნილი განწყობა მთლიანად იპყრობს პიროვნებას და ის ძნელად ახერხებს თავის დაღწევას მაშინაც კი, როდესაც სიტუაციის ცვლილება განსხვავებულ ქცევას და ახალი განწყობის შემუშავებას მოითხოვს. პიროვნებას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ ახალ გარემოსთან შესაგუებლად აუცილებელი ახალი განწყობის შექმნა მოახერხოს. განწყობის სტატიკურობის გამო პიროვნებას ძლიერი მიდრეკილება აქვს იმპულსური ქცევისკენ. ასეთი ქცევის შეკავება, მისი დაუფლება ძნელდება. პიროვნება იძულებულია, თავის ბუნებრივ მოთხოვნილებებს დაუპირისპიროს ობიექტივიზაციის აქტი და ქცევა შინაგან მისწრაფებებთან შეუთანხმებელი ნებელობის მიზნების საფუძველზე წარმართოს.

მისი ბუნებრივი მისწრაფებები ხშირად მკვეთრად ეწინააღმდეგება მისივე სოციალურ ქცევას, ამიტომ მასში თავს იჩენს მძლავრი შინაგანი კონფლიქტები. იმპულსურ და ობიექტივიზაციის (აზროვნების) დონეზე მიმდინარე ქცევათა შორის წინააღმდეგობა შინაგან დისჰარმონიას, კონფლიქტურ განცდებს იწვევს. ასეთი ადამიანის განცდათა სამყარო ღრმად კონფლიქტურია, მისი ქცევა კი - მეტწილად გარემოსთან შეწყობილი. აღნიშნული ტიპის ადამიანში სოციალური მოტივების, მაღალი იდეების გვერდით მრავლადაა ინდივიდუალისტური, სუბიექტივისტური (განკერძოების) ქცევის განწყობები, ამიტომ, პიროვნების ქცევა გარემოს შესატყვისად რომ წარიმართოს, ცხოვრების წვრილმან საკითხებზეც კი აუცილებელი ხდება ნებელობის ამოქმედება. მისი სოციალურ-მორალური ქცევა თითქოს არ არის დაკავშირებული საკუთარ, „ბუნებრივ“ მისწრაფებებთან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ქცევა ხელოვნურია. ასეთ პიროვნებას მიდრეკილება აქვს უსიამოვნო განცდებისკენ, მისთვის დამახასიათებელია ზოგიერთი ემოციური განცდის პიროვნების ღრმა ფენებში შეჭრა, მთელ პიროვნებაზე გავრცელება, რაც ხშირად ვლინდება განცდათა „კომპლექსების“ სახით, ეს უკანასკნელი კი დროთა განმავლობაში იქცევა გაღიზიანების, შინაგანი შფოთვისა და აფექტის წყაროდ.

ზოგიერთი ემოციური განცდა ისე ძლიერად იჭრება სუბიექტში, ისე იპყრობს მის პიროვნებას, რომ ძლიერი ძალისხმევაა საჭირო, იგი აფექტური რეაქციის სახით არ გამოვლინდეს. მიდრეკილებისა და ემოციების დაძლევის პროცესში პიროვნებას ეტყობა დაძაბულობა. მის სახეზე იხატება ჭარბი სერიოზულობა და შეკავებული სასოწარკვეთილების განცდა. მისი მოძრაობები ნაკლებად კოორდინირებულია, ყურადღება გაფანტულია და შიგნით არის ფიქსირებული. საზოგადოდ, ასეთი მწვავე ემოციები განსაზღვრავს მთელი მისი ცხოვრების სტილს, გარემოსადმი მის დამოკიდებულებას. კონფლიქტური ხასიათის პიროვნებაში მრავლადაა ფიქსირებული მძიმე განცდების გამომწვევი განწყობები, რომელთა რეალიზაცია შეუძლებელია როგორც იმპულსური, ისე ნებელობითი ქცევის პროცესში. მისი ფიქსირებული განწყობებიდან მომდინარე განცდები ეწინააღმდეგება სიტუაციას. ამიტომ არის, რომ გამღიზიანებლები მასში უფრო ხშირად უსიამოვნო განცდებს იწვევს. ასეთი მყარი უგუნებობის დარღვევა, სასიამოვნო განწყობილებით შეცვლა ძნელად ხდება. ასეთი პიროვნებები ვერ იხსენებენ თავიანთი ცხოვრებიდან ისეთ მომენტებს, მყუდროება, სიმშვიდე, კმაყოფილება რომ ეგრძნოთ. თუ ასეთ პიროვნებას ვკითხავთ, რა მიაჩნია მას საკუთარი ხასიათის უარყოფით თვისებად, იტყვის, რომ მისი უბედურებაა რწმენის ნაკლებობა, სუსტი ხასიათი, ყოყმანი გადაწყვეტილების მიღებისას და მიღების შემდეგაც. ასეთი პიროვნების ყოველ განცდას, მოქმედებას თან ახლავს ეჭვი. მას საკუთარი განცდებისაც კი ეეჭვება. ის მაშინაც კი შეუსაბამოდ მოქმედებს, როდესაც მისი მოქმედება ენერგიულია და პროდუქტიული. ასეთ პიროვნებას ენერგიული მოქმედების მომენტშიც არ ტოვებს ნიჰილიზმი, მერყეობა და უკმაყოფილება. ამის გამო მასში თავს იჩენს ორი უკიდურესობა: ერთი მხრივ - პედანტობა, მეორე მხრივ - მოუწესრიგებლობა, ქაოსური ქცევა. პედანტური ქცევა ვითარდება მაშინ, როცა ყოველი მოქმედება სუბიექტში ეჭვს იწვევს, ყოველივეს კრიტიკული თვალით უყურებს, ყოველი პროცესი და შედეგი მიზნისთვის შეუსაბამოდ მიაჩნია. ასეთ პიროვნებას თითქოს აქვს მოქმედების პოტენციალი, მაგრამ განუწყვეტელ ეჭვსა და უკმაყოფილებას იგი რუტინამდე მიჰყავს. მეორე მხრივ, ნიჰილიზმი იწვევს უმოქმედობას, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უუნარობას, საიდანაც ვიღებთ მოუწესრიგებელი ქცევის ადამიანს. მერყეობა და კონფლიქტები არ მომდინარეობს ძალაუფლების, ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნილებიდან. არ ჩანს ტენდენცია ამ უკმარისობის განსაკუთრებული კომპენსაციისა, როგორც ეს სხვა ტიპის ადამიანთა შემთხვევაში ხდება. აქ საქმე არ გვაქვს სუბიექტურსა და ობიექტურს შორის მთლიანობის აღდგენისკენ სწრაფვასთან. პირიქით - შეინიშნება მათ შორის კონფლიქტის გაღრმავების ტენდენცია. სწორედ ეს არის სპეციფიკური ასეთი სუბიექტისთვის.

სოციალურად აქტუალური სიტუაცია, როგორც ცხოვრებისეული აუცილებლობა, მოქმედებს სუბიექტზე, მაგრამ ვინაიდან შესატყვისი მოთხოვნილება სუბიექტში არ არის, ამიტომ აუცილებელი ხდება სიტუაციისადმი მორჩილება, იძულებითი მიზანშეწონილი რეაქციების გამომჟღავნება ან, პირიქით, გაქცევა ამ სიტუაციიდან. ორივე იწვევს ტკივილს, უსიამოვნო განცდებს, უსიამოვნო მდგომარეობას. აქედან იღებს სათავეს მუდმივი უგუნებობა, შიში, გადაჭარბებული მზრუნველობა, უძლურების განცდა, განცალკევება, სასოწარკვეთილება, განგაში, ჯავრი და თითქოს უმოტივაციო ძლიერი აფექტები. ამ მდგომარეობისთვის სპეციფიკურია ის, რომ ყველა ასეთი უსიამოვნო მდგომარეობის მიმართ პიროვნების გული ინდიფერენტულია.

პიროვნების გული - ეს ის სპეციფიკური განწყობებია, რომლებიც ასეთი სუბიექტისთვის არის დამახასიათებელი. ეს მზაობაა გარკვეული ქცევისთვის. კონფლიქტური ხასიათის მქონე პიროვნებას თავის ირგვლივ მყოფი ადამიანები იშვიათად მიაჩნია სიმპათიის ღირსად. ადამიანთა ფართო წრიდან მას სიმპათიას აღუძრავს ისეთი ქცევა, რომელიც მის ინტერესებში მოქცეულ მორალურ, სოციალურ სფეროს შეეხება. მაგალითად, სამშობლოსათვის თავდადება, გმირობის გამოჩენა და სხვა მაღალი მიზნებისაკენ მიმართული ქცევა. ისეთი ადამიანი, რომლის უბედურება თუ ბედნიერება მას აქამდე არაფრად მიაჩნდა, ერთბაშად იქცევა მისთვის უახლოეს სუბიექტად და მთელი მისი სიმპათია მისი მისამართით ამოქმედდება. საერთოდ კი, იგი გაურბის სიმპათიის გრძნობით წარმოშობილ კონფლიქტებს. თუ სხვაგვარი ხასიათის ადამიანებში სიმპათიის განცდა სიამოვნების გამომწვევია, აქ პირიქით ხდება. როგორც სხვის განცდებში შთაგრძნობა, ისე საკუთარი განცდების სხვისთვის გაზიარება ასეთი პიროვნებისთვის ტკივილის მომგვრელია, სიმპათიას ყოველთვის თან სდევს უკმაყოფილების, უკმარისობის განცდა. დამახასიათებელია მეგობრის, ახლობლების მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნილებების წაყენება, მისი სიბრალული, თანაგრძნობა ძლიერი და ღრმაა, მაგრამ უსიამოვნო და კონფლიქტებით სავსე. იგი განიცდის, რომ მისი სიბრალული არ არის სრული, თანაც ჰგონია, რომ ამ განცდას მაინც ვერავინ გაიგებს, ვერავინ მიუხვდება. სხვისი შეფასების მტკიცებითი გრძნობა განსაკუთრებით კარგად მჟღავნდება ასეთი პიროვნების სასიყვარულო ემოციებში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კონფლიქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები