/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სექსოლოგია

როგორ დავიბრუნოთ სექსუალური ლტოლვა

როგორ დავიბრუნოთ სექსუალური ლტოლვა
ექიმები და ფსიქოლოგები საკმაოდ ბევრს საუბრობენ სექსუალურ დარღვევებზე: მამაკაცებში ერექციულ

დისფუნქციაზე ან ქალების ანორგაზმიაზე. მაგრამ სიტუაცია, როდესაც სექსი აღარ უნდათ, ხშირად სათანადო ყურადღების გარეშე რჩება. როგორც კვლევამ აჩვენა, 18-59 წლის ქალების 32% და მამაკაცების 15% არ განიცდის სექსუალურ ლტოლვას მრავალი თვის განმავლობაში, ხოლო ზოგიერთ მათგანს საერთოდ ზიზღის გრძნობა ეუფლება სექსის გაფიქრების დროსაც კი.

ივარჯიშეთ (მაგრამ ძალიან არ გადაიღალოთ)

ვარჯიში მოქმედებს ლიბიდოზე, თუმცა ეს კავშირი ისეთი აშკარა არაა, როგორც ბევრს ჰგონია. სექსუალურ ლტოლვაზე აისახება ფიზიკური აქტივობის როგორც ხანგრძლივობა, ისე ინტენსივობა. მამაკაცების მონაწილოებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნორმალური და მაღალი ლიბიდო ჰქონდა მათ, ვინც ზომიერი ინტენსივობით და ხანგრძლივობით ვარჯიშობდნენ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ქალებისთვის, სიმპათიკური ნერვული სისტემის გამოსაფხიზებლად, 20 წუთიანი ვარჯიში საკმარისია. მისი აქტივობა აღგზნებას უწყობს ხელს. ასე რომ, მცირეხნიანი, მაგრამ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში საკმარისია ლიბიდოს ფორმაში შესანარჩუნებლად.

შეამცირეთ მასტურბაცია

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, უკვე წლებია რაც მასტურბაციას მივეჩვიე და როგორ შეიძლება გადაჩვევა, მაქვს დანაშაულის შეგრძნება, ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო და უფრო მიმძაფრდება სურვილი.</p>

ზედმეტი სექსუალური დაძაბულობის მოსახსნელად და სიამოვნების მისაღებად მასტურბაციაში ცუდი არაფერია. მაგრამ როდესაც ლიბიდო ისედაც ნულზეა, თვითდაკმაკყოფილება შეიძლება მავნებელიც იყოს.

მამაკაცებსა და ქალებშიც სექსუალური ლტოლვა პირდაპირ დაკავშირებულია ანდროგენების, კერძოდ, ტესტოსტერონის დონესთან. ლიბიდოს დაცემისას, ამ ჰორმონის აფეთქების გამოწვევის ერთ-ერთი მეთოდი მასტურბაციაზე უარია. ერთკვირიანი თავშეკავების შემდეგ სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობა შეიძლება 2,5-ჯერ გაიზარდოს.

ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზედმეტად ხშირი ორგაზმი ამცირებდა ანდროგენური რეცეპტორების (სწორედ მათი საშუალებით ტვინი რეაგირებს ტესტოსტერონზე) კონცენტრაციას. გამოდის, რომ მუდმივი მასტურბაციისას ორგანიზმი ამ ჰორმონის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ხდება. 72 საათიანი თავშეკავების შემდეგ ტესტოსტერონის რეცეპტორების რაოდენობა ცხოველებში ისევ იმატებდა სექსულურ ლტოლვასთან ერთად.

მიირთვით შოკოლადი

სასურველია კაკაოს მაღალი შემცველობით - ზოგიერთი მონაცემით, სწორედ ეს კომპონენტი შეიძლება იყოს აფროდიზიაკი. შოკოლადი ზრდის ორგანიზმში სეროტონინის და ფენილეთილამინის კონცენტრაციას. ეს ნივთიერებები აუმჯობესებენ განწყობას, რაც სექსუალური ლტოლვის გაძლიერებას უწყობს ხელს.

უარი მავნე ჩვევებს

ცხოვრების ჯანსაღი წესი არა მარტო ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობისთვის, არამედ სექსულური ფუნქციისთვისაც კარგია. მოწევა იწვევს სისხლძარღვების სპაზმს და აუარესებს სისხლის მიმოქცევას. ამის გამო სისხლი სასქესო ორგანოებთან აღარ მიედინება, რაც აღგზნებას ხელს უშლის. ალკოჰოლის და მით უმეტეს ნარკოტიკების მოხმარება ასევე შესანიშნავი საშუალებაა ლიბიდოს დასაქვეითებლად. თუმცა 1 ჭიქა ღვინო დასაშვები ნორმაა, რომელიც ადამიანს მოდუნებაში და პარტნიორთან დაახლოებაში ეხმარება.

სეირნობა და მედიტაცია

სტრესი ჰარმონიული და სექსუალური ცხოვრების საწინააღმდეგო მძლავრი იარაღია და მამაკაცებსა და ქალებზე განსხვავებულად მოქმედებს. ქალები სტრესული სიტუაციებისადმი უფრო მგრნძნობიარეები არიან. განცდები მათში სექსუალურ ლტოლვას მაშინვე აქრობს. მამაკაცებმა კი შეიძლება სხვანაირად მოახდინონ რეაგირება და სტრესი სექსის საშუალებით მოიხსნან.

რა ხდება, როდესაც წყვილი მძიმე სიტუაციაშია და ორივეს აქვს სანერვიულო (რემონტი, კამათი, ფინანსური სირთულეები)? ქალებს უქვეითდებათ ლიბიდო და არ სურთ სექსი. მამაკაცს პირიქით, რაც აღრმავებს კონფლიქტს და აძლიერებს სტრესს. ამის თავიდან ასაცილებლად, კარგია იოგა, საღამოობით სეირნობა ან მედიტაცია და როდესაც ორივე პარტნიორს ლიბიდო ნორმალურ დონეზე დაუბრუნდება, სექსის საკითხიც დადგება დღის წესრიგში.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სტრეპტოკოკები და სტრეპტოფაგი
სტრეპტოკოკები და სტრეპტოფაგი
თქვენს ჟურნალში მკითხველის თხოვნით დაბეჭდილი იყო ინფორმაცია სტაფილოკოკის შესახებ. ძალიან გთხოვთ, მოგვითხროთ სტრეპტოკოკისა და სტრეპტოფაგების შესახებაც.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ დავიბრუნოთ სექსუალური ლტოლვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები