/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ქალთა ფსიქოლოგიური პრობლემები

ქალთა ფსიქოლოგიური პრობლემები
ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ქალებს სხვადასხვა პრობლემები აქვთ, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ფსიქიკაზე, ქცევაზე, პიროვნულ თვისებებზე, ხასიათზე, აისახება ადამიანებთან ურთიერთობაზე.

გარდატეხის ასაკი

პირველი ფსიქოლოგიური პრობლემები გოგონას ცხოვრებაში თავს იჩენს გარდატეხის ასაკში, როცა მის ორგანიზმში ჰორმონული ძვრები ხდება. 12-13 წლიდან 17-18 წლამდე ასაკს მომწიფების ანუ პუბერტატულ პერიოდს უწოდებენ. ეს ქალის ცხოვრების ის მონაკვეთია, როდესაც ორგანიზმი ინტენსიურად იზრდება, იკვეთება ინტელექტუალური შესაძლებლობები, სუბიექტური შეხედულებები, ხასიათის შტრიხები, თვისებები, ერთი სიტყვით, ქალი დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ პიროვნებად ყალიბდება.

სქესობრივ მომწიფებასთან ერთად მწიფდება და გარდატეხას განიცდის ფსიქიკა, სულიერი სამყარო, მოზარდის პიროვნული მე. მშვიდი და ალერსიანი გოგონა უხეშ, უტიფარ, ხშირად აგრესიულ არსებად იქცევა. ფსიქოლოგების აზრით, ეს ყველაფერი ბუნებრივია, მეტიც: ამ რეაქციების მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ, ნორმალურად ვითარდება თუ არა მოზარდი და სჭირდება თუ არა მას მშობლების ან ფსიქოლოგის დახმარება.

მოზარდი გოგონას ორგანიზმში მიმდინარე ძვრები, მისი ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი განვითარება ამ ასაკში ჰორმონთა გაძლიერებული სეკრეციით (წარმოქმნით) არის განპირობებული. პუბერტატულ პერიოდში მკვეთრად იცვლება მისი გემოვნება, შეხედულებები, აზროვნება, ზოგჯერ თავადაც ვერ ხვდება, რა მოსწონს. ზოგჯერ მისი მანერები, ჩაცმა უფროსებისთვის სრულიად მიუღებელია, მაგრამ ასეც რომ იყოს, დაცინვა, ირონია, ძალდატანება ან იგნორირება არამც და არამც არ შეიძლება. როცა თინეიჯერი გოგონა განუწყვეტლივ აწყდება წინააღმდეგობას, როცა საშუალებას არ აძლევენ, რამე თვითონ გადაწყვიტოს, მორჩილებას სთხოვენ, ბუნებრივია, კონფლიქტი იჩენს თავს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზოგჯერ თინეიჯერი ხდება აგრესიული, ეუხეშება მშობლებს, პედაგოგებს, თანატოლებს. ასეთი ქცევა ნუ შეგაშინებთ, დროთა განმავლობაში გოგონა ისწავლის აგრესიული ინსტინქტების დამორჩილებას, მაგრამ ამისთვის გარშემო მყოფთა, განსაკუთრებით მშობელთა კეთილგანწყობა და გონივრული დახმარება დასჭირდება.

სქესობრივი მომწიფების პროცესი მრავალ ფსიქოლოგიურ პრობლემას აჩენს. უპირველეს ყოვლისა, მოზარდი იძულებული ხდება გადააფასოს საკუთარი თავი, გაარკვიოს, შეესაბამება თუ არა მის საზოგადოებაში მიღებულ ქალურობის კრიტერიუმებს. სქესობრივი მომწიფება გოგონებს უფრო ადრე ეწყებათ, ვიდრე ბიჭუნებს. გოგონებს წამოზრდილი მკერდის ერიდებათ ან მტკივნეულად განიცდიან მენსტრუაციის დაწყებას. გარდატეხის ასაკის უმთავრესი შტრიხი კი სქესობრივი ლტოლვის დაბადებაა, ზოგჯერ სასიყვარულო ურთიერთობებში თავჩენილი სირთულეები გოგონას სტრესულ მდგომარეობაში აგდებს, ამ დროს მას უფროსების მოთმინება, თანადგომა, მეგზურობა სჭირდება.

ყმაწვილქალობის პერიოდი

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

გარდატეხის ასაკის დასრულების შემდეგ იწყება ერთგვარი დაბნეულობის, გაურკვევლობის პერიოდი. ზოგიერთი ქალიშვილი მორცხვი, მორიდებულია საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას, თუმცა, ფსიქოლოგთა დაკვირვებით, ძლიერი სქესის წარმომადგენლები დიდად არ სწყალობენ ქალიშვილებს, რომელთაც საკუთარი თავისა და სხეულის წარმოჩენისა ერიდებათ.

თუ გოგონას საკუთარი თავი მომხიბვლელად არ მიაჩნია, მის პარტნიორსაც ასეთივე შთაბეჭდილება ექმნება მასზე. რატომ უნდა აფიქრებინოთ საყვარელ ადამიანს, რომ სრულყოფილებისგან შორს ხართ? რაც უფრო ხშირად გაუსვამს ხაზს ქალიშვილი საკუთარ "ნაკლოვანებებს", მით უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევს.

თუ ქალიშვილს შეყვარებული ჰყავს, მისგან დიდ სითბოსა და სიყვარულს გრძნობს, მაგრამ მიაჩნია, რომ მისი ფიგურა იდეალური არ არის, მერე რა - საყვარელი მამაკაციც რომ ასე ფიქრობდეს, მას არ ეყვარებოდით და საქმეს ახლო ურთიერთობამდე არ მიიყვანდა. აქ საჭიროა ქალიშვილის თვითდაჯერება. მან თავისუფლად უნდა გამოხატოს სიყვარული და დარწმუნდეს პარტნიორის საპასუხო გრძნობაში. ბევრი რამ არის დამოკიდებული პარტნიორზეც. იქნებ მას მოეწონოს კიდეც შეყვარებულის სიმორცხვე, მორიდება, გამოუცდელობა და მომავალი სქესობრივი ურთიერთობისას თავი წამყვანად, წარმმართველად იგრძნოს. შესაძლოა, ქალიშვილმა ამის გამო კომპლიმენტიც კი დაიმსახუროს.

ისეც ხდება, რომ სწორედ მამაკაცები უჩენენ ქალიშვილებს კომპლექსებს. ასეთმა "გმირმა" შესაძლოა თქვას: "ჰოო... ფეხები ყურებიდან ნამდვილად არ გეწყება..." დაივიწყეთ! ნამდვილი მამაკაცი ასეთ რამეს არასოდეს იტყვის.

თუ ქალიშვილი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა, ზომები უნდა მიიღოს: დაიცვას დიეტა, იაროს სპორტდარბაზში, სალონში, მოიწესრიგოს თმა, სახის კანი, მოუაროს ფრჩხილებს... თუმცა კომპლექსებისგან რომ გათავისუფლდეს, სრულიადაც არ არის საჭირო, ეტალონს დაემსგავსოს - როგორც კი მცირედ ცვლილებას შეამჩნევს, განწყობაც შესამჩნევად გამოუკეთდება და შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემების გადასალახავად ესეც საკმარისი აღმოჩნდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქალთა ფსიქოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალთა ფსიქოლოგიური პრობლემები

გარდატეხის ასაკი

პირველი ფსიქოლოგიური პრობლემები გოგონას ცხოვრებაში თავს იჩენს გარდატეხის ასაკში, როცა მის ორგანიზმში ჰორმონული ძვრები ხდება. 12-13 წლიდან 17-18 წლამდე ასაკს მომწიფების ანუ პუბერტატულ პერიოდს უწოდებენ. ეს ქალის ცხოვრების ის მონაკვეთია, როდესაც ორგანიზმი ინტენსიურად იზრდება, იკვეთება ინტელექტუალური შესაძლებლობები, სუბიექტური შეხედულებები, ხასიათის შტრიხები, თვისებები, ერთი სიტყვით, ქალი დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ პიროვნებად ყალიბდება.

სქესობრივ მომწიფებასთან ერთად მწიფდება და გარდატეხას განიცდის ფსიქიკა, სულიერი სამყარო, მოზარდის პიროვნული მე. მშვიდი და ალერსიანი გოგონა უხეშ, უტიფარ, ხშირად აგრესიულ არსებად იქცევა. ფსიქოლოგების აზრით, ეს ყველაფერი ბუნებრივია, მეტიც: ამ რეაქციების მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ, ნორმალურად ვითარდება თუ არა მოზარდი და სჭირდება თუ არა მას მშობლების ან ფსიქოლოგის დახმარება.

მოზარდი გოგონას ორგანიზმში მიმდინარე ძვრები, მისი ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი განვითარება ამ ასაკში ჰორმონთა გაძლიერებული სეკრეციით (წარმოქმნით) არის განპირობებული. პუბერტატულ პერიოდში მკვეთრად იცვლება მისი გემოვნება, შეხედულებები, აზროვნება, ზოგჯერ თავადაც ვერ ხვდება, რა მოსწონს. ზოგჯერ მისი მანერები, ჩაცმა უფროსებისთვის სრულიად მიუღებელია, მაგრამ ასეც რომ იყოს, დაცინვა, ირონია, ძალდატანება ან იგნორირება არამც და არამც არ შეიძლება. როცა თინეიჯერი გოგონა განუწყვეტლივ აწყდება წინააღმდეგობას, როცა საშუალებას არ აძლევენ, რამე თვითონ გადაწყვიტოს, მორჩილებას სთხოვენ, ბუნებრივია, კონფლიქტი იჩენს თავს.

ზოგჯერ თინეიჯერი ხდება აგრესიული, ეუხეშება მშობლებს, პედაგოგებს, თანატოლებს. ასეთი ქცევა ნუ შეგაშინებთ, დროთა განმავლობაში გოგონა ისწავლის აგრესიული ინსტინქტების დამორჩილებას, მაგრამ ამისთვის გარშემო მყოფთა, განსაკუთრებით მშობელთა კეთილგანწყობა და გონივრული დახმარება დასჭირდება.

სქესობრივი მომწიფების პროცესი მრავალ ფსიქოლოგიურ პრობლემას აჩენს. უპირველეს ყოვლისა, მოზარდი იძულებული ხდება გადააფასოს საკუთარი თავი, გაარკვიოს, შეესაბამება თუ არა მის საზოგადოებაში მიღებულ ქალურობის კრიტერიუმებს. სქესობრივი მომწიფება გოგონებს უფრო ადრე ეწყებათ, ვიდრე ბიჭუნებს. გოგონებს წამოზრდილი მკერდის ერიდებათ ან მტკივნეულად განიცდიან მენსტრუაციის დაწყებას. გარდატეხის ასაკის უმთავრესი შტრიხი კი სქესობრივი ლტოლვის დაბადებაა, ზოგჯერ სასიყვარულო ურთიერთობებში თავჩენილი სირთულეები გოგონას სტრესულ მდგომარეობაში აგდებს, ამ დროს მას უფროსების მოთმინება, თანადგომა, მეგზურობა სჭირდება.

ყმაწვილქალობის პერიოდი

გარდატეხის ასაკის დასრულების შემდეგ იწყება ერთგვარი დაბნეულობის, გაურკვევლობის პერიოდი. ზოგიერთი ქალიშვილი მორცხვი, მორიდებულია საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას, თუმცა, ფსიქოლოგთა დაკვირვებით, ძლიერი სქესის წარმომადგენლები დიდად არ სწყალობენ ქალიშვილებს, რომელთაც საკუთარი თავისა და სხეულის წარმოჩენისა ერიდებათ.

თუ გოგონას საკუთარი თავი მომხიბვლელად არ მიაჩნია, მის პარტნიორსაც ასეთივე შთაბეჭდილება ექმნება მასზე. რატომ უნდა აფიქრებინოთ საყვარელ ადამიანს, რომ სრულყოფილებისგან შორს ხართ? რაც უფრო ხშირად გაუსვამს ხაზს ქალიშვილი საკუთარ "ნაკლოვანებებს", მით უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევს.

თუ ქალიშვილს შეყვარებული ჰყავს, მისგან დიდ სითბოსა და სიყვარულს გრძნობს, მაგრამ მიაჩნია, რომ მისი ფიგურა იდეალური არ არის, მერე რა - საყვარელი მამაკაციც რომ ასე ფიქრობდეს, მას არ ეყვარებოდით და საქმეს ახლო ურთიერთობამდე არ მიიყვანდა. აქ საჭიროა ქალიშვილის თვითდაჯერება. მან თავისუფლად უნდა გამოხატოს სიყვარული და დარწმუნდეს პარტნიორის საპასუხო გრძნობაში. ბევრი რამ არის დამოკიდებული პარტნიორზეც. იქნებ მას მოეწონოს კიდეც შეყვარებულის სიმორცხვე, მორიდება, გამოუცდელობა და მომავალი სქესობრივი ურთიერთობისას თავი წამყვანად, წარმმართველად იგრძნოს. შესაძლოა, ქალიშვილმა ამის გამო კომპლიმენტიც კი დაიმსახუროს.

ისეც ხდება, რომ სწორედ მამაკაცები უჩენენ ქალიშვილებს კომპლექსებს. ასეთმა "გმირმა" შესაძლოა თქვას: "ჰოო... ფეხები ყურებიდან ნამდვილად არ გეწყება..." დაივიწყეთ! ნამდვილი მამაკაცი ასეთ რამეს არასოდეს იტყვის.

თუ ქალიშვილი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა, ზომები უნდა მიიღოს: დაიცვას დიეტა, იაროს სპორტდარბაზში, სალონში, მოიწესრიგოს თმა, სახის კანი, მოუაროს ფრჩხილებს... თუმცა კომპლექსებისგან რომ გათავისუფლდეს, სრულიადაც არ არის საჭირო, ეტალონს დაემსგავსოს - როგორც კი მცირედ ცვლილებას შეამჩნევს, განწყობაც შესამჩნევად გამოუკეთდება და შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემების გადასალახავად ესეც საკმარისი აღმოჩნდეს.


თაფლობის თვე

საყვარელ ადამიანზე დაქორწინება დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ძალზე საპასუხისმგებლო ტვირთიც. ცოლქმრული ცხოვრების რთულ გზაზე შეიძლება ძნელად გადასალახი დაბრკოლებები შეიქმნას. არსებობს ოჯახური ბედნიერების მრავალი საიდუმლო.

ოჯახური ცხოვრება ქორწინების პირველი ღამით იწყება. ტრადიციული გაგებით, ამ დროს ხდება ახალშეუღლებული წყვილის პირველი სქესობრივი კონტაქტი. პირველი ღამე შეიძლება პირობითი ცნება იყოს, რადგან ასეთი კონტაქტი შეიძლება ქორწინების ოფიციალურ დადასტურებამდე ან მოგვიანებით მოხდეს. ასეა თუ ისე, პირველი ღამე იმ ორი შეყვარებული ადამიანის საიდუმლოა, რომლებმაც ერთად ყოფნა და ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს. არსებობს წარმოდგენა, რომ როგორც ჩაივლის პირველი ღამე, ასევე გაგრძელდება ცოლ-ქმრის ინტიმური ცხოვრება. ასე რომ, ამ ღამისთვის როგორც მამაკაცები, ისე ქალიშვილები საფუძვლიანად უნდა მოემზადონ. ეს ღამე ქალიშვილისთვის არ არის მხოლოდ პირველი სქესობრივი შეგრძნება - სექსოლოგები ამტიცებენ, რომ სწორედ პირველი სქესობრივი კავშირია გადამწყვეტი ქალის სქესობრივი მგრძნობელობის ჩასახვისთვის.

ქალიშვილთა უმეტესობას პირველი სქესობრივი კონტაქტის მიმართ სერიოზული შიში აქვს. მათ მოსწონთ მოფერება, კოცნა, ნაზი სიტყვები, მაგრამ მოსალოდნელ სქესობრივ აქტს ხშირად შიშით ხვდებიან. საკმარისია მცირედი უტაქტობა და დაემშვიდობეთ მგზნებარე სიყვარულს. ამის ნაცვლად შეიძლება მიიღოთ უემოციობა, სურვილის ჩაქრობა და გულგრილობა. ამ დროს მამაკაცი უნდა იყოს მომთმენი, ნაზი და საკუთარ ძალებში დარწმუნებული, ქალს მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიანიჭოს და აჩვენოს, რა საოცარი განცდები მოელის და რისკენ უნდა ისწრაფოდეს.

მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ არ დაიწყონ ქორწინება ძალადობით. ამან შეიძლება ძლიერი ტრავმა მიაყენოს ახალგაზრდა ქალის ფსიქიკას და სქესობრივი კონტაქტის მიმართ ზიზღიც კი გაუჩინოს. ამის შემდეგ ვისაც არ უნდა შეხვდეს ცხოვრების გზაზე, ამ ზიზღის დაძლევა ძალიან გაუჭირდება.

ჯანსაღი სექსი, თუ მის სულიერ მხარეს ვგულისხმობთ, უწინარეს ყოვლისა, უნდა ემყარებოდეს სიყვარულს, რომელიც სქესობრივ კავშირს სრულყოფილს გახდის. ქალებისთვის სერიოზული პრობლემაა ფრიგიდულობა და ვაგინიზმი. ქალის ფრიგიდულობა ცუდი პარტნიორის ბრალია. სწორედ მამაკაცური ეგოცენტრიზმი (საკუთარ სიამოვნებაზე კონცენტრირება) აქცევს ქალს ფრიგიდულად.

ვაგინიზმი საშოს კუნთების უნებლიე სპაზმია. ეს პრობლემა ახალდაქორწინებულ ქალთა 7-12%-ში შეინიშნება. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტია, რომლის ფესვებიც უნდა ვეძებოთ ოჯახში, ტაბუირებულ აღზრდაში, სქესობრივი აქტისა და მოსალოდნელი ტკივილის შიშში. ამ დროს შესაძლოა მამაკაცსაც განუვითარდეს ფსიქოგენური იმპოტენცია (თუნდაც დანაშაულის განცდის გამო).

გათხოვების შემდეგ

ოჯახური ცხოვრების დაწყების შემდეგ ახალშეუღლებულებიც აღმოჩნდებიან ხოლმე გარკვეული პრობლემების წინაშე - ერთმანეთს ეჯახება აღზრდის ორი წესი, განსხვავებული ჩვევებისა და ტრადიციების ორი კომპლექტი. მეორე ნახევარი საშინლად მოუქნელი, უწესრიგო, გაუზრდელი გეჩვენებათ. მოდი, სცადეთ და ერთმანეთს ერთი დღით ადგილები გაუცვალეთ. ქალმა აივნის კარი შეღებოს, ნათურა გამოცვალოს, ავტომობილი გარეცხოს, ძაღლი გაასეირნოს, ქმარმა კი სადილი მოამზადოს, ჭურჭელი გარეცხოს, იატაკი მტვერსასრუტით გაწმინდოს... ეს წყვილს საშუალებას მისცემს, უკეთ გაუგონ ერთმანეთს, დააფასონ ერთმანეთის შრომა.

წყვილს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ საერთო მომავალი აქვთ. ამაზე ფიქრი ადამიანებს აახლოებს. კარგი იქნება, თუ ყოველ საღამოს გაუზიარებთ ერთმანეთს იმ დღის შთაბეჭდილებებს, ხოლო მეორე დღისთვის რაიმე საინტერესოს და სასიამოვნოს მოიფიქრებთ. ურთიერთობას კიდევ უფრო ადუღაბებს საერთო ინტერესები, საუბრის საერთო თემა.

  • რაციონალურ წყვილს ასეთი გამოსავალიც შეიძლება შევთავაზოთ: ურთიერთობის პირველივე დღიდან გულახდილად ესაუბრეთ ერთმანეთს თქვენი რომანტიკული მოლოდინის, სიმპათიებისა და ანტიპათიების შესახებ. შეთანხმება ყველაფერზე შეიძლება.
  • რაც შეეხება არარაციონალურ პიროვნებას: ეს ადამიანის სრულიად საპირისპირო ტიპია, რომელიც ვერ იტანს რამის დაწვრილებით განხილვას, მსჯელობასა და ანალიზს. მისთვის ბედნიერება წინასწარ შეუცნობელი და იდუმალია. მასთან ყველაფერი სპონტანურად უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, მუდმივ ექსპერიმენტში ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ ამ ტიპის ადამიანის სულიერი ჯანმრთელობისთვის ასეთი დაუგეგმავი ძვრები აუცილებელია, რათა მუდმივად ტონუსში იყოს. ასეთი პიროვნებები მუდამ შეუცნობელნი რჩებიან.
  • ბრძენთათვის: ვინ თქვა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება მშფოთვარე უნდა იყოს? ნებისმიერი ურთიერთობა სხვადასხვა სტადიას გაივლის. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ველური ვნება ან სინაზით, პატივისცემით და თანამშრომლობით იცვლება, ან კიდევ მოწყენილობით და სრული გაუგებრობით.

ბევრს ჰგონია, რომ სიყვარულის კოცონი მთელი ცხოვრება იგიზგიზებს. უმჯობესია, ამთავითვე შეეგუოთ საპირისპირო აზრს, ვიდრე მუდმივად ტემპერატურის შენარჩუნებას ეცადოთ. თუ ერთმანეთისთვის ხართ დაბადებული, ცეცხლი დროდადრო თავისთავად გაღვივდება. ნუ განეწყობით გარდაუვალი სირთულეებისთვის, პირიქით, სჯობს იფიქროთ, რომ მომავალში კიდევ ერთი თაფლობის თვე გელით.


დედობა

ბავშვის გაჩენა ხომ უზარმაზარი სიხარული და ზეიმია, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაც არის, რომელსაც ყოველი ქალი უნდა გრძნობდეს. მას შემდეგ, რაც უკან მოიტოვებთ მეგობრებისა და ნათესავების მოლოცვებს, ბედნიერი მეუღლის მიერ მორთმეულ საჩუქრებსა და ყვავილებს, იწყება მოსაწყენი დღეები, მძიმე საზრუნავი, რომელიც დიდ ფსიქოემოციურ სტაბილურობას მოითხოვს. ამას კი მელოგინე ქალის ფსიქიკა ვერ უძლებს. სწორედ აქ იწყება კონფლიქტი, რომელსაც ხშირად მშობიარობის შემდგომ დეპრესიამდე მივყავართ.

დადგენილია, რომ დეპრესია შეიძლება განუვითარდეს პრაქტიკულად ყველა ქალს როგორც ორსულობის დროს, ისე მშობიარობის შემდეგ. ის საშიშროებას უქმნის როგორც დედას, ისე ახალშობილის ჯანმრთელობას, ამიტომ აუცილებელია, ყურადღება მიექცეს მის წინამორბედ ნიშნებსა და რისკის ფაქტორებს, რათა მისი თავიდან აცილება მოხერხდეს.

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები შესაძლოა რამდენიმე თვე და წელიწადიც კი გაგრძელდეს. პათოლოგიის განვითარების ალბათობა იზრდება, თუ:

  • დედას ორსულობამდეც ჰქონდა ფსიქიკური დაავადება, მაგალითად, კლინიკური დეპრესია, ნერვული ანორექსია ან ბულიმია (მადის გაძლიერება ან უმადობა);
  • წარსულში ეტანებოდა ალკოჰოლს და ნარკოტიკებს;
  • ჰქონდა მენსტრუაციის დარღვევა ან ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც ჰორმონული დარღვევებით იყო გამოწვეული;
  • ბავშვობაში მკაცრად ეპყრობოდნენ;
  • გადატანილი აქვს ემოციური ან ფიზიკური სტრესი ან სექსუალური ძალადობა;
  • აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა ან სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადება;
  • ჭარბად იყენებდა ანტიბიოტიკებსა და სტეროიდებს;
  • ორსულობის თავიდან ასაცილებლად იღებდა კონტრაცეპტივებს;
  • იცავდა დიეტას ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებისა და ვიტამინების დაბალი შემცველობით;
  • იძულებით შეწყვიტა ძუძუთი კვება მშობიარობიდან მოკლე ხნის შემდეგ;
  • გადაიტანა სტრესი - პრობლემები ოჯახში ან სამსახურში, გარდაეცვალა საყვარელი ადამიანი;
  • დედასთან აქვს ცუდი ურთიერთობა ან დედას ჰქონდა მშობიარობის შემდგომი დეპრესია;
  • ჰქონდა პრობლემა წინა ორსულობისას;
  • აქვს ჯახური კონფლიქტი ან ფინანსური პრობლემები;
  • დაორსულდა მეტისმეტად ახალგაზრდა ან 30 წლის შემდეგ;
  • ორსულობა არასასურველი ან შემთხვევითი იყო.

დეპრესიის დროს ქალი უჩივის შფოთვის, უმწეობის, დათრგუნულობის განცდას, გაღიზიანებადობას, ტირილის სურვილს, ენერგიისა და მოტივაციის დაქვეითებას, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვას, ძილად მივარდნას ან უძილობას, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის შესუსტებას, ჩაკეტილობას, შიშს, რომ ავნებს ბავშვს ან საკუთარ თავს. ჰგონია, რომ ის არავის სჭირდება. შესაძლოა თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

ოჯახის წევრებსაც ყურადღება მართებთ, რადგან ქალები ხშირად მალავენ ავადმყოფობის სიმპტომებს - რცხვენიათ, რომ მაშინ, როდესაც ბედნიერები უნდა იყვნენ, დეპრესია აქვთ. დეპრესიის დაძლევაში ქალს განსაკუთრებით დაეხმარება მეუღლე. ამ მძიმე პერიოდში საყვარელი ადამიანის თანადგომა, პასუხისმგებლობის განაწილება ქალს საგრძნობლად შეუმსუბუქებს ტვირთს.

უშვილობა

ქალი და მამაკაცი ქმნიან ოჯახს, გადადიან ცხოვრების ახალ საფეხურზე, მათი ურთიერთობა ახალი შინაარსით ივსება, ჩნდება პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, საერთო ინტერესები, საერთო პრობლემები - მარტივიც, რთულიც, გადაუწყვეტელიც. ოჯახური ბედნიერების მწვერვალი კი ბავშვია, ორი ადამიანის სიყვარულის ნაყოფი და ოჯახის მომავალი ცხოვრების საზრისი. მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ არად დაგიდევთ ჩვენს სურვილებსა და ოცნებებს. წლები გადის, ბავშვი კი არ ჩნდება და დგება დღე, როცა ოჯახი ხვდება, რომ ის შესაძლოა არც არასოდეს გაჩნდეს. სამწუხაროდ, ეს არც ისე იშვიათია, დღეს ყოველი მეათე ოჯახი უშვილოა და ამას ობიექტური მიზეზები აქვს.

რაც უნდა ჰარმონიული იყოს ოჯახი, ბავშვის გარეშე ოჯახური ბედნიერება სრულყოფილი ვერ იქნება, როგორც ქალს, ისე მამაკაცს აქვთ უზარმაზარი მოთხოვნილება, გახდნენ მშობლები. როცა ეს ვერ ხერხდება, თავს იჩენს დაძაბულობა, ურთიერთობა რთულდება, ისადგურებს სევდა, დეპრესია, დათრგუნულია ადამიანი, რომელსაც მიუძღვის ბრალი უშვილობაში. თუ ეს ქალის მიზეზით არის, რამდენადმე იცვლება მისდამი ქმრის დამოკიდებულება, თუ ცოლ-ქმარი მშობლებთნ ერთად ცხოვრობს, ჩნდება პრეტენზია და ზოგჯერ აგრესიაც კი რძლის მიმართ. ზოგჯერ უშვილო ქალი ისეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ექცევა, რომ იძულებული ხდება, ოაჯხიდან წავიდეს. ეს უშვილობის მკურნალობასაც უშლის ხელს - მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა, ნერვიულობა და სტრესი ქალს უფრო მეტად აშორებს მიზანს. ქალი უმძიმეს მდგომარეობაშია: მას, გარდა იმისა, რომ თავად არის მოკლებული დედობრივ სიხარულს, დანაშაულის განცდაც უჩნდება მეუღლისა და მისი მშობლების მიმართ. ამ დროს მას ყველაზე მეტი თანაგრძნობა სჭირდება.

ზოგიერთი ოჯახი გაგებით ეკიდება უშვილობის მტკივნეულ პრობლემას. იქ, სადაც სიყვარულია, ყველა პრობლემა მარტივად წყდება; თანამედროვე მედიცინას უამრავი საშუალება მოეპოვება უშვილო წყვილების დასახმარებლად. ასე რომ, იმედი არ უნდა გადაიწუროთ, დეპრესიას არ უნდა მიეცეთ და ყველა არსებული საშუალება უნდა გამოიყენოთ, რათა დედობისა და მამობის ბედნიერება განიცადოთ.

მენოპაუზა

ყველა ქალის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ცხოვრება თვისებრივად განსხვავებულ სტადიაში გადადის. ქალების უმეტესობა ამას მტკივნეულად განიცდის. ამ დროს ქალებს აწუხებთ ალები, ოფლიანობა, ძილის დარღვევები, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აღგზნება, თავბრუხვევა, გულისცემის აჩქარება, სხეულის სხვადასხვა უბანში მგრძნობელობის დარღვევა, შფოთვა. ეს ყველაფერი ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებით არის გამოწვეული. რა უსიამოვნოც უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის, ჰორმონული გარდაქმნების დასრულების შემდეგ ისინი თავისთავად გაივლის.

ამ ასაკობრივ ცვლილებებს, წესისამებრ, თან სდევს ფსიქოლოგიური ცვლილებებიც. ქალს უჩნდება განცდა, რომ ის ემშვიდობება ახალგაზრდობას, სილამაზეს, მომხიბვლელობას, აღარ არის სასურველი მეუღლისთვის... სინამდვილეში ასე არ არის. ქალი ყველა ასაკში ქალია. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეთ დეპრესიას. პირიქით, ცხოვრება ახალი ფერებით უნდა შეამკოთ, დატკბეთ მიღწევებით, შვილებით, შვილიშვილებით.

ხშირად წაახალისეთ საკუთარი თავი, ივარჯიშეთ, მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ხშირად მიაკითხეთ სილამაზის სალონს, შეიცვალეთ ვარცხნილობა. შეხვდით მეგობრებს, ისაუბრეთ, აღნიშნეთ ღირსშესანიშნავი მოვლენები, დატკბით ცხოვრებით.