/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ეჭვიანი ადამიანი

ეჭვიანი ადამიანი
ეჭვიანობა არის მესაკუთრეობის გამძაფრებული გრძნობა, ეს მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი ვერ აკონტროლებს პარტნიორს და აქვს განცდა,

რომ ვერ ფლობს მას, ეუფლება ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ამის საფუძველი ადრეულ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ, სავარაუდოდ, აღზრდაში დაშვებულ შეცდომებში, როცა მცირე ასაკში ბავშვებს შორის ირღვევა ნდობა და თავს იჩენს მიჯაჭვულობა. თუ ადამიანი აცნობიერებს, რომ ამის მიზეზი აქვს, მაშინ ეს ფაქტია უკვე და ამის საფუძველი აქვს, მაგრამ თუ ეჭვიანობის მიზეზი არ არსებობს, მაშინ ადამიანი ფანტაზიორობას იწყებს და ეს უკვე ავადმყოფურია. აქ ხდება წარსული გამოცდილების აწმყოში გადმოტანა და ეს უკვე გამწვავებულ ფორმას იღებს და ადამიანს დარღვეული აქვს ნდობა სამყაროს მიმართ.

მესაკუთრეობა

„ეჭვიანობს, ესე იგი უყვარს“ – გავრცელებულია ხალხში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ემოციების ამოფრქვევა ამაღლებული გრძნობების გამო არ ხდება. ეჭვიანობა საკუთრების ინსტინქტის გამოვლინებაა, რომელიც მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ. ადამიანი სიცოცხლის პირველივე წამებიდან მესაკუთრეა – იმ მომენტიდან, როცა ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ დედა შვილისგან დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. ის ბედავს სხვებთან ურთიერთობას, საუბარს, უღიმის მათ და ყველაზე საშინელება! – შეიძლება სადღაც წავიდეს, აიძულოს პატარა იტიროს, შიშისგან დაიტანჯოს და შეიძლება აღარც დაბრუნდეს?! ეჭვიანობას – „სიყვარულის გენს“ უწოდებენ. ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როცა ჩრდილი იმ საგნისგან დამოუკიდებლად არსებობს, რომელსაც ტოვებს. ეჭვიანობის „ახლო ნათესავია“ არასრულფასოვნების გრძნობა, საკუთარი თავისადმი კრიტიკული დამოკიდებულება. იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ და გაექცნენ ამ პრობლემას, ზოგიერთი პარტნიორს ამ პრინციპით ირჩევს: „თუნდაც ცუდი იყოს, სამაგიეროდ, ვერავინ წამართმევს!“ ამგვარ დამოკიდებულებას კი კარგი შედეგი ვერ ექნება, ისევე, როგორც ნებისმიერი ინსტინქტის დათრგუნვას. მსოფლიოში ყველაზე ეჭვიანი მამაკაცები ბრაზილიაში ცხოვრობენ, ყველაზე მეტად კი ცოლებს იაპონელი მამაკაცები ენდობიან. ეჭვიანობა – ეს შენელებული მოქმედების ნაღმია, რომელსაც ყველაზე მტკიცე ქორწინების დარღვევაც კი შეუძლია. მკვლევართა მონაცემებით, განქორწინებათა 20%-ის მიზეზი სწორედ ეჭვიანობაა. მამაკაცების ეჭვიანობის გამოვლენა უმეტესად ძალზე უხეში და ქარიშხალივით დამანგრეველია, განაწყენებული მამაკაცი არაადეკვატურიც შეიძლება იყოს და დიდი მავრის მოქმედება გაიმეოროს: ჯერ დაგახრჩობ – შემდეგ გავერკვევით! ეჭვიანობის გრძნობა თითქმის ყველასთვის ნაცნობია. ადამიანთა მხოლოდ 5% აღიარებს, რომ არასოდეს უეჭვიანია. სამაგიეროდ 15-20%-ის ეჭვიანობის ფორმები სიგიჟეს ემსგავსება. მამაკაცები უფრო აქტიურად და დაჟინებით მოითხოვენ საყვარელი ქალის სხეულის ერთპიროვნულ მფლობელობას. როგორც ჩანს, ინსტინქტური შიშის გამო, რომ ბავშვის გენეტიკური მამა შეიძლება ის არ აღმოჩნდეს (ცხოველთა სამყაროში ზოგიერთი სახეობის მამრები ხოცავენ იმ ნაშიერებს, რომლებიც მათ ჩარევამდე დაიბადნენ). ქალებს კი, პირიქით, შეუძლიათ აპატიონ საყვარელ მამაკაცს ცოდვები, მაგრამ ძალზე აშინებთ სხვა ქალებთან მათი ემოციური დაახლოება. ქალები უფრო ადვილად ეგუებიან მამაკაცების დროგამოშვებით ვიზიტებს ე.წ. „ღამის პეპლებთან“, მაგრამ ვერ უმკლავდებიან მეუღლის ყველაზე უწყინარ რომანს კოლეგასთან ან პლატონურ მიზიდულობას ყოფილ თანაკლასელთან. ქალები უფრო ხშირად ეჭვიანობენ, ვიდრე მამაკაცები, უბრალოდ, ისინი უკეთ მალავენ თავიანთ გრძნობებს. ყველაზე მძვინვარენი ახალგაზრდა ცოლები და განსაკუთრებით – საყვარლები არიან, მათი 90% უგონოდ ეჭვიანობს. ოჯახის სტაჟიანი დედები არც ისე ძლიერ შფოთავენ ამ საკითხზე – ისინი თავიანთ მეუღლეებს ხშირად დამატებით შვილად აღიქვამენ და მზად არიან ოჯახს მიღმა წვრილმანი (ზოგჯერ კი მსხვილი) ცელქობა დიდსულოვნად აპატიონ. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ყველაზე ეჭვიან ადამიანებად ყალიბდებიან ისინი, ვინც მშობლებს ნაკლებად უყვარდათ, ცოტას ეფერებოდნენ და ეალერსებოდნენ ან იშვიათად აჰყავდათ ხელში. ან ისინი, ვინც გადაჭარბებულად უყვარდათ, მუდმივად მფარველობდნენ, აკონტროლებდნენ მათ ყოველ ნაბიჯსა და ამოსუნთქვას. ან ვინც ბავშვობაში გამოსცადა მშობლების განქორწინება, ან ისინი, ვინც იძულებული იყო მუდმივად ეპაექრა ძმებსა და დებთან მშობლების სიყვარულის გამო...

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ეჭვიანობა – სიმპტომი, რომელსაც სქესი და ასაკი არ აქვს, მეორეული ემოცია, წინასწარი ნეგატიური ფიქრები, შიში, აფორიაქება რაიმეს დაკარგვის გამო, რაც ინდივიდისთვის ფასეულობას წარმოადგენს.

სხვათა შორის, მსგავსი სიმპტომის მატარებელ ადამიანებს არც ეროვნება აქვთ. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეჭვიანობა ნებისმიერ კულტურაში არსებობს, ნაწილისთვის კი ეს კულტურულსპეციფიკურია, ანუ დამახასიათებელია მხოლოდ გარკვეული კულტურებისთვის. სოციოლოგების აზრით, ეჭვიანობისას გადამწყვეტია ის კულტურული ფასეულობები, რომლებიც დამკვიდრებულია ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფში. ეჭვიანობა შეიძლება მიმართული იყოს ნებისმიერი მოვლენის, საგნის ან ადამიანის მიმართ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

კულტურული და ისტორიული ფაქტორები მამაკაცებისა და ქალებისთვისაც მსგავსია. პერსონალური ფაქტორები მკვეთრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სიყვარულის სტილზე. ემოციური ფაქტორები განსხვავებულია ადამიანებისთვის და ინდივიდუალური მდგომარეობაა. სიტუაციური ფაქტორები ძალზე ხშირია და ძალიან ადვილია მათი სტიმულირება.

საყვარელი ადამიანის მიმართ ეჭვიანობა გარკვეულწილად ბუნებრივია. ხშირად ეს იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს გარკვეული ინტერესი გააჩნია იმ ადამიანის მიმართ, ვისზეც ეჭვიანობს. ეს გამართლებულია მანამ, ვიდრე წყვილი ურთიერთნდობას საბოლოოდ არ განამტკიცებს. ამის შემდეგ კი ეჭვიანობა უადგილო და გაუმართლებელია.

ეჭვმა არ იცის სულელი და ჭკვიანი, ღარიბი და მდიდარი, კეთილი და ბოროტი, ის ყველას შეიძლება სჭირდეს, თუმცა აქაც დოზას აქვს დიდი მნიშვნელობა. ეჭვიანობა უნდობლობის გამოხატულებაა, როცა მისი კონრტოლი ვერ ხერხდება, ავადმყოფობადაც კი იქცევა ხოლმე.

არსებობს მორბიდული (ავადმყოფური) ეჭვიანობა – ე. წ. ოტელოს სინდრომი, ეს არის ფსიქიატრიული აშლილობა, როდესაც ადამიანს სჯერა, რომ სქესობრივი პარტნიორი ან შეყვარებული ღალატობს. ადამიანები ასეთი ავადმყოფური ეჭვიანობით ხშირად არიან პარტნიორის დამდანაშაულებლები, უწყობენ საბოტაჟს, ზოგჯერ ძალადობენ კიდეც მათზე.

ავადმყოფური ეჭვიანობისგან თავის დაღწევა მხოლოდ საკუთარ თავთან შეცდომების აღიარებითა და საკუთარი ემოციების გაკონტროლებით არის შესაძლებელი. იმის გაანალიზება, რომ ეჭვიანობით სიყვარულს ვერაფერს შემატებთ, მხოლოდ კარგს მოგიტანთ, რადგან ეჭვიანობა ნამდვილად არაა სიყვარულის საზომი. თუ გინდათ, რომ მან იცოდეს, როგორ გიყვართ, ჭირვეულობის, პანიკის ნაცვლად, უბრალოდ ხშირად უთხარით, რომ ძალიან გიყვართ და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ.

ერთხელ მაინც წარმოიდგინეთ თავი იმ ადამიანის ადგილზე, ვისზეც ეჭვიანობთ. მუდმივად გამომცდელ კითხვებზე პასუხის გაცემა, ადგილსამყოფელის კონტროლი და ტელეფონში ქექვა არავის სიამოვნებს და მათ შორისაა თქვენი საყვარელი ადამიანიც. არც ერთი კაცის (არც ქალის) სურვილი არაა, რომ სიყვარული კოშმარად ექცეს.

ადამიანები დროთა განმავლობაში ეჭვიანობის მტანჯველი გრძნობისგან თავის დაღწევას ახერხებენ. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუმარცხებია ეს საშინელი სენი, გთავაზობთ ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ რამდენიმე რჩევას. თუ პროფესიონალების რჩევას გაითვალისწინებთ, ეჭვი და ტკივილი ნამდვილად წარსულში დარჩება:

1. გაერკვიეთ თქვენს გრძნობებში. ეჭვი – შიშისა და სიბრაზის გაერთიანებაა: შიში იმისა, რომ ვიღაცას კარგავ, ხოლო სიბრაზე კი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა იმას გართმევს, რაც, გრძნობ, რომ შენ გეკუთვნის.

2. დართეთ თავს უფლება, იგრძნოთ ემოციები სწორად. როდესაც ეჭვიანობა შემოგაწვებათ, უბრალოდ ჰკითხეთ თქვენს თავს: რაზეა ჩემი ეჭვი დაფუძნებული, შიშზე თუ სიბრაზეზე? გააანალიზეთ, სხეულის რომელი ნაწილია „დაზიანებული“. თუ გრძნობთ ჩაბღაუჭების შეგრძნებას მუცელში, ეს უფრო შიშია. ხოლო თუ მცხუნვარე, მჭიდრო შეგრძნება გაქვთ მხარბეჭსა და ყბაში, მაშინ სიბრაზე გაწუხებთ. თქვენ ასევე შეიძლება ამ გრძნობების კომბინაცია იგრძნოთ.

3. გადმოეცით თქვენი გრძნობები. თქვენი ნამდვილი გრძნობების გაზიარება ისეთ ადამიანთან, რომელიც არ გაკიცხავს მათ, შეძლებს შექმნას მჭიდრო გრძნობათა კავშირი თქვენ ორს შორის და გახსნას დიალოგი თქვენს წარსულ ურთიერთობებზე. ლაპარაკისას გამოიყენეთ „მე“ ნაცვლად „შენ“-ისა. იმის მაგივრად, რომ თქვათ: „ეს არ უნდა გაგეკეთებინა“, თქვით: „მე ვგრძნობდი თავს საშინლად, როდესაც ეს მოხდა“.

4. დაადგინეთ, რას გასწავლით თქვენი ეჭვიანობა. ეჭვმა შეიძლება ყურადღება დაგაძაბინოთ იმაზე, რა გინდათ თქვენ და რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. თუ თქვენ ხართ ეჭვიანი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც მეგობარს გართმევთ, ე. ი. თქვენთვის პირადი ურთიერთობებია მნიშვნელოვანი. თუ პრობლემა ფულია, მაშინ თქვენი ძირითადი საჭიროება კარგი დაცვა ან თავისუფლებაა. დაუსვით შეკითხვა თქვენს თავს: „რატომ ვეჭვიანობ ამის გულისთვის? რა მაეჭვიანებს? რის შენარჩუნებას ვცდილობ? რატომ ვგრძნობ თავს დაშინებულად?“ როდესაც გაერკვევით, თუ რა გაეჭვიანებთ, მაშინ შეძლებთ, გადადგათ დადებითი ნაბიჯები ამ პრობლემის გამოსასწორებლად, ყველანაირი უარყოფითი ემოციების გარეშე, რომლებიც ეჭვს იწვევს.

5. დაივიწყეთ ყველანაირი ცრურწმენები, რომლებმაც შეიძლება ეჭვი გამოიწვიონ. ძალიან ხშირად მცდარი აზრები უდევს საფუძვლად ეჭვს. თუ შეამოწმებთ თქვენს აზრს, ადვილად დააღწევთ თავს ყოველგვარ არასასიამოვნო გრძნობას. ძირითადად გავრცელებული აზრებია: „ყველა ცდილობს ჩემი ფულის მითვისებას“ ან „თუ ეს ადამიანი მე დამტოვებს, მეტი მეგობარი აღარ მეყოლება“. ის, რისიც გჯერათ, ცვალებადია. თუ შეიცვლით აზრს, შეიცვლება თქვენი გრძნობებიც. დაიჯერეთ ყველაფერი რეალურად დადებითი და სულ ცოტა ხანში იგრძნობთ შვებას. როდესაც ბედნიერი ცხოვრებისკენ დაიწყებთ ნაბიჯების გადადგმას, ნახავთ, რომ სიბრაზე, გაღიზიანება, ეჭვი, შური, შიში თვალის დახამხამებაში გაქრება.

კომენტარები (1)
თრიალეთის ექსრესი
ქართლელები და კახელები ძალიან ეჭვიანი ხალხია, და ვისაც მოყვითალო პინგმეტაცია აქვს
თარიღი : 20-03-2025
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ეჭვიანი ადამიანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები